პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გახდი ბესტსელერის ავტორი 2023-ის" გამარჯვებულები ცნობილია - რა ელის მკითხველს?
"გახდი ბესტსელერის ავტორი 2023-ის" გამარჯვებულები ცნობილია - რა ელის მკითხველს?

წლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2023-ს“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ავ­ტო­რე­ბი ცნო­ბი­ლია. ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლი და რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძე გახ­დნენ, ხოლო მკი­თხვე­ლი - მათე ბა­ღაშ­ვი­ლი. მალე მათი ნა­მუ­შევ­რე­ბი მკი­თხველ­თა ფარ­თო წრე­ე­ბის­თვის გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რაც გა­მარ­ჯვე­ბულ­თათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კა­რი­ე­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბა და ამა­ვე დროს, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

სა­მი­ვე მათ­გა­ნის ნა­მუ­შე­ვარს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ რამ­დე­ნი­მე თვე­ში გა­მოს­ცემს, მა­ნამ­დე კი ისი­ნი გა­მოც­დილ მენ­ტო­რებ­თან ერ­თად, რო­მა­ნე­ბის კი­დევ უფრო დახ­ვე­წა­ზე იმუ­შა­ვე­ბენ, რაც მათ­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნი­სა და წე­რი­თი უნა­რე­ბის კი­დევ უფრო და­სახ­ვე­წად წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა.

კონ­კურ­სი 2017 წლი­დან იღებს სტარტს და გა­სუ­ლი 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არა­ერ­თი ავ­ტო­რის კა­რი­ე­რა­ში გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდა. „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ მიერ აღ­მო­ჩე­ნილ ავ­ტორ­თა წიგ­ნე­ბი დღე­საც გა­მომ­ცემ­ლო­ბის ბესტსე­ლერ­თა სი­ა­შია.

კონ­კურ­სის ჟი­უ­რის წევ­რი­სა და მწერ­ლის დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დის შე­ფა­სე­ბით, „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში თა­ვის როლს ას­რუ­ლებს. მი­სი­ვე თქმით, 2023 წლის კონ­კურ­სი ნა­მუ­შევ­რე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით სა­ინ­ტე­რე­სო იყო. მწე­რალ­მა ასე­ვე შე­ა­ფა­სა გა­მარ­ჯვე­ბულ­თა რო­მა­ნე­ბი და გან­მარ­ტა, რომ ერთ-ერთი მათ­გა­ნი პირ­და­პირ ეხ­მა­უ­რე­ბა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ უმ­ძი­მეს პრობ­ლე­მას.

„კარ­გია, რომ წე­რის ხა­რის­ხი თან­და­თან უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა წლე­ვან­დელ კონ­კურსს, ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტექ­სტე­ბი გვაქვს, რაც ძა­ლი­ან კარ­გია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სო­ცი­ა­ლუ­რი თე­მაც: ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ნა­მუ­შე­ვა­რი შე­ე­ხე­ბა ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბას და მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან დიდი ამ­ბა­ვია წელს ის, რომ გა­მარ­ჯვე­ბულ­თა შო­რის ერთ-ერთი სწო­რედ ისაა. მკი­თხველს ელის სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნე­ბი, რო­მელ­თა ავ­ტო­რებ­საც იმე­დია, შე­იყ­ვა­რე­ბენ და იმე­დია, თა­ვის მხრივ, ავ­ტო­რე­ბიც სხვა შე­მარ­თე­ბი­თა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­აგ­რძე­ლე­ბენ წე­რას“, - აღ­ნიშ­ნა დი­ა­ნა ან­ფი­მი­ად­მა.

ფი­ლო­ლო­გი­სა და ჟი­უ­რის წევ­რის, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბი­თაც წელს კონ­კურ­სში თე­მა­ტუ­რი თვალ­საზ­რი­სით მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა თვალ­ში­სა­ცე­მი იყო. მათ შო­რის ნა­მუ­შევ­რე­ბი გვხვდე­ბო­და ფან­ტას­ტი­კის სფე­რო­და­ნაც.

„ჟი­უ­რი­სა და ხალ­ხის წარ­მოდ­გე­ნე­ბი ერთ შემ­თხვე­ვა­ში ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა კი­დეც, რაც იშ­ვი­ა­თი ამ­ბა­ვია. ამ თვალ­საზ­რი­სით სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სპექტრით არი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი. სა­ერ­თო დონე შე­იძ­ლე­ბა უფრო მა­ღა­ლი არ არის წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, მაგ­რამ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით არის გან­სხვა­ვე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას პან­დე­მი­ი­დან გა­მოს­ვლა და­ე­ტყო“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა კონ­კურ­სის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა:

„თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­დე­საც ეს კონ­კურ­სი შე­იქ­მნა, მე ძა­ლი­ან სკეპ­ტი­კუ­რად ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი, რად­გან თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რებს დახ­მა­რე­ბა სა­ერ­თოდ რო­გორ არ ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ასე­თი ტი­პის წა­ხა­ლი­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა არ ყო­ფი­ლი­ყო გა­მარ­თლე­ბუ­ლი, მაგ­რამ დრომ აჩ­ვე­ნა, რომ ეს წა­მო­წყე­ბა სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. ამი­ტომ ძა­ლი­ან კარ­გია, რომ არ­სე­ბობს და მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს ასე გაგ­რძელ­დე­ბა. მთა­ვა­რია, რომ ბესტსე­ლე­რე­ბი იწე­რე­ბა და ბესტსე­ლე­რე­ბი იყი­დე­ბა ანუ ფაქ­ტია, რომ თა­ვის ამო­ცა­ნას ას­რუ­ლებს, იმის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, ვის მოს­წონს, არ მოს­წონს, კრი­ტი­კუ­ლია თუ არ არის“.

„გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ კვლა­ვაც გა­აგ­რძე­ლებს ახა­ლი, ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნას და მათ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

ავტორი:

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2023-ის" გამარჯვებულები ცნობილია - რა ელის მკითხველს?

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2023-ის" გამარჯვებულები ცნობილია - რა ელის მკითხველს?

წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023-ს“ გამარჯვებული ავტორები ცნობილია. ჟიურის რჩეული ანი ბალიაშვილი და რუსუდან ტყემალაძე გახდნენ, ხოლო მკითხველი - მათე ბაღაშვილი. მალე მათი ნამუშევრები მკითხველთა ფართო წრეებისთვის გახდება ცნობილი, რაც გამარჯვებულთათვის მნიშვნელოვანი კარიერული წარმატება და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა.

სამივე მათგანის ნამუშევარს გამომცემლობა „პალიტრა L“ რამდენიმე თვეში გამოსცემს, მანამდე კი ისინი გამოცდილ მენტორებთან ერთად, რომანების კიდევ უფრო დახვეწაზე იმუშავებენ, რაც მათთვის სრულიად ახალი გამოცდილების შეძენისა და წერითი უნარების კიდევ უფრო დასახვეწად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

კონკურსი 2017 წლიდან იღებს სტარტს და გასული 6 წლის განმავლობაში მასში მონაწილეობა არაერთი ავტორის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. „გახდი ბესტსელერის ავტორის“ მიერ აღმოჩენილ ავტორთა წიგნები დღესაც გამომცემლობის ბესტსელერთა სიაშია.

კონკურსის ჟიურის წევრისა და მწერლის დიანა ანფიმიადის შეფასებით, „გახდი ბესტსელერის ავტორი“ თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებაში თავის როლს ასრულებს. მისივე თქმით, 2023 წლის კონკურსი ნამუშევრების მრავალფეროვნების თვალსაზრისით საინტერესო იყო. მწერალმა ასევე შეაფასა გამარჯვებულთა რომანები და განმარტა, რომ ერთ-ერთი მათგანი პირდაპირ ეხმაურება დღეს საქართველოში არსებულ უმძიმეს პრობლემას.

„კარგია, რომ წერის ხარისხი თანდათან უმჯობესდება. რაც შეეხება წლევანდელ კონკურსს, ძალიან განსხვავებული ტექსტები გვაქვს, რაც ძალიან კარგია. მნიშვნელოვანია სოციალური თემაც: ერთ-ერთი გამარჯვებულის ნამუშევარი შეეხება ქალთა მიმართ ძალადობას და მგონია, რომ ძალიან დიდი ამბავია წელს ის, რომ გამარჯვებულთა შორის ერთ-ერთი სწორედ ისაა. მკითხველს ელის საინტერესო წიგნები, რომელთა ავტორებსაც იმედია, შეიყვარებენ და იმედია, თავის მხრივ, ავტორებიც სხვა შემართებითა და პასუხისმგებლობით გააგრძელებენ წერას“, - აღნიშნა დიანა ანფიმიადმა.

ფილოლოგისა და ჟიურის წევრის, ლევან ბერძენიშვილის შეფასებითაც წელს კონკურსში თემატური თვალსაზრისით მრავალფეროვნება თვალშისაცემი იყო. მათ შორის ნამუშევრები გვხვდებოდა ფანტასტიკის სფეროდანაც.

„ჟიურისა და ხალხის წარმოდგენები ერთ შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვა კიდეც, რაც იშვიათი ამბავია. ამ თვალსაზრისით საინტერესო და მრავალფეროვანი სპექტრით არიან წარმოდგენილები გამარჯვებულები. საერთო დონე შეიძლება უფრო მაღალი არ არის წინა წლებთან შედარებით, მაგრამ მრავალფეროვნების თვალსაზრისით არის განსხვავება და საზოგადოებას პანდემიიდან გამოსვლა დაეტყო“, - აღნიშნა მან.

ლევან ბერძენიშვილმა კონკურსის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

„თავდაპირველად, როდესაც ეს კონკურსი შეიქმნა, მე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან თანამედროვე ავტორებს დახმარება საერთოდ როგორ არ ჭირდება, მაგრამ ასეთი ტიპის წახალისება შეიძლება არ ყოფილიყო გამართლებული, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ ეს წამოწყება სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. ამიტომ ძალიან კარგია, რომ არსებობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე გაგრძელდება. მთავარია, რომ ბესტსელერები იწერება და ბესტსელერები იყიდება ანუ ფაქტია, რომ თავის ამოცანას ასრულებს, იმისგან დამოუკიდებლად, ვის მოსწონს, არ მოსწონს, კრიტიკულია თუ არ არის“.

„გახდი ბესტსელერის ავტორი“ კვლავაც გააგრძელებს ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას.