სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იქნებიან "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები თერჯოლასა და ცაგერში, ხოლო ფოთში, სენაკსა და ხობში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი?
ვინ იქნებიან "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები თერჯოლასა და ცაგერში, ხოლო ფოთში, სენაკსა და ხობში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ფო­თის, სე­ნა­კი­სა და ხო­ბის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში პარ­ლა­მენ­ტის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტად პარ­ტი­ამ ირაკ­ლი ხა­ხუ­ბი­ას შვი­ლის, გი­ორ­გი ხა­ხუ­ბი­ას კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა.

პო­ლიტ­საბ­ჭომ შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რად ლე­ვან ზალ­კა­ლი­ა­ნის კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა, ხოლო თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რად მა­ნუ­ჩარ რო­ბა­ქი­ძის.

  • ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რად წარ­მო­გიდ­გენთ ლე­ვან ზალ­კა­ლი­ა­ნის კან­დი­და­ტუ­რას. ლე­ვა­ნი არის წარ­მა­ტე­ბუ­ლი იუ­რის­ტი და სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე. მას იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. სხვა­დას­ხვა დროს ლე­ვა­ნი მუ­შა­ობ­და პრო­კუ­რა­ტუ­რის სის­ტე­მა­ში გა­მომ­ძი­ებ­ლად და პრო­კუ­რო­რად, მათ შო­რის, 11 წლის მან­ძილ­ზე - ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნულ პრო­კუ­რო­რად. ლე­ვანს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს იუს­ტი­ცი­ის უფ­რო­სი მრჩევ­ლის წო­დე­ბა. დღემ­დე ლე­ვან ზალ­კა­ლი­ა­ნი იკა­ვებ­და რაჭა-ლე­ჩხუმ­სა და ქვე­მო სვა­ნეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას. წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებთ ლე­ვან ზალ­კა­ლი­ანს“,-გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

  • ამას­თან, კო­ბა­ხი­ძის თქმით, პარ­ტი­ამ თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რად მა­ნუ­ჩარ რო­ბა­ქი­ძის კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა.

"პო­ლიტ­საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რად წარ­მო­გიდ­გენთ მა­ნუ­ჩარ რო­ბა­ქი­ძის კან­დი­და­ტუ­რას. მა­ნუ­ჩა­რი არის სპე­ცი­ა­ლო­ბით ის­ტო­რი­კო­სი. მას დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს იო­ა­ნე პეტ­რი­წის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტი. სხვა­დას­ხვა დროს, ის იყო მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი, კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­ში - „ზეს­ტა­ფონ გაზ­სა“ და „სო­კარ­ში“ მუ­შა­ობ­და სხვა­დას­ხვა ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, იყო თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და შეს­ყიდ­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი და ეკა­ვა თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა. 2021 წელს მა­ნუ­ჩარ რო­ბა­ქი­ძე და­ი­ნიშ­ნა თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ, ხოლო 2022 წლი­დან ის ას­რუ­ლებს თერ­ჯო­ლის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბას. მა­ნუ­ჩარს ვუ­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბებს და თერ­ჯო­ლის მე­რად არ­ჩე­ვას. წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებთ ჩვენ კან­დი­და­ტებს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ისი­ნი მო­ი­პო­ვე­ბენ ამომ­რჩევ­ლის ნდო­ბას და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვე­ბენ არ­ჩევ­ნებ­ში“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

  • რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ხა­ხუ­ბი­ას, კო­ბა­ხი­ძემ ბრი­ფინგზე, მის გა­ნათ­ლე­ბა­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ და­ნიშ­ნა პარ­ლა­მენ­ტის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი ფო­თის, ხო­ბი­სა და სე­ნა­კის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში და მე­რე­ბის შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი ცა­გე­რი­სა და თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში. ცეს­კოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბი 29 აპ­რილს გა­ი­მარ­თე­ბა. დღეს ჩა­ტარ­და პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს სხდო­მა, რო­მელ­ზეც მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აღ­ნიშ­ნულ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქებ­ში კან­დი­და­ტე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის შე­სა­ხებ. პო­ლიტ­საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ფო­თის, სე­ნა­კი­სა და ხო­ბის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში პარ­ლა­მენ­ტის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტად პარ­ტია წა­რად­გენს გი­ორ­გი ხა­ხუ­ბი­ას კან­დი­და­ტუ­რას.

პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ გი­ორ­გი არის ჩვე­ნი კო­ლე­გის, ირაკ­ლი ხა­ხუ­ბი­ას შვი­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, ირაკ­ლის სა­ხე­ლი და მის მიერ ფოთ­ში, ხობ­სა და სე­ნაკ­ში შექ­მნი­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტი და­ეხ­მა­რე­ბა გი­ორ­გის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა­ში. თუმ­ცა, ამას­თან ერ­თად, გი­ორ­გი თა­ვა­დაც გა­მო­ირ­ჩე­ვა პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით, გა­ნათ­ლე­ბი­თა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით, რო­მელ­თა გა­მოც პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კურ­მა საბ­ჭომ ის უპი­რო­ბოდ სა­უ­კე­თე­სო კან­დი­და­ტად მი­იჩ­ნია. გი­ორ­გის მი­ღე­ბუ­ლი აქვს გა­ნათ­ლე­ბა კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით. ახალ­გაზ­რდუ­ლი ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად,

მას აქვს მდი­და­რი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა. სხვა­დას­ხვა დროს ის იყო სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამა­ვე კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე. გარ­და ამი­სა, გი­ორ­გი წლე­ბის მან­ძილ­ზე წარ­მა­ტე­ბით ეწე­ო­და კერ­ძო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას. გა­სულ წლებ­ში, გი­ორ­გი ფოთ­ში, ხობ­სა და სე­ნაკ­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბე­ბი­სა და პარ­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მუ­შა­ო­ბა­ში. წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებთ გი­ორ­გი ხა­ხუ­ბი­ას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ მის გა­მარ­ჯვე­ბა­ში“,-გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
1

წინასაარჩევნო დაპირებებს როდის ასრულებთ?

ნელიკო
2

ნელნელა ვუახლოვდებით გაბრწყინების ეპოქას. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ვინ იქნებიან "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები თერჯოლასა და ცაგერში, ხოლო ფოთში, სენაკსა და ხობში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი?

ვინ იქნებიან "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები თერჯოლასა და ცაგერში, ხოლო ფოთში, სენაკსა და ხობში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი?

"ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტიამ ირაკლი ხახუბიას შვილის, გიორგი ხახუბიას კანდიდატურა წარადგინა.

პოლიტსაბჭომ შუალედური არჩევნებისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად ლევან ზალკალიანის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად მანუჩარ რობაქიძის.

  • ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად წარმოგიდგენთ ლევან ზალკალიანის კანდიდატურას. ლევანი არის წარმატებული იურისტი და საჯარო მოსამსახურე. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ლევანი მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის, 11 წლის მანძილზე - ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. ლევანს მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება. დღემდე ლევან ზალკალიანი იკავებდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას. წარმატებებს ვუსურვებთ ლევან ზალკალიანს“,-განაცხადა კობახიძემ.

  • ამასთან, კობახიძის თქმით, პარტიამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად მანუჩარ რობაქიძის კანდიდატურა წარადგინა.

"პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად წარმოგიდგენთ მანუჩარ რობაქიძის კანდიდატურას. მანუჩარი არის სპეციალობით ისტორიკოსი. მას დამთავრებული აქვს იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს, ის იყო მუნიციპალური საკრებულოს წევრი, კერძო კომპანიებში - „ზესტაფონ გაზსა“ და „სოკარში“ მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე, იყო თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი და ეკავა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობა. 2021 წელს მანუჩარ რობაქიძე დაინიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ, ხოლო 2022 წლიდან ის ასრულებს თერჯოლის მერის მოვალეობას. მანუჩარს ვუსურვებთ წარმატებებს და თერჯოლის მერად არჩევას. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ კანდიდატებს. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი მოიპოვებენ ამომრჩევლის ნდობას და აუცილებლად გაიმარჯვებენ არჩევნებში“,- განაცხადა კობახიძემ.

  • რაც შეეხება გიორგი ხახუბიას, კობახიძემ ბრიფინგზე, მის განათლებასა და პროფესიული გამოცდილებაზე ისაუბრა.

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანიშნა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში და მერების შუალედური არჩევნები ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. ცესკოს გადაწყვეტილებით, არჩევნები 29 აპრილს გაიმართება. დღეს ჩატარდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნულ საარჩევნო ოლქებში კანდიდატების დასახელების შესახებ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტია წარადგენს გიორგი ხახუბიას კანდიდატურას.

პირველ რიგში, აუცილებლად გვინდა აღვნიშნოთ, რომ გიორგი არის ჩვენი კოლეგის, ირაკლი ხახუბიას შვილი. ბუნებრივია, ირაკლის სახელი და მის მიერ ფოთში, ხობსა და სენაკში შექმნილი ავტორიტეტი დაეხმარება გიორგის არჩევნებში გამარჯვებაში. თუმცა, ამასთან ერთად, გიორგი თავადაც გამოირჩევა პიროვნული თვისებებით, განათლებითა და პროფესიული გამოცდილებით, რომელთა გამოც პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ის უპირობოდ საუკეთესო კანდიდატად მიიჩნია. გიორგის მიღებული აქვს განათლება კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად,

მას აქვს მდიდარი სამუშაო გამოცდილება. სხვადასხვა დროს ის იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის უფროსი და მოგვიანებით ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე. გარდა ამისა, გიორგი წლების მანძილზე წარმატებით ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას. გასულ წლებში, გიორგი ფოთში, ხობსა და სენაკში აქტიურად იყო ჩართული „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბებისა და პარტიული ორგანიზაციების მუშაობაში. წარმატებებს ვუსურვებთ გიორგი ხახუბიას. დარწმუნებული ვართ მის გამარჯვებაში“,-განაცხადა კობახიძემ.