საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეა წულუკიანი არის ჩვეულებრივი ბოლშევიკი... ის არის ამ მთავრობის სახე" - გრიგოლ გეგელია
"თეა წულუკიანი არის ჩვეულებრივი ბოლშევიკი...  ის არის ამ მთავრობის სახე" - გრიგოლ გეგელია

"თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბოლ­შე­ვი­კი", - გა­ნა­ცხა­და პარ­ტია "ლე­ლოს" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გრი­გოლ გე­გე­ლი­ამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში, მხატ­ვარ სან­დრო სუ­ლა­ბე­რი­ძის პერ­ფორ­მანსზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის შე­ფა­სე­ბი­სას.

"პირ­ველ რიგ­ში, სრულ სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებთ ამ ადა­მი­ანს. თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი კი სა­ხელ­გან­თქმუ­ლია თა­ვი­სი ბოლ­შე­ვი­კუ­რი ქცე­ვე­ბით. ის ყო­ველ­თვის ასე­თი იყო, არა­ფე­რი ახა­ლი მას არ უქ­ნია. ის არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მზად არის ყვე­ლა­ფე­რი შეს­წი­როს სა­კუ­თარ ეგოს, ინ­ტე­რე­სებს და პი­რად ჯავრს. ვნა­ხეთ, რომ მან დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს გა­უგ­ზავ­ნა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია, ეს არის პირ­და­პი­რი გა­მო­ძა­ხი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბი­სა მხატ­ვარ სუ­ლა­ბე­რი­ძე­ზე, სხვა­თა შო­რის, პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა იყო ძა­ლი­ან სწო­რი... მე ვფიქ­რობ, რომ მე უფრო მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მაქვს, ვიდ­რე პრე­ზი­დენტს, ვამ­ბობ, რომ ის არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბოლ­შე­ვი­კი... ასე­თი მენ­ტა­ლი­ტე­ტია მთავ­რო­ბა­ში, რომ­ლის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი მი­ნის­ტრი იყო წუ­ლუ­კი­ა­ნი, შე­იძ­ლე­ბა დღე­საც არის, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მე­ლი პორ­ტფე­ლი აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, ფაქ­ტია, რომ ის არის ამ მთავ­რო­ბის სახე... არ აში­ნებს ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ვის, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი გმარ­თა­ვენ? წუ­ლუ­კი­ა­ნი თა­ვი­სი სა­დამ­სჯე­ლო რაზ­მე­ბით - ეს არის ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რის­თვი­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში იბ­რძოდ­ნენ", - გა­ნა­ცხა­და გრი­გოლ გე­გე­ლი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია, ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში დრო­ე­ბით გან­თავ­სე­ბუ­ლი 5 ნა­მუ­შევ­რის უკან დაბ­რუ­ნე­ბის მიზ­ნით დღეს პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში იყო შე­სუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ პრე­ზი­დენ­ტმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით უმწვა­ვე­სი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა "ფე­ის­ბუქ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც მხატ­ვარ სან­დრო სუ­ლა­ბე­რი­ძის მხარ­და­სა­ჭერ აქ­ცი­ას ეხე­ბო­და.

"20 პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა ცის­ფე­რი გა­ლე­რი­ის უკა­ნა ეზო­ში... მხატ­ვა­რი ესო­დენ საფრ­თხეს უქ­მნი­დეს სა­ხელ­მწი­ფოს???? ცოტა არ იყოს, სხვა ეპო­ქას გვახ­სე­ნებს და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს კი ნამ­დვი­ლად არ­ცხვენს!"- და­წე­რა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში 4 თე­ბერ­ვალს გახ­სნი­ლი გა­მო­ფე­ნის "ავ­ტო­პორ­ტრე­ტი სარ­კეს­თან“ მო­ნა­წი­ლე სან­დრო სუ­ლა­ბე­რი­ძემ სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შე­ვა­რი ჩა­მოხ­სნა და მის ად­გი­ლას სა­ღე­ბა­ვით კე­დელ­ზე და­წე­რა ფრა­ზა: "ხე­ლოვ­ნე­ბა ცო­ცხა­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია!“.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 177-ე მუხ­ლის, მე­ო­რე ნა­წი­ლის, ა ქვე­პუნ­ქტით და­ი­წყო, რაც გუ­ლის­ხმობს ქურ­დო­ბას, რო­მელ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბენდუქა
3

გრიგოლ გაჩუმდი ერთი რაა, ნუ არცხვენ კუთხეს საიდანაც ხარ.

 

ზოგჯერ სისულელეის მოროშვას სჯობს ენა ჩაიგდო მუცელში!

mosula
2

ეს ვის დაკარგვია ნეტავი.ამისთანები რომ ხმას ამოიღებენ იმიტომ არის ეს ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"თეა წულუკიანი არის ჩვეულებრივი ბოლშევიკი... ის არის ამ მთავრობის სახე" - გრიგოლ გეგელია

"თეა წულუკიანი არის ჩვეულებრივი ბოლშევიკი...  ის არის ამ მთავრობის სახე" - გრიგოლ გეგელია

"თეა წულუკიანი არის ჩვეულებრივი ბოლშევიკი", - განაცხადა პარტია "ლელოს" წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ "პალიტრანიუსის" ეთერში, მხატვარ სანდრო სულაბერიძის პერფორმანსზე ხელისუფლების პასუხის შეფასებისას.

"პირველ რიგში, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ადამიანს. თეა წულუკიანი კი სახელგანთქმულია თავისი ბოლშევიკური ქცევებით. ის ყოველთვის ასეთი იყო, არაფერი ახალი მას არ უქნია. ის არის ადამიანი, რომელიც მზად არის ყველაფერი შესწიროს საკუთარ ეგოს, ინტერესებს და პირად ჯავრს. ვნახეთ, რომ მან დღეს საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნა სამინისტროს გენერალური ინსპექცია, ეს არის პირდაპირი გამოძახილი პრეზიდენტის განცხადებისა მხატვარ სულაბერიძეზე, სხვათა შორის, პრეზიდენტის განცხადება იყო ძალიან სწორი... მე ვფიქრობ, რომ მე უფრო მეტი თავისუფლება მაქვს, ვიდრე პრეზიდენტს, ვამბობ, რომ ის არის ჩვეულებრივი ბოლშევიკი... ასეთი მენტალიტეტია მთავრობაში, რომლის ყველაზე გავლენიანი მინისტრი იყო წულუკიანი, შეიძლება დღესაც არის, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პორტფელი აქვს ჩაბარებული, ფაქტია, რომ ის არის ამ მთავრობის სახე... არ აშინებს ამ ქვეყანაში არავის, რომ ასეთი ადამიანები გმართავენ? წულუკიანი თავისი სადამსჯელო რაზმებით - ეს არის ის თავისუფლება, რისთვისაც ადამიანები ამ ქვეყანაში იბრძოდნენ", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დროებით განთავსებული 5 ნამუშევრის უკან დაბრუნების მიზნით დღეს პრეზიდენტის სასახლეში იყო შესული.

ცნობისთვის, გუშინ პრეზიდენტმა ხელისუფლების მისამართით უმწვავესი განცხადება გააკეთა "ფეისბუქში" გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით, რომელიც მხატვარ სანდრო სულაბერიძის მხარდასაჭერ აქციას ეხებოდა.

"20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში... მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს???? ცოტა არ იყოს, სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!"- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის "ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

იხილეთ ასევე: