სამართალი
Faceამბები
საზოგადოება

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისე ჟღერს, თითქოს ბატონი კობახიძე რუსეთის გამარჯვებას გულშემატკივრობს - ეს სამარცხვინოა" - დევიდ კრამერი
"ისე ჟღერს, თითქოს ბატონი კობახიძე რუსეთის გამარჯვებას გულშემატკივრობს - ეს სამარცხვინოა" - დევიდ კრამერი

ისე ჟღერს, თით­ქოს ბა­ტო­ნი კო­ბა­ხი­ძე რუ­სე­თის გა­მარ­ჯვე­ბას გულ­შე­მატ­კივ­რობს და ჩემი აზ­რით, ეს სა­მარ­ცხვი­ნოა, - ამის შე­სა­ხებ "ჯორჯ ბუ­შის საპ­რე­ზი­დენ­ტო ინ­სტი­ტუ­ტის" გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის დი­რექ­ტორ­მა, დე­ვიდ კრა­მერ­მა "ამე­რი­კის ხმას­თან" გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ "ომში უპი­რა­ტე­სო­ბა ამ ეტაპ­ზე აქვს რუ­სულ მხა­რეს".

"თა­ვი­დან­ვე ვამ­ბობ­დი და ძა­ლი­ან ნა­თე­ლია, რომ არა­ვინ, სა­ერ­თოდ არა­ვინ ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის ომში ჩარ­თვას. სა­ერ­თოდ არა­ვინ. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს უკა­ნას­კნე­ლი, რაც სურს ისაა, რომ ეს ომი გა­ფარ­თოვ­დეს და სხვა ქვეყ­ნე­ბიც მო­იც­ვას. ასე რომ, ეს ისე­თი სა­სა­ცი­ლო გან­ცხა­დე­ბაა, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის უნდა რცხვე­ნო­დეს და ამ სა­სა­ცი­ლო გან­ცხა­დე­ბებს თავი უნდა და­ა­ნე­ბოს“, - აცხა­დებს დე­ვიდ კრა­მე­რი.

გარ­და ამი­სა, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის კი­დევ ერთ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ, სა­დაც ის „გლო­ბა­ლურ ომის პარ­ტი­ა­სა“ და სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩარ­თვის ინ­ტე­რეს­ზე სა­უბ­რობს.

"ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს“ ევ­რა­ზი­ის პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რის, ჯონ ჰერბსტის თქმით, „უც­ნა­უ­რია, რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კო­სი აკე­თებ­დეს გან­ცხა­დე­ბებს მოს­კო­ვის თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ ბახ­მუტ­თან და­კავ­ში­რე­ბით და გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ა­ზე სა­უბ­რობ­დეს, რაც კრემლს ახა­რებს".

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
9

ამას ის ლობისტი უხდის, თუ პირდაპირ გიული ?!

123
14

"ომში უპი­რა­ტე­სო­ბა ამ ეტაპ­ზე აქვს რუ­სულ მხა­რეს" - მართლა ასე თქვა?!!! მაშინ მართლა სულელი და ბეცი ყოფილა! რა გახდა ამ კაცის მოცილება, ნუთუ ასეთი შეუცვლელია?!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

"ისე ჟღერს, თითქოს ბატონი კობახიძე რუსეთის გამარჯვებას გულშემატკივრობს - ეს სამარცხვინოა" - დევიდ კრამერი

"ისე ჟღერს, თითქოს ბატონი კობახიძე რუსეთის გამარჯვებას გულშემატკივრობს - ეს სამარცხვინოა" - დევიდ კრამერი

ისე ჟღერს, თითქოს ბატონი კობახიძე რუსეთის გამარჯვებას გულშემატკივრობს და ჩემი აზრით, ეს სამარცხვინოა, - ამის შესახებ "ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის" გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა "ამერიკის ხმასთან" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ "ომში უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს".

"თავიდანვე ვამბობდი და ძალიან ნათელია, რომ არავინ, საერთოდ არავინ ცდილობს საქართველოს რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ჩართვას. საერთოდ არავინ. ამერიკის შეერთებულ შტატებს უკანასკნელი, რაც სურს ისაა, რომ ეს ომი გაფართოვდეს და სხვა ქვეყნებიც მოიცვას. ასე რომ, ეს ისეთი სასაცილო განცხადებაა, რომ საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს და ამ სასაცილო განცხადებებს თავი უნდა დაანებოს“, - აცხადებს დევიდ კრამერი.

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის კიდევ ერთ განცხადებას გამოეხმაურნენ, სადაც ის „გლობალურ ომის პარტიასა“ და საქართველოს ომში ჩართვის ინტერესზე საუბრობს.

"ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის პროგრამის დირექტორის, ჯონ ჰერბსტის თქმით, „უცნაურია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში პოლიტიკოსი აკეთებდეს განცხადებებს მოსკოვის თავდასხმის შესახებ ბახმუტთან დაკავშირებით და გლობალური ომის პარტიაზე საუბრობდეს, რაც კრემლს ახარებს".