ქუთაისიდან ბერლინში Wizz Air-ის თვითმფრინავი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. Airbus a320-ში, რომელსაც 180 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, დაახლოებით 90 მგზავრი იჯდა, როდესაც მან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დატოვა.
მგზავრების თითქმის 50%-ს დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების გამო, აეროპორტში მისვლა დააგვიანდა. "იმედის" ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე, ბერლინში სამსახურებრივი მივლინებით უნდა გამგზავრებულიყო. როგორც თავად ყვება, რამდენიმე საათით ადრე ჩააყენა ავიაკომპანია საქმის კურსში, რომ საავტომობილო გზებზე პრობლემები იყო, ამას "ვიზეარის" მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
გარდა ამისა, მისი თქმით, დაგვიანებული 87 მგზავრი, რომელიც თბილისიდან ავტობუსით ჩავიდა ქუთაისში, აეროპორტში თვიმფრინავის გაფრენამდე ნახევარი საათით ადრე მაინც იმყოფებოდა.
"საღამოს 22:00 გამოვედით თბილისიდან. რიკოთის თოვლის გამო დილის 5 სთ-ზე ჩამოვედით ქუთაისში. 5:39 - ზე შემოვვარდით აეროპორტში. ფრენა იყო 6:15 ზე. აეროპორტმა, 3 წუთის დაკეტილია რეგისტრაცია და არ შეგიშვებთო. ფრენა ისედაც დაგვიანდა. გაფრინდა 7 სთ-ზე. და მთელი საათი და 20 წთ-ის განმავლობაში არავინ აღმოჩნდა პასუხისმგებელი, რომ ეს 87 ადამიანი ამ საათნახევარში დავერეგისტრირებინეთ. დამატებითი საათნახევარი გაგვატარებინეს პასუხში - მე არ ვიცი, მე ნუ მეკითხებით, მე ვერ გეტყვით. და თვითმფრინავი წავიდა." - წერს ბაკურაძე "ფეისბუქში".
როგორც "ინტერპრესნიუსს“ აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, მგზავრებმა რეისზე დააგვიანეს, თვითმფრინავი კი მათ ვერ დაელოდებოდა.
"მგზავრებმა დააგვიანეს რეისზე. ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაგვიანებული მგზავრები რეისზე არ აეშვა. 87-მა მგზავრმა დააგვიანა და თვითმფრინავი ბერლინში 98 მგზავრით გაფრინდა. ვინც დროზე გაიარა პროცედურა და დროზე გამოცხადდა აეროპორტში, ყველა გაფრინდა. უამინდობა იყო თუ რა იყო, რისი ბრალი იყო, გზებზე საცობის ბრალი თუ რა იყო, ფაქტია, რომ დააგვიანეს და თვითმფრინავი კიდევ 1.5 საათის განმავლობაში ხომ არ დაუცდიდა მგზავრებს? დაკეტილი თვითმფრინავი იყო, მოყინვის საწინააღმდეგო პროცესი მიმდინარეობდა“, - განაცხადეს აეროპორტების გაერთიანებაში.
ცნობისთვის, ქუთაისიდან ბერლინში WizzAir-ის თვითმფრინავი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. არსებული ინფორმაციით, დიდთოვლობისა და გზაზე შექმნილი პრობლემების გამო თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა, რომელზეც, მათ შორის, ქუთაისი-ბერლინის რეისის მგზავრებიც იმყოფებოდნენ, დააგვიანა.
ზესტაფონთან იყო გზა ჩახერგილი ავარიისგან და სანამ გაიწმინდა ავტობუსმა რეგისტრაციის დამთავრებამდე 3 წუთით დააგვიანა და გაფრენამე საათ ნახევრუთ ადრე მივიდა, მაგ დროს რეგისტრაცია გავლილი მგზავრები ჩამსხდარნიც არ იყვნენ თვითმფრინავში, 87 მგზავრი მასე უყურადღებობით ვერ დააგვიაბებდა, თანაც გზიდან დავურეჯეთ ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაციასაც და ვიზეარის წარმომადგენელსაც მაგრამ მაინც არ აგვიშვეს, სამაგიეროდ 300 ლარის გადახდა მოგვთხოვეს დამატებით ბილეთების გადაცვლაში, მე თავად მგზავრი ვარ
სამ ლარიანმა ბილეთებმა ასე იცის...რაც ღირს,მომსახურებაც შესაბამისია!