პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსკოვში ყოველთვის ვეძებდი თბილისს... ვცხოვრობდით ილუზიაში" - რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი ომზე, საქართველოში ჩამოსულ რუსებსა და პუტინის მომხრე ექსსიმამრზე
"მოსკოვში ყოველთვის ვეძებდი თბილისს... ვცხოვრობდით ილუზიაში" - რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი ომზე, საქართველოში ჩამოსულ რუსებსა და პუტინის მომხრე ექსსიმამრზე

რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის რე­ჟი­სორ­მა, პრო­დი­უ­სერ­მა და სცე­ნა­რის­ტმა რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა კა­ტე­რი­ნა გორ­დე­ე­ვას, სა­დაც ისა­უბ­რა უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომზე მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტებ­ზე და გა­იხ­სე­ნა ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი თბი­ლის­ზე:

- ვცდი­ლობ და­ვიც­ვა ჩემი შვი­ლე­ბი, სი­ტყვებს ფრთხი­ლად ვარ­ჩევ, ვცდი­ლობ მათ­ში სი­ძულ­ვი­ლის მარ­ცვა­ლი არ გა­ვაღ­ვი­ვო. ერთი არას­წო­რი სი­ტყვა და შე­იძ­ლე­ბა ამით ავნო, არ უნდა იყო რა­დი­კა­ლუ­რი. არ უნდა და­ი­კა­ვო პო­ზი­ცია, რომ რა­ღა­ცის მომ­ხრე ან წი­ნა­აღ­მდე­გი ხართ. თქვენ უნდა თქვათ, რომ ეს „სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია“ (რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომს დღემ­დე სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ად უწო­დებს - რედ.) ცუ­დია, ხალ­ხი იღუ­პე­ბა. და ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა შე­ვე­ცა­დოთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­ვა­ჩე­როთ.

უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს. რე­ჟი­სო­რი­სა და ანას­ტა­სია კო­ჩეტ­კო­ვას 16 წლის გო­გო­ნა აშშ-ში ცხოვ­რობს. რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი და ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­დეჟ­და 2010 წელს და­ქორ­წიდ­ნენ. შვიდ­წ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში შე­ე­ძი­ნათ ნინა და ივა­ნე. რე­ჟი­სო­რი ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვი მხარს უჭერს ვლა­დი­მერ პუ­ტინს და ომს უკ­რა­ი­ნა­ში.

ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვის შე­სა­ხებ

ნი­კი­ტა სერ­გე­ე­ვი­ჩის პო­ზი­ცია ნა­თე­ლია, ამა­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ. ის ჩემი შვი­ლე­ბის ბა­ბუაა და ამა­ზე ლა­პა­რა­კი სა­ერ­თოდ არ შე­მიძ­ლია.

უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის შე­სა­ხებ

რო­დე­საც აქ (სა­ქარ­თვე­ლო­ში) ხალ­ხმა უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შე­სა­ხებ გა­ი­გეს, მა­შინ­ვე ძველ დრო­ში დაბ­რუნ­დნენ (რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის კონ­ფლიქ­ტე­ბის დროს). ისი­ნი დრო­ის მან­ქა­ნა­ში ჩას­ხდნენ, რად­გან ეს ემო­ცი­ე­ბი კვლავ ცო­ცხლობს მათ­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რამ­დე­ნად ღა­რი­ბუ­ლად ცხოვ­რო­ბენ, მა­შინ­ვე და­ი­წყეს თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად...

ახლა რომ ვუ­ყუ­რებ ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი კი­ე­ვის კად­რებს, ყურ­ში მეს­მის, რო­გორ ღრი­ა­ლებ­და ღა­მით თბი­ლი­სი. მეს­მის გე­ნე­რა­ტო­რე­ბის უწყვე­ტი ხმა (თბი­ლის­ში ომის დროს ხში­რად ელექტრო­ე­ნერ­გია არ იყო. რედ.), რო­მე­ლიც მა­კავ­ში­რებს ჩემს ბავ­შვო­ბა­სა და იმას შო­რის, რა­საც დღეს უკ­რა­ი­ნა­ში ვხე­დავ. ეს კი­დევ უფრო სა­შიშს ხდის. მაგ­რამ ყო­ველ­თვის, ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ადა­მი­ა­ნი პო­უ­ლობ ისეთ რა­მეს, რა­საც შეძ­ლებ, რომ ჩა­ე­ჭი­დოთ. ჩვენ იუ­მო­რით ვცხოვ­რობ­დით.

სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი ემიგ­რან­ტე­ბის შე­სა­ხებ

ჩა­მო­ვე­დი აქ [თბი­ლის­ში] და ვნა­ხე უამ­რა­ვი შე­სა­ნიშ­ნა­ვი, ჭკვი­ა­ნი ბიჭი, რომ­ლებ­მაც და­ტო­ვეს რუ­სე­თი. მეს­მის, რომ დის­კომ­ფორ­ტია, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინ­მეს არ სურს გი­პა­სუ­ხოთ რუ­სუ­ლად. ეს არა­ვის არ უნდა ეწყი­ნოს. უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს არის დიდი სტრე­სი და შიში სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რად­გან აქ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ჩა­მო­ვი­და.

სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ქვე­ყა­ნაა, ვფიქ­რობ, პა­რა­დოქ­სიც არის, როცა აქ ჩა­მო­სულ ხალ­ხს სურთ თავი ისე იგ­რძნონ, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში.

აფხა­ზე­თის ომის შე­სა­ხებ

მხო­ლოდ ტკი­ვილს ვგრძნობ და ვწუხ­ვარ, რომ ეს მოხ­და. ომის დროს ხალ­ხმა თბი­ლის­ში დრო­ე­ბით ჩა­მო­სახ­ლე­ბა და­ი­წყო, მაგ­რამ აქ 30 წელი დარ­ჩნენ. მათ არ მოს­წონთ სი­ტყვა „ლტოლ­ვი­ლე­ბი“, უფრო მე­ტად მიგ­რან­ტე­ბი არი­ან.

სრო­ლა...

მახ­სოვს 1991 თუ 1992 წელს ახა­ლი წელი იდგა თბი­ლის­ში. 12 სა­ათ­ზე მთე­ლი ცა წით­ლად და მწვა­ნედ შე­ი­ღე­ბა, უმი­სა­მარ­თოდ ის­როდ­ნენ. მახ­სოვს ჩემი დის ხმა, რო­მე­ლიც მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ეზო­ში ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი. ეს სრო­ლა და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ წუთს გაგ­რძელ­და. მე მგო­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­დე­საც ჩახ­მახს თითს გა­მოჰ­კრავს, ბრაზ­დე­ბა. თავი ავ­წიე და მა­გი­დას­თან ჯდო­მა აღარ მინ­დო­და, მა­შინ 10 წლის ვი­ყა­ვი. ძნე­ლი იყო ამის­თვის დღე­სას­წა­უ­ლი მე­წო­დე­ბი­ნა. მას შემ­დეგ ცხოვ­რე­ბა­ში ერთი ახა­ლი წელი მქონ­და, რო­დე­საც მივ­ხვდი, რომ ეს ნამ­დვი­ლად დღე­სას­წა­უ­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფა­სის შე­სა­ხებ

1989 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დია მოხ­და. მა­შინ ხალ­ხი გა­ერ­თი­ან­და და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ითხოვ­დნენ. მი­ტინ­გის დაშ­ლის ნაც­ვლად შე­მო­ვიდ­ნენ ჯა­რე­ბი, რომ­ლებ­მაც და­ი­წყეს ხალ­ხის ცემა ნიჩ­ბე­ბით, კლავ­დნენ ქა­ლებს, ხალ­ხმა არ იცო­და სად გაქ­ცე­უ­ლი­ყო, დე­რე­ფა­ნი სჭირ­დე­ბო­დათ. ეს არის არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, რო­მე­ლიც გა­დის საბ­ჭო­თა კავ­შირ­ზე. ისი­ნი უბ­რა­ლოდ მო­ვიდ­ნენ, უხე­ში ძა­ლით, ხალ­ხს ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი შე­ას­ხუ­რეს და და­ხო­ცეს.

მე­ო­რე დღეს ეზო­ში ბურ­თის სა­თა­მა­შოდ გა­ვე­დი. თა­მა­ში­სას ბურ­თი მე­ზობ­ლის "ვოლ­გის" ქვეშ შე­მი­გორ­და და გა­მო­სა­ღე­ბად და­ვი­ხა­რე. ვიგ­რძე­ნი, რომ ვი­ღა­ცამ ფეხი და­მა­ბი­ჯა. თავი ავ­წიე და ვხე­დავ - მა­შინ მო­მეჩ­ვე­ნა, ზრდას­რუ­ლი, მაგ­რამ მაქ­სი­მუმ 18 თუ 21 წლის ბიჭი იყო ჯა­რის­კა­ცი ფორ­მა­ში, ავ­ტო­მა­ტი ეჭი­რა. ისი­ნი ქუ­ჩებ­ში პატ­რუ­ლი­რებ­დნენ.

გორ­ბა­ჩო­ვის მად­ლო­ბე­ლი ვარ იმის­თვის, რომ მე და ჩემი მშობ­ლე­ბი გავ­თა­ვი­სუფ­ლდით საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩაგ­ვრის­გან. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­შინ ის იყო ლი­დე­რი და ნება დარ­თო, რომ 9 აპ­რილს ხალ­ხი და­ღუ­პუ­ლიყ­ვნენ.

ჩვენ სულ ვიხ­დი­დით სი­ცო­ცხლი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფასს. სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ლი ის­ტო­რია სიკ­ვდილ­თან და სი­ცო­ცხლეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში

2000-იანი წლე­ბი­დან ჩემ­მა პრო­ფე­სი­ამ გა­მი­ტა­ცა და ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ვი­წყდა, 22 წლის ვი­ყა­ვი, აღარ მინ­დო­და ია­რა­ღი­ა­ნი ხალ­ხის და­ნახ­ვა, არ მინ­დო­და ომის თე­მა­ტი­კა­ზე ფიქ­რი. მინ­დო­და მე­ნა­ხა ის ფე­რა­დი სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც გა­და­ვი­ღე ფილმში „სით­ბო“ (რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის 2006 წლის ფილ­მი - რედ.) ეს არ არის ამ­ბა­ვი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ვცხოვ­რობ­დი, არა­მედ ის­ტო­რი­აა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ მინ­და ვი­ცხოვ­რო. მზე მინ­დო­და ჩა­მე­ტა­ნა რუ­სეთ­ში. რო­დე­საც ფილ­მს ვი­ღებ­დი, მოს­კოვ­ში პა­ტა­რა ქუ­ჩებს ვე­ძებ­დი, რო­გორც თბი­ლის­ში. თბი­ლისს ყო­ველ­თვის მოს­კოვ­ში ვე­ძებ­დი. ჩვენ ვცხოვ­რობ­დით ილუ­ზი­ა­ში, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და, გვინ­დო­და ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის ჰა­ე­რის ჩა­სუნ­თქვა.

2008 წლის შემ­დეგ რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ

ომი სწრა­ფად, 5 დღე­ში დას­რულ­და. სა­შინ­ლად ვღე­ლავ­დი, მე­გობ­რებს ვუ­რე­კავ­დი. ძნე­ლია გა­აც­ნო­ბი­ე­რო, რომ შენი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლად რე­ზერვში აღ­მოჩ­ნდე­ბა.

რო­დე­საც ქვე­მე­ხე­ბი ის­ვრი­ან, მუ­ზე­ბი დუ­მან. რო­დე­საც 2011 წელს გა­მო­ვი­და ფილ­მი "სიყ­ვა­რუ­ლი აქ­ცენ­ტით", მა­შინ მთე­ლი პრო­პა­გან­და იყო მი­მარ­თუ­ლი იმა­ზე, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ცუ­დე­ბი არი­ან და მკვლე­ლე­ბი და ა.შ. ამ ფილ­მით ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო იმის თქმა, რომ ეს ასე არ არის.

რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ სურ­დეს საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა. ყვე­ლა პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც დღეს არ­სე­ბობს, რა თქმა უნდა, ეხ­მი­ა­ნე­ბა იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც მი­ი­ღეს, გა­და­ახ­ტნენ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სურ­ვი­ლებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში ცხოვ­რობ­დნენ.

რო­დე­საც ერ­თმა­ნეთს სტუმ­რად ვპა­ტი­ჟებთ, ეს სხვა მო­მენ­ტია, მაგ­რამ თუ გა­მო­ვა­ღებ შენი ბი­ნის კარს და იქ ერთ-ერთ ოთახ­ში დავ­სახ­ლდე­ბი, მა­შინ ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ მე­გობ­რე­ბი დავ­რჩეთ.

მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ რო­გორც კი შე­წყდე­ბა აგ­რე­სია და ძა­ლა­დობ­რი­ვი მცდე­ლო­ბე­ბი, რომ ჩვენ "თა­ნამ­ცხოვ­რებ­ნი" გავ­ხდეთ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წორ­დე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, რო­დე­საც ერ­თმა­ნე­თის სა­ზღვრებს პა­ტივს ვცემთ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაქარაშვილი-მარქარიანი
16

მიხეილ ჭიაურელის,რეზო ჩხეიძის, თენგიზ აბულაძის, გია დანელიას, ოთარ იოსელიანის, ელდარ შენგელაიას, კობახიძის და კიდევ ბევრი სხვა უნიჭიერესი ქართველი კინორეჟისორის სამშობლოში როცა ეს ვინმე გიგინეიშვილი საერთოდაც კი მოიხსნენიება კინორეჟისორად, აი ეს არის სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს....

ნიაკო
15

ერთ წელში ესეც, კანდელაკიც და სოსოიაც აქ დაგვიკრავენ თავს

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"მოსკოვში ყოველთვის ვეძებდი თბილისს... ვცხოვრობდით ილუზიაში" - რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი ომზე, საქართველოში ჩამოსულ რუსებსა და პუტინის მომხრე ექსსიმამრზე

"მოსკოვში ყოველთვის ვეძებდი თბილისს... ვცხოვრობდით ილუზიაში" - რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი ომზე, საქართველოში ჩამოსულ რუსებსა და პუტინის მომხრე ექსსიმამრზე

რუსეთში მცხოვრებმა ქართული წარმოშობის რეჟისორმა, პროდიუსერმა და სცენარისტმა რეზო გიგინეიშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა კატერინა გორდეევას, სადაც ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე მის დამოკიდებულებაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტებზე და გაიხსენა ბავშვობის მოგონებები თბილისზე:

- ვცდილობ დავიცვა ჩემი შვილები, სიტყვებს ფრთხილად ვარჩევ, ვცდილობ მათში სიძულვილის მარცვალი არ გავაღვივო. ერთი არასწორი სიტყვა და შეიძლება ამით ავნო, არ უნდა იყო რადიკალური. არ უნდა დაიკავო პოზიცია, რომ რაღაცის მომხრე ან წინააღმდეგი ხართ. თქვენ უნდა თქვათ, რომ ეს „სამხედრო ოპერაცია“ (რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომს დღემდე სამხედრო ოპერაციად უწოდებს - რედ.) ცუდია, ხალხი იღუპება. და ჩვენი ამოცანაა შევეცადოთ, ეს ყველაფერი შევაჩეროთ.

უფროსი ქალიშვილი რეზო გიგინეიშვილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. რეჟისორისა და ანასტასია კოჩეტკოვას 16 წლის გოგონა აშშ-ში ცხოვრობს. რეზო გიგინეიშვილი და ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილი ნადეჟდა 2010 წელს დაქორწიდნენ. შვიდწლიანი თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ნინა და ივანე. რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინს და ომს უკრაინაში.

ნიკიტა მიხალკოვის შესახებ

ნიკიტა სერგეევიჩის პოზიცია ნათელია, ამაზე ვერ ვისაუბრებ. ის ჩემი შვილების ბაბუაა და ამაზე ლაპარაკი საერთოდ არ შემიძლია.

უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ

როდესაც აქ (საქართველოში) ხალხმა უკრაინაში ომის დაწყების შესახებ გაიგეს, მაშინვე ძველ დროში დაბრუნდნენ (რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტების დროს). ისინი დროის მანქანაში ჩასხდნენ, რადგან ეს ემოციები კვლავ ცოცხლობს მათში. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ღარიბულად ცხოვრობენ, მაშინვე დაიწყეს თანხის შეგროვება უკრაინის დასახმარებლად...

ახლა რომ ვუყურებ ჩაბნელებული კიევის კადრებს, ყურში მესმის, როგორ ღრიალებდა ღამით თბილისი. მესმის გენერატორების უწყვეტი ხმა (თბილისში ომის დროს ხშირად ელექტროენერგია არ იყო. რედ.), რომელიც მაკავშირებს ჩემს ბავშვობასა და იმას შორის, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავ. ეს კიდევ უფრო საშიშს ხდის. მაგრამ ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში, ადამიანი პოულობ ისეთ რამეს, რასაც შეძლებ, რომ ჩაეჭიდოთ. ჩვენ იუმორით ვცხოვრობდით.

საქართველოში რუსი ემიგრანტების შესახებ

ჩამოვედი აქ [თბილისში] და ვნახე უამრავი შესანიშნავი, ჭკვიანი ბიჭი, რომლებმაც დატოვეს რუსეთი. მესმის, რომ დისკომფორტია, როდესაც საქართველოში ვინმეს არ სურს გიპასუხოთ რუსულად. ეს არავის არ უნდა ეწყინოს. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის დიდი სტრესი და შიში საქართველოსთვის, რადგან აქ რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი ჩამოვიდა.

საქართველო ყოველთვის სტუმართმოყვარე ქვეყანაა, ვფიქრობ, პარადოქსიც არის, როცა აქ ჩამოსულ ხალხს სურთ თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში.

აფხაზეთის ომის შესახებ

მხოლოდ ტკივილს ვგრძნობ და ვწუხვარ, რომ ეს მოხდა. ომის დროს ხალხმა თბილისში დროებით ჩამოსახლება დაიწყო, მაგრამ აქ 30 წელი დარჩნენ. მათ არ მოსწონთ სიტყვა „ლტოლვილები“, უფრო მეტად მიგრანტები არიან.

სროლა...

მახსოვს 1991 თუ 1992 წელს ახალი წელი იდგა თბილისში. 12 საათზე მთელი ცა წითლად და მწვანედ შეიღება, უმისამართოდ ისროდნენ. მახსოვს ჩემი დის ხმა, რომელიც მეუბნებოდა, რომ ეზოში ჩავსულიყავი. ეს სროლა დაახლოებით ხუთ წუთს გაგრძელდა. მე მგონია, რომ ადამიანი, როდესაც ჩახმახს თითს გამოჰკრავს, ბრაზდება. თავი ავწიე და მაგიდასთან ჯდომა აღარ მინდოდა, მაშინ 10 წლის ვიყავი. ძნელი იყო ამისთვის დღესასწაული მეწოდებინა. მას შემდეგ ცხოვრებაში ერთი ახალი წელი მქონდა, როდესაც მივხვდი, რომ ეს ნამდვილად დღესასწაულია.

საქართველოს თავისუფლების ფასის შესახებ

1989 წელს საქართველოში 9 აპრილის ტრაგედია მოხდა. მაშინ ხალხი გაერთიანდა და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. მიტინგის დაშლის ნაცვლად შემოვიდნენ ჯარები, რომლებმაც დაიწყეს ხალხის ცემა ნიჩბებით, კლავდნენ ქალებს, ხალხმა არ იცოდა სად გაქცეულიყო, დერეფანი სჭირდებოდათ. ეს არის არაპროფესიონალიზმი, რომელიც გადის საბჭოთა კავშირზე. ისინი უბრალოდ მოვიდნენ, უხეში ძალით, ხალხს ტოქსიკური ნივთიერებები შეასხურეს და დახოცეს.

მეორე დღეს ეზოში ბურთის სათამაშოდ გავედი. თამაშისას ბურთი მეზობლის "ვოლგის" ქვეშ შემიგორდა და გამოსაღებად დავიხარე. ვიგრძენი, რომ ვიღაცამ ფეხი დამაბიჯა. თავი ავწიე და ვხედავ - მაშინ მომეჩვენა, ზრდასრული, მაგრამ მაქსიმუმ 18 თუ 21 წლის ბიჭი იყო ჯარისკაცი ფორმაში, ავტომატი ეჭირა. ისინი ქუჩებში პატრულირებდნენ.

გორბაჩოვის მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მე და ჩემი მშობლები გავთავისუფლდით საბჭოთა კავშირის ჩაგვრისგან. მიუხედავად ამისა, მაშინ ის იყო ლიდერი და ნება დართო, რომ 9 აპრილს ხალხი დაღუპულიყვნენ.

ჩვენ სულ ვიხდიდით სიცოცხლისა და თავისუფლების ფასს. საქართველოს მთელი ისტორია სიკვდილთან და სიცოცხლესთანაა დაკავშირებული.

2000-იანი წლების დასაწყისში

2000-იანი წლებიდან ჩემმა პროფესიამ გამიტაცა და ყველაფერი დამავიწყდა, 22 წლის ვიყავი, აღარ მინდოდა იარაღიანი ხალხის დანახვა, არ მინდოდა ომის თემატიკაზე ფიქრი. მინდოდა მენახა ის ფერადი სამყარო, რომელიც გადავიღე ფილმში „სითბო“ (რეზო გიგინეიშვილის 2006 წლის ფილმი - რედ.) ეს არ არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ვცხოვრობდი, არამედ ისტორიაა იმის შესახებ, თუ როგორ მინდა ვიცხოვრო. მზე მინდოდა ჩამეტანა რუსეთში. როდესაც ფილმს ვიღებდი, მოსკოვში პატარა ქუჩებს ვეძებდი, როგორც თბილისში. თბილისს ყოველთვის მოსკოვში ვეძებდი. ჩვენ ვცხოვრობდით ილუზიაში, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, გვინდოდა ამ თავისუფლების ჰაერის ჩასუნთქვა.

2008 წლის შემდეგ რუსეთში ცხოვრების შესახებ

ომი სწრაფად, 5 დღეში დასრულდა. საშინლად ვღელავდი, მეგობრებს ვურეკავდი. ძნელია გააცნობიერო, რომ შენი ბავშვობის მეგობარი მოულოდნელად რეზერვში აღმოჩნდება.

როდესაც ქვემეხები ისვრიან, მუზები დუმან. როდესაც 2011 წელს გამოვიდა ფილმი "სიყვარული აქცენტით", მაშინ მთელი პროპაგანდა იყო მიმართული იმაზე, რომ ქართველები ცუდები არიან და მკვლელები და ა.შ. ამ ფილმით ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმის თქმა, რომ ეს ასე არ არის.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე

საქართველოს ნაკლებად სავარაუდოა, რომ სურდეს საბჭოთა კავშირში გაწევრიანება. ყველა პრობლემა, რომელიც დღეს არსებობს, რა თქმა უნდა, ეხმიანება იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიღეს, გადაახტნენ იმ ადამიანების სურვილებს, რომლებიც თავიანთ სახლებში ცხოვრობდნენ.

როდესაც ერთმანეთს სტუმრად ვპატიჟებთ, ეს სხვა მომენტია, მაგრამ თუ გამოვაღებ შენი ბინის კარს და იქ ერთ-ერთ ოთახში დავსახლდები, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მეგობრები დავრჩეთ.

მეჩვენება, რომ როგორც კი შეწყდება აგრესია და ძალადობრივი მცდელობები, რომ ჩვენ "თანამცხოვრებნი" გავხდეთ, ყველაფერი გამოსწორდება. ყველაფერი კარგად იქნება, როდესაც ერთმანეთის საზღვრებს პატივს ვცემთ.

იხილეთ ასევე: