მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან გელათში მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება, მდგომარეობა  კრიტიკულია" - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
"გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან გელათში მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება, მდგომარეობა  კრიტიკულია" - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო გე­ლათ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

  • რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, გა­უ­გე­ბა­რია კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან დღეს გე­ლათ­ში მო­მუ­შა­ვე სა­კონ­სერ­ვა­ციო ჯგუ­ფის ად­ვო­კა­ტი­რე­ბა.

სა­პატ­რი­არ­ქო მი­იჩ­ნევს, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა არა­თუ მძი­მეა, არა­მედ კრი­ტი­კუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­როა შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის სას­წრა­ფოდ გა­მოს­წო­რე­ბა და მხატ­ვრო­ბის გა­დარ­ჩე­ნა.

სა­პატ­რი­არ­ქო მი­იჩ­ნევს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფი უნდა ჩა­ნაც­ვლდეს უფრო მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბით.

სა­პატ­რი­არ­ქო აცხა­დებს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის ექ­სპერტთა და ქარ­თველ მეც­ნი­ერ­თა ან­გა­რი­შე­ბის თან­ხვედ­რა, ეჭვქვეშ აყე­ნებს ამ­ჟა­მად მოქ­მედ სპე­ცი­ა­ლის­ტთა ჯგუ­ფის მიერ სა­კონ­სერ­ვა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სა­ჭი­როა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოხ­დეს, გე­ლა­თის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ერ­თი­ა­ნი მარ­თვის გეგ­მით წარ­მო­ე­ბა. უნდა შე­იქ­მნას სა­ერ­თა­შო­რი­სო მრჩე­ველ­თა საბ­ჭო, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის დარ­გის მეც­ნი­ე­რებ­თან ერ­თად მჭიდ­რო კავ­ში­რით ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ მოწ­ვე­ულ მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ და ად­გი­ლობ­რივ რეს­ტავ­რა­ტო­რე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბულ ჯგუფ­თან.

  • სა­პატ­რი­არ­ქო ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს თა­ვი­სუ­ფალ და მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ დი­ა­ლოგს სთა­ვა­ზობს.

სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­საც სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს, უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"გე­ლა­თის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის 21-ე სა­უ­კუ­ნის კრი­ზი­სი 2015-19 წწ. შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად და­ი­წყო. ტაძ­რის მკლა­ვე­ბი­სა და მი­ნა­შე­ნე­ბის გა­და­ხურ­ვა არას­წო­რი მე­თო­დო­ლო­გი­ით, უხა­რის­ხო მა­სა­ლე­ბით და უდი­ე­რი მიდ­გო­მით გან­ხორ­ცი­ელ­და. ტაძ­რის სტრუქ­ტუ­რა­ში, სა­ხუ­რავ­ზე წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი­დან და ბუ­ნებ­რი­ვი ნა­ლე­ქე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბი­დან, წყლის ჩა­დი­ნე­ბა - ინ­ფილტრა­ცია და­ი­წყო. 2021 წლის­თვის გე­ლა­თის კედ­ლის მხატ­ვრო­ბა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. ტაძ­რის ინ­ტე­რი­ერ­ში თავი იჩი­ნა გა­მო­მა­რი­ლე­ბი­სა და მხატ­ვრო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის პრო­ცეს­მა.

ამ პე­რი­ო­დის შე­ფა­სე­ბა­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი და ბუნ­დო­ვა­ნი არა­ფე­რია.

შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ცხა­დი გახ­და, რომ მხატ­ვრო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის სირ­თუ­ლი­სა და მას­შტა­ბუ­რო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ჭი­რო იყო მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მოწ­ვე­ვა, რო­მელ­თაც შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცია და ტექ­ნი­კუ­რი რე­სურ­სი ექ­ნე­ბო­დათ და რო­მელ­ნიც, ად­გი­ლობ­რივ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად უმ­კურ­ნა­ლებ­დნენ და გა­და­არ­ჩენ­დნენ გე­ლა­თის მხატ­ვრო­ბას.

სწო­რედ ამ ეტა­პი­დან იწყე­ბა დღე­ვან­დელ პო­ზი­ცი­ა­თა სხვა­ო­ბა, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა, 2021 წლის ზა­ფხულ­ში, გე­ლა­თის კედ­ლის მხატ­ვრო­ბის კონ­სერ­ვა­ცი­ის­თვის მოწ­ვე­უ­ლი ჯგუ­ფის მუ­შა­ო­ბას.

მი­უ­ხე­და­ვად მათ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სა, გე­ლა­თის კედ­ლის მხატ­ვრო­ბა კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­ვი­და.

სა­ხე­ზე გვაქვს არას­რუ­ლი, მწი­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მო­ე­ბა. ამას ცხად­ჰყოფს ოთხი­ვე მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი დას­კვნა, კერ­ძოდ: სტი­ვენ რი­კერ­ბი­სა და ლიზა შე­კე­დე­სი (რო­მე­ლიც თა­ვად კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ და­უკ­ვე­თა); სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ მოწ­ვე­უ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის: ოს­ტინ ნე­ვი­ნის, ლო­რინ­და ვონ­გის, სარა სტე­ნი­ფორ­თის და ფრან­ჩეს­კა პი­კეს ან­გა­რი­ში; ასე­ვე ჩვე­ნი თხოვ­ნით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი „იკო­მოს სა­ქარ­თვე­ლო“-ს კონ­სერ­ვა­ცი­ის კუ­თხით მომ­ზა­დე­ბუ­ლი დას­კვნა; და ასე­ვე ჩვე­ნი მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, - ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის ცენ­ტრის მიერ შექ­მნი­ლი მო­ცუ­ლო­ბი­თი ნაშ­რო­მი.

ეს ოთხი­ვე ან­გა­რი­ში ერ­თი­ან და იდენ­ტურ პო­ზი­ცი­ა­ში მო­დი­ან იუ­ნეს­კოს მიერ მოვ­ლე­ნილ ექ­სპერტთა დას­კვნას­თან, რო­მელ­თაც მათი მი­სია გე­ლათ­ში, 2022 წლის 28 ნო­ემ­ბრი­სა და 2 დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. მკა­ფიო სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ მო­ვიყ­ვანთ რამ­დე­ნი­მე ცი­ტა­ტას იუ­ნეს­კოს ექ­სპერტთა ან­გა­რი­ში­დან: „მთა­ვა­რი ტაძ­რის კედ­ლის მხატ­ვრო­ბა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­კონ­სერ­ვა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის სა­ფუძ­ვლი­ან შე­ფა­სე­ბას აფერ­ხებს მათი მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლი­სა და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჩა­რე­ვე­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის აშ­კა­რა ნაკ­ლე­ბო­ბა, ასე­ვე ბათ­ქა­ში­სა და მხატ­ვრო­ბის ტექ­ნი­კის ანა­ლი­ზის სიმ­წი­რე. შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია და­სავ­ლეთ მკლა­ვის ზედა ნა­წილ­ში კედ­ლის მხატ­ვრო­ბა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­და­უ­დე­ბე­ლი ჩა­რე­ვე­ბის დროს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი მა­სა­ლა და ტექ­ნი­კა. ქვე­მოთ მო­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მიზ­ნად ისა­ხავს ამ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რას.“

„A thorough assessment of the conservation treatments undertaken on the mural paintings in the Main Church are hampered by the apparent lack of documentation related to their condition assessment and the past interventions, as well as by the lack of analysis of the plaster and painting techniques. Nevertheless, concerns can be confidently expressed regarding the approach and selection of some of the materials and techniques for emergency interventions on the wall paintings in the upper part of the west wing.

“ შემ­დე­გი: „კი­დევ ერთი და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი სა­კი­თხია მხატ­ვრო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის აშ­კა­რა ნაკ­ლე­ბო­ბა.“

„Another matter of concern is the apparent lack of documentation regarding the condition assessment of the mural paintings“.

შემ­დე­გი: „კი­დევ ერთი სა­კი­თხი უკავ­შირ­დე­ბა ბათ­ქა­ში­სა და მხატ­ვრო­ბის ტექ­ნი­კის ანა­ლი­ზის არარ­სე­ბო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით თა­ღე­ბის ზედა ნა­წი­ლებ­ში, თუმ­ცა იგი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლა მხატ­ვრო­ბის­თვის, რად­გან ფერ­წე­რის ტექ­ნი­კის, ცვლი­ლე­ბი­სა და და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ფე­ნო­მე­ნე­ბის და შე­საძ­ლო სა­კონ­სერ­ვა­ციო ზო­მე­ბის უკეთ შე­ფა­სე­ბი­სა და კო­რე­ლა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.“

„Another issue of concern is the lack of analysis of the plaster and painting techniques, particularly of those in the upper parts of the vaults, but necessary for all mural paintings, in order to better assess and correlate painting techniques, phenomena of alteration and decay, and possible conservation treatment ჩვენ არ შევ­დი­ვართ კონ­სერ­ვა­ცია - რეს­ტავ­რა­ცი­ი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი და მეც­ნი­ე­რუ­ლი ტი­პის მსჯე­ლო­ბა­სა და შე­ფა­სე­ბებ­ში, ეს ჩვენს კომ­პე­ტენ­ცი­ას სცილ­დე­ბა, თუმ­ცა, ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის ექ­სპერტთა და ქარ­თველ მეც­ნი­ერ­თა ან­გა­რი­შე­ბის თან­ხვედ­რა, ეჭვქვეშ აყე­ნებს ამ­ჟა­მად მოქ­მედ სპე­ცი­ა­ლის­ტთა ჯგუ­ფის მიერ სა­კონ­სერ­ვა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას.

სა­ჭი­როა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოხ­დეს, გე­ლა­თის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ერ­თი­ა­ნი მარ­თვის გეგ­მით წარ­მო­ე­ბა. უნდა შე­იქ­მნას სა­ერ­თა­შო­რი­სო მრჩე­ველ­თა საბ­ჭო, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის დარ­გის მეც­ნი­ე­რებ­თან ერ­თად მჭიდ­რო კავ­ში­რით ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ მოწ­ვე­ულ მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ და ად­გი­ლობ­რივ რეს­ტავ­რა­ტო­რე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბულ ჯგუფ­თან.

ასე­ვე გვსურს გე­ლა­თის ირ­გვლივ შექ­მნილ ზო­გად პრობ­ლე­მა­ტი­კა­საც შე­ვე­ხოთ.

იუ­ნეს­კოს ექ­სპერტთა ჯგუ­ფის მოწ­ვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მიერ, მაგ­რამ გე­ლა­თის პრობ­ლე­მა­ტი­კის სიღ­რმი­სე­უ­ლი შეს­წავ­ლი­სათ­ვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ილია II-ის 30.09.2022 წ.-ს გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის ბ-ნ ლა­ზა­რე ელუნ­დუ ას­სო­მო­სა და იკო­მო­სის პრე­ზი­დენ­ტის ქ-ნ ტე­რე­ზა პატ­რი­ცი­ას მი­მართ. მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ ითხო­ვა, რომ სა­კი­თხი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შეს­წავ­ლი­ლი­ყო.

იუ­ნეს­კოს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ან­გა­რი­შის მძაფ­რი კრი­ტი­კუ­ლო­ბი­დან და ასე­ვე ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი სხვა სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნე­ბი­დან და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რია კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან დღეს მო­მუ­შა­ვე სა­კონ­სერ­ვა­ციო ჯგუ­ფის ად­ვო­კა­ტი­რე­ბა.

მდგო­მა­რე­ო­ბა არა­თუ მძი­მეა, არა­მედ კრი­ტი­კუ­ლია! სა­ჭი­როა შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის სას­წრა­ფოდ გა­მოს­წო­რე­ბა და მხატ­ვრო­ბის გა­დარ­ჩე­ნა! მიგ­ვაჩ­ნია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფი უნდა ჩა­ნაც­ვლდეს უფრო მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბით.

თხოვ­ნით მივ­მარ­თავთ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს და ტე­ლე­ვი­ზი­ებს, თა­ნაბ­რად ყვე­ლას, ნუ ვიქ­ნე­ბით მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლე­ბი და ნუ მი­ვუდ­გე­ბით ამ ზო­გად ქარ­თულ სა­კითხს ჩვე­ნი ვიწ­რო ინ­ტე­რე­სე­ბით. სა­პატ­რი­არ­ქო ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს სთა­ვა­ზობს თა­ვი­სუ­ფალ და მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ დი­ა­ლოგს. ვი­სა­უბ­როთ მშვი­დად და გე­ლა­თის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. სწო­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, შექ­მნი­ლი კრი­ტი­კუ­ლი ვი­თა­რე­ბა დაძ­ლე­ვა­დი და მოგ­ვა­რე­ბა­დია. უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, გა­გე­ბით მო­ე­კი­დოთ ჩვენს თხოვ­ნას", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
5

რამდენი ხანია ეს პრობლემაა რამაც საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია და ისეთი შთაბეჭდილება დატოვეს თითქოს გუშინ გაიგეს ეს უბედურება-ცინიზმის და გულგრილობის მწვერვალია......

ჰმ
6

მართლა ჰგონია ვინმეს რომ, ორიოდ კვადრატული მეტრი სახურავი ვერ გადახურეს როგორც წესია??? მართლა ასე ფიქრობთ?! ვაი თქვენს პატრონს! ორ შაურად სამშობლო გაყიდეთ! რუსეთი სატანისტური სახელმწიფოა!!! ბევრი ნაცი და აბსოლუტურად ყველა ქოცი, ჯოჯოხეთში დაიწვება!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან გელათში მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება, მდგომარეობა  კრიტიკულია" - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

"გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან გელათში მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება, მდგომარეობა  კრიტიკულია" - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო გელათთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

  • როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს გელათში მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკული, შესაბამისად, საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით.

საპატრიარქო აცხადებს, რომ საერთაშორისო დონის ექსპერტთა და ქართველ მეცნიერთა ანგარიშების თანხვედრა, ეჭვქვეშ აყენებს ამჟამად მოქმედ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკონსერვაციო სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობას.

განცხადების თანახმად, საჭიროა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდეს, გელათის რეაბილიტაციის ერთიანი მართვის გეგმით წარმოება. უნდა შეიქმნას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელიც ქვეყნის დარგის მეცნიერებთან ერთად მჭიდრო კავშირით ითანამშრომლებენ მოწვეულ მაღალკვალიფიციურ და ადგილობრივ რესტავრატორების ინტეგრირებულ ჯგუფთან.

  • საპატრიარქო ყველა დაინტერესებულ მხარეს თავისუფალ და მიუკერძოებელ დიალოგს სთავაზობს.

საპატრიარქოს განცხადებას, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ:

"გელათის საკათედრო ტაძრის 21-ე საუკუნის კრიზისი 2015-19 წწ. შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო. ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა. ტაძრის სტრუქტურაში, სახურავზე წარმოებული სამუშაოებიდან და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებიდან, წყლის ჩადინება - ინფილტრაცია დაიწყო. 2021 წლისთვის გელათის კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტაძრის ინტერიერში თავი იჩინა გამომარილებისა და მხატვრობის დაზიანების პროცესმა.

ამ პერიოდის შეფასებაში გაურკვეველი და ბუნდოვანი არაფერია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ცხადი გახდა, რომ მხატვრობის დაზიანების სირთულისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, საჭირო იყო მაღალკვალიფიციური უცხოელი სპეციალისტების მოწვევა, რომელთაც შესაბამისი კომპეტენცია და ტექნიკური რესურსი ექნებოდათ და რომელნიც, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად უმკურნალებდნენ და გადაარჩენდნენ გელათის მხატვრობას.

სწორედ ამ ეტაპიდან იწყება დღევანდელ პოზიციათა სხვაობა, რომელიც უკავშირდება, 2021 წლის ზაფხულში, გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციისთვის მოწვეული ჯგუფის მუშაობას.

მიუხედავად მათ მიერ შესრულებული სამუშაოებისა, გელათის კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდა.

სახეზე გვაქვს არასრული, მწირი დოკუმენტაციის წარმოება. ამას ცხადჰყოფს ოთხივე მაღალკვალიფიციური დასკვნა, კერძოდ: სტივენ რიკერბისა და ლიზა შეკედესი (რომელიც თავად კულტურის სამინისტრომ დაუკვეთა); საპატრიარქოს მიერ მოწვეული, საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერების: ოსტინ ნევინის, ლორინდა ვონგის, სარა სტენიფორთის და ფრანჩესკა პიკეს ანგარიში; ასევე ჩვენი თხოვნით შესრულებული „იკომოს საქართველო“-ს კონსერვაციის კუთხით მომზადებული დასკვნა; და ასევე ჩვენი მიმართვის საფუძველზე, - ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ შექმნილი მოცულობითი ნაშრომი.

ეს ოთხივე ანგარიში ერთიან და იდენტურ პოზიციაში მოდიან იუნესკოს მიერ მოვლენილ ექსპერტთა დასკვნასთან, რომელთაც მათი მისია გელათში, 2022 წლის 28 ნოემბრისა და 2 დეკემბრის პერიოდში განახორციელეს. მკაფიო საილუსტრაციოდ მოვიყვანთ რამდენიმე ციტატას იუნესკოს ექსპერტთა ანგარიშიდან: „მთავარი ტაძრის კედლის მხატვრობაზე ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოების საფუძვლიან შეფასებას აფერხებს მათი მდგომარეობის შესწავლისა და შესრულებული ჩარევების დოკუმენტაციის აშკარა ნაკლებობა, ასევე ბათქაშისა და მხატვრობის ტექნიკის ანალიზის სიმწირე. შემაშფოთებელია დასავლეთ მკლავის ზედა ნაწილში კედლის მხატვრობაზე ჩატარებული გადაუდებელი ჩარევების დროს გამოყენებული ზოგიერთი მასალა და ტექნიკა. ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები მიზნად ისახავს ამ პრობლემების გადაჭრას.“

„A thorough assessment of the conservation treatments undertaken on the mural paintings in the Main Church are hampered by the apparent lack of documentation related to their condition assessment and the past interventions, as well as by the lack of analysis of the plaster and painting techniques. Nevertheless, concerns can be confidently expressed regarding the approach and selection of some of the materials and techniques for emergency interventions on the wall paintings in the upper part of the west wing.

“ შემდეგი: „კიდევ ერთი დამაფიქრებელი საკითხია მხატვრობის მდგომარეობის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აშკარა ნაკლებობა.“

„Another matter of concern is the apparent lack of documentation regarding the condition assessment of the mural paintings“.

შემდეგი: „კიდევ ერთი საკითხი უკავშირდება ბათქაშისა და მხატვრობის ტექნიკის ანალიზის არარსებობას, განსაკუთრებით თაღების ზედა ნაწილებში, თუმცა იგი აუცილებელია ყველა მხატვრობისთვის, რადგან ფერწერის ტექნიკის, ცვლილებისა და დაზიანებების ფენომენების და შესაძლო საკონსერვაციო ზომების უკეთ შეფასებისა და კორელაციის უზრუნველყოფის შესაძლებლობას იძლევა.“

„Another issue of concern is the lack of analysis of the plaster and painting techniques, particularly of those in the upper parts of the vaults, but necessary for all mural paintings, in order to better assess and correlate painting techniques, phenomena of alteration and decay, and possible conservation treatment ჩვენ არ შევდივართ კონსერვაცია - რესტავრაციისა და ხელოვნებათმცოდნეობის პროფესიული და მეცნიერული ტიპის მსჯელობასა და შეფასებებში, ეს ჩვენს კომპეტენციას სცილდება, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული, საერთაშორისო დონის ექსპერტთა და ქართველ მეცნიერთა ანგარიშების თანხვედრა, ეჭვქვეშ აყენებს ამჟამად მოქმედ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკონსერვაციო სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობას.

საჭიროა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდეს, გელათის რეაბილიტაციის ერთიანი მართვის გეგმით წარმოება. უნდა შეიქმნას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელიც ჩვენი ქვეყნის დარგის მეცნიერებთან ერთად მჭიდრო კავშირით ითანამშრომლებენ მოწვეულ მაღალკვალიფიციურ და ადგილობრივ რესტავრატორების ინტეგრირებულ ჯგუფთან.

ასევე გვსურს გელათის ირგვლივ შექმნილ ზოგად პრობლემატიკასაც შევეხოთ.

იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფის მოწვევა საქართველოში მოხდა კულტურის სამინისტროს მიერ, მაგრამ გელათის პრობლემატიკის სიღრმისეული შესწავლისათვის უმნიშვნელოვანესი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის 30.09.2022 წ.-ს გაგზავნილი წერილი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორის ბ-ნ ლაზარე ელუნდუ ასსომოსა და იკომოსის პრეზიდენტის ქ-ნ ტერეზა პატრიციას მიმართ. მისმა უწმინდესობამ ითხოვა, რომ საკითხი საფუძვლიანად შესწავლილიყო.

იუნესკოს მიერ მოწოდებული ანგარიშის მძაფრი კრიტიკულობიდან და ასევე ზემოთ ნახსენები სხვა საექსპერტო დასკვნებიდან და რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება.

მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია! საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა! მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით.

თხოვნით მივმართავთ პოლიტიკურ პარტიებს და ტელევიზიებს, თანაბრად ყველას, ნუ ვიქნებით მიკერძოებულები და ნუ მივუდგებით ამ ზოგად ქართულ საკითხს ჩვენი ვიწრო ინტერესებით. საპატრიარქო ყველა დაინტერესებულ მხარეს სთავაზობს თავისუფალ და მიუკერძოებელ დიალოგს. ვისაუბროთ მშვიდად და გელათის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. სწორი თანამშრომლობის შედეგად, შექმნილი კრიტიკული ვითარება დაძლევადი და მოგვარებადია. უმორჩილესად გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ჩვენს თხოვნას", - ნათქვამია განცხადებაში.