კონფლიქტები
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქების უდიდესი იმედი, ქართველი მაშველები: "მათ გამოჩენას აქაურები აცრემლებულები და ტაშით ხვდებიან... მადლობა საქართველოს ღირსეული თანადგომისთვის!"
თურქების უდიდესი იმედი, ქართველი მაშველები: "მათ გამოჩენას აქაურები აცრემლებულები და ტაშით ხვდებიან... მადლობა საქართველოს ღირსეული თანადგომისთვის!"

თურ­ქეთ­ში და­მან­გრე­ველ­მა მი­წისძვრამ 15 ქა­ლა­ქი თით­ქმის მი­წას­თან გა­ას­წო­რა. ქვე­ყა­ნა­ში მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ათა­სო­ბით მაშ­ვე­ლია ჩა­სუ­ლი და ნან­გრე­ვე­ბი­დან ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოყ­ვა­ნას ცდი­ლო­ბენ. მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრი თურ­ქე­თის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ქაჰ­რა­მან­მა­რა­შის პრო­ვინ­ცი­ა­ში იყო. მი­წისძვრას ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვა და ნგრე­ვა მოჰ­ყვა. მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრში მყოფ და­სახ­ლე­ბებს სა­გან­გე­ბო დახ­მა­რე­ბა გა­უგ­ზავ­ნეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მაც, რო­მელ­თა შო­რი­საა ჯან­მო და ხსნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტი. თურ­ქეთ­ში სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის ზო­ნა­ში ერთი კვი­რაა მუხლჩა­უხ­რე­ლად მუ­შა­ობს სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი 100 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი.

ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი უწყვეტ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ, მო­წყო­ბი­ლი აქვთ სა­ვე­ლე ბა­ნა­კი და ადი­ა­მან­ში მოქ­მედ ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენ­ტრთან სის­ტე­მა­ტუ­რი კავ­ში­რი აქვთ. თურ­ქუ­ლი მე­დია მო­ი­ა­რა ქარ­თვე­ლი მაშ­ვე­ლე­ბის თავ­და­უ­ზო­გა­ვი მუ­შა­ო­ბის ამ­სახ­ველ­მა ფო­ტო­ებ­მა და ვი­დე­ო­ებ­მა, ასე­ვე მა­ძე­ბარ­მა ძაღ­ლმა "ტინ­ტომ", რო­მელ­მაც ნან­გრე­ვებ­ში ადა­მი­ა­ნი შე­ნიშ­ნა, მაშ­ვე­ლებს ყე­ფით ანიშ­ნა და რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ურ­თუ­ლე­სი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ ის უვ­ნებ­ლად ამო­იყ­ვა­ნეს. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა "ტინ­ტოს" უკვე უწო­დეს "ქარ­თვე­ლი მაშ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი".

"კვი­რის პა­ლიტ­რა" ერთ-ერთ მაშ­ველს და­ვუ­კავ­შირ­დით. მან გა­დაღ­ლი­ლო­ბი­სა და ურ­თუ­ლე­სი სა­მუ­შა­ოს მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც შეძ­ლო ჩვენ­თან გა­სა­უბ­რე­ბა...

- ხალ­ხი დრო­ე­ბით თავ­შე­სა­ფარ­ში ურ­თუ­ლეს პი­რო­ბებ­ში, მკაც­რი ზამ­თრის სუსხშია. თუმ­ცა იმ­დე­ნად მძი­მე ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვთ, ამას დი­დად არ ანი­ჭე­ბენ მნიშ­ვნე­ლო­ბას. პირ­ველ დღე­ებ­ში ზოგი იდგა თა­ვი­სი სა­ცხოვ­რებ­ლის წინ, ქარ­სა და ყინ­ვა­ში, სას­წა­უ­ლის მო­ლო­დინ­ში ლო­ცუ­ლობ­და. ზოგ­მა მთე­ლი ოჯა­ხი და­მარ­ხა. არ ვიცი, ამა­ზე დიდი ტრა­გე­დია თუ არ­სე­ბობს. სტი­ქია მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ა­ტყდა თავს ხალ­ხს და ნან­გრე­ვებ­ში მო­ი­ყო­ლა. პირ­ველ ხა­ნებ­ში ბევ­რს დრო­ე­ბი­თი თავ­შე­სა­ფა­რიც არ ჰქონ­და და ღა­მით ქუ­ჩებ­ში, საბ­ნებ­ში გახ­ვე­ულს ეძი­ნა. ზოგი დან­გრე­ულ სახ­ლს არ შორ­დე­ბა, იმე­დი აქვს, რომ მის ახ­ლობ­ლებს ცო­ცხალს ამო­იყ­ვა­ნენ, მაგ­რამ რაც დრო გა­დის, ამის შან­სი მცირ­დე­ბა. ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ე­ცა, ყინ­ვა­ში ბე­ტო­ნის ფი­ლებს შო­რის გაძ­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბა, ალ­ბათ, ორი-სამი დღეა. იმ­დე­ნად მძი­მეა შე­დე­გე­ბი, რომ სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე კვი­რას გაგ­რძელ­დე­ბა. ბი­ჭე­ბი ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ ყო­ვე­ლი წუთი გა­მო­ვი­ყე­ნოთ... ორი კაცი უვ­ნებ­ლად ამო­ვიყ­ვა­ნეთ ნან­გრე­ვე­ბი­დან. ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბი­ან რო­გორც ჩვე­ნი, ასე­ვე სხვა ქვეყ­ნის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბის მა­ძე­ბა­რი ძაღ­ლე­ბი.

სტი­ქი­ა­ზე უამ­რა­ვი ფილ­მი მი­ნა­ხავს, დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლებს გავ­ცნო­ბი­ვარ, მაგ­რამ იმან, რა­საც ახლა ვუ­ყუ­რებ, მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად იზ­რდე­ბა, ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნის შან­სი სულ უფრო მცირ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­სას­მე­ნია ხმა, რო­მე­ლიც ნან­გრე­ვე­ბი­დან ის­მის, მაგ­რამ, იმავდრო­უ­ლად, სა­სი­ხა­რუ­ლოა. ასეთ დროს ყო­ველ წუთს მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ხალ­ხი იმე­დით გვი­ყუ­რებს, მად­ლო­ბას გვიხ­დის, გვლო­ცავს, ბევ­რი გა­და­გერ­ჩი­ნოთ, მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, ჩემი ოჯა­ხის წევ­რი იქ­ნე­ბა თუ სხვი­სიო. ყვე­ლა ნა­ბიჯ­ზე იყ­ვნენ მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, თუმ­ცა მათ პო­ლი­ცია აკონ­ტრო­ლებ­და, არა­ვინ იცის, ასეთ დროს რა მოხ­დე­ბა, მით უფრო, რომ მცი­რე­დი ბიძ­გე­ბი მე­რეც ყო­ფი­ლა. აქ ემო­ცი­ე­ბის აყო­ლა არ შე­იძ­ლე­ბა, ერთი არას­წო­რი მოძ­რა­ო­ბა ყვე­ლას­თვის შე­იძ­ლე­ბა სა­ვა­ლა­ლოდ დას­რულ­დეს.

არა­ერთ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში მი­მუ­შა­ვია, მაგ­რამ ამ­ხე­ლა ფარ­თობ­ზე ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით ჩა­მოქ­ცე­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი უმ­ძი­მე­სი სა­ნა­ხა­ვია. ვნა­ხე მო­ხუ­ცი კაცი, რომ­ლის მთე­ლი ოჯა­ხი ნან­გრე­ვებ­მა მო­ი­ყო­ლა. სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო ჰქო­ნია. ცოტა ინ­გლი­სუ­რიც იცო­და და მი­თხრა, თა­ვად გა­რე­უ­ბან­ში მდე­ბა­რე სახ­ლში ყო­ფი­ლა და ამან გა­და­არ­ჩი­ნა, თუმ­ცა ჩემს სი­ცო­ცხლეს აზრი აღარ აქ­ვსო... რამ­დენ­ჯერ­მე და­უ­რე­კავს ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ერთი თით­ქოს მი­პა­სუ­ხა შვილ­მა, მაგ­რამ რა მი­თხრა, ვერ გა­ვი­გო­ნეო... მან­ქა­ნე­ბით მოძ­რა­ო­ბაც გა­ჭირ­და, რად­გან გზე­ბი დაბ­ზა­რუ­ლია, აქამ­დე ძლივს მო­ვაღ­წი­ეო. შვი­ლიშ­ვილ­ზე დარ­დობ­და, სამ დღე­ში 5 წლის ხდე­ბო­და, სა­ჩუ­ქა­რიც ნა­ყი­დი მქონ­დაო. სა­წყა­ლი თხელ ქურ­თუკ­ში ბე­ტო­ნის ფი­ლა­ზე იჯდა და ტე­ლე­ფონ­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის ფო­ტო­ებს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და. ასეთ დროს სა­ნუ­გე­შო სი­ტყვე­ბი არ არ­სე­ბობს. უამ­რავს მთე­ლი ოჯა­ხი და­ე­ხო­ცა. ამოჰ­ყავთ ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თაც არა­ვინ დარ­ჩა.

ქარ­თვე­ლი მაშ­ვე­ლე­ბის გმი­რო­ბი­სა და თავ­გან­წირ­ვის მა­გა­ლი­თებს თურ­ქუ­ლი მე­დია აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებს. რო­გო­რია თურ­ქი მო­სახ­ლე­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის მი­მართ, ამის გა­სარ­კვე­ვად ად­გი­ლობ­რი­ვებს და­ვუ­კავ­შირ­დით. გუ­ლი­სა ილ­დი­მი­რის წი­ნაპ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან არი­ან. თა­ვად ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლო­ში არას­დროს ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ქარ­თველ ხალ­ხზე ბევ­რი რამ იცის, ახლა კი სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ქარ­თვე­ლე­ბის ნახ­ვამ ძა­ლი­ან გა­ა­ხა­რა:

- ჩემი წი­ნაპ­რე­ბის შე­სა­ხებ მამა ხში­რად მიყ­ვე­ბო­და. ჩემს ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლო­ში არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, ახლა კი მათ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში შევ­ხვდი. ჩვე­ნი ხალ­ხი ქარ­თვე­ლი მაშ­ვე­ლე­ბის შო­რი­ახ­ლო, ნან­გრე­ვებ­თან, რამ­დე­ნი­მე დღის უძი­ლო, ცრემლგამ­შრა­ლი დგას სას­წა­უ­ლის იმე­დად. ამ­ბო­ბენ, რომ ქარ­თვე­ლი მაშ­ვე­ლე­ბი მი­თურ პერ­სო­ნა­ჟებს აგო­ნე­ბენ, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ შე­უს­ვე­ნებ­ლად იმუ­შა­ონ, უმ­ძი­მეს პი­რო­ბებს, საფრ­თხეს არ შე­უ­შინ­დნენ, რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სიღ­რმე­ში ჩაძ­ვრნენ ნან­გრე­ვებ­ში სი­ცო­ცხლის კვა­ლის სა­პოვ­ნე­ლად და პო­უ­ლო­ბენ კი­დეც. მათ თვა­ლებ­ში მხო­ლოდ სიბ­რა­ლუ­ლი და თა­ნაგ­რძნო­ბა კი არა, იმე­დი და სი­მა­მა­ცეც და­ვი­ნა­ხეთ, რაც ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბო­და...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვემსახურები სამშობლოს
0

ბიჭებო,გენაცვალეთ! ამასთან ერთად,ერთ რამეზე გამეცინა-ძაღლს რომ აწერია ქართულად "მაშველი". :) უხ,შენ გენაცვალე,მურია,ჩვენი სახელი ხარ. :)))

გოგა
15

დაეხმარეთ ბიჭებო,თურქები დაგვიფასებენ!ჩვენი ძმები არიან! უფალმა დაიფაროს თურქეთი და საქართველო

ავტორი:

თურქების უდიდესი იმედი, ქართველი მაშველები: "მათ გამოჩენას აქაურები აცრემლებულები და ტაშით ხვდებიან... მადლობა საქართველოს ღირსეული თანადგომისთვის!"

თურქების უდიდესი იმედი, ქართველი მაშველები: "მათ გამოჩენას აქაურები აცრემლებულები და ტაშით ხვდებიან... მადლობა საქართველოს ღირსეული თანადგომისთვის!"

თურქეთში დამანგრეველმა მიწისძვრამ 15 ქალაქი თითქმის მიწასთან გაასწორა. ქვეყანაში მთელი მსოფლიოდან ათასობით მაშველია ჩასული და ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ. მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში იყო. მიწისძვრას ათასობით ადამიანის დაღუპვა და ნგრევა მოჰყვა. მიწისძვრის ეპიცენტრში მყოფ დასახლებებს საგანგებო დახმარება გაუგზავნეს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც, რომელთა შორისაა ჯანმო და ხსნის საერთაშორისო კომიტეტი. თურქეთში სტიქიური უბედურების ზონაში ერთი კვირაა მუხლჩაუხრელად მუშაობს საქართველოდან წასული 100 მეხანძრე-მაშველი.

ჩვენი ბიჭები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, მოწყობილი აქვთ საველე ბანაკი და ადიამანში მოქმედ ოპერატიული მართვის ცენტრთან სისტემატური კავშირი აქვთ. თურქული მედია მოიარა ქართველი მაშველების თავდაუზოგავი მუშაობის ამსახველმა ფოტოებმა და ვიდეოებმა, ასევე მაძებარმა ძაღლმა "ტინტომ", რომელმაც ნანგრევებში ადამიანი შენიშნა, მაშველებს ყეფით ანიშნა და რამდენიმესაათიანი ურთულესი მუშაობის შემდეგ ის უვნებლად ამოიყვანეს. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა "ტინტოს" უკვე უწოდეს "ქართველი მაშველი ანგელოზი".

"კვირის პალიტრა" ერთ-ერთ მაშველს დავუკავშირდით. მან გადაღლილობისა და ურთულესი სამუშაოს მიუხედავად, მაინც შეძლო ჩვენთან გასაუბრება...

- ხალხი დროებით თავშესაფარში ურთულეს პირობებში, მკაცრი ზამთრის სუსხშია. თუმცა იმდენად მძიმე ემოციური მდგომარეობა აქვთ, ამას დიდად არ ანიჭებენ მნიშვნელობას. პირველ დღეებში ზოგი იდგა თავისი საცხოვრებლის წინ, ქარსა და ყინვაში, სასწაულის მოლოდინში ლოცულობდა. ზოგმა მთელი ოჯახი დამარხა. არ ვიცი, ამაზე დიდი ტრაგედია თუ არსებობს. სტიქია მოულოდნელად დაატყდა თავს ხალხს და ნანგრევებში მოიყოლა. პირველ ხანებში ბევრს დროებითი თავშესაფარიც არ ჰქონდა და ღამით ქუჩებში, საბნებში გახვეულს ეძინა. ზოგი დანგრეულ სახლს არ შორდება, იმედი აქვს, რომ მის ახლობლებს ცოცხალს ამოიყვანენ, მაგრამ რაც დრო გადის, ამის შანსი მცირდება. ტემპერატურა დაეცა, ყინვაში ბეტონის ფილებს შორის გაძლების ალბათობა, ალბათ, ორი-სამი დღეა. იმდენად მძიმეა შედეგები, რომ სამაშველო სამუშაოები, ალბათ, რამდენიმე კვირას გაგრძელდება. ბიჭები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყოველი წუთი გამოვიყენოთ... ორი კაცი უვნებლად ამოვიყვანეთ ნანგრევებიდან. ძალიან გვეხმარებიან როგორც ჩვენი, ასევე სხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურების მაძებარი ძაღლები.

სტიქიაზე უამრავი ფილმი მინახავს, დოკუმენტურ მასალებს გავცნობივარ, მაგრამ იმან, რასაც ახლა ვუყურებ, მოლოდინს გადააჭარბა. დაღუპულთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენის შანსი სულ უფრო მცირდება. ყველაზე მძიმე მოსასმენია ხმა, რომელიც ნანგრევებიდან ისმის, მაგრამ, იმავდროულად, სასიხარულოა. ასეთ დროს ყოველ წუთს მნიშვნელობა აქვს. ხალხი იმედით გვიყურებს, მადლობას გვიხდის, გვლოცავს, ბევრი გადაგერჩინოთ, მნიშვნელობა არა აქვს, ჩემი ოჯახის წევრი იქნება თუ სხვისიო. ყველა ნაბიჯზე იყვნენ მოხალისეები, თუმცა მათ პოლიცია აკონტროლებდა, არავინ იცის, ასეთ დროს რა მოხდება, მით უფრო, რომ მცირედი ბიძგები მერეც ყოფილა. აქ ემოციების აყოლა არ შეიძლება, ერთი არასწორი მოძრაობა ყველასთვის შეიძლება სავალალოდ დასრულდეს.

არაერთ რთულ ვითარებაში მიმუშავია, მაგრამ ამხელა ფართობზე ერთიმეორის მიყოლებით ჩამოქცეული შენობები უმძიმესი სანახავია. ვნახე მოხუცი კაცი, რომლის მთელი ოჯახი ნანგრევებმა მოიყოლა. საოჯახო სასტუმრო ჰქონია. ცოტა ინგლისურიც იცოდა და მითხრა, თავად გარეუბანში მდებარე სახლში ყოფილა და ამან გადაარჩინა, თუმცა ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ აქვსო... რამდენჯერმე დაურეკავს ოჯახის წევრებთან, ერთი თითქოს მიპასუხა შვილმა, მაგრამ რა მითხრა, ვერ გავიგონეო... მანქანებით მოძრაობაც გაჭირდა, რადგან გზები დაბზარულია, აქამდე ძლივს მოვაღწიეო. შვილიშვილზე დარდობდა, სამ დღეში 5 წლის ხდებოდა, საჩუქარიც ნაყიდი მქონდაო. საწყალი თხელ ქურთუკში ბეტონის ფილაზე იჯდა და ტელეფონში ოჯახის წევრების ფოტოებს ათვალიერებდა. ასეთ დროს სანუგეშო სიტყვები არ არსებობს. უამრავს მთელი ოჯახი დაეხოცა. ამოჰყავთ ბავშვები, რომელთაც არავინ დარჩა.

ქართველი მაშველების გმირობისა და თავგანწირვის მაგალითებს თურქული მედია აქტიურად აშუქებს. როგორია თურქი მოსახლეობის დამოკიდებულება ჩვენი ბიჭების მიმართ, ამის გასარკვევად ადგილობრივებს დავუკავშირდით. გულისა ილდიმირის წინაპრები საქართველოდან არიან. თავად ისტორიულ სამშობლოში არასდროს ყოფილა, მაგრამ ქართველ ხალხზე ბევრი რამ იცის, ახლა კი სტიქიის ზონაში ქართველების ნახვამ ძალიან გაახარა:

- ჩემი წინაპრების შესახებ მამა ხშირად მიყვებოდა. ჩემს ისტორიულ სამშობლოში არასდროს ვყოფილვარ, ახლა კი მათ ჩემს ქვეყანაში შევხვდი. ჩვენი ხალხი ქართველი მაშველების შორიახლო, ნანგრევებთან, რამდენიმე დღის უძილო, ცრემლგამშრალი დგას სასწაულის იმედად. ამბობენ, რომ ქართველი მაშველები მითურ პერსონაჟებს აგონებენ, რომელთაც შეუძლიათ შეუსვენებლად იმუშაონ, უმძიმეს პირობებს, საფრთხეს არ შეუშინდნენ, რამდენიმე მეტრის სიღრმეში ჩაძვრნენ ნანგრევებში სიცოცხლის კვალის საპოვნელად და პოულობენ კიდეც. მათ თვალებში მხოლოდ სიბრალული და თანაგრძნობა კი არა, იმედი და სიმამაცეც დავინახეთ, რაც ძალიან გვჭირდებოდა...წაიკითხეთ სრულად