პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც პატარა ბავშვს, ისე მომიარა... ერთადერთი შემთხვევა იყო როდესაც გადასხმაზე ვიყავით, ხელი გავაშვებინე და..." - ხათუნა ჟორდანია ოჯახსა და გადარჩენის გზაზე
"როგორც პატარა ბავშვს, ისე მომიარა... ერთადერთი შემთხვევა იყო როდესაც გადასხმაზე ვიყავით, ხელი გავაშვებინე და..." - ხათუნა ჟორდანია ოჯახსა და გადარჩენის გზაზე

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ თა­თია შა­რან­გი­ას გა­და­ცე­მა­ში „სთო­რი“ კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა იმ პე­რი­ოდ­ზე, რო­დე­საც მე­ო­თხე სტა­დი­ის ფილ­ტვის სიმ­სივ­ნე და­ა­მარ­ცხა. ასე­ვე ზუ­რა­ზე და ნი­ნი­ზე, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხარ­ში ედგნენ. ხა­თუ­ნა ამ­ბობს, რომ არა ნინი, შე­იძ­ლე­ბა ის დღეს ცო­ცხა­ლი არც ყო­ფი­ლი­ყო...

  • და­მარ­ცხე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა

"მთა­ვა­რია ღმერ­თი, რო­გორც კი მას მი­ან­დობ თავს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა იყო, რომ ღმერ­თი მა­ღა­ლია და ყვე­ლა­ფერს შეძ­ლებ მისი დახ­მა­რე­ბით. ასე­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მე­ლიც გვერ­დით მყავ­და, ჩემი შვი­ლე­ბი, ზურა, ძმა, მისი შვი­ლე­ბი და ჩემი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ერთი წა­მი­თაც კი გვერ­დი­დან არ მომ­შო­რე­ბი­ან. ასე­ვე მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, ვინც გა­მამ­ხნე­ვე­ბელ მე­სი­ჯებს მიგ­ზავ­ნი­და. შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ვიბ­რძო­ლე, რომ გა­დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი.

ის, რაც ნი­ნიმ ჩემ­თვის გა­ა­კე­თა, ამას ძა­ლი­ან დიდი ძალა და სიყ­ვა­რუ­ლი სჭირ­დე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რია ამ პა­ტა­რა გო­გო­ში. ნინი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, არ ვიცი, დღეს ცო­ცხა­ლი ვიქ­ნე­ბო­დი თუ არა. ის­რა­ელ­ში მკურ­ნა­ლო­ბი­სას ქი­მი­ე­ბი რომ და­ვას­რუ­ლე, მე­გო­ნა, მე­დი­კა­მენ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი. რო­დე­საც მი­თხრეს, რომ გა­დას­ხმე­ბი უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა, ტი­რი­ლი და­ვი­წყე. ექიმ­მა მი­თხრა, შენ­ნა­ი­რი და­ა­ვა­დე­ბით აქ ჩა­მო­სუ­ლი 10 კა­ცი­დან, 4 მი­დის უკან და შენ იმ 4 ადა­მი­ან­ში ხარ, ამი­ტომ მად­ლო­ბა უთხა­რი ღმერ­თსო. ამ დროს ჩემი დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ არ ვი­ცო­დი და მივ­ხვდი, რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი მჭირ­და.

დი­აგ­ნო­ზი იყო მარ­ჯვე­ნა ფილ­ტვის სიმ­სივ­ნე, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი იყო ლიმ­ფა­ში. მკურ­ნა­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დარ­ჩა კერა, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ში­ში იქ­ნე­ბო­და. გა­მოჩ­ნდა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ადა­მი­ა­ნი, ქარ­თვე­ლი ბიჭი, რო­მელ­მაც თურ­ქეთ­ში გამ­გზავ­ნა სამ­კურ­ნა­ლოდ, ეს ბიჭი ეკ­ლე­სი­ა­ში მო­ვი­და... იქ ჩა­სულ­ზე მი­თხრეს, რომ ოპე­რა­ცია ან დას­ხი­ვე­ბა, მე უნდა ამერ­ჩია. დას­ხი­ვე­ბის შემ­დეგ, რომ ჩა­ვე­დი კონ­ტროლ­ზე, აღ­მოჩ­ნდა, რომ გამ­ქრა­ლი­ყო. ნა­წი­ბუ­რი ახ­ლაც დარ­ჩე­ნი­ლია, მაგ­რამ მი­ძი­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში".

  • თე­კუ­ჩა ქარ­სე­ლა­ძე...

"მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ვმა­ლავ­დი, რომ ჩემ ძმას არ გა­ე­გო. მშობ­ლებ­მა იცოდ­ნენ და უბე­დუ­რე­ბა ტრი­ა­ლებ­და. მთე­ლი თბი­ლი­სი ამ ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. შემ­დეგ გაჩ­ნდა ნინი, მისი ორე­უ­ლი, გა­რეგ­ნუ­ლად, ხა­სი­ა­თით. ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ვი­ყა­ვით და­შო­რე­ბუ­ლე­ბი, მაგ­რამ ისე ცალკ-ცალ­კე ვი­ყა­ვით, რო­დე­საც ზუ­რა­ზე და ჩემ­ზე და­ი­წე­რა ერთ-ერთ ჟურ­ნალ­ში. მახ­სოვს ცი­ხი­დან და­მი­რე­კა და მი­თხრა, მეჯ­ვა­რედ ხომ არ წა­მიყ­ვა­ნო".

  • ნინი და ზურა

"თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა ზურა, არა­სო­დეს ჰქო­ნია ეგო­ის­ტუ­რი მო­მენ­ტე­ბი. ზურა იყო ნი­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ასე მოხ­და გაც­ნო­ბის დღი­დან. რო­დე­საც ზუ­რას გავ­ყე­ვი, რაც ნი­ნის­თვის სა­კუ­თარ მა­მას უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა და ვერ აკე­თებ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი ზუ­რამ გა­უ­კე­თა. ნი­ნიმ ძა­ლი­ან დიდი როლი ითა­მა­შა დე­და­ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ზუ­რას ამ­ბავ­ზე, ასე­ვე რედი რე­ვა­ზიშ­ვილ­მა, თე­ო­ნა კონ­ტრი­ძის დე­დამ, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში ჩვენ­თან ცხოვ­რობ­და. მე­რაბ­მა მა­შინ გა­ი­გო, რო­დე­საც მი­ვი­და მას­თან ზურა და პირ­და­პირ ხელი სთხო­ვა. თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და, მაგ­რამ თქვა, რომ თუ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე მი­ვი­ღე, ხელს არ შე­მიშ­ლი­და".

  • ზურა

"რო­გორ პა­ტა­რა ბავ­შვს, ისე მო­მი­ა­რა. მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი მა­ტა­რა, ხელს არა­სო­დეს მიშ­ვებ­და. ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა იყო, რო­დე­საც გა­დას­ხმა­ზე ვი­ყა­ვით, ხელი გა­ვაშ­ვე­ბი­ნე და მუხ­ლებ­ზე დავ­ვარ­დი. ისე­თი მწა­რე ტკი­ვი­ლი იყო, სა­დარ­ბა­ზო­ში ბოლო ხმა­ზე ვკი­ო­დი. შემ­დეგ მე­უბ­ნე­ბო­და, ერ­თა­დერ­თხელ გა­გიშ­ვი ხელი და მა­ში­ნაც წა­ი­ქე­ციო.

ოცი წე­ლია, რაც ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში ვართ. ამ წლებ­ში ყო­ფი­ლა ბევ­რი მძი­მე ეტა­პიც... არა­სო­დეს ერ­თმა­ნე­თის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ შეგ­ვი­ზღუ­დავს. მის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი, თა­ვი­დან მა­ღი­ზი­ა­ნებ­და ეს ამ­ბა­ვი, მაგ­რამ შემ­დეგ მი­ვეჩ­ვიე. თა­ვი­დან ჩემ სახ­ლში ვცხოვ­რობ­დით და არ მინ­დო­და ჩხუ­ბის დროს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­მე­ყე­ნე­ბი­ნა და ბარ­გის ჩა­ლა­გე­ბას ვი­წყებ­დით. რომ მე­კი­თხე­ბო­და, სად მი­დი­ხა­რო, დე­და­ჩემ­თან-მეთ­ქი..."

  • ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი...

"სიმ­სივ­ნეს და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ ჩემ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი და სი­ა­რუ­ლი, მაგ­რამ ჯერ ვერ და­ვი­წყე. ეს წლე­ბი ვირუ­სე­ბის გამო შე­ვეჩ­ვიე შინ ჯდო­მას და ვა­პი­რებ რო­გორც კი დათ­ბე­ბა, გა­ვი­დე გა­რეთ. ერ­თა­დერ­თი შიში, რაც ახლა მაქვს, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბაა. ხში­რად მე­სიზ­მრე­ბა დედა. იმი­ტომ რომ ჩემი ავად­მყო­ფო­ბის გამო, მგო­ნია, რომ მას ჩემი ყუ­რა­დღე­ბა და­ვა­კე­ლი. ვერ მივ­ხვდი, რომ და­მი­ბერ­და. იმ პე­რი­ოდ­ში ცოტა ეგო­ის­ტუ­რად ვუ­ყუ­რებ­დი ირ­გვლივ ყვე­ლა­ფერს, ჩემ­თვის მინ­დო­და ყუ­რა­დღე­ბა. ავად რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მგო­ნია, რომ შევ­ძლებ­დი და დე­დას სი­ცო­ცხლეს გა­ვუ­ხან­გრძლი­ვებ­დი და ეს ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს. გან­ვლილ ცხოვ­რე­ბას რომ გა­დავ­ხე­დოთ, სი­გა­რეტს არა­სო­დეს გა­ვე­კა­რე­ბო­დი, რად­გან მგო­ნია, რომ ჩემი და­ა­ვა­დე­ბის ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი ესეც არის".

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
7

ვარსკვლავთ ბიჭუნა და მონაგარი.

Სს
4

Ბილტმორის ლომები პოკერის დედ მამა 😅😅 რულეტკის ბიძა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"როგორც პატარა ბავშვს, ისე მომიარა... ერთადერთი შემთხვევა იყო როდესაც გადასხმაზე ვიყავით, ხელი გავაშვებინე და..." - ხათუნა ჟორდანია ოჯახსა და გადარჩენის გზაზე

"როგორც პატარა ბავშვს, ისე მომიარა... ერთადერთი შემთხვევა იყო როდესაც გადასხმაზე ვიყავით, ხელი გავაშვებინე და..." - ხათუნა ჟორდანია ოჯახსა და გადარჩენის გზაზე

ხათუნა ჟორდანიამ თათია შარანგიას გადაცემაში „სთორი“ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ პერიოდზე, როდესაც მეოთხე სტადიის ფილტვის სიმსივნე დაამარცხა. ასევე ზურაზე და ნინიზე, რომელიც წლების განმავლობაში მხარში ედგნენ. ხათუნა ამბობს, რომ არა ნინი, შეიძლება ის დღეს ცოცხალი არც ყოფილიყო...

  • დამარცხებული დაავადება

"მთავარია ღმერთი, როგორც კი მას მიანდობ თავს, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ღმერთი მაღალია და ყველაფერს შეძლებ მისი დახმარებით. ასევე ადამიანები, რომელიც გვერდით მყავდა, ჩემი შვილები, ზურა, ძმა, მისი შვილები და ჩემი მეგობრები, რომლებიც ერთი წამითაც კი გვერდიდან არ მომშორებიან. ასევე მადლობას გადავუხდი მთელ საქართველოს, ვინც გამამხნევებელ მესიჯებს მიგზავნიდა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ადამიანებისთვის ვიბრძოლე, რომ გადავრჩენილიყავი.

ის, რაც ნინიმ ჩემთვის გააკეთა, ამას ძალიან დიდი ძალა და სიყვარული სჭირდება, ეს ყველაფერია ამ პატარა გოგოში. ნინი რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, დღეს ცოცხალი ვიქნებოდი თუ არა. ისრაელში მკურნალობისას ქიმიები რომ დავასრულე, მეგონა, მედიკამენტურ მკურნალობაზე უნდა გადავსულიყავი. როდესაც მითხრეს, რომ გადასხმები უნდა გამეგრძელებინა, ტირილი დავიწყე. ექიმმა მითხრა, შენნაირი დაავადებით აქ ჩამოსული 10 კაციდან, 4 მიდის უკან და შენ იმ 4 ადამიანში ხარ, ამიტომ მადლობა უთხარი ღმერთსო. ამ დროს ჩემი დიაგნოზის შესახებ არ ვიცოდი და მივხვდი, რაღაც სერიოზული მჭირდა.

დიაგნოზი იყო მარჯვენა ფილტვის სიმსივნე, რომელიც გასული იყო ლიმფაში. მკურნალობის დასრულების შემდეგ დარჩა კერა, რომელიც მთელი ცხოვრება საშიში იქნებოდა. გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, ქართველი ბიჭი, რომელმაც თურქეთში გამგზავნა სამკურნალოდ, ეს ბიჭი ეკლესიაში მოვიდა... იქ ჩასულზე მითხრეს, რომ ოპერაცია ან დასხივება, მე უნდა ამერჩია. დასხივების შემდეგ, რომ ჩავედი კონტროლზე, აღმოჩნდა, რომ გამქრალიყო. ნაწიბური ახლაც დარჩენილია, მაგრამ მიძინებულ მდგომარეობაში".

  • თეკუჩა ქარსელაძე...

"მასთან ურთიერთობას ვმალავდი, რომ ჩემ ძმას არ გაეგო. მშობლებმა იცოდნენ და უბედურება ტრიალებდა. მთელი თბილისი ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. შემდეგ გაჩნდა ნინი, მისი ორეული, გარეგნულად, ხასიათით. ოფიციალურად არ ვიყავით დაშორებულები, მაგრამ ისე ცალკ-ცალკე ვიყავით, როდესაც ზურაზე და ჩემზე დაიწერა ერთ-ერთ ჟურნალში. მახსოვს ციხიდან დამირეკა და მითხრა, მეჯვარედ ხომ არ წამიყვანო".

  • ნინი და ზურა

"თავიდანვე ძალიან მოეწონა ზურა, არასოდეს ჰქონია ეგოისტური მომენტები. ზურა იყო ნინისთვის განსაკუთრებული ადამიანი, ასე მოხდა გაცნობის დღიდან. როდესაც ზურას გავყევი, რაც ნინისთვის საკუთარ მამას უნდა გაეკეთებინა და ვერ აკეთებდა, ეს ყველაფერი ზურამ გაუკეთა. ნინიმ ძალიან დიდი როლი ითამაშა დედაჩემთან მიმართებაში, ზურას ამბავზე, ასევე რედი რევაზიშვილმა, თეონა კონტრიძის დედამ, რომელიც იმ პერიოდში ჩვენთან ცხოვრობდა. მერაბმა მაშინ გაიგო, როდესაც მივიდა მასთან ზურა და პირდაპირ ხელი სთხოვა. თავიდან ძალიან გაუკვირდა, მაგრამ თქვა, რომ თუ ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ხელს არ შემიშლიდა".

  • ზურა

"როგორ პატარა ბავშვს, ისე მომიარა. მთელი ეს პერიოდი ხელში აყვანილი მატარა, ხელს არასოდეს მიშვებდა. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც გადასხმაზე ვიყავით, ხელი გავაშვებინე და მუხლებზე დავვარდი. ისეთი მწარე ტკივილი იყო, სადარბაზოში ბოლო ხმაზე ვკიოდი. შემდეგ მეუბნებოდა, ერთადერთხელ გაგიშვი ხელი და მაშინაც წაიქეციო.

ოცი წელია, რაც ოფიციალურ ქორწინებაში ვართ. ამ წლებში ყოფილა ბევრი მძიმე ეტაპიც... არასოდეს ერთმანეთის თავისუფლება არ შეგვიზღუდავს. მის თაყვანისმცემლებს მიჩვეული ვიყავი, თავიდან მაღიზიანებდა ეს ამბავი, მაგრამ შემდეგ მივეჩვიე. თავიდან ჩემ სახლში ვცხოვრობდით და არ მინდოდა ჩხუბის დროს შეურაცხყოფა მიმეყენებინა და ბარგის ჩალაგებას ვიწყებდით. რომ მეკითხებოდა, სად მიდიხარო, დედაჩემთან-მეთქი..."

  • ჯანსაღი ცხოვრების წესი...

"სიმსივნეს დამარცხების შემდეგ ჩემთვის აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესი და სიარული, მაგრამ ჯერ ვერ დავიწყე. ეს წლები ვირუსების გამო შევეჩვიე შინ ჯდომას და ვაპირებ როგორც კი დათბება, გავიდე გარეთ. ერთადერთი შიში, რაც ახლა მაქვს, ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაა. ხშირად მესიზმრება დედა. იმიტომ რომ ჩემი ავადმყოფობის გამო, მგონია, რომ მას ჩემი ყურადღება დავაკელი. ვერ მივხვდი, რომ დამიბერდა. იმ პერიოდში ცოტა ეგოისტურად ვუყურებდი ირგვლივ ყველაფერს, ჩემთვის მინდოდა ყურადღება. ავად რომ არ ვყოფილიყავი, მგონია, რომ შევძლებდი და დედას სიცოცხლეს გავუხანგრძლივებდი და ეს ძალიან მაწუხებს. განვლილ ცხოვრებას რომ გადავხედოთ, სიგარეტს არასოდეს გავეკარებოდი, რადგან მგონია, რომ ჩემი დაავადების ერთ-ერთი ფაქტორი ესეც არის".