სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმდენი ტკივილი და დარტყმა მივიღე, მაგრამ ეს რომ არა, ბევრი რამ არ მოხდებოდა" - ცნობილი ჟურნალისტის გამოწვევებით სავსე ცხოვრება, ოჯახი და პროტესტით დატოვებული თეატრი
"იმდენი ტკივილი და დარტყმა მივიღე, მაგრამ ეს რომ არა, ბევრი რამ არ მოხდებოდა" - ცნობილი ჟურნალისტის გამოწვევებით სავსე ცხოვრება, ოჯახი და პროტესტით დატოვებული თეატრი

პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბია, მაგ­რამ რო­გორც ტელე-რა­დი­ოჟურ­ნა­ლისტს, ტე­ლე­წამ­ყვანს, ისე იც­ნო­ბენ. ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტებს, სი­ახ­ლე­ებს და ათას­გვარ გა­მოწ­ვე­ვას არას­დროს უფრთხის... ამის გამო ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა და­უგ­როვ­და.

ახ­ლაც სი­ალ­ხე აქვს - პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში "ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა" იღე­ბენ... ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს სტუ­მა­რია. საკ­მა­ოდ ვრცე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერ­ვიუ მოგ­ვცა.

"ეს მარ­თლა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, კას­ტინ­გის მე­ნე­ჯერ­მა, სა­ო­ცარ­მა პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ეკა მჟა­ვა­ნა­ძემ შე­მა­ტყო­ბი­ნა, რომ სე­რი­ა­ლის "ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა" მე­სა­მე სე­ზო­ნი იწყე­ბა, ერთ-ერთი რო­ლია, რო­მელ­ზეც შენ გხე­დავ, მოდი, სინ­ჯი ჩავ­წე­როთ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვაო. რას ამ­ბობ, რა სე­რი­ა­ლი, სად მაქვს დრო? ხომ, იცი, მუდ­მი­ვი გა­დარ­ბე­ნე­ბი მაქვს-მეთ­ქი... შე­მო­მიჩ­ნდა, სა­ბო­ლო­ოდ, და­მი­ყო­ლია და წა­ვე­დი.

სა­ერ­თოდ, ინ­ტე­რე­სი­ა­ნი და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ვარ, მოდი, მი­ვალ და ვნა­ხავ, რა გა­მო­ვა-მეთ­ქი... ჩავ­წე­რეთ, მე­ო­რე დღეს და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, როლ­ზე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ხარ­თო... ვთა­მა­შობ კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის როლს. ნელი მჟა­ვია ენერ­გი­უ­ლი, აქ­ტი­უ­რი, ქოთ­ქო­თა ქა­ლია - ასე­თი­ვეა რო­გორც კლი­ნი­კა­ში, ისე - სახ­ლში... ეს ადა­მი­ა­ნი ერთი ნახ­ვი­თაც კი გა­მახ­სოვ­რებს თავს... ახლა მას­ში ში­ნა­გან ძა­ფებს ვე­ძებ, რომ ამოვ­ქა­ჩო, ჯერ არ ჩანს, ზე­და­პირ­ზე მხო­ლოდ ქოთ­ქო­თა, საქ­მი­ა­ნი, აქ­ტი­უ­რი ქა­ლია - ოჯახ­შიც თა­ვია და სამ­სა­ხურ­შიც. სა­ერ­თოდ, მსგავ­სი ადა­მი­ა­ნის უკან ყო­ველ­თვის სა­თუ­თი „რა­ღა­ცე­ბი“ არის ხოლ­მე, რაც მსა­ხი­ობ­მა შე­იძ­ლე­ბა ისეთ ელე­მენ­ტა­რულ რა­ღა­ცა­ში "გა­მო­აგ­დო" და ითა­მა­შო. ამის სა­შუ­ა­ლე­ბას ყვე­ლა როლი იძ­ლე­ვა, რად­გან ყვე­ლა ადა­მი­ან­ში არის სა­წყი­სე­ბი კარ­გის და ცუ­დის. ასე რომ, ახლა ამ პრო­ცეს­ში ვარ...

სა­ერ­თოდ, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ტიპი ვარ, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ვუს­მენ რე­ჟი­სორს, ვი­ზი­ა­რებ მის მო­საზ­რე­ბებს და სა­კუ­თარ იდე­ებ­საც ვთა­ვა­ზობ. ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებს და ვკი­თხუ­ლობ, ჩემს ნა­მუ­შე­ვარ­ში რა არ მო­ე­წო­ნათ, რომ მის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე ვი­მუ­შაო. არ მიყ­ვარს, როცა მა­ქე­ბენ. მაგ დროს თავს უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ, მე­რი­დე­ბა. შე­ნიშ­ვნის მო­ცე­მი­სას მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვხდე­ბი. კრი­ტი­კა უნდა მო­ის­მი­ნო და ეცა­დო, გა­მო­ას­წო­რო", - გვე­უბ­ნე­ბა ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლი.

- ზო­გა­დად, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ხართ. რა­ტომ­ღაც მგო­ნია, მო­უს­ვე­ნა­რი, აქ­ტი­უ­რი ბავ­შვი იყა­ვით და კარ­გი მოს­წავ­ლეც...

- კი, ასე იყო, ოღონდ, სკო­ლა­ში რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და, იმას ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ ეს არ ეხე­ბო­და ტექ­ნი­კურ საგ­ნებს. მერე კი აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ საგ­ნებ­შიც გარ­კვე­უ­ლი ნიჭი მქონ­და... მამა ენერ­გე­ტი­კო­სი იყო და მა­თე­მა­ტი­კა ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად იცო­და. თვი­თონ რომ მიხ­სნი­და, ყვე­ლა­ფერს კარ­გად ვი­გებ­დი და სკო­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი რომ შევ­ჩივ­ლებ­დი, ვერ გა­ვი­გე-მეთ­ქი, ეს ძა­ლი­ან უკ­ვირ­და... სა­შინ­ლად ცელ­ქი და მო­უს­ვე­ნა­რი ვი­ყა­ვი, იმ დო­ნე­ზე, რომ ჩემს მშობ­ლებს მას­წავ­ლებ­ლებ­მა უთხრეს, წა­იყ­ვა­ნეთ, ნუ ივ­ლის სკო­ლა­ში, ნიშ­ნებს ისე და­ვუ­წერ­თო. ბი­ჭებს ცელ­ქო­ბა­ში არ ჩა­მო­ვუ­ვარ­დე­ბო­დი, ლა­მის კედ­ლე­ბი­დან მხსნიდ­ნენ. ისე მოხ­და, რომ მე და ჩემი და ერთ კლას­ში ვი­ყა­ვით. მზია ძა­ლი­ან წყნა­რი ბავ­შვი იყო - ჩემ­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. მას და მას­წავ­ლებ­ლებს ჩემ­გან მოს­ვე­ნე­ბა ჰქონ­დათ და­კარ­გუ­ლი...

5 წლის ნინო დას­თან ერ­თად, სო­ხუ­მის რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რი

- დედა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს რა­დი­ოს ცნო­ბი­ლი დიქ­ტო­რი მერი მი­ქე­ლა­ძე იყო... რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ მას...

- დედა ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და პერ­სპექ­ტი­ულ მსა­ხი­ო­ბად ით­ვლე­ბო­და, მაგ­რამ მის ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი გა­უ­გებ­რო­ბა მოხ­და, თე­ატ­რი­დან გულ­ნატ­კე­ნი წა­მო­ვი­და. პა­რა­ლე­ლუ­რად რა­დი­ო­ში მუ­შა­ობ­და. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხმის ტემ­ბრი ჰქონ­და. ერთ-ერთი პირ­ვე­ლი დიქ­ტო­რი იყო. პრო­ფე­სი­ა­ზე ასე შეყ­ვა­რე­ბულ ადა­მი­ანს ცო­ტას ვიც­ნობ. საქ­მე­ში სულს და გულს დებ­და და ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მოს­დი­ო­და. საკ­მა­ოდ მკაც­რი და პე­დან­ტი გახ­ლდათ, თუმ­ცა იუ­მო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი გრძნო­ბა ჰქონ­და, რაც ჩემს მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას სა­ინ­ტე­რე­სოს ხდი­და. მაგ­რამ მე მა­ინც მა­მის გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რე­ლი შვი­ლი ვი­ყა­ვი და მეც არა­ნორ­მა­ლუ­რად მიყ­ვარ­და. მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი და­მე­ღუპ­ნენ - 62-ის იყო მამა და დედა - 65 წლის. ორი­ვე ჩემს ხელ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, იმ ბოლო წუ­თებ­ში მათ გვერ­დით მე ვი­ყა­ვი... ამის გამო რა­ღაც­ნა­ი­რად თავს მშვი­დად ვგრძნობ, რომ სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში თა­ვად გა­ვა­ცი­ლე - ასე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს.

- ბევ­რმა ალ­ბათ არ იცის, რომ თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი გაქვთ დამ­თავ­რე­ბუ­ლი. დე­დამ გირ­ჩი­ათ ეს?

- თა­ვი­სი ტრავ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც თე­ატ­რში მი­ი­ღო (როლი ბოლო წუთ­ში არ მის­ცეს), არ უნ­დო­და, რომ „თე­ატ­რა­ლურ­ზე“ ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. ამ­ბობ­და, მძი­მე პრო­ფე­სი­ა­აო... მე-10 კლა­სამ­დე მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია. როცა პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გან­ვა­ცხა­დე, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ვა­ბა­რებ-მეთ­ქი. ამას დე­დის­გან მა­შინ­ვე უკუ­რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. რა­საც ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ­დე­ნი ხა­ნია ის­მენ, ამის მერე რო­გორ გინ­და ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა? მსა­ხი­ო­ბო­ბამ შე­იძ­ლე­ბა დიდი ტკი­ვი­ლი მოგგვა­რო­სო, რა­ზეც ვუ­პა­სუ­ხე, მზად ვარ ყვე­ლა­ნა­ი­რი ტკი­ვი­ლის­თვის, ან ვა­ბა­რებ „თე­ატ­რა­ლურ­ზე“ ან სა­ერ­თოდ არ ვა­ბა­რებ-თქო... მოკ­ლედ, ჩა­ვა­ბა­რე, დოდო ალექ­სი­ძის ბოლო ჯგუ­ფი ვი­ყა­ვით... „თე­ატ­რა­ლუ­რის“ დამ­თავ­რე­ბის მერე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში წა­ვე­დი, მერე ბავ­შვი გა­ვა­ჩი­ნე და რა­ღაც­ნა­ი­რად ჩემს შემ­თხვე­ვა­შიც დე­დას ის­ტო­რია გან­მე­ორ­და...

თე­ატ­რში გა­და­წყვი­ტეს, რა­ღაც კონ­კურ­სი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, რაც არას­წო­რად მი­ვიჩ­ნიე, სა­ში­ნე­ლი პრო­ტეს­ტის გან­ცდა გა­მიჩ­ნდა, წა­ვი­კი­თხე გა­ლა­კტი­ო­ნის ლექ­სი - „მე არც წარ­სუ­ლის, არც მო­მავ­ლის არ მე­ში­ნია". და­ვი­ხუ­რე ქუდი და წა­მო­ვე­დი. იმ პე­რი­ოდ­ში უკვე რა­დი­ო­ში ვმუ­შა­ობ­დი. თუმ­ცა რა­დი­ო­ში 8-9 წლის ასა­კი­დან ვი­ყა­ვი, "პი­ო­ნერ­თა და­ფი­ო­ნის“ წამ­ყვა­ნი, რაც ძა­ლი­ან მომ­წონ­და. თე­ატ­რში რომ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, დე­დამ მი­თხრა, რა­დი­ო­ში რე­დაქ­ტო­რის ვა­კან­სი­აა და მო­სინ­ჯეო. "პიკი სა­ა­თი" ახა­ლი გახ­სნი­ლი იყო. სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვე­დი და აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბა­ში ჩა­ვე­ბი. თუკი მე­დი­ა­ში ვინ­მემ თქვა ახა­ლი სი­ტყვა, ნამ­დვი­ლად იყო "პიკი სა­ა­თი" და მან­ვე გა­და­წყვი­ტა ჩემი ბედი. თე­ატ­რში მიბ­რუ­ნე­ბა­ზე სა­ერ­თოდ არც მი­ფიქ­რია.

- "ტელე-სინე-ვი­დეო" - იყო ასე­თი გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც მიგ­ყავ­დათ. ისიც ახა­ლი სი­ტყვა იყო...

- "ტელე-სინე-ვი­დეო" მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ახა­ლი სი­ტყვა იყო ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში. ამ გა­და­ცე­მა­ში წამ­ყვა­ნო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. მისი ავ­ტო­რი და პრო­დი­უ­სე­რი ლერი სა­ხა­რო­ვი იყო. გა­და­ცე­მა მე­რაბ ფი­ფი­ას­თან ერ­თად მიმ­ყავ­და. ვსა­უბ­რობ­დით მსა­ხი­ო­ბებ­ზე, ფილ­მებ­ზე, მსოფ­ლიო კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის ამ­ბებს მა­ყუ­რე­ბელს ვაწ­ვდი­დით, რაც მა­შინ იშ­ვი­ა­თო­ბა იყო. გა­და­ცე­მას მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და. ასე აღ­მოვ­ჩნდი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. მერე „ალი­ო­ნიც“ მიმ­ყავ­და და კი­დევ არა­ერ­თი გა­და­ცე­მა, მათ შო­რის, „სა­მო­თხის ვაშ­ლე­ბი“...

ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლი და მე­რაბ ფი­ფია, "ტელე-სინე-ვი­დეო"

- ახლა კი უკვე "რე­ა­ლუ­რი სივ­რცე"... ამ გა­და­ცე­მამ წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი გზა გა­ი­ა­რა. მის ეთერ­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი ბრძო­ლაც დაგ­ჭირ­დათ...

- კი, ბრძო­ლა, რო­მე­ლიც სხვა­თა შო­რის, ღია ეთერ­ში მი­დი­ო­და... იყო პე­რი­ო­დი, როცა დი­რექ­ტო­რი შე­იც­ვა­ლა. ახალ­მა მო­სულ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა უც­ბად გა­და­წყვი­ტა, რომ „რე­ა­ლუ­რი სივ­რცე“ და­ე­ხუ­რა, რა­საც დიდი ამ­ბა­ვი მოჰ­ყვა. სა­დღაც ალ­ბათ გა­სა­გე­ბიც იყო, მო­ვი­და ახა­ლი ძალა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, საქ­მის მცოდ­ნე­ე­ბი, მაგ­რამ ამას შე­ე­წი­რა რამ­დე­ნი­მე კარ­გი გა­და­ცე­მა და ასე­ვე მა­ღა­ლი კლა­სის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა ტე­ლე­ვი­ზია და­ტო­ვეს. ეს ჩემ­თვის მტკივ­ნე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ჩემი პრო­ექ­ტი თა­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია, რად­გა­ნაც სო­ცი­ა­ლურ თე­მე­ბის გა­შუ­ქე­ბა­ზეა აგე­ბუ­ლი, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბით მო­დი­ან, იმ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი დის­კუ­სი­ე­ბი მი­დის.

მთა­ვა­რია იმ პრობ­ლე­მე­ბის "აწე­ვა", რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში დგას... თი­თო­ე­უ­ლი მძი­მე სა­კი­თხი ჩემს გო­ნე­ბა­ზე, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და­მან­გრევ­ლად მოქ­მე­დებს. რო­დე­საც უს­მენ მას­წავ­ლებ­ლებს, რო­მე­ლიც ვერ ხსნის გაკ­ვე­თილს იმის გამო, რომ მოს­წავ­ლე მში­ე­რია, თუ ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ხარ, ამა­ზე რო­გორ არ იფიქ­რებ?! ღმერ­თო, რა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ, როცა ასე­თი რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბა. გა­და­ცე­მას ჩემი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის არ ვა­კე­თებ. ცეკ­ვა-სიმ­ღე­რის შო­უ­ე­ბი ყვე­ლა მთავ­რო­ბის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნია, პრობ­ლე­მებს, რაც გვაქვს, მშვე­ნივ­რად მა­ლა­ვენ... მოკ­ლედ, როცა ეს სა­კი­თხი დად­გა, ვიბ­რძო­ლეთ, გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ეთე­რი და­ვუბ­რუ­ნეთ. ერთი ასე­თი პლატ­ფორ­მა ამ­ხე­ლა მე­დი­ა­ში ხომ უნდა არ­სე­ბობ­დეს და მით უმე­ტეს, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში.

- მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში იდ­გმე­ბო­და სპექ­ტაკ­ლი „ქა­ლე­ბი,“ სა­დაც მთა­ვა­რი როლი გქონ­დათ. ე.ი. წლე­ბის შემ­დეგ თე­ატრს მა­ინც და­უბ­რუნ­დით...

- თე­ატ­რი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ იქა­უ­რო­ბას 18 წელი არ გავ­კა­რე­ბი­ვარ. ერთხე­ლაც, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მსა­ხი­ობ­მა და რე­ჟი­სორ­მა ცი­ცი­ნო კო­ბი­აშ­ვილ­მა და­მი­რე­კა, სა­ინ­ტე­რე­სო პი­ე­სას ვდგამ და ძა­ლი­ან მინ­და, ერთ-ერთ როლი შენ ითა­მა­შო, თე­ატ­რში წა­მოხ­ვი­დეო. გა­ვიკ­ვირ­ვე, ამ­დე­ნი წლის მერე ვერ გავ­რის­კავ-მეთ­ქი. ტექ­სტი წა­სა­კი­თხად მა­ინც და­მი­ტო­ვა. იმის გამო, რომ ვარ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი, ნილ სა­ი­მო­ნის პი­ე­სა მა­ინც წა­ვი­კი­თხე. და­მა­ინ­ტე­რე­სა, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის ქალი-ჟურ­ნა­ლის­ტის როლი აღ­მოჩ­ნდა, საკ­მა­ოდ დრა­მა­ტუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბით... კი­თხვე­ბი გა­მიჩ­ნდა - შევ­ძლებ­დი თუ არა მის თა­მაშს, მაგ­რამ „ის ქალი ამე­კი­და“... მან­ქა­ნა­ში ვი­ჯე­ქი, ვსა­უბ­რობ­დი, თუ რა­საც ვა­კე­თებ­დი, ვგრძნობ­დი, რომ მას ვთა­მა­შობ­დი... ცი­ცი­ნოს ვუ­თხა­რი, - მოვ­სინ­ჯავ-მეთ­ქი... თან, ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი, ნინო დუმ­ბა­ძე, ქეთი გე­გე­ში­ძე, ქეთი ჩხე­ი­ძე, ირმა ბე­რი­ა­ნი­ძე, ეკა მჟა­ვა­ნა­ძე, თე­მურ კი­ლა­ძე, ზაზა გო­გუ­ა­ძე თა­მა­შობ­დნენ... სპექ­ტაკ­ლი რე­პერ­ტუ­არ­ში 12 წელი იყო და სრუ­ლი ანშლა­გით მი­დი­ო­და.

სა­პექ­ტაკ­ლი "ქა­ლე­ბი"

- კი­დევ რომ იყოს თე­ატ­რი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბა...

- ვინ­მეს რომ ეთ­ქვა, თე­ატ­რში დაბ­რუნ­დე­ბი და სპექ­ტაკლში ითა­მა­შე­ბო, არ და­ვი­ჯე­რებ­დი. იმ­დენ­ჯერ გა­ვა­კე­თე, ის რაც წარ­მო­უდ­გენ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ აღარ ვამ­ბობ ხოლ­მე უნი­ვერ­სა­ლურ გა­მოთ­ქმას - „არა­სო­დეს თქვა არა­სო­დეს“... მიყ­ვარს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რა, რად­გან კარ­გიც და ცუ­დიც ადა­მი­ანს აყა­ლი­ბებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ გა­მო­ავ­ლენ თავს, რას აჩ­ვე­ნებ, რო­გორ გა­ნიც­დი, რო­გორ შე­გიძ­ლია გან­ცდას მო­ე­რიო. ეს ყვე­ლა­ფე­რი მუ­შა­ობს პი­როვ­ნე­ბის მხო­ლოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე, აძ­ლი­ე­რებს მას. ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­ვი­ა­რე და ის უზარ­მა­ზა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც მი­ვი­ღე, ჩემ­თვის ისე­თი ძვირ­ფა­სია, შე­მიძ­ლია თვალ­და­ხუ­ჭულ­მა წარ­მო­უდ­გე­ნელ კლდე­ებ­ზე ვი­ა­რო. კარ­გია და უნი­კა­ლუ­რი. ისე­დაც მზად ვი­ყა­ვი ყო­ველ­თვის ნე­ბის­მი­ე­რი გა­მოწ­ვე­ვის­თვის და ახ­ლაც მზად ვარ... მა­გა­ლი­თად, ჩემ­თვის უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო BBC-ის პრო­ექ­ტი „მა­ესტრო“, სა­დაც 8 სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნი ერ­თმა­ნეთს ვე­ჯიბ­რე­ბო­დით. პრო­ექ­ტი მო­ვი­გე და გავ­ხდი „მა­ესტრო,“ ვი­დი­რი­ჟო­რე ბე­თჰო­ვე­ნის „მე-5 სიმ­ფო­ნია“.

- არა­ფერს ნა­ნობთ?

- სი­ნა­ნუ­ლი არ მა­ხა­სი­ა­თებს. მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რაც ხდე­ბა, უნდა მოხ­დეს. ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ისე­თი და იმ­დე­ნი ტკი­ვი­ლი, დარ­ტყმა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ის ყვე­ლა­ფე­რი რომ არა, მერე ბევ­რი რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში აღარ მოხ­დე­ბო­და. ამ შე­უ­პოვ­რო­ბას და სი­ბე­ჯი­თეს ცხოვ­რე­ბა მი­ფა­სებს.

- სა­კუ­თარ ოჯახ­ზე რას გვე­ტყვით...

- ნამ­დვი­ლად კარ­გი შვი­ლე­ბი მყავს, უფ­რო­სი 40 წლის არის, უმ­ცრო­სი - 32-ის. უფ­რო­სის­გან სამი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს. იმე­დი მაქვს, უმ­ცრო­სიც მალე მა­ღირ­სებს თა­ვის პა­ტა­რებს. გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი მალე იქ­ნე­ბა. თუმ­ცა ეს მათი გა­და­სა­წყვე­ტია. პა­ტა­რა ბავ­შვი ოჯახ­ში სულ უნდა იყოს, რაც უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლის და ენერ­გი­ის წყა­როა. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ვი­დან­ვე მე­გობ­რო­ბა­ზე ავა­გეთ. ამან გა­ა­მარ­თლა. ბევ­რს უთ­ქვამს, რა კარ­გი ბი­ჭე­ბი გყავ­სო. მარ­თლა კარ­გე­ბი არი­ან, შე­იძ­ლე­ბა ცუ­დია, ამას დედა რომ ვამ­ბობ, მაგ­რამ სუ­ლაც არ მგო­ნია ცუდი. დი­ა­ხაც, უნდა თქვა და წა­ა­ხა­ლი­სო. მი­ხა­რია, რომ თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ე­ბი და საქ­მე აქვთ, რო­მელ­საც კარ­გად უძღვე­ბი­ან. ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბულ სფე­რო­ში, სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნეს­ში არი­ან. ისი­ნი მოთ­მი­ნე­ბით უყუ­რე­ბენ ყო­ველ­თვის ჩემს ყო­ველ ექ­სპე­რი­მენტს. იცი­ან ჩემ­თან ლა­პა­რაკს აზრი არ აქვს. როცა რა­ღა­ცას გა­დავ­წყვეტ, უნდა გა­ვა­კე­თო...

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მე­უღ­ლეს, კახა თა­ვარ­თქი­ლა­ძეს, ისიც მსა­ხი­ო­ბი იყო, ერთ ჯგუფ­ში ვსწავ­ლობ­დით. კახა ბო­ლომ­დე დარ­ჩა თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში სპექ­ტაკ­ლებ­ში თა­მა­შობ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, გული ძა­ლი­ან დამ­წყდა, მეტ­კი­ნა, თუმ­ცა ჩვენ მა­შინ უკვე და­ცი­ლე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ასე მოხ­და ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში...

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტ. ტ.
0

ნინო, არაფრის დაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ ის 2 უსინდისო წერილი რომ ვნახე, გადავწყვიტე, რაღაც უნდა დამეწერა.

ძალიან მაგარი გოგო ხარ; ლამაზი, ნიჭიერი, უნიჭოების გამღიზიანებელი! ამას წინათ ცოტა სევდა ვიყავი; შენა გნახე ტვ-ში და დავიქოქე, მეორე "დიხანიე" გავხსენი. დიდი მადლობა!!!

ია ლურსმანაშვილი
0

ჩემი პატივისცემა თქვენ👏💌

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"იმდენი ტკივილი და დარტყმა მივიღე, მაგრამ ეს რომ არა, ბევრი რამ არ მოხდებოდა" - ცნობილი ჟურნალისტის გამოწვევებით სავსე ცხოვრება, ოჯახი და პროტესტით დატოვებული თეატრი

"იმდენი ტკივილი და დარტყმა მივიღე, მაგრამ ეს რომ არა, ბევრი რამ არ მოხდებოდა" - ცნობილი ჟურნალისტის გამოწვევებით სავსე ცხოვრება, ოჯახი და პროტესტით დატოვებული თეატრი

პროფესიით მსახიობია, მაგრამ როგორც ტელე-რადიოჟურნალისტს, ტელეწამყვანს, ისე იცნობენ. ნინო ზაუტაშვილი ექსპერიმენტებს, სიახლეებს და ათასგვარ გამოწვევას არასდროს უფრთხის... ამის გამო ცხოვრების მანძილზე საინტერესო გამოცდილება დაუგროვდა.

ახლაც სიალხე აქვს - პოპულარულ სერიალში "ხელოვნური სუნთქვა" იღებენ... ნინო ზაუტაშვილი AMBEBI.GE-ს სტუმარია. საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ მოგვცა.

"ეს მართლა მოულოდნელობა იყო. ჩემმა მეგობარმა, კასტინგის მენეჯერმა, საოცარმა პროფესიონალმა ეკა მჟავანაძემ შემატყობინა, რომ სერიალის "ხელოვნური სუნთქვა" მესამე სეზონი იწყება, ერთ-ერთი როლია, რომელზეც შენ გხედავ, მოდი, სინჯი ჩავწეროთ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგივაო. რას ამბობ, რა სერიალი, სად მაქვს დრო? ხომ, იცი, მუდმივი გადარბენები მაქვს-მეთქი... შემომიჩნდა, საბოლოოდ, დამიყოლია და წავედი.

საერთოდ, ინტერესიანი და ცნობისმოყვარე ვარ, მოდი, მივალ და ვნახავ, რა გამოვა-მეთქი... ჩავწერეთ, მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, როლზე დამტკიცებული ხართო... ვთამაშობ კლინიკის დირექტორის როლს. ნელი მჟავია ენერგიული, აქტიური, ქოთქოთა ქალია - ასეთივეა როგორც კლინიკაში, ისე - სახლში... ეს ადამიანი ერთი ნახვითაც კი გამახსოვრებს თავს... ახლა მასში შინაგან ძაფებს ვეძებ, რომ ამოვქაჩო, ჯერ არ ჩანს, ზედაპირზე მხოლოდ ქოთქოთა, საქმიანი, აქტიური ქალია - ოჯახშიც თავია და სამსახურშიც. საერთოდ, მსგავსი ადამიანის უკან ყოველთვის სათუთი „რაღაცები“ არის ხოლმე, რაც მსახიობმა შეიძლება ისეთ ელემენტარულ რაღაცაში "გამოაგდო" და ითამაშო. ამის საშუალებას ყველა როლი იძლევა, რადგან ყველა ადამიანში არის საწყისები კარგის და ცუდის. ასე რომ, ახლა ამ პროცესში ვარ...

საერთოდ, მოწესრიგებული ტიპი ვარ, მუშაობის პროცესში ვუსმენ რეჟისორს, ვიზიარებ მის მოსაზრებებს და საკუთარ იდეებსაც ვთავაზობ. ყოველთვის მაინტერესებს და ვკითხულობ, ჩემს ნამუშევარში რა არ მოეწონათ, რომ მის გამოსწორებაზე ვიმუშაო. არ მიყვარს, როცა მაქებენ. მაგ დროს თავს უხერხულად ვგრძნობ, მერიდება. შენიშვნის მოცემისას მობილიზებული ვხდები. კრიტიკა უნდა მოისმინო და ეცადო, გამოასწორო", - გვეუბნება ნინო ზაუტაშვილი.

- ზოგადად, ძალიან აქტიური ადამიანი ხართ. რატომღაც მგონია, მოუსვენარი, აქტიური ბავშვი იყავით და კარგი მოსწავლეც...

- კი, ასე იყო, ოღონდ, სკოლაში რაც მაინტერესებდა, იმას ვსწავლობდი, მაგრამ ეს არ ეხებოდა ტექნიკურ საგნებს. მერე კი აღმოჩნდა, რომ ამ საგნებშიც გარკვეული ნიჭი მქონდა... მამა ენერგეტიკოსი იყო და მათემატიკა ზედმიწევნით კარგად იცოდა. თვითონ რომ მიხსნიდა, ყველაფერს კარგად ვიგებდი და სკოლიდან დაბრუნებული რომ შევჩივლებდი, ვერ გავიგე-მეთქი, ეს ძალიან უკვირდა... საშინლად ცელქი და მოუსვენარი ვიყავი, იმ დონეზე, რომ ჩემს მშობლებს მასწავლებლებმა უთხრეს, წაიყვანეთ, ნუ ივლის სკოლაში, ნიშნებს ისე დავუწერთო. ბიჭებს ცელქობაში არ ჩამოვუვარდებოდი, ლამის კედლებიდან მხსნიდნენ. ისე მოხდა, რომ მე და ჩემი და ერთ კლასში ვიყავით. მზია ძალიან წყნარი ბავშვი იყო - ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებული. მას და მასწავლებლებს ჩემგან მოსვენება ჰქონდათ დაკარგული...

5 წლის ნინო დასთან ერთად, სოხუმის რკინიგზის სადგური

- დედა რუსთაველის თეატრის მსახიობი, საქართველოს რადიოს ცნობილი დიქტორი მერი მიქელაძე იყო... როგორ გაიხსენებთ მას...

- დედა ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიულ მსახიობად ითვლებოდა, მაგრამ მის ცხოვრებაში ბევრი გაუგებრობა მოხდა, თეატრიდან გულნატკენი წამოვიდა. პარალელურად რადიოში მუშაობდა. არაჩვეულებრივი ხმის ტემბრი ჰქონდა. ერთ-ერთი პირველი დიქტორი იყო. პროფესიაზე ასე შეყვარებულ ადამიანს ცოტას ვიცნობ. საქმეში სულს და გულს დებდა და ეს არაჩვეულებრივად გამოსდიოდა. საკმაოდ მკაცრი და პედანტი გახლდათ, თუმცა იუმორის გამორჩეული გრძნობა ჰქონდა, რაც ჩემს მასთან ურთიერთობას საინტერესოს ხდიდა. მაგრამ მე მაინც მამის გამორჩეულად საყვარელი შვილი ვიყავი და მეც არანორმალურად მიყვარდა. მშობლები ძალიან ახალგაზრდები დამეღუპნენ - 62-ის იყო მამა და დედა - 65 წლის. ორივე ჩემს ხელში გარდაიცვალა, იმ ბოლო წუთებში მათ გვერდით მე ვიყავი... ამის გამო რაღაცნაირად თავს მშვიდად ვგრძნობ, რომ სხვა განზომილებაში თავად გავაცილე - ასეთი შეგრძნება მაქვს.

- ბევრმა ალბათ არ იცის, რომ თეატრალური უნივერსიტეტი გაქვთ დამთავრებული. დედამ გირჩიათ ეს?

- თავისი ტრავმიდან გამომდინარე, რომელიც თეატრში მიიღო (როლი ბოლო წუთში არ მისცეს), არ უნდოდა, რომ „თეატრალურზე“ ჩამებარებინა. ამბობდა, მძიმე პროფესიააო... მე-10 კლასამდე მსახიობობაზე არასდროს მიფიქრია. როცა პროფესიული არჩევანი უნდა გამეკეთებინა, მოულოდნელად განვაცხადე, თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობოზე ვაბარებ-მეთქი. ამას დედისგან მაშინვე უკურეაქცია მოჰყვა. რასაც ჩემთან დაკავშირებით ამდენი ხანია ისმენ, ამის მერე როგორ გინდა ამ ნაბიჯის გადადგმა? მსახიობობამ შეიძლება დიდი ტკივილი მოგგვაროსო, რაზეც ვუპასუხე, მზად ვარ ყველანაირი ტკივილისთვის, ან ვაბარებ „თეატრალურზე“ ან საერთოდ არ ვაბარებ-თქო... მოკლედ, ჩავაბარე, დოდო ალექსიძის ბოლო ჯგუფი ვიყავით... „თეატრალურის“ დამთავრების მერე მარჯანიშვილის თეატრში წავედი, მერე ბავშვი გავაჩინე და რაღაცნაირად ჩემს შემთხვევაშიც დედას ისტორია განმეორდა...

თეატრში გადაწყვიტეს, რაღაც კონკურსი ჩაეტარებინათ, რაც არასწორად მივიჩნიე, საშინელი პროტესტის განცდა გამიჩნდა, წავიკითხე გალაკტიონის ლექსი - „მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია". დავიხურე ქუდი და წამოვედი. იმ პერიოდში უკვე რადიოში ვმუშაობდი. თუმცა რადიოში 8-9 წლის ასაკიდან ვიყავი, "პიონერთა დაფიონის“ წამყვანი, რაც ძალიან მომწონდა. თეატრში რომ დავიწყე მუშაობა, დედამ მითხრა, რადიოში რედაქტორის ვაკანსიაა და მოსინჯეო. "პიკი საათი" ახალი გახსნილი იყო. სიამოვნებით მივედი და აქტიურ მუშაობაში ჩავები. თუკი მედიაში ვინმემ თქვა ახალი სიტყვა, ნამდვილად იყო "პიკი საათი" და მანვე გადაწყვიტა ჩემი ბედი. თეატრში მიბრუნებაზე საერთოდ არც მიფიქრია.

- "ტელე-სინე-ვიდეო" - იყო ასეთი გადაცემა, რომელიც მიგყავდათ. ისიც ახალი სიტყვა იყო...

- "ტელე-სინე-ვიდეო" მნიშვნელოვანი და ახალი სიტყვა იყო ქართულ ტელესივრცეში. ამ გადაცემაში წამყვანობა შემომთავაზეს. მისი ავტორი და პროდიუსერი ლერი სახაროვი იყო. გადაცემა მერაბ ფიფიასთან ერთად მიმყავდა. ვსაუბრობდით მსახიობებზე, ფილმებზე, მსოფლიო კულტურის ისტორიის ამბებს მაყურებელს ვაწვდიდით, რაც მაშინ იშვიათობა იყო. გადაცემას მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ასე აღმოვჩნდი ტელევიზიაში. მერე „ალიონიც“ მიმყავდა და კიდევ არაერთი გადაცემა, მათ შორის, „სამოთხის ვაშლები“...

ნინო ზაუტაშვილი და მერაბ ფიფია, "ტელე-სინე-ვიდეო"

- ახლა კი უკვე "რეალური სივრცე"... ამ გადაცემამ წინააღმდეგობრივი გზა გაიარა. მის ეთერში დასაბრუნებლად სერიოზული ბრძოლაც დაგჭირდათ...

- კი, ბრძოლა, რომელიც სხვათა შორის, ღია ეთერში მიდიოდა... იყო პერიოდი, როცა დირექტორი შეიცვალა. ახალმა მოსულმა გენერალურმა დირექტორმა უცბად გადაწყვიტა, რომ „რეალური სივრცე“ დაეხურა, რასაც დიდი ამბავი მოჰყვა. სადღაც ალბათ გასაგებიც იყო, მოვიდა ახალი ძალა, პროფესიონალები, საქმის მცოდნეები, მაგრამ ამას შეეწირა რამდენიმე კარგი გადაცემა და ასევე მაღალი კლასის პროფესიონალებმა ტელევიზია დატოვეს. ეს ჩემთვის მტკივნეული აღმოჩნდა. ჩემი პროექტი თავის მნიშვნელობით გამორჩეულია, რადგანაც სოციალურ თემების გაშუქებაზეა აგებული, სადაც ადამიანები კონკრეტული პრობლემებით მოდიან, იმ პრობლემის მოგვარებაზე კონკრეტული დისკუსიები მიდის.

მთავარია იმ პრობლემების ''აწევა'', რომელიც ჩვენს ქვეყანაში 21-ე საუკუნეში დგას... თითოეული მძიმე საკითხი ჩემს გონებაზე, ჯანმრთელობაზე დამანგრევლად მოქმედებს. როდესაც უსმენ მასწავლებლებს, რომელიც ვერ ხსნის გაკვეთილს იმის გამო, რომ მოსწავლე მშიერია, თუ ნორმალური ადამიანი ხარ, ამაზე როგორ არ იფიქრებ?! ღმერთო, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, როცა ასეთი რაღაცები ხდება. გადაცემას ჩემი კეთილდღეობისთვის არ ვაკეთებ. ცეკვა-სიმღერის შოუები ყველა მთავრობისთვის მომგებიანია, პრობლემებს, რაც გვაქვს, მშვენივრად მალავენ... მოკლედ, როცა ეს საკითხი დადგა, ვიბრძოლეთ, გაჭირვებულ ადამიანებს ეთერი დავუბრუნეთ. ერთი ასეთი პლატფორმა ამხელა მედიაში ხომ უნდა არსებობდეს და მით უმეტეს, საზოგადოებრივ მაუწყებელში.

- მარჯანიშვილის თეატრში იდგმებოდა სპექტაკლი „ქალები,“ სადაც მთავარი როლი გქონდათ. ე.ი. წლების შემდეგ თეატრს მაინც დაუბრუნდით...

- თეატრიდან წამოსვლის შემდეგ იქაურობას 18 წელი არ გავკარებივარ. ერთხელაც, ჩემმა მეგობარმა მსახიობმა და რეჟისორმა ციცინო კობიაშვილმა დამირეკა, საინტერესო პიესას ვდგამ და ძალიან მინდა, ერთ-ერთ როლი შენ ითამაშო, თეატრში წამოხვიდეო. გავიკვირვე, ამდენი წლის მერე ვერ გავრისკავ-მეთქი. ტექსტი წასაკითხად მაინც დამიტოვა. იმის გამო, რომ ვარ ცნობისმოყვარე ადამიანი, ნილ საიმონის პიესა მაინც წავიკითხე. დამაინტერესა, დიდი გამოცდილების ქალი-ჟურნალისტის როლი აღმოჩნდა, საკმაოდ დრამატული განვითარებით... კითხვები გამიჩნდა - შევძლებდი თუ არა მის თამაშს, მაგრამ „ის ქალი ამეკიდა“... მანქანაში ვიჯექი, ვსაუბრობდი, თუ რასაც ვაკეთებდი, ვგრძნობდი, რომ მას ვთამაშობდი... ციცინოს ვუთხარი, - მოვსინჯავ-მეთქი... თან, ჩემი უახლოესი მეგობრები, ნინო დუმბაძე, ქეთი გეგეშიძე, ქეთი ჩხეიძე, ირმა ბერიანიძე, ეკა მჟავანაძე, თემურ კილაძე, ზაზა გოგუაძე თამაშობდნენ... სპექტაკლი რეპერტუარში 12 წელი იყო და სრული ანშლაგით მიდიოდა.

საპექტაკლი "ქალები"

- კიდევ რომ იყოს თეატრიდან შემოთავაზება...

- ვინმეს რომ ეთქვა, თეატრში დაბრუნდები და სპექტაკლში ითამაშებო, არ დავიჯერებდი. იმდენჯერ გავაკეთე, ის რაც წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რომ აღარ ვამბობ ხოლმე უნივერსალურ გამოთქმას - „არასოდეს თქვა არასოდეს“... მიყვარს ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა, რადგან კარგიც და ცუდიც ადამიანს აყალიბებს. მნიშვნელოვანია, როგორ გამოავლენ თავს, რას აჩვენებ, როგორ განიცდი, როგორ შეგიძლია განცდას მოერიო. ეს ყველაფერი მუშაობს პიროვნების მხოლოდ ჩამოყალიბებაზე, აძლიერებს მას. ყველაფერი, რაც გავიარე და ის უზარმაზარი გამოცდილება, რაც მივიღე, ჩემთვის ისეთი ძვირფასია, შემიძლია თვალდახუჭულმა წარმოუდგენელ კლდეებზე ვიარო. კარგია და უნიკალური. ისედაც მზად ვიყავი ყოველთვის ნებისმიერი გამოწვევისთვის და ახლაც მზად ვარ... მაგალითად, ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო BBC-ის პროექტი „მაესტრო“, სადაც 8 სხვადასხვა პროფესიის ადამიანი ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. პროექტი მოვიგე და გავხდი „მაესტრო,“ ვიდირიჟორე ბეთჰოვენის „მე-5 სიმფონია“.

- არაფერს ნანობთ?

- სინანული არ მახასიათებს. მიმაჩნია, რომ ყველაფერი, რაც ხდება, უნდა მოხდეს. ცხოვრების მანძილზე ისეთი და იმდენი ტკივილი, დარტყმა მაქვს მიღებული, მაგრამ ვფიქრობ, ის ყველაფერი რომ არა, მერე ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში აღარ მოხდებოდა. ამ შეუპოვრობას და სიბეჯითეს ცხოვრება მიფასებს.

- საკუთარ ოჯახზე რას გვეტყვით...

- ნამდვილად კარგი შვილები მყავს, უფროსი 40 წლის არის, უმცროსი - 32-ის. უფროსისგან სამი შვილიშვილი მყავს. იმედი მაქვს, უმცროსიც მალე მაღირსებს თავის პატარებს. გამიხარდება, თუ ეს ყველაფერი მალე იქნება. თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია. პატარა ბავშვი ოჯახში სულ უნდა იყოს, რაც უდიდესი სიხარულის და ენერგიის წყაროა. ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე მეგობრობაზე ავაგეთ. ამან გაამართლა. ბევრს უთქვამს, რა კარგი ბიჭები გყავსო. მართლა კარგები არიან, შეიძლება ცუდია, ამას დედა რომ ვამბობ, მაგრამ სულაც არ მგონია ცუდი. დიახაც, უნდა თქვა და წაახალისო. მიხარია, რომ თავისი პროფესიები და საქმე აქვთ, რომელსაც კარგად უძღვებიან. ჩემგან განსხვავებულ სფეროში, სამშენებლო ბიზნესში არიან. ისინი მოთმინებით უყურებენ ყოველთვის ჩემს ყოველ ექსპერიმენტს. იციან ჩემთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. როცა რაღაცას გადავწყვეტ, უნდა გავაკეთო...

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, კახა თავართქილაძეს, ისიც მსახიობი იყო, ერთ ჯგუფში ვსწავლობდით. კახა ბოლომდე დარჩა თავის პროფესიაში. რუსთაველის თეატრში სპექტაკლებში თამაშობდა. დაახლოებით 10 წლის წინ გარდაიცვალა, გული ძალიან დამწყდა, მეტკინა, თუმცა ჩვენ მაშინ უკვე დაცილებულები ვიყავით. ასე მოხდა ჩვენს ცხოვრებაში...