პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბირთვული ავარიები, სახლის კედელში ჩაყოლებული ცეზიუმ-137-ის კაფსულა და განადგურებული ადამიანები, რომლებსაც საბჭოთა კავშირში რადიაციული საფრთხე დაუმალეს
ბირთვული ავარიები, სახლის კედელში ჩაყოლებული ცეზიუმ-137-ის კაფსულა და განადგურებული ადამიანები, რომლებსაც საბჭოთა კავშირში რადიაციული საფრთხე დაუმალეს

საბ­ჭო­თა კავ­ში­რი მისი და­არ­სე­ბის პირ­ვე­ლი დღი­დან და­სას­რუ­ლამ­დე ე.წ. პო­ლი­ცი­უ­რი სა­ხელ­მწი­ფო იყო, რო­მელ­შიც თვალ­ყურს ადევ­ნებ­დნენ მო­ქა­ლა­ქე­თა ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის თით­ქმის ყვე­ლა ას­პექტს - სი­ტყვის, მოგ­ზა­უ­რო­ბის, გა­ნათ­ლე­ბის, ეკო­ნო­მი­კის და სხვა თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ ქა­ღალ­დზე არ­სე­ბობ­და. ეს სი­ახ­ლეს არა­ვის­თვის წარ­მო­ად­გენ­და და ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს ეს რე­ჟი­მი პირ­და­პირ თუ ირი­ბად შე­ე­ხე­ბო­და.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის არ­სე­ბო­ბის პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე რა­დი­ა­ცი­უ­ლი კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და, აქე­დან ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი, რაც უკვე ყვე­ლას­თვის არის ცნო­ბი­ლი, ჩერ­ნო­ბი­ლის ბირ­თვუ­ლი რე­აქ­ტო­რის აფეთ­ქე­ბაა, რა­საც ძა­ლი­ან დიდი მსხვერ­პლი დიდ­წი­ლად იმი­ტო­მაც მოჰ­ყვა, რომ რამ­დე­ნი ხა­ნიც შეძ­ლო, იმ­ჟა­მინ­დელ­მა საბ­ჭო­თა მმარ­თვე­ლო­ბამ ეს უდი­დე­სი კა­ტას­ტრო­ფა და­მა­ლა. ვიდ­რე მე­ზობ­ლად მდე­ბა­რე ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში რა­დი­ა­ცი­უ­ლი ფო­ნის ზრდის გამო არ ატე­ხეს გან­გა­ში, მოს­კო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მომ­ხდა­რი არ აღი­ა­რა, რი­თაც სტი­ქი­ის ზო­ნა­სა და მის მიმ­დე­ბა­რედ ადა­მი­ა­ნე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­წი­რა.

საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში რა­დი­ო­აქ­ტი­ურ აფეთ­ქე­ბებს საკ­მა­ოდ დიდი მსხვერ­პლიც მოჰ­ყვა, სულ ექ­ვსი იყო. ექ­ვსი­ვე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი და­ნა­შა­უ­ლი მა­შინ­დელ­მა მთავ­რო­ბამ და­მა­ლა და ეს არის ის, რის შე­სა­ხე­ბაც მხო­ლოდ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში გა­ვი­გეთ.

1986 წლის 26 აპ­რილს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის მე­ო­თხე ბლო­კის ავა­რია იყო ბირ­თვულ მოვ­ლე­ნა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო შკა­ლით მეშ­ვი­დე დო­ნის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა ის­ტო­რი­ა­ში. ბირ­თვუ­ლი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად რე­აქ­ტო­რი მთლი­ა­ნად და­ინ­გრა, რა­მაც მისი მიმ­დე­ბა­რე ვრცე­ლი ტე­რი­ტო­რი­ის მას­შტა­ბუ­რი რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი და­ბინ­ძუ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. ის შე­ფა­სე­ბუ­ლია, რო­გორც უდი­დე­სი ავა­რია ატო­მუ­რი ენერ­გე­ტი­კის ის­ტო­რი­ა­ში, რო­გორც და­ღუ­პულ­თა და მის­გან და­შა­ვე­ბულ ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბით, ისე ეკო­ლო­გი­უ­რი და­ბინ­ძუ­რე­ბი­თა და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზი­ა­ნით.

ავა­რი­ის შე­დე­გად გა­ჩე­ნილ­მა რა­დი­ო­აქ­ტი­ურ­მა ღრუ­ბელ­მა გა­და­ი­ა­რა სსრკ-ის ევ­რო­პუ­ლი ნა­წი­ლი, აღ­მო­სავ­ლე­თი ევ­რო­პა, სკან­დი­ნა­ვია, დიდი ბრი­ტა­ნე­თი და აშშ-საც კი მი­აღ­წია. რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნა­ლე­ქის 60% და­ი­ლე­ქა ბე­ლა­რუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

მაგ­რამ ეს არ ყო­ფი­ლა ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი საფრ­თხე საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ადა­მი­ა­ნებს და­უ­მა­ლეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლი­დან კარ­გა ხნის შემ­დეგ გახ­და ბევ­რი რამ ცნო­ბი­ლი. ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ცხოვ­რობ­დნენ, წარ­მოდ­გე­ნაც კი არ ჰქონ­დათ ამის შე­სა­ხებ.

  • ოპე­რა­ცი "სნე­ჟო­კი“

1985 წლის 10 აგ­ვის­ტოს, უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა ნორ­მის დარ­ღვე­ვით მოხ­და წყალ­ქვე­შა ნა­ვით რე­აქ­ტი­უ­ლი ზო­ნის გა­დაკ­ვე­თა, რა­მაც უდი­დე­სი რა­დი­ა­ცი­უ­ლი აფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვია. ეკი­პაჟ­ზე მყო­ფი 10 ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. 290-მდე ადა­მი­ან­მა რა­დი­ა­ცი­უ­ლი დას­ხი­ვე­ბა მი­ი­ღო.

გემთმშე­ნებ­ლო­ბის მუ­შებს და­პირ­დნენ პრე­მი­ებს, დღე­ში 50 რუბ­ლის ოდე­ნო­ბით. თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა გა­ა­ფორ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 25 წლის ვა­დით. ბუ­ნებ­რი­ვია, კონ­ტრაქ­ტის ბო­ლომ­დე არ­ცერთ მათ­განს არ მი­უღ­წე­ვია. გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი­დან ნა­ხე­ვარ­ზე მეტი I და II ჯგუ­ფის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ადა­მი­ა­ნად იქცა.

  • ტრა­გე­დია კრა­მა­ტორსკში

რა­დი­ა­ცი­უ­ლი ტრა­გე­დია უკ­რა­ი­ნა­ში, კრა­მა­ტორსკში, რო­მე­ლიც 1980 წლი­დან 1989 წლამ­დე მოხ­და. ცე­ზი­უმ-137-ის შემ­ცვე­ლი კაფ­სუ­ლა, რო­მე­ლიც ზედ­მე­ტად რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი იყო, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ბე­ტო­ნის კე­დელ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს მას შემ­დეგ, რაც მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა მო­ი­თხო­ვეს, რომ ბი­ნა­ში რა­დი­ა­ცი­ის დონე ჯან­დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­ე­ზო­მათ.

თავ­და­პირ­ვე­ლად კაფ­სუ­ლა იყო რა­დი­ა­ცი­ის დო­ნის მრი­ცხვე­ლის ნა­წი­ლი და და­ი­კარ­გა კა­რანსკის კა­რი­ერ­ში 1970-იანი წლე­ბის ბო­ლოს. კაფ­სუ­ლის ძებ­ნა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა და ერთი კვი­რის შემ­დეგ დას­რულ­და. მშე­ნებ­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და კა­რი­ე­რის სილა, რო­მელ­საც შეჰ­ყვა სა­სიკ­ვდი­ლო კაფ­სუ­ლა.

სახ­ლში მე­პატ­რო­ნე­ე­ბი სრუ­ლად 1980 წელს შე­სახ­ლდნენ. ერთი წლის შემ­დეგ, ბი­ნა­ში, რომ­ლის კე­დელ­შიც რო­გორც შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, კაფ­სუ­ლა იყო, 18 წლის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც იქ ცხოვ­რობ­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. 1982 წელს კი მისი 16 წლის ძმა, შემ­დეგ - დედა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა მა­ცხოვ­რე­ბე­ლი ლე­ი­კე­მი­ით გარ­და­იც­ვა­ლა, ექი­მებ­მა ვერ და­ად­გი­ნეს და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი და დი­აგ­ნო­ზი ცუდი მემ­კვიდ­რე­ო­ბით ახ­სნეს. ბი­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად ახა­ლი ოჯა­ხი გა­და­ვი­და და მათი ვა­ჟიც ლე­ი­კე­მი­ით გარ­და­იც­ვა­ლა. ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­ირ­კვა, რაც ბავ­შვის მა­მამ დე­ტა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. შე­დე­გად მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ფლა­კო­ნი კე­დელ­ში 1989 წელს იპო­ვეს.

ამის მერე კედ­ლის ნა­წი­ლი ამო­ი­ღეს და გაგ­ზავ­ნეს ბირ­თვუ­ლი კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში, სა­დაც ცე­ზი­უ­მის კაფ­სუ­ლის არ­სე­ბო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტურ­და, ეს ამ­ბა­ვი კი მომ­ხდა­რი­დან წლე­ბის მერე გახ­და ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

  • “კრას­ნოე სორ­მო­ვოს” ქარ­ხა­ნა

1970 წლის 18 იან­ვარს ქარ­ხა­ნა­ში მოხ­და რე­აქ­ტო­რის არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი გაშ­ვე­ბა, რო­მე­ლიც 15 წამ­ში აფეთ­ქდა. დას­ხი­ვე­ბამ სა­ათ­ში 60 ათას რენტგენს მი­აღ­წია და იმის გამო, რომ ქარ­ხა­ნა და­ხუ­რუ­ლი იყო, აფეთ­ქე­ბის სიმ­ძლავ­რემ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი გა­და­არ­ჩი­ნა. 12 ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, 200-მდე თა­ნაშ­რო­მე­ლი რა­დი­ა­ცი­ის დიდი დო­ზით დას­ხივ­და და სხვა­დას­ხვა წლებ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რა­დი­აქ­ტი­უ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის დიდი ნა­წი­ლი მდი­ნა­რე ვოლ­გა­ში ჩა­იღ­ვა­რა, ამის თა­ო­ბა­ზე მიმ­დე­ბა­რედ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი არა­ვის გა­უფრ­თხი­ლე­ბია.

  • კიშ­ტი­მის კა­ტას­ტრო­ფა

ეს კა­ტას­ტრო­ფა ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რო­გორც მა­ი­ა­კის ქი­მი­უ­რი ქარ­ხნის ავა­რია, რო­მე­ლიც 1957 წელს მოხ­და. სამ­ხრეთ ურალ­ში მდე­ბა­რე ქა­ლაქ ჩე­ლი­ა­ბინ­სკ-40-ში (ახ­ლან­დე­ლი ოზერსკი) მომ­ხდა­რი ეს კა­ტას­ტრო­ფა რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყო­ფის მი­ხედ­ვით მსოფ­ლი­ო­ში, ჩერ­ნო­ბი­ლის შემ­დეგ, მე­ო­რე ად­გილ­ზეა.

არ­სე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, პლუ­ტო­ნი­უ­მის და­მამ­ზა­დე­ბელ და ატო­მუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხა­ნა "მა­ი­აკ­ში" ატო­მუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბი მი­წის­ქვე­შა სა­ცავ­ში არას­წო­რად შე­ი­ნა­ხეს, რა­მაც აფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვია. შე­დე­გად, უდი­დე­სი ტე­რი­ტო­რია რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნა­წი­ლა­კე­ბით და­ი­ფა­რა - ნარ­ჩე­ნე­ბის მოხ­ვედ­რა გა­რე­მო­ში წარ­მო­უდ­გენ­ლად მძი­მე შე­დე­გის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­წი­რეს, კი­დევ უფრო მეტი სა­მუ­და­მოდ გა­და­ა­სახ­ლეს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

ავტორი:

ბირთვული ავარიები, სახლის კედელში ჩაყოლებული ცეზიუმ-137-ის კაფსულა და განადგურებული ადამიანები, რომლებსაც საბჭოთა კავშირში რადიაციული საფრთხე დაუმალეს

ბირთვული ავარიები, სახლის კედელში ჩაყოლებული ცეზიუმ-137-ის კაფსულა და განადგურებული ადამიანები, რომლებსაც საბჭოთა კავშირში რადიაციული საფრთხე დაუმალეს

საბჭოთა კავშირი მისი დაარსების პირველი დღიდან დასასრულამდე ე.წ. პოლიციური სახელმწიფო იყო, რომელშიც თვალყურს ადევნებდნენ მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს - სიტყვის, მოგზაურობის, განათლების, ეკონომიკის და სხვა თავისუფლებები მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. ეს სიახლეს არავისთვის წარმოადგენდა და ყოველდღიურ ცხოვრებაში თითოეულ ადამიანს ეს რეჟიმი პირდაპირ თუ ირიბად შეეხებოდა.

საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში რამდენიმე რადიაციული კატასტროფა მოხდა, აქედან ყველაზე მასშტაბური, რაც უკვე ყველასთვის არის ცნობილი, ჩერნობილის ბირთვული რეაქტორის აფეთქებაა, რასაც ძალიან დიდი მსხვერპლი დიდწილად იმიტომაც მოჰყვა, რომ რამდენი ხანიც შეძლო, იმჟამინდელმა საბჭოთა მმართველობამ ეს უდიდესი კატასტროფა დამალა. ვიდრე მეზობლად მდებარე ევროპულ ქვეყნებში რადიაციული ფონის ზრდის გამო არ ატეხეს განგაში, მოსკოვის ხელისუფლებამ მომხდარი არ აღიარა, რითაც სტიქიის ზონასა და მის მიმდებარედ ადამიანები, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაწირა.

საბჭოთა კავშირში რადიოაქტიურ აფეთქებებს საკმაოდ დიდი მსხვერპლიც მოჰყვა, სულ ექვსი იყო. ექვსივე ფართომასშტაბიანი რადიოაქტიური დანაშაული მაშინდელმა მთავრობამ დამალა და ეს არის ის, რის შესახებაც მხოლოდ თანამედროვე სამყაროში გავიგეთ.

1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის მასშტაბური რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.

ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-საც კი მიაღწია. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელარუსის ტერიტორიაზე.

მაგრამ ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც რადიოაქტიური საფრთხე საბჭოთა კავშირში ადამიანებს დაუმალეს. საზოგადოებისთვის საბჭოთა კავშირის დაშლიდან კარგა ხნის შემდეგ გახდა ბევრი რამ ცნობილი. ადამიანებს, რომლებიც ყველაზე საზარელი დანაშაულებების გარემოცვაში ცხოვრობდნენ, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ ამის შესახებ.

  • ოპერაცი "სნეჟოკი“

1985 წლის 10 აგვისტოს, უსაფრთხოების ყველა ნორმის დარღვევით მოხდა წყალქვეშა ნავით რეაქტიული ზონის გადაკვეთა, რამაც უდიდესი რადიაციული აფეთქება გამოიწვია. ეკიპაჟზე მყოფი 10 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. 290-მდე ადამიანმა რადიაციული დასხივება მიიღო.

გემთმშენებლობის მუშებს დაპირდნენ პრემიებს, დღეში 50 რუბლის ოდენობით. თითოეულმა მათგანმა გააფორმა ხელშეკრულება 25 წლის ვადით. ბუნებრივია, კონტრაქტის ბოლომდე არცერთ მათგანს არ მიუღწევია. გადარჩენილებიდან ნახევარზე მეტი I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანად იქცა.

  • ტრაგედია კრამატორსკში

რადიაციული ტრაგედია უკრაინაში, კრამატორსკში, რომელიც 1980 წლიდან 1989 წლამდე მოხდა. ცეზიუმ-137-ის შემცველი კაფსულა, რომელიც ზედმეტად რადიოაქტიური იყო, საცხოვრებელი ბინის ბეტონის კედელში აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც მაცხოვრებლებმა მოითხოვეს, რომ ბინაში რადიაციის დონე ჯანდაცვის წარმომადგენლებს გაეზომათ.

თავდაპირველად კაფსულა იყო რადიაციის დონის მრიცხველის ნაწილი და დაიკარგა კარანსკის კარიერში 1970-იანი წლების ბოლოს. კაფსულის ძებნა წარუმატებელი აღმოჩნდა და ერთი კვირის შემდეგ დასრულდა. მშენებლობაში გამოიყენებოდა კარიერის სილა, რომელსაც შეჰყვა სასიკვდილო კაფსულა.

სახლში მეპატრონეები სრულად 1980 წელს შესახლდნენ. ერთი წლის შემდეგ, ბინაში, რომლის კედელშიც როგორც შემდეგ აღმოჩნდა, კაფსულა იყო, 18 წლის გოგონა, რომელიც იქ ცხოვრობდა, მოულოდნელად გარდაიცვალა. 1982 წელს კი მისი 16 წლის ძმა, შემდეგ - დედა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაცხოვრებელი ლეიკემიით გარდაიცვალა, ექიმებმა ვერ დაადგინეს დაავადების გამომწვევი მიზეზი და დიაგნოზი ცუდი მემკვიდრეობით ახსნეს. ბინაში საცხოვრებლად ახალი ოჯახი გადავიდა და მათი ვაჟიც ლეიკემიით გარდაიცვალა. ყველაფერი მხოლოდ მას შემდეგ გაირკვა, რაც ბავშვის მამამ დეტალური გამოძიება დაიწყო. შედეგად მომაკვდინებელი ფლაკონი კედელში 1989 წელს იპოვეს.

ამის მერე კედლის ნაწილი ამოიღეს და გაგზავნეს ბირთვული კვლევების ინსტიტუტში, სადაც ცეზიუმის კაფსულის არსებობა ოფიციალურად დადასტურდა, ეს ამბავი კი მომხდარიდან წლების მერე გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის.

  • “კრასნოე სორმოვოს” ქარხანა

1970 წლის 18 იანვარს ქარხანაში მოხდა რეაქტორის არასანქცირებული გაშვება, რომელიც 15 წამში აფეთქდა. დასხივებამ საათში 60 ათას რენტგენს მიაღწია და იმის გამო, რომ ქარხანა დახურული იყო, აფეთქების სიმძლავრემ მიმდებარე ტერიტორიები გადაარჩინა. 12 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 200-მდე თანაშრომელი რადიაციის დიდი დოზით დასხივდა და სხვადასხვა წლებში გარდაიცვალა. რადიაქტიული ნივთიერებების დიდი ნაწილი მდინარე ვოლგაში ჩაიღვარა, ამის თაობაზე მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები არავის გაუფრთხილებია.

  • კიშტიმის კატასტროფა

ეს კატასტროფა ასევე ცნობილია, როგორც მაიაკის ქიმიური ქარხნის ავარია, რომელიც 1957 წელს მოხდა. სამხრეთ ურალში მდებარე ქალაქ ჩელიაბინსკ-40-ში (ახლანდელი ოზერსკი) მომხდარი ეს კატასტროფა რადიოაქტიური ნივთიერების გამოყოფის მიხედვით მსოფლიოში, ჩერნობილის შემდეგ, მეორე ადგილზეა.

არსებული ვერსიით, პლუტონიუმის დამამზადებელ და ატომური ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანა "მაიაკში" ატომური ნარჩენები მიწისქვეშა საცავში არასწორად შეინახეს, რამაც აფეთქება გამოიწვია. შედეგად, უდიდესი ტერიტორია რადიოაქტიური ნაწილაკებით დაიფარა - ნარჩენების მოხვედრა გარემოში წარმოუდგენლად მძიმე შედეგის მომტანი აღმოჩნდა. ათასობით ადამიანი სასიკვდილოდ გაწირეს, კიდევ უფრო მეტი სამუდამოდ გადაასახლეს.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი