მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონა სახელად "სასწაული" - ნანგრევებში დაბადებული ახალშობილის ამბავი, რომლის შვილად აყვანასაც ათასობით ადამიანი ითხოვს, თუმცა...
გოგონა სახელად "სასწაული" - ნანგრევებში დაბადებული ახალშობილის ამბავი, რომლის შვილად აყვანასაც ათასობით ადამიანი ითხოვს, თუმცა...

სი­რი­ა­ში, ქა­ლაქ ჯინ­დი­რეს­ში, შე­ნო­ბის ნან­გრე­ვებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი გო­გო­ნას შე­სა­ხებ ყვე­ლამ იცის. ბავ­შვი გა­დარ­ჩა, მას აია და­არ­ქვეს, რაც სას­წა­ულს ნიშ­ნავს. რო­დე­საც მაშ­ვე­ლებ­მა იპო­ვეს, ის ჯერ კი­დევ ჭიპ­ლა­რით იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დე­დას­თან. გო­გო­ნას დედა, მამა და ოთხი და-ძმა მი­წისძვრის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

აიას გა­დარ­ჩე­ნის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და. კად­რებ­ში ჩან­და მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც მტვრით და­ფა­რუ­ლი ახალ­შო­ბი­ლი ეჭი­რა ხელ­ში. იქვე იმ­ყო­ფე­ბო­და ოჯა­ხის შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვი, ხა­ლილ ალ-სუ­ვა­დი. მას შემ­დეგ, რაც ბავ­შვი მაშ­ვე­ლებ­მა ამო­იყ­ვა­ნეს, ახალ­შო­ბი­ლი სი­რი­ის ქა­ლაქ აფ­რინ­ში, კლი­ნი­კა­ში ხა­ლილ­მა მი­იყ­ვა­ნა.

ბავ­შვი კვლავ კლი­ნი­კა­შია და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

  • "რო­დე­საც ის შე­მო­იყ­ვა­ნეს, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ჰქონ­და სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი, სცი­ო­და და ძლივს სუნ­თქავ­და“, - ამ­ბობს პე­დი­ატ­რი ჰანი მა­რუ­ფი, რო­მე­ლიც გო­გო­ნა­ზე ზრუ­ნავს.

ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ახალ­შო­ბი­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნის სურ­ვილს გა­მოთ­ქვამს და შვი­ლად აყ­ვა­ნის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვას ცდი­ლობს. "მინ­და, ვიშ­ვი­ლო და ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა მივ­ცე“, - წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

"მზად ვარ ვიშ­ვი­ლო ეს ბავ­შვი და ვიზ­რუ­ნო მას­ზე... თუ კა­ნო­ნი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცემს“, - წერს ქუ­ვე­ი­თე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი. სა­ა­ვად­მყო­ფოს მე­ნე­ჯე­რი, ექი­მი ხა­ლიდ ათია ამ­ბობს, რომ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან კლი­ნი­კა­ში ათა­სო­ბით ზარი შე­დის და ადა­მი­ა­ნე­ბი გა­დარ­ჩე­ნი­ლი პა­ტა­რას შვი­ლად აყ­ვა­ნას ითხო­ვენ.

  • "მე მას ისე ვექ­ცე­ვი, რო­გორც სა­კუ­თარ შვილს“, - ამ­ბობს ექი­მი ათია, რო­მელ­საც თვი­თონ 4 თვის გო­გო­ნა ჰყავს.

ამ დრო­ის­თვის ექი­მის ცოლი ძუ­ძუ­თი კვე­ბავს პა­ტა­რას, თა­ვის სა­კუ­თარ შვილ­თან ერ­თად.

  • თუმ­ცა გო­გო­ნას არ გა­აშ­ვი­ლე­ბენ. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მას ბიძა, სა­ლაჰ ალ-ბად­რა­ნი წა­იყ­ვანს. ბად­რა­ნიც ჯინ­დი­რე­სი­და­ნაა და მისი სახ­ლიც დან­გრე­უ­ლია. ალ-ბად­რან­მა და მის­მა ოჯახ­მა ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბი­დან გაქ­ცე­ვა მო­ას­წრეს. ახლა კაცი თა­ვის 11-სუ­ლი­ან ოჯახ­თან ერ­თად კა­რავ­ში ცხოვ­რობს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მან AP-სთან გა­ნა­ცხა­და.

"მი­წისძვრის შემ­დეგ თა­ვის სახ­ლში, შე­ნო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა აქ არა­ვის შე­უძ­ლია. შე­ნო­ბე­ბის მხო­ლოდ 10%-ია უსაფრ­თხო სა­ცხოვ­რებ­ლად“, - ამ­ბობს ის.

  • აიას მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში დან­გრე­ულ შე­ნო­ბებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ოჯა­ხის წევ­რებს ეძე­ბენ. იქ მყოფ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა მო­ჰა­მედ ალ-ად­ნან­მა BBC-ის უთხრა, რომ იქ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა.

"ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია“, - ამ­ბობს ის. ჟურ­ნა­ლის­ტის შე­ფა­სე­ბით, ქა­ლა­ქის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის 90% გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.

  • ცნო­ბის­თვის, თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში მი­წისძვრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვმა 19 700 ადა­მი­ანს გა­და­ა­ჭარ­ბა.

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის თქმით, თურ­ქეთ­ში გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რო­გორც მი­ნი­მუმ, 16 546 ადა­მი­ანს შე­ად­გენს, კი­დევ 66 132 კი და­შა­ვე­ბუ­ლია.

სი­რი­ის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ი­სა და "თეთ­რი ჩა­ფხუ­ტე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მი­ნი­მუმ 3 192 ადა­მი­ა­ნამ­დე გა­ი­ზარ­და, მათ შო­რი­საა 1 930 გარ­დაც­ვლი­ლი ოპო­ზი­ცი­ის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ეთ-და­სავ­ლეთ­ში და 1 262 გარ­დაც­ვლი­ლი მთავ­რო­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაფრთხილება!!!!
0

მიწისზვრას გრძნობენ მხლოდ ცხოველები და ფრინველები! მაგ. ძაღლი თუ გყავს, როგორც კი ზაღლი წამოხტება უმიზეზოდ ყეფას ატეხს, ყმუის, დარბის ოთახში აი მაშინ გაფრთხილდი და გამოვარდი გარეთ! ეს კარგს არ მოასწავებს! 

ბლეს იუ
8

როგორი ბუთქუჩა და საყვარელია 🥹🥰♥️ ჯამრთელი და ჭკვიანი გოგო გაიზარდე! ♥️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

გოგონა სახელად "სასწაული" - ნანგრევებში დაბადებული ახალშობილის ამბავი, რომლის შვილად აყვანასაც ათასობით ადამიანი ითხოვს, თუმცა...

გოგონა სახელად "სასწაული" - ნანგრევებში დაბადებული ახალშობილის ამბავი, რომლის შვილად აყვანასაც ათასობით ადამიანი ითხოვს, თუმცა...

სირიაში, ქალაქ ჯინდირესში, შენობის ნანგრევებში დაბადებული გოგონას შესახებ ყველამ იცის. ბავშვი გადარჩა, მას აია დაარქვეს, რაც სასწაულს ნიშნავს. როდესაც მაშველებმა იპოვეს, ის ჯერ კიდევ ჭიპლარით იყო დაკავშირებული დედასთან. გოგონას დედა, მამა და ოთხი და-ძმა მიწისძვრის შედეგად დაიღუპა.

აიას გადარჩენის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანდა მამაკაცი, რომელსაც მტვრით დაფარული ახალშობილი ეჭირა ხელში. იქვე იმყოფებოდა ოჯახის შორეული ნათესავი, ხალილ ალ-სუვადი. მას შემდეგ, რაც ბავშვი მაშველებმა ამოიყვანეს, ახალშობილი სირიის ქალაქ აფრინში, კლინიკაში ხალილმა მიიყვანა.

ბავშვი კვლავ კლინიკაშია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

  • "როდესაც ის შემოიყვანეს, მძიმე მდგომარეობაში იყო, ჰქონდა სისხლჩაქცევები, სციოდა და ძლივს სუნთქავდა“, - ამბობს პედიატრი ჰანი მარუფი, რომელიც გოგონაზე ზრუნავს.

ათასობით ადამიანი ახალშობილის შვილად აყვანის სურვილს გამოთქვამს და შვილად აყვანის შესახებ დეტალების გარკვევას ცდილობს. "მინდა, ვიშვილო და ღირსეული ცხოვრება მივცე“, - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

"მზად ვარ ვიშვილო ეს ბავშვი და ვიზრუნო მასზე... თუ კანონი ამის საშუალებას მომცემს“, - წერს ქუვეითელი ტელეწამყვანი. საავადმყოფოს მენეჯერი, ექიმი ხალიდ ათია ამბობს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან კლინიკაში ათასობით ზარი შედის და ადამიანები გადარჩენილი პატარას შვილად აყვანას ითხოვენ.

  • "მე მას ისე ვექცევი, როგორც საკუთარ შვილს“, - ამბობს ექიმი ათია, რომელსაც თვითონ 4 თვის გოგონა ჰყავს.

ამ დროისთვის ექიმის ცოლი ძუძუთი კვებავს პატარას, თავის საკუთარ შვილთან ერთად.

  • თუმცა გოგონას არ გააშვილებენ. ცნობილი გახდა, რომ მას ბიძა, სალაჰ ალ-ბადრანი წაიყვანს. ბადრანიც ჯინდირესიდანაა და მისი სახლიც დანგრეულია. ალ-ბადრანმა და მისმა ოჯახმა ერთსართულიანი შენობიდან გაქცევა მოასწრეს. ახლა კაცი თავის 11-სულიან ოჯახთან ერთად კარავში ცხოვრობს. აღნიშნულის შესახებ მან AP-სთან განაცხადა.

"მიწისძვრის შემდეგ თავის სახლში, შენობაში ცხოვრება აქ არავის შეუძლია. შენობების მხოლოდ 10%-ია უსაფრთხო საცხოვრებლად“, - ამბობს ის.

  • აიას მშობლიურ ქალაქში დანგრეულ შენობებში ადამიანები ოჯახის წევრებს ეძებენ. იქ მყოფმა ჟურნალისტმა მოჰამედ ალ-ადნანმა BBC-ის უთხრა, რომ იქ კატასტროფული სიტუაციაა.

"ნანგრევების ქვეშ იმდენი ადამიანია“, - ამბობს ის. ჟურნალისტის შეფასებით, ქალაქის ინფრასტრუქტურის 90% განადგურებულია.

  • ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 19 700 ადამიანს გადააჭარბა.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთში გარდაცვლილთა რაოდენობა, როგორც მინიმუმ, 16 546 ადამიანს შეადგენს, კიდევ 66 132 კი დაშავებულია.

სირიის სახელმწიფო მედიისა და "თეთრი ჩაფხუტების" ინფორმაციით, ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა მინიმუმ 3 192 ადამიანამდე გაიზარდა, მათ შორისაა 1 930 გარდაცვლილი ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთში და 1 262 გარდაცვლილი მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.