სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია - რასაც თქვენ ხედავთ "ფეისბუქზე", სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას" - პრემიერი მიუნხენის კონფერენციაზე
"ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია - რასაც თქვენ ხედავთ "ფეისბუქზე", სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას" - პრემიერი მიუნხენის კონფერენციაზე

მე არ მინ­და სპე­კუ­ლი­რე­ბა ამ სა­კი­თხზე, პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი კერ­ძო კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს. ხალ­ხმა მინ­და იცო­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ ჩა­მო­ვი­და, 1-ელ ოქ­ტომ­ბერს, ზუს­ტად რომ ვთქვა, მისი დაბ­რუ­ნე­ბის იდეა რე­ვო­ლუ­ცი­ის მოხ­დე­ნა და მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბე­ბის ინ­სპი­რი­რე­ბა იყო. წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა მისი გეგ­მა და ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდა, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ თე­მა­ტურ პა­ნე­ლურ დის­კუ­სი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის კერ­ძო კლი­ნი­კა­ში მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორ­ტს და მკურ­ნა­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს და მას აქვს ყვე­ლა პრი­ვი­ლე­გია, რაც სხვა პა­ტიმ­რებს არ აქვთ.

"მე არ მინ­და სპე­კუ­ლი­რე­ბა ამ სა­კი­თხზე, პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი კერ­ძო კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს. ხალ­ხმა მინ­და იცო­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ ჩა­მო­ვი­და, პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს, ზუს­ტად რომ ვთქვა, მისი დაბ­რუ­ნე­ბის იდეა რე­ვო­ლუ­ცი­ის მოხ­დე­ნა და მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბე­ბის ინ­სპი­რი­რე­ბა იყო. წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა მისი გეგ­მა და ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდა. ჩვენ გა­და­ვიყ­ვა­ნეთ კერ­ძო კლი­ნი­კა­ში, ხალ­ხს აღარ გა­დავღ­ლი დე­ტა­ლე­ბით, მაგ­რამ რად­გან კი­თხვა და­ის­ვა, მინ­და, პა­სუ­ხი გავ­ცე.

ის მკურ­ნა­ლობს კერ­ძო კლი­ნი­კა­ში 8 თვე­ზე მე­ტია უკვე, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორ­ტს და მკურ­ნა­ლო­ბას, ყვე­ლა პრი­ვი­ლე­გი­ას, რაც არ გა­აჩ­ნია სხვა პა­ტი­მარს. თქვენ ახ­სე­ნეთ კად­რე­ბი, ფო­ტო­ე­ბი, მე იმას ვი­ტყვი, რომ ბა­ტო­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლი კარ­გი მსა­ხი­ო­ბია.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, მაქ­სი­მა­ლურ მხარ­და­ჭე­რას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ჩვენ შე­თა­ვა­ზე­ბა გა­ვუ­კე­თეთ მის ოჯახს, რომ ჩა­მო­იყ­ვა­ნონ ნე­ბის­მი­ე­რი ექი­მი, ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნი­დან, ნე­ბის­მი­ე­რი კლი­ნი­კი­დან, თუ სჭირ­დე­ბა რე­ა­ლუ­რად მკურ­ნა­ლო­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნონ, ესაა ჩემი პა­სუ­ხი.

ალ­ბათ, თქვენ გი­ნა­ხავთ ძა­ლი­ან ბევ­რი მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცია რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ლო­ბის­ტუ­რი ფირ­მე­ბის მიერ ვრცელ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთ ფაქტს და­ვა­სა­ხე­ლებ, გა­სულ თვე­ში გაჟ­ღერ­და, რომ ერთი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და მის­მა ოჯახ­მა აგ­რე­სი­უ­ლი მე­დი­ა­კამ­პა­ნი­ის სა­წარ­მო­ებ­ლად მთელ მსოფ­ლი­ო­ში. რაც თქვენ გეს­მით, რა­საც ხე­დავთ ვი­დე­ო­თი, „ფე­ის­ბუქ­ზე“, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, არ წარ­მო­ად­გენს რე­ა­ლო­ბას. არა­ვინ დგას კა­ნო­ნის ზე­მოთ, ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვა­შე­ნებთ დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტებს.

ეს არის დე­მოკ­რა­ტი­ის არსი, რომ არა­ვინ უნდა იდ­გეს კა­ნონ­ზე მაღ­ლა. სა­ა­კაშ­ვილ­მა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბი ჩა­ი­დი­ნა, გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რის ცე­მით და სხვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. კერ­ძო ტე­ლე­ვი­ზია „იმედ­ში" შე­იჭ­რა მის პე­რი­ოდ­ში სპეც­რაზ­მი და ორი დღე კონ­ტე­ი­ნერ­ში გა­ა­ტა­რა კაც­მა, რო­დე­საც ოდე­სი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვი­და, რომ რე­ვო­ლუ­ცია მო­ეხ­დი­ნა. ეს არის ამ­ბა­ვი. მე არ მინ­და ამ ადა­მი­ან­ზე ვი­სა­უბ­რო ამ პა­ნელ­ზე და ასე­თი პა­სუ­ხი მინ­და გაგ­ცეთ კი­თხვა­ზე",- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მია
2

საქართველოს ჰყავს მოღალატე ხელისუფლება და ვინც ამას ვერ ხვდება ან ბრიყვია ან მონა, ან ...

tbiliseli
2

რაც ნაცები ოპოზიციაში არიან, იმ დღიდან ევროპაში რომ დაეთრევიან, სულ იმას ცდილობენ საქართველო დააკნინონ და დააზარალონ ისეთებს ლაპარაკობენ! და როდესაც ღარიბაშვილი ჩავიდა და მართლა სიმართლე ილაპარაკა იმ აფერისტზე, თურმე ჭორაობს და ტყუილი ყოფილა, მაგ სიმართლით იარეთ ნაცებო!!!

 

 

 

 

 

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია - რასაც თქვენ ხედავთ "ფეისბუქზე", სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას" - პრემიერი მიუნხენის კონფერენციაზე

"ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია - რასაც თქვენ ხედავთ "ფეისბუქზე", სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას" - პრემიერი მიუნხენის კონფერენციაზე

მე არ მინდა სპეკულირება ამ საკითხზე, პრეზიდენტი სააკაშვილი კერძო კლინიკაში მკურნალობს. ხალხმა მინდა იცოდეს, რომ საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა, 1-ელ ოქტომბერს, ზუსტად რომ ვთქვა, მისი დაბრუნების იდეა რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება იყო. წარუმატებელი აღმოჩნდა მისი გეგმა და ციხეში აღმოჩნდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა სააკაშვილისთვის კერძო კლინიკაში მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას უზრუნველყოფს და მას აქვს ყველა პრივილეგია, რაც სხვა პატიმრებს არ აქვთ.

"მე არ მინდა სპეკულირება ამ საკითხზე, პრეზიდენტი სააკაშვილი კერძო კლინიკაში მკურნალობს. ხალხმა მინდა იცოდეს, რომ საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა, პირველ ოქტომბერს, ზუსტად რომ ვთქვა, მისი დაბრუნების იდეა რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება იყო. წარუმატებელი აღმოჩნდა მისი გეგმა და ციხეში აღმოჩნდა. ჩვენ გადავიყვანეთ კერძო კლინიკაში, ხალხს აღარ გადავღლი დეტალებით, მაგრამ რადგან კითხვა დაისვა, მინდა, პასუხი გავცე.

ის მკურნალობს კერძო კლინიკაში 8 თვეზე მეტია უკვე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას, ყველა პრივილეგიას, რაც არ გააჩნია სხვა პატიმარს. თქვენ ახსენეთ კადრები, ფოტოები, მე იმას ვიტყვი, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია.

საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაქსიმალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ჩვენ შეთავაზება გავუკეთეთ მის ოჯახს, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი ქვეყნიდან, ნებისმიერი კლინიკიდან, თუ სჭირდება რეალურად მკურნალობა, საქართველოში ჩამოიყვანონ, ესაა ჩემი პასუხი.

ალბათ, თქვენ გინახავთ ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია რომელიც სააკაშვილის ოჯახის ლობისტური ფირმების მიერ ვრცელდება. მაგალითად, ერთ-ერთ ფაქტს დავასახელებ, გასულ თვეში გაჟღერდა, რომ ერთი მილიონი დოლარი გადაუხადა მისმა ოჯახმა აგრესიული მედიაკამპანიის საწარმოებლად მთელ მსოფლიოში. რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ ვიდეოთი, „ფეისბუქზე“, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას. არავინ დგას კანონის ზემოთ, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი დემოკრატია საქართველოში, ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

ეს არის დემოკრატიის არსი, რომ არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა. სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული, ყოფილი პარლამენტარის ცემით და სხვების გათვალისწინებით. კერძო ტელევიზია „იმედში" შეიჭრა მის პერიოდში სპეცრაზმი და ორი დღე კონტეინერში გაატარა კაცმა, როდესაც ოდესიდან საქართველოში შემოვიდა, რომ რევოლუცია მოეხდინა. ეს არის ამბავი. მე არ მინდა ამ ადამიანზე ვისაუბრო ამ პანელზე და ასეთი პასუხი მინდა გაგცეთ კითხვაზე",- განაცხადა პრემიერმა.