საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ჩემი მახინჯი სამშობლოა... არასად წავალ" - თეატრიდან გაგდების შემდეგ ლია ახეჯაკოვას რუსეთიდან გაძევებით ემუქრებიან, ბარბარა ბრილსკას კი - "ბედის ირონიიდან" წაშლით
"ეს ჩემი მახინჯი სამშობლოა... არასად წავალ" - თეატრიდან გაგდების შემდეგ ლია ახეჯაკოვას რუსეთიდან გაძევებით ემუქრებიან, ბარბარა ბრილსკას კი - "ბედის ირონიიდან" წაშლით

ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ლია ახე­ჯა­კო­ვა რუ­სუ­ლი თე­ატ­რის, "სოვ­რე­მენ­ნი­კის" სცე­ნი­დან გა­ძე­ვე­ბის შემ­დეგ, რუსი "ჰე­ი­თე­რე­ბის" მას­შტა­ბუ­რი თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტად იქცა. პუ­ტი­ნის­ტე­ბი დიდ არ­ტისტს ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბი­თაც ემუქ­რე­ბი­ან... ახე­ჯა­კო­ვა ამ­ბობს, რომ ამ აღ­ვი­რახ­სნი­ლი თავ­დას­ხმე­ბის შემ­დეგ, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და "ინ­სტაგ­რამ­ზე" სა­კუ­თა­რი ან­გა­რი­ში და­ე­ხუ­რა, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ წას­ვლას არ­სად აპი­რებს...

ის ამ თე­მა­ზე დას­მუ­ლი შე­კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ ჯგუფ DDT-ს სიმ­ღე­რას ცი­ტი­რებს. "Это моя "родина-уродина..." - "ეს ჩემი მა­ხინ­ჯი სამ­შობ­ლოა... ჩვენ ის მა­ინც მოგ­ვწონს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სი­ლა­მა­ზით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. უკვე 84 წლის ვარ, არ­სად წა­ვალ, დაე, ისი­ნი წა­ვიდ­ნენ... მე აქ ვარ იმი­ტომ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ვი­ტა­ნო, უკვე ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია აქ ვცხოვ­რობ..." - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

ახე­ჯა­კო­ვა ვა­რა­უ­დობს, რომ მალე მას უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, ამ ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მისი სპექ­ტაკ­ლი"ვთა­მა­შობთ ჯინს" ამო­ი­ღეს "სოვ­რე­მენ­ნი­კის" რე­პერ­ტუ­ა­რი­დან, მე­ტიც, გა­ა­უქ­მეს ყვე­ლა სპექ­ტაკ­ლი მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით იმ თე­ატ­რში, რომ­ლის სცე­ნა­ზეც 50 წე­ლი­წა­დი იდგა. რო­გორც უკვე ვწერ­დით, თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა იური კრა­ვეც­მა სა­ხალ­ხო არ­ტისტს და­უ­რე­კა და უთხრა, რომ მისი სპექ­ტაკ­ლე­ბი მო­იხ­სნა თე­ატ­რში შე­სუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლო წე­რი­ლე­ბის გამო, სა­დაც ეწე­რა, რომ ახე­ჯა­კო­ვა "რუ­სო­ფო­ბი და მო­ღა­ლა­ტეა“, რომ ის თე­ატ­რის სცე­ნას ბილ­წავს.

  • ლია ახე­ჯა­კო­ვა დიდი ხა­ნია აპ­რო­ტეს­ტებს პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის პო­ლი­ტი­კას, ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­უ­რი­გე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ. არ მა­ლავს, რომ გმობს რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ.

ახა­ლი პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად 84 წლის ახე­ჯა­კო­ვა რუ­სულ პრე­სას­თან კონ­ტაქტს ერი­დე­ბა.

"ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ტერ­ვიუ, რო­მელ­საც ვაძ­ლევ, შე­იძ­ლე­ბა თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნონ, შეც­ვა­ლონ და რამე და­მაბ­რა­ლონ“, - ამ­ბობს ახე­ჯა­კო­ვა DW-სთან და კი­თხვა­ზე: "რო­გორ იცხოვ­რებ ახლა - თე­ატ­რის გა­რე­შე?“ - და­ნა­ნე­ბით პა­სუ­ხობს: "დიდი დრო არ დამ­რჩე­ნია, რო­გორ­მე ვი­ცხოვ­რებ...“

  • აქ­ცია ახე­ჯა­კო­ვას მხარ­და­სა­ჭე­რად

ცნო­ბილ­მა რე­ჟი­სორ­მა კი­რილ სე­რებ­რე­ნი­კოვ­მა, რო­მელ­მაც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომის და­წყე­ბამ­დე და­ტო­ვა, ახე­ჯა­კო­ვას მხარ­და­სა­ჭე­რად აქ­ცია - "წე­რი­ლე­ბი ლიას“ წა­მო­ი­წყო. სე­რებ­რე­ნი­კოვ­მა პი­რო­ბა დადო, რომ მის ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მი­სა­მარ­თზე მი­ღე­ბულ ყვე­ლა შე­ტყო­ბი­ნე­ბას და­ბეჭ­დავს და პი­რა­დად გა­დას­ცემს ცნო­ბილ მსა­ხი­ობს. რე­ჟი­სორ­მა ასე­ვე და­ა­ა­ნონ­სა, რომ წე­რი­ლებს გაგ­ზავ­ნის თე­ატ­რშიც, სა­ი­და­ნაც მსა­ხი­ო­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"ყვე­ლა­ფე­რი, რაც ბოლო ხანს მოხ­და რუ­სუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს ლე­გენ­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­უ­ღებ­ლად და ამაზ­რზე­ნად მი­მაჩ­ნია“, - წერს სე­რებ­რე­ნი­კო­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ახე­ჯა­კო­ვას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მხარს უჭერს პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ან­დრეი ბურ­კოვ­სკიც, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი წლის ბო­ლო­დან აშშ-ში იმ­ყო­ფე­ბა.

"ლია ახე­ჯა­კო­ვა, მე ყო­ველ­თვის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი თქვე­ნით, ვოც­ნე­ბობ, რომ სცე­ნა­ზე გნა­ხოთ“, - წერს ბურ­კოვ­სკი.

სა­ხალ­ხო არ­ტისტს ბევ­რმა სხვა კო­ლე­გა­მაც გა­მო­უ­ცხა­და მხარ­და­ჭე­რა.

ჩულ­პან ხა­მა­ტო­ვამ, რო­მე­ლიც ახე­ჯა­კო­ვას­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და თე­ატრ "სოვ­რე­მენ­ნიკ­ში", მის მხარ­და­სა­ჭე­რად ვი­დეო ჩა­წე­რა.

"ახე­ჯა­კო­ვა სა­უ­კე­თე­სოა თე­ატ­რში. იქ მას­ზე უკე­თე­სი არა­ვი­ნაა", - ამ­ბობს ხა­მა­ტო­ვა. "აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვარ, რაც მოხ­და, ეს სიმ­ხდა­ლე და სი­სა­ძაგ­ლეა... ლია ახე­ჯა­კო­ვა მთელ ქვე­ყა­ნას უყ­ვარს“.

შე­გახ­სე­ნებთ ხა­მა­ტო­ვამ რუ­სე­თი ომის და­წყე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა, ის ლატ­ვი­ა­ში ცხოვ­რობს.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი მა­რია მი­რო­ნო­ვა კი "ინ­სტაგ­რამ­ზე" წერს:

"მტკივ­ნე­უ­ლად სევ­დი­ა­ნი, აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი უსა­მარ­თლო­ბა, რო­მელ­საც ვე­რაფ­რით ხარ­შავს ჩემი ტვი­ნი.. ლია ახე­ჯა­კო­ვა სცე­ნა­ზე ვერ ადის? რა არის ეს?". ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­რია მი­რო­ნო­ვამ ასე­ვე გა­იხ­სე­ნა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი დი­მიტ­რი ნა­ზა­რო­ვი, რო­მე­ლიც ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცი­ის­თვის, მე­უღ­ლეს­თან - ოლგა ვა­სი­ლი­ე­ვას­თან ერ­თად, ამ ცოტა ხნის წინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს მოს­კო­ვის სამ­ხატ­ვრო თე­ატ­რი­დან. "ჩემი აზ­რით, ეს არის ის ზღვა­რი, რომ­ლის იქით გას­ვლა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლია, ძვირ­ფა­სე­ბო, მხა­რი და­უ­ჭი­რეთ მათ!" - ამ­ბობს მი­რო­ნო­ვა.

  • "ბე­დის ირო­ნია"

ლია ახე­ჯა­კო­ვას მხა­რი ცნო­ბილ­მა პო­ლო­ნელ­მა მსა­ხი­ობ­მა ბარ­ბა­რა ბრილსკა­მაც და­უ­ჭი­რა. მათ ერ­თად ითა­მა­შეს ელ­დარ რი­ა­ზა­ნო­ვის ლე­გენ­და­რულ ფილმში "ბე­დის ირო­ნია“. ბრილსკამ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი სამ­შობ­ლო უღირ­სია და ახე­ჯა­კო­ვას ურ­ჩია, და­ე­ტო­ვე­ბი­ნა რუ­სე­თი.

"ლია, ასე გა­აგ­რძე­ლე! რა თქმა უნდა, მან უნდა და­ტო­ვოს ქვე­ყა­ნა. ეს კო­მუ­ნის­ტე­ბი, ღმერ­თის­გან და­წყევ­ლი­ლი ხალ­ხია“, - გა­ნა­ცხა­და ბრილსკამ.

ამის შემ­დეგ რუ­სე­თის დუ­მის წევ­რმა, ოლგა ზან­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ სურს ბარ­ბა­რა ბრილსკა ფილმ "ბე­დის ირო­ნი­ი­დან“ წა­შა­ლონ. და­სავ­ლე­თის მიერ სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში შეყ­ვა­ნი­ლი ზან­კოს თქმით, ეს მარ­ტი­ვი და შე­საძ­ლე­ბე­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით. მან გა­მო­აქ­ვეყ­ნა მოკ­ლე ვი­დეო Telegram-ზე, რო­მელ­შიც ბრილსკა მსა­ხი­ო­ბი ვა­ლენ­ტი­ნა ტა­ლი­ზი­ნა­თი შეც­ვა­ლა. "მე თვი­თონ გა­ვა­კე­თე, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ეს კი­დევ უკე­თე­სად გა­მო­უ­ვათ“, - წერს დე­პუ­ტა­ტი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
0

რომელიმე ქართულმა დასმა მოიწვიეთ მიეცით როლი მეორე სიცოცხლეს აჩუქებთ

დავით
0

არსებობენ ადამიანები დიდი სულიერი ძალით.

მე უაღრესად ვაფასებ ასეთ თითო ოროლა პიროვნებას 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს ჩემი მახინჯი სამშობლოა... არასად წავალ" - თეატრიდან გაგდების შემდეგ ლია ახეჯაკოვას რუსეთიდან გაძევებით ემუქრებიან, ბარბარა ბრილსკას კი - "ბედის ირონიიდან" წაშლით

"ეს ჩემი მახინჯი სამშობლოა... არასად წავალ" - თეატრიდან გაგდების შემდეგ ლია ახეჯაკოვას რუსეთიდან გაძევებით ემუქრებიან, ბარბარა ბრილსკას კი - "ბედის ირონიიდან" წაშლით

ცნობილი მსახიობი ლია ახეჯაკოვა რუსული თეატრის, "სოვრემენნიკის" სცენიდან გაძევების შემდეგ, რუსი "ჰეითერების" მასშტაბური თავდასხმის ობიექტად იქცა. პუტინისტები დიდ არტისტს ქვეყნიდან გაძევებითაც ემუქრებიან... ახეჯაკოვა ამბობს, რომ ამ აღვირახსნილი თავდასხმების შემდეგ, იძულებული გახდა "ინსტაგრამზე" საკუთარი ანგარიში დაეხურა, თუმცა აცხადებს, რომ წასვლას არსად აპირებს...

ის ამ თემაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ ჯგუფ DDT-ს სიმღერას ციტირებს. "Это моя "родина-уродина..." - "ეს ჩემი მახინჯი სამშობლოა... ჩვენ ის მაინც მოგვწონს, მიუხედავად იმისა, რომ სილამაზით არ გამოირჩევა. უკვე 84 წლის ვარ, არსად წავალ, დაე, ისინი წავიდნენ... მე აქ ვარ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გადავიტანო, უკვე ძალიან დიდი ხანია აქ ვცხოვრობ..." - ამბობს მსახიობი.

ახეჯაკოვა ვარაუდობს, რომ მალე მას უცხოელი აგენტების სიაში შეიყვანენ.

შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მისი სპექტაკლი"ვთამაშობთ ჯინს" ამოიღეს "სოვრემენნიკის" რეპერტუარიდან, მეტიც, გააუქმეს ყველა სპექტაკლი მისი მონაწილეობით იმ თეატრში, რომლის სცენაზეც 50 წელიწადი იდგა. როგორც უკვე ვწერდით, თეატრის დირექტორმა იური კრავეცმა სახალხო არტისტს დაურეკა და უთხრა, რომ მისი სპექტაკლები მოიხსნა თეატრში შესული უკმაყოფილო წერილების გამო, სადაც ეწერა, რომ ახეჯაკოვა "რუსოფობი და მოღალატეა“, რომ ის თეატრის სცენას ბილწავს.

  • ლია ახეჯაკოვა დიდი ხანია აპროტესტებს პუტინის რეჟიმის პოლიტიკას, ის განსაკუთრებულად შეურიგებელი აღმოჩნდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. არ მალავს, რომ გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

ახალი პრობლემების თავიდან ასაცილებლად 84 წლის ახეჯაკოვა რუსულ პრესასთან კონტაქტს ერიდება.

"ნებისმიერი ინტერვიუ, რომელსაც ვაძლევ, შეიძლება თავდაყირა დააყენონ, შეცვალონ და რამე დამაბრალონ“, - ამბობს ახეჯაკოვა DW-სთან და კითხვაზე: "როგორ იცხოვრებ ახლა - თეატრის გარეშე?“ - დანანებით პასუხობს: "დიდი დრო არ დამრჩენია, როგორმე ვიცხოვრებ...“

  • აქცია ახეჯაკოვას მხარდასაჭერად

ცნობილმა რეჟისორმა კირილ სერებრენიკოვმა, რომელმაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე დატოვა, ახეჯაკოვას მხარდასაჭერად აქცია - "წერილები ლიას“ წამოიწყო. სერებრენიკოვმა პირობა დადო, რომ მის ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიღებულ ყველა შეტყობინებას დაბეჭდავს და პირადად გადასცემს ცნობილ მსახიობს. რეჟისორმა ასევე დააანონსა, რომ წერილებს გაგზავნის თეატრშიც, საიდანაც მსახიობი გაათავისუფლეს.

"ყველაფერი, რაც ბოლო ხანს მოხდა რუსული თეატრისა და კინოს ლეგენდასთან დაკავშირებით, მიუღებლად და ამაზრზენად მიმაჩნია“, - წერს სერებრენიკოვი სოციალურ ქსელში.

ახეჯაკოვას სოციალურ ქსელებში მხარს უჭერს პოპულარული მსახიობი ანდრეი ბურკოვსკიც, რომელიც გასული წლის ბოლოდან აშშ-ში იმყოფება.

"ლია ახეჯაკოვა, მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი თქვენით, ვოცნებობ, რომ სცენაზე გნახოთ“, - წერს ბურკოვსკი.

სახალხო არტისტს ბევრმა სხვა კოლეგამაც გამოუცხადა მხარდაჭერა.

ჩულპან ხამატოვამ, რომელიც ახეჯაკოვასთან ერთად მუშაობდა თეატრ "სოვრემენნიკში", მის მხარდასაჭერად ვიდეო ჩაწერა.

"ახეჯაკოვა საუკეთესოა თეატრში. იქ მასზე უკეთესი არავინაა", - ამბობს ხამატოვა. "აღშფოთებული ვარ, რაც მოხდა, ეს სიმხდალე და სისაძაგლეა... ლია ახეჯაკოვა მთელ ქვეყანას უყვარს“.

შეგახსენებთ ხამატოვამ რუსეთი ომის დაწყების შემდეგ დატოვა, ის ლატვიაში ცხოვრობს.

რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი მარია მირონოვა კი "ინსტაგრამზე" წერს:

"მტკივნეულად სევდიანი, აღმაშფოთებელი უსამართლობა, რომელსაც ვერაფრით ხარშავს ჩემი ტვინი.. ლია ახეჯაკოვა სცენაზე ვერ ადის? რა არის ეს?". ამასთან დაკავშირებით მარია მირონოვამ ასევე გაიხსენა რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი დიმიტრი ნაზაროვი, რომელიც ომის საწინააღმდეგო პოზიციისთვის, მეუღლესთან - ოლგა ვასილიევასთან ერთად, ამ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს მოსკოვის სამხატვრო თეატრიდან. "ჩემი აზრით, ეს არის ის ზღვარი, რომლის იქით გასვლა უკვე შეუძლებელია, ძვირფასებო, მხარი დაუჭირეთ მათ!" - ამბობს მირონოვა.

  • "ბედის ირონია"

ლია ახეჯაკოვას მხარი ცნობილმა პოლონელმა მსახიობმა ბარბარა ბრილსკამაც დაუჭირა. მათ ერთად ითამაშეს ელდარ რიაზანოვის ლეგენდარულ ფილმში "ბედის ირონია“. ბრილსკამ განაცხადა, რომ მისი სამშობლო უღირსია და ახეჯაკოვას ურჩია, დაეტოვებინა რუსეთი.

"ლია, ასე გააგრძელე! რა თქმა უნდა, მან უნდა დატოვოს ქვეყანა. ეს კომუნისტები, ღმერთისგან დაწყევლილი ხალხია“, - განაცხადა ბრილსკამ.

ამის შემდეგ რუსეთის დუმის წევრმა, ოლგა ზანკომ განაცხადა, რომ სურს ბარბარა ბრილსკა ფილმ "ბედის ირონიიდან“ წაშალონ. დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაში შეყვანილი ზანკოს თქმით, ეს მარტივი და შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით. მან გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო Telegram-ზე, რომელშიც ბრილსკა მსახიობი ვალენტინა ტალიზინათი შეცვალა. "მე თვითონ გავაკეთე, პროფესიონალებს ეს კიდევ უკეთესად გამოუვათ“, - წერს დეპუტატი.

იხილეთ ასევე: