დიალოგის დრო ჯერ არ დადგა, ვინაიდან რუსეთმა ომის ესკალაცია აირჩია, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
"როდესაც ეს კონფლიქტი დაიწყო, ჩვენ ერთიანობა და სოლიდარობა გამოვავლინეთ, აქტიურად ვმოქმედებდით და ვცდილობდით დიალოგისთვის ხელი შეგვეწყო იქ, სადაც შესაძლებელი იყო. მაგრამ ამ მომენტისთვის დიალოგის დრო ჯერ არ დადგა, ვინაიდან რუსეთი ომს ირჩევს, ომის ესკალაციას ირჩევს. რუსეთმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები და სამხედრო დანაშაულების ჩადენა არჩია”, - განაცხადა მაკრონმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ ევროპული ომია, არამედ ომი, რომელიც მთელ მსოფლიოს ეხება.
"ამ აგრესიას გამართლება არ აქვს”, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული დასავლური ინფორმაციებით ირკვევა, რომ საფრანგეთისა და გერმანიის მეოხებით სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელიც ცნობილია მინსკის შეთანხმებით არ შესრულდა, რის გამოც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი...
დღესდღეობით ეს ომი ფაქტიურად გადაიზარდა რუსეთ-„ნატო“-ს დაპირისპირებაში, რომელიც დიდი ალბათობით შესაძლოა თერმობირთვულ ომში გადაიზარდოს!
ჭირი წაუღია რუსეთს, უკრაინას, აშშ-ს ან ნებისმიერ სახელმწიფოსა და მათ ლიდერებს ვისი ამბიციებისა და ინტერესების გულისათვის სამყარო შეიძლება რომ განადგურდეს!!!
ნეტა ამას ვინ რას ეკითხება, რო გამოხტება ასაცრელი გოჭივით. წადი ბიძია გაისეირნე, კრუასანი მიირთვი სანამ ჯერ კიდევ არის ფრანგი მაგ პარიზში.