საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარლამენტში "ხალხის ძალის" მიერ წარდგენილ კანონპროექტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს.
"სწორედ იმ დროს, როცა მზადდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პირველადი შეფასება, როცა 24 თებერვლის მოახლოება, ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის, სულ უფრო აქტუალურს ხდის ევროპული მომავლის საკითხს, სწორედ ამ დროს ირჩევს ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომ მოახდინოს კანონის ინიცირება, რომელიც თავისი შინაარსით ევროპას კი არა, რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს.
და ეს ხდება იმ დროს, როცა ქვეყანაში ამერიკელი სენატორების დელეგაციაა ჩამოსული! ამ ყველაფერს შემთხვევითობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს.
ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს”,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, "ხალხის ძალის" დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.
ნახეთ ასევე:
ქალბატონო პრეზიდენტო! რა დღეში ხართ? ერთ დროს, პრეზიდენტობამდე, საკმაოდ ლამაზი და სანდომიანი ქალბატონი იყავით. ახლა კი, ძალიან ცუდად იმოქმედა თქვენზე ამხელა ტვირთმა და უფერულად გამოიყურებით. ალბათ დარწმუნდით, რომ არაა ადვილი პატარა საქართველოს მართვა და ან თავს რად იწვალებთ, ან ხალხს რად აწვალებთ. ხომ არ აჯობებდა მოგეხსნათ პრეზიდენტის უფლებამოსილება და გასულიყავით დამსახურებულ პენსიაზე?
ეს ქალი ცარიელი ადგილია ქართულ სახელმწიფოში. ვინ რას ეკითხება. 10 მილიონი ლარი ჯდება წელიწადში მისი შენახვა. თავადაც უგული და არაადამიანურია. გასაგდებია იქით, საიდანც მოვიდა. საერთოდ არ სირდება საქართველოს პრეზიდებტი/ ინგლისს არ ჰყავს , იტალიას .და სხვა