სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მდიდრები და მარტოხელები: მილიარდერები, რომლებიც მეორე ნახევრებს ეძებენ
მდიდრები და მარტოხელები: მილიარდერები, რომლებიც მეორე ნახევრებს ეძებენ
  • ფო­ტო­კო­ლა­ჟი: ჯეკ დორ­სი, ბრა­ი­ან ჩეს­კი, ლო­რენ პა­უ­ელ ჯობ­სი

მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნიც კი შე­საძ­ლოა, სიყ­ვა­რულ­ში უიღ­ბლო იყოს. რო­გორც ჩანს, სიყ­ვა­რუ­ლი და მე­ო­რე ნა­ხევ­რის პოვ­ნა ფულ­ზე ნამ­დვი­ლად არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რად­გან ილონ მას­კიც კი დღეს მე­ო­რე ნა­ხე­ვარს ეძებს.

ამე­რი­კელ­მა მი­ლი­არ­დე­რებ­მა “ვა­ლენ­ტი­ნო­ბა“ მარ­ტო­ებ­მა გა­ა­ტა­რეს. რო­გორც Forbes USA წერს, სწო­რედ ესე­ნი არი­ან უმ­დიდ­რე­სი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი და მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლებ­მაც თა­ვი­სე­ბუ­რი და რთუ­ლი ხა­სი­ა­თის გამო, მუდ­მი­ვი პარტნი­ო­რე­ბი ვერ იპო­ვეს, თუმ­ცა დღემ­დე რჩე­ბი­ან ერთ-ერთ სა­სურ­ველ პერ­სო­ნე­ბად.

  • ჯეკ დორ­სი

ქო­ნე­ბა: 4,9 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი

46 წლის ტვი­ტე­რის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­სა და ყო­ფილ აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს, ჯეკ დორ­სის, ბევრ ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას მი­ა­წე­რენ. რა არის მისი მი­ნუ­სი? და­ი­ვი­წყეთ რო­მან­ტი­კუ­ლი ვახ­შა­მი: ის დღე­ში მხო­ლოდ ერთხელ ჭამს, ისიც სა­ღა­მოს.

  • ლო­რენ პა­უ­ელ ჯობ­სი

ქო­ნე­ბა: 12,5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი

2011 წელს ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, სტივ ჯობ­სის ქვრივ­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, და­ა­არ­სა Emerson Collective და პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს. ლო­რენს სამი შვი­ლი ჰყავს.

ქალი აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს სპორ­ტულ გუნ­დებს და ფლობს 20%-იან წილს Monumental Sports & Entertainment-ში. ის ასე­ვე არის 120 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სუ­პე­რი­ახ­ტის მფლო­ბე­ლი, სა­ხე­ლად Venus, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია ფი­ლიპ სტარ­კის მიერ.

  • ბრა­ი­ან ჩეს­კი

ქო­ნე­ბა: 9,1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი

Airbnb-ის 41 წლის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­თან და აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორ­თან, ბრა­ი­ან ჩეს­კის­თან გარ­თო­ბის ვა­რი­ან­ტე­ბი უსას­რუ­ლოა. ცოტა ხნის წინ, ყო­ფილ პრო­ფე­სი­ო­ნალ ბო­დი­ბილ­დერს, რო­მელ­საც ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა თა­ვის საყ­ვა­რელ ძაღ­ლთან ერ­თად უყ­ვარს, მი­ა­წე­რეს რო­მა­ნი მხატ­ვარ ელი­სა პა­ტელ­თან. თუმ­ცა ბრა­ი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი გული თა­ვი­სუ­ფა­ლია. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირმა
5

ბაბი და გელა რო გაურიგონ?! 

ავტორი:

მდიდრები და მარტოხელები: მილიარდერები, რომლებიც მეორე ნახევრებს ეძებენ

მდიდრები და მარტოხელები: მილიარდერები, რომლებიც მეორე ნახევრებს ეძებენ
  • ფოტოკოლაჟი: ჯეკ დორსი, ბრაიან ჩესკი, ლორენ პაუელ ჯობსი

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ზოგიერთი ადამიანიც კი შესაძლოა, სიყვარულში უიღბლო იყოს. როგორც ჩანს, სიყვარული და მეორე ნახევრის პოვნა ფულზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული, რადგან ილონ მასკიც კი დღეს მეორე ნახევარს ეძებს.

ამერიკელმა მილიარდერებმა “ვალენტინობა“ მარტოებმა გაატარეს. როგორც Forbes USA წერს, სწორედ ესენი არიან უმდიდრესი ქალბატონები და მამაკაცები, რომლებმაც თავისებური და რთული ხასიათის გამო, მუდმივი პარტნიორები ვერ იპოვეს, თუმცა დღემდე რჩებიან ერთ-ერთ სასურველ პერსონებად.

  • ჯეკ დორსი

ქონება: 4,9 მილიარდი დოლარი

46 წლის ტვიტერის თანადამფუძნებელსა და ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ჯეკ დორსის, ბევრ ქალთან ურთიერთობას მიაწერენ. რა არის მისი მინუსი? დაივიწყეთ რომანტიკული ვახშამი: ის დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამს, ისიც საღამოს.

  • ლორენ პაუელ ჯობსი

ქონება: 12,5 მილიარდი დოლარი

2011 წელს ქმრის გარდაცვალების შემდეგ, სტივ ჯობსის ქვრივმა ყურადღება გაამახვილა ინვესტიციების სფეროში საქმიანობაზე, დააარსა Emerson Collective და პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. ლორენს სამი შვილი ჰყავს.

ქალი აქტიურად უჭერს მხარს სპორტულ გუნდებს და ფლობს 20%-იან წილს Monumental Sports & Entertainment-ში. ის ასევე არის 120 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერიახტის მფლობელი, სახელად Venus, რომელიც შექმნილია ფილიპ სტარკის მიერ.

  • ბრაიან ჩესკი

ქონება: 9,1 მილიარდი დოლარი

Airbnb-ის 41 წლის თანადამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან, ბრაიან ჩესკისთან გართობის ვარიანტები უსასრულოა. ცოტა ხნის წინ, ყოფილ პროფესიონალ ბოდიბილდერს, რომელსაც ფოტოების გადაღება თავის საყვარელ ძაღლთან ერთად უყვარს, მიაწერეს რომანი მხატვარ ელისა პატელთან. თუმცა ბრაიანმა განაცხადა, რომ მისი გული თავისუფალია. წაიკითხეთ სრულად