სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი იუბილარია - ვინ როგორ ულოცავს "ქართული ოცნების" დამფუძნებელს 67-ე დაბადების დღეს?
ბიძინა ივანიშვილი იუბილარია - ვინ როგორ ულოცავს "ქართული ოცნების" დამფუძნებელს 67-ე დაბადების დღეს?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დღეს იუ­ბი­ლა­რია, ის 67 წლის გახ­და. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის­გან, ასე­ვე ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის­გან მი­ლოც­ვებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით იღებს:

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე: "და­ბა­დე­ბის დღეს ვუ­ლო­ცავ ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს! ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც 2012 წელს ჩვენს ქვე­ყა­ნას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გარ­და­ტე­ხა მო­უ­ტა­ნა! მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის, სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის პა­ტი­ვის­ცე­მის სუ­ლის­კვე­თე­ბით, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის კარ­ნა­ხით იმარ­თე­ბა. დღეს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო არის სუ­ვე­რე­ნუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, რო­გორც არას­დროს და ამას სა­ფუძ­ვე­ლი სწო­რედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჩა­უ­ყა­რა. მად­ლო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი­ა­ნი ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის და იმი­სათ­ვის, რომ მთე­ლი ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის ზრუ­ნავ­და და ზრუ­ნავს. სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა-აღ­დგე­ნა, ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ა­ზე და კულ­ტუ­რის სფე­როს მოღ­ვა­წე­ებ­ზე ზრუნ­ვა, ქარ­თუ­ლი ბუ­ნე­ბის მოფრ­თხი­ლე­ბა და მისი მრა­ვა­ლი სხვა საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მე. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ვუ­სურ­ვებ ჯან­მრთე­ლო­ბას, დღეგ­რძე­ლო­ბას და ბედ­ნი­ე­რე­ბას მის გა­მორ­ჩე­ულ ოჯახ­თან ერ­თად!“ - წერს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე Facebook-ზე.

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი: "და­ბა­დე­ბის დღეს ვუ­ლო­ცავ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, თა­ვის ქვე­ყა­ნა­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბულ ადა­მი­ანს, უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის ქველ­მოქ­მედს და მე­ცე­ნატს, ძა­ლი­ან მა­გარ ქარ­თველ კაცს, გა­მორ­ჩე­ულს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გო­ნი­ე­რე­ბით, შორ­სმჭვრე­ტე­ლო­ბით და თა­ვი­სი სამ­შობ­ლოს მი­მართ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი თავ­გან­წირ­ვით!“.

ელი­სო ბოლ­ქვა­ძე, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტა­ტი": ვუ­ლო­ცავ ბა­ტონ ბი­ძი­ნას დღე­ვან­დელ დღეს!ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ღვაწ­ლი გა­წია! მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის! დი­დი­ხანს სი­ცო­ცხლე თქვენ

და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი: დღეს თა­ვის სამ­შობ­ლო­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მე­ცე­ნა­ტის და ერის­კა­ცის, ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეა! ღმერ­თმა დღეგ­რძე­ლო­ბა და გა­მარ­ჯვე­ბა არ მო­უ­შა­ლოს ჭეშ­მა­რიტ მა­მუ­ლიშ­ვილს

დათო ოქი­ტაშ­ვი­ლი, კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტი: "ჩემო ბი­ძი­ნა, გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს, გან­სა­კუთ­რე­ბულ გამ­ძლე­ო­ბა­სა და ნე­ბის­ყო­ფას გი­სურ­ვებ ამ ძნელ­ბე­დო­ბის ჟამს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მეს­მის ადა­მი­ა­ნუ­რად რა ძნე­ლია, გა­უძ­ლო ამ­დენ ღა­ლატს, დამ­ნა­შა­ვე-შე­წყნა­რე­ბუ­ლე­ბის­გან ბრალ­მდე­ბე­ლი მი­ი­ღო, თქვენს ქველ­მოქ­მე­დე­ბა­სა და ნიჭს ამო­ფა­რე­ბუ­ლე­ბის­გან პა­ტა­რა კა­ცუ­ნე­ბი დარ­ჩნენ, ყო­ველ­თვის რომ აქვთ ქისა 30 ვერ­ცხლით სავ­სე, გარე გა­ტა­ნი­ლი ცრუ ამ­ბა­ვი რე­ნე­გატ­თა წის­ქვილ­ზე რომ ას­ხამს წყალს და იქაც რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის გულ­შე­მატ­კი­ვარს რომ ევა­ლე­ბა გა­მოს­წო­რე­ბა, მეს­მის ეს ყვე­ლა­ფე­რი, ღვარ­ძლსა და შურს გა­უმკლავ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი, ღა­ლატ­საც აი­ტანს, და­უ­ნა­ხა­ვო­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მერ­წმუ­ნეთ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი თქვენ გვერ­დით ვართ და მო­ი­მე­დე იმ ოც­ნე­ბი­სა, რო­მელ­საც ხსნა­სა­ვით შევ­ყუ­რებთ... გავ­კად­ნი­ერ­დე­ბი და რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას მოგ­ცემთ კე­ი­სარს-კე­ის­რი­სა უნდა მი­უ­ზღოთ ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, ლო­ი­ა­ლუ­რო­ბა ჯა­ყოს­თან არ მუ­შა­ობს, ვერც ყვარ­ყვა­რე ხვდე­ბა რა­ი­მეს, გი­ლო­ცავთ კი­დევ ერთხელ და გვე­ი­მე­დე­ბით".

ხა­თუ­ნა ხო­ფე­რია:"შენ გა­გი­მარ­ჯოს, ბი­ძი­ნა!არც ფოტო მაქვს მას­თან გა­და­ღე­ბუ­ლი, შეხ­ვედ­რი­თაც სულ 2- ჯერ შევ­ხვდი. არც და­ვუ­საქ­მე­ბი­ვარ და არც მი­თხო­ვია მის­თვის არა­ფე­რი. არც ვა­პი­რებ!..))) მაგ­რამ მაქვს უდი­დე­სი ნდო­ბა მის მი­მართ და რწმე­ნა, რომ ჩემ­ზე ნაკ­ლე­ბად არ უყ­ვარს ჩვე­ნი სა­ერ­თო სამ­შობ­ლო. ასე მოხ­და, ასე­თი რე­ა­ლო­ბა შექ­მნეს მტრებ­მა, რომ დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს კე­თილ­დღე­ო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ზი­კუ­რი გა­დარ­ჩე­ნა, კავ­კა­სი­ა­ში მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩემი და თქვე­ნი ოჯა­ხე­ბის სიმ­შვი­დეც კი, ბი­ძი­ნას მხრებ­ზე და გამ­ძლე­ო­ბა­ზე დგას!".

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინგა
2

გ ი ლ ო ც ა ვ თ!

ლია
3

არც ვიცნობ, არც შევხვედრივარ, მოკლედ-მადლობა! და დღეგრძელობა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ბიძინა ივანიშვილი იუბილარია - ვინ როგორ ულოცავს "ქართული ოცნების" დამფუძნებელს 67-ე დაბადების დღეს?

ბიძინა ივანიშვილი იუბილარია - ვინ როგორ ულოცავს "ქართული ოცნების" დამფუძნებელს 67-ე დაბადების დღეს?

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დღეს იუბილარია, ის 67 წლის გახდა. მთელი დღის განმავლობაში ყოფილი თანაგუნდელებისგან, ასევე ცნობილი სახეებისგან მილოცვებს სოციალური ქსელით იღებს:

ირაკლი კობახიძე: "დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს! ადამიანს, რომელმაც 2012 წელს ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა! მისი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო ადამიანის ღირსების, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის პატივისცემის სულისკვეთებით, ქართველი ხალხის ინტერესების კარნახით იმართება. დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული და დემოკრატიული, როგორც არასდროს და ამას საფუძველი სწორედ ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა. მადლობა ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე მილიარდიანი ქველმოქმედებისთვის და იმისათვის, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ქართული იდენტობის შენარჩუნებისთვის ზრუნავდა და ზრუნავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა-აღდგენა, ინტელიგენციაზე და კულტურის სფეროს მოღვაწეებზე ზრუნვა, ქართული ბუნების მოფრთხილება და მისი მრავალი სხვა საქველმოქმედო საქმე. ბიძინა ივანიშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას მის გამორჩეულ ოჯახთან ერთად!“ - წერს ირაკლი კობახიძე Facebook-ზე.

მამუკა მდინარაძე, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი: "დაბადების დღეს ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს, უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედს და მეცენატს, ძალიან მაგარ ქართველ კაცს, გამორჩეულს განსაკუთრებული გონიერებით, შორსმჭვრეტელობით და თავისი სამშობლოს მიმართ წარმოუდგენელი თავგანწირვით!“.

ელისო ბოლქვაძე, “ქართული ოცნების” დეპუტატი": ვულოცავ ბატონ ბიძინას დღევანდელ დღეს!ადამიანმა, რომელმაც თავისი ქვეყნის კეთილდღეობისთვის წარმოუდგენელი ღვაწლი გაწია! მადლობა ყველაფრისათვის! დიდიხანს სიცოცხლე თქვენ

დავით მათიკაშვილი, "ქართული ოცნების" დეპუტატი: დღეს თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული მეცენატის და ერისკაცის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა! ღმერთმა დღეგრძელობა და გამარჯვება არ მოუშალოს ჭეშმარიტ მამულიშვილს

დათო ოქიტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი: "ჩემო ბიძინა, გილოცავ დაბადების დღეს, განსაკუთრებულ გამძლეობასა და ნებისყოფას გისურვებ ამ ძნელბედობის ჟამს აბსოლუტურად მესმის ადამიანურად რა ძნელია, გაუძლო ამდენ ღალატს, დამნაშავე-შეწყნარებულებისგან ბრალმდებელი მიიღო, თქვენს ქველმოქმედებასა და ნიჭს ამოფარებულებისგან პატარა კაცუნები დარჩნენ, ყოველთვის რომ აქვთ ქისა 30 ვერცხლით სავსე, გარე გატანილი ცრუ ამბავი რენეგატთა წისქვილზე რომ ასხამს წყალს და იქაც რამდენიმე ქვეყნის გულშემატკივარს რომ ევალება გამოსწორება, მესმის ეს ყველაფერი, ღვარძლსა და შურს გაუმკლავდება ადამიანი, ღალატსაც აიტანს, დაუნახავობა რთულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მერწმუნეთ ძალიან ბევრი ადამიანი თქვენ გვერდით ვართ და მოიმედე იმ ოცნებისა, რომელსაც ხსნასავით შევყურებთ... გავკადნიერდები და რამდენიმე რჩევას მოგცემთ კეისარს-კეისრისა უნდა მიუზღოთ ბატონო ბიძინა, ლოიალურობა ჯაყოსთან არ მუშაობს, ვერც ყვარყვარე ხვდება რაიმეს, გილოცავთ კიდევ ერთხელ და გვეიმედებით".

ხათუნა ხოფერია:"შენ გაგიმარჯოს, ბიძინა!არც ფოტო მაქვს მასთან გადაღებული, შეხვედრითაც სულ 2- ჯერ შევხვდი. არც დავუსაქმებივარ და არც მითხოვია მისთვის არაფერი. არც ვაპირებ!..))) მაგრამ მაქვს უდიდესი ნდობა მის მიმართ და რწმენა, რომ ჩემზე ნაკლებად არ უყვარს ჩვენი საერთო სამშობლო. ასე მოხდა, ასეთი რეალობა შექმნეს მტრებმა, რომ დღეს, საქართველოს კეთილდღეობა, საქართველოს ფიზიკური გადარჩენა, კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნება და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი და თქვენი ოჯახების სიმშვიდეც კი, ბიძინას მხრებზე და გამძლეობაზე დგას!".