კონფლიქტები
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იტალიურ გამომცემლობასთან შეთანხმებით გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნს წერს - წაიკითხეთ პროლოგი: "ეს იყო ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყანაში დაიბადა ხვიჩა კვარაცხელია"
იტალიურ გამომცემლობასთან შეთანხმებით გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნს წერს - წაიკითხეთ პროლოგი: "ეს იყო ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყანაში დაიბადა ხვიჩა კვარაცხელია"

"ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას სა­ო­ცა­რი გო­ლის კვა­ლად, გამ­ცნობთ, რომ იტა­ლი­ურ მსხვილ გა­მომ­ცემ­ლო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბით, ვი­წყებ პა­ტა­რა წიგ­ნის წე­რას ქარ­თველ სა­ფეხ­ბურ­თო ვარ­სკვლავ­ზე", - და­წე­რა 18 თე­ბერ­ვალს, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თი­ე­კის დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი კეკ­ლი­ძე "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" და ამის კვალ­და­ვალ წიგ­ნის პრო­ლო­გიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლე­საც გთა­ვა­ზობთ.

"ბავ­შვო­ბი­დან ასე გა­მო­ვი­და, რომ მა­რა­დო­ნა ადა­მი­ა­ნი არას­დროს მე­გო­ნა. იდო ერთი წიგ­ნი ჩემ­თან სახ­ლში, გუ­რამ ფან­ჯი­კი­ძის, ერ­ქვა "მა­რა­დო­ნა-რეი”, ბერ­ძნუ­ლი მი­თე­ბის გვერ­დით იდო და ზევ­სი და ფეხ­ბურ­თე­ლი ერთი სი­დი­ა­დით იყუ­რე­ბოდ­ნენ თა­რო­ე­ბი­დან. აკი თვი­თონ თქვა, ეგო, მა­ში­ნო, ღმერ­თის ხელი იყოო. ამ კაც­მა, ისე უც­ნა­უ­რად იცხოვ­რა, არა­ვინ იცის, სად გა­ამ­წე­სეს, მაგ­რამ ასე მგო­ნია, უფა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად შეხ­ვდე­ბო­და და იმ ხელ­ზე ერთხელ მა­ინც ჩა­მო­არ­თმევ­და ხელს. რად­გან ფეხ­ბურ­თი, რო­გორც ყვე­ლა­ფე­რი ჯა­დოს­ნუ­რი, რაც ადა­მი­ან­თა მო­სა­წყენ მოდ­გმას შე­უქ­მნია, ღვთის­გან მგო­ნია.

მით უფრო ისე­თი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა და მით უფრო მა­შინ, როცა ეს პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გულგვამ­ში ისე გა­მომ­წყვდე­უ­ლი­ყო, რო­გორც რომ გვე­ლე­შა­პის მუ­ცელ­ში ბიბ­ლი­უ­რი იონა და წი­თე­ლი ხელი და­უნ­დობ­ლად ახ­რჩობ­და, ღმერ­თმა მაშ­ველ რგო­ლად პა­ი­ჭა­ძე და ია­მა­ნი­ძე, მეს­ხი და მეტ­რე­ვე­ლი, ხურ­ცი­ლა­ვა და ძო­ძუ­აშ­ვი­ლი, ყი­ფი­ა­ნი და ჩი­ვა­ძე, გუ­ცა­ე­ვი და და­რა­სე­ლია გად­მო­უგ­დო.

ძა­ლი­ან ძნე­ლია ალ­ბათ ამის ახლა გა­გე­ბა, მაგ­რამ მა­შინ­დელ მა­თე­მა­ტი­კა­ში ფეხ­ბურ­თი უდ­რი­და ომს, სიყ­ვა­რულს, პო­ე­ზი­ას, სქელ­ტა­ნი­ან რო­მანს და მო­უ­ლოდ­ნელ ნო­ვე­ლას, სიმ­ღე­რას და ცეკ­ვას, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და სი­ა­მა­ყეს გამ­რავ­ლე­ბულს ათას­ზე. ადა­მი­ა­ნე­ბი მატ­ჩი­დან მატ­ჩამ­დე ცხოვ­რობ­დნენ, მთვა­რის ამოს­ვლამ­დე ბი­ლე­თე­ბის რიგ­ში იდ­გნენ, რომ შვიდ­დღი­ა­ნი საბ­ჭო­თა უღიმ­ღა­მო ყო­ფის მერე, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ოთცმოხ­და­ა­თწუ­თი­ან ოთახ­ში შე­ე­ბი­ჯე­ბი­ნათ. ასე ყო­ფი­ლა, ხან პირ­წა­ვარ­დნი­ლი გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბიც კი გა­და­ი­ფიქ­რებ­დნენ ბი­ლე­თის გას­ხვი­სე­ბას და თა­მაშ­ზე ამო­ყოფ­დნენ თავს. ამ ყვე­ლა­ფერს ერ­ქვა "დი­ნა­მო", მა­შინ­დე­ლი სა­ხელ­და­ურ­ქმე­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი.

მთე­ლი ბავ­შვო­ბა წარ­მო­ვიდ­გენ­დი წიგნ­ში წა­კი­თხულს, თუ რო­გორ გა­და­ი­წე­რა გა­ბე­ლი­ამ პირ­ჯვა­რი ღმერ­თგა­და­მა­ლუ­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის თა­სის ფი­ნალ­ში გა­დამ­წყვე­ტი პე­ნალ­ტის წინ. წარ­მოდ­გე­ნე­ბი მერე გე­ნა­ხათ. ჩემი ბავ­შვო­ბა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ინ­გრა და ამ ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლი­ლი ოთხმოც­და­ა­თი­ა­ნე­ბი, უშუ­ქო­ბით და შიმ­ში­ლით, ომე­ბით და ყა­ჩა­ღო­ბით, უი­მე­დო­ბით და უიღ­ბლო­ბით ჭერ­ჩა­მოქ­ცე­უ­ლი, მხო­ლოდ ფეხ­ბურ­თით თუ სუნ­თქავ­და - ცხა­და­ძე, ქეც­ბა­ია, არ­ვე­ლა­ძე­ე­ბი, ქინ­ქლა­ძე, კა­ლა­ძე, კო­ბი­აშ­ვი­ლი, ძლივს და­ტე­ნილ აკუ­მუ­ლა­ტორ­ზე შე­ერ­თე­ბულ ციც­ქნა ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან გვეს­მო­და ეს მა­გი­უ­რი გვა­რე­ბი მთელ სა­მე­ზობ­ლოს და ერ­თმა­ნეთს ვა­ჩუ­მებ­დით, წა­მი­ე­რი კად­რი რომ არ გა­მოგვპარ­ვო­და თა­მა­ში­დან.

პა­რას­კე­ო­ბით, მა­ტა­რე­ბელს გა­ზეთ "სარ­ბი­ე­ლის" მთე­ლი კვი­რის ნომ­რე­ბი ჩა­მოჰ­ქონ­და და სად­გურ­ზე ვხვდე­ბო­დით ნაც­ნობ გამ­ცი­ლე­ბელს ათი­ო­დე ბიჭი, ვი­ნა­წი­ლებ­დით, ერ­თმა­ნეთს ვუც­ვლი­დით და ასე ფურ­ცლი­დან წა­კი­თხულს, ძი­ლის წინ წარ­მო­ვიდ­გენ­დით დიდ სტა­დი­ო­ნებს და აღ­წე­რილ გო­ლებს. ეს იყო ჩვე­ნი სიზ­მა­რიც და ცხა­დიც. ეს იყო ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ამ ქვე­ყა­ნა­ში და­ი­ბა­და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია".

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალიკო
1

გიორგი გუშინ თავს იკლავდა და დღეს ამხელა ზაკაზი როგორ გაჩითა საღოლ მაგას .

დაიმახსოვრეთ
3

მოვა დრო და ეს ქოცტროლები ხვიჩასაც გალანძღავენ. რუსეთიდან რო წავიდა, იმიტომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

იტალიურ გამომცემლობასთან შეთანხმებით გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნს წერს - წაიკითხეთ პროლოგი: "ეს იყო ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყანაში დაიბადა ხვიჩა კვარაცხელია"

იტალიურ გამომცემლობასთან შეთანხმებით გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნს წერს - წაიკითხეთ პროლოგი: "ეს იყო ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყანაში დაიბადა ხვიჩა კვარაცხელია"

"ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი გოლის კვალად, გამცნობთ, რომ იტალიურ მსხვილ გამომცემლობასთან შეთანხმებით, ვიწყებ პატარა წიგნის წერას ქართველ საფეხბურთო ვარსკვლავზე", - დაწერა 18 თებერვალს, ეროვნული ბიბლიოთიეკის დირექტორმა გიორგი კეკლიძე "ფეისბუქგვერდზე" და ამის კვალდავალ წიგნის პროლოგიც გამოაქვეყნა, რომლესაც გთავაზობთ.

"ბავშვობიდან ასე გამოვიდა, რომ მარადონა ადამიანი არასდროს მეგონა. იდო ერთი წიგნი ჩემთან სახლში, გურამ ფანჯიკიძის, ერქვა "მარადონა-რეი”, ბერძნული მითების გვერდით იდო და ზევსი და ფეხბურთელი ერთი სიდიადით იყურებოდნენ თაროებიდან. აკი თვითონ თქვა, ეგო, მაშინო, ღმერთის ხელი იყოო. ამ კაცმა, ისე უცნაურად იცხოვრა, არავინ იცის, სად გაამწესეს, მაგრამ ასე მგონია, უფალი აუცილებლად შეხვდებოდა და იმ ხელზე ერთხელ მაინც ჩამოართმევდა ხელს. რადგან ფეხბურთი, როგორც ყველაფერი ჯადოსნური, რაც ადამიანთა მოსაწყენ მოდგმას შეუქმნია, ღვთისგან მგონია.

მით უფრო ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და მით უფრო მაშინ, როცა ეს პატარა ქვეყანა საბჭოთა კავშირის გულგვამში ისე გამომწყვდეულიყო, როგორც რომ გველეშაპის მუცელში ბიბლიური იონა და წითელი ხელი დაუნდობლად ახრჩობდა, ღმერთმა მაშველ რგოლად პაიჭაძე და იამანიძე, მესხი და მეტრეველი, ხურცილავა და ძოძუაშვილი, ყიფიანი და ჩივაძე, გუცაევი და დარასელია გადმოუგდო.

ძალიან ძნელია ალბათ ამის ახლა გაგება, მაგრამ მაშინდელ მათემატიკაში ფეხბურთი უდრიდა ომს, სიყვარულს, პოეზიას, სქელტანიან რომანს და მოულოდნელ ნოველას, სიმღერას და ცეკვას, დამოუკიდებლობას და სიამაყეს გამრავლებულს ათასზე. ადამიანები მატჩიდან მატჩამდე ცხოვრობდნენ, მთვარის ამოსვლამდე ბილეთების რიგში იდგნენ, რომ შვიდდღიანი საბჭოთა უღიმღამო ყოფის მერე, თავისუფლების ოთცმოხდაათწუთიან ოთახში შეებიჯებინათ. ასე ყოფილა, ხან პირწავარდნილი გადამყიდველებიც კი გადაიფიქრებდნენ ბილეთის გასხვისებას და თამაშზე ამოყოფდნენ თავს. ამ ყველაფერს ერქვა "დინამო", მაშინდელი სახელდაურქმეველი ეროვნული ნაკრები.

მთელი ბავშვობა წარმოვიდგენდი წიგნში წაკითხულს, თუ როგორ გადაიწერა გაბელიამ პირჯვარი ღმერთგადამალული საბჭოთა კავშირის თასის ფინალში გადამწყვეტი პენალტის წინ. წარმოდგენები მერე გენახათ. ჩემი ბავშვობა. საბჭოთა კავშირი დაინგრა და ამ ნანგრევებში მოყოლილი ოთხმოცდაათიანები, უშუქობით და შიმშილით, ომებით და ყაჩაღობით, უიმედობით და უიღბლობით ჭერჩამოქცეული, მხოლოდ ფეხბურთით თუ სუნთქავდა - ცხადაძე, ქეცბაია, არველაძეები, ქინქლაძე, კალაძე, კობიაშვილი, ძლივს დატენილ აკუმულატორზე შეერთებულ ციცქნა ტელევიზორიდან გვესმოდა ეს მაგიური გვარები მთელ სამეზობლოს და ერთმანეთს ვაჩუმებდით, წამიერი კადრი რომ არ გამოგვპარვოდა თამაშიდან.

პარასკეობით, მატარებელს გაზეთ "სარბიელის" მთელი კვირის ნომრები ჩამოჰქონდა და სადგურზე ვხვდებოდით ნაცნობ გამცილებელს ათიოდე ბიჭი, ვინაწილებდით, ერთმანეთს ვუცვლიდით და ასე ფურცლიდან წაკითხულს, ძილის წინ წარმოვიდგენდით დიდ სტადიონებს და აღწერილ გოლებს. ეს იყო ჩვენი სიზმარიც და ცხადიც. ეს იყო ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყანაში დაიბადა ხვიჩა კვარაცხელია".

იხილეთ ასევე: