სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"და სწორედ აქ დავუშვი შეცდომა... ამას ძალიან ვნანობ, რთული იყო იმაზე ფიქრი, როგორ ვერ დავინახე პრობლემა" - დემნას პირველი ინტერვიუ "ბალენსიაგას" სკანდალური კამპანიის შემდეგ
"და სწორედ აქ დავუშვი შეცდომა... ამას ძალიან ვნანობ,  რთული იყო იმაზე ფიქრი, როგორ ვერ დავინახე პრობლემა" - დემნას პირველი ინტერვიუ "ბალენსიაგას" სკანდალური კამპანიის შემდეგ

გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე Balneciaga და მისი კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი დემ­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის მხრი­დან მწვა­ვე კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­და. მი­ზე­ზი ბრენ­დის კამ­პა­ნი­ე­ბი იყო.

  • საქ­მე ეხე­ბა Balenciaga Gift Shop-ის სა­დღე­სას­წა­უ­ლო კამ­პა­ნი­ას და Garde-Robe-ის კამ­პა­ნი­ას, რო­მელ­თა ფარ­გლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ჩან­და ბავ­შვე­ბი, ხელ­ში დათ­ვის ფორ­მის ჩან­თე­ბით. ეს ჩან­თე­ბი პირ­ვე­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნახა პა­რიზ­ში, რო­დე­საც Balenciaga-მ 2023 წლის გა­ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცია წა­რად­გი­ნა. დათ­ვის ფორ­მის ჩან­თებს აქვთ ტყა­ვის დე­ტა­ლე­ბი და სხვა BDSM - მო­ნო­ბას­თან, და­მორ­ჩი­ლე­ბას­თან, დო­მი­ნი­რე­ბას­თან, სა­დიზმსა და მა­ზო­ხიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი.

აღ­ნი­შუ­ლის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ბრენ­დი ბავ­შვთა ჩაგ­ვრა­სა და ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ის რო­მან­ტი­ზე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ვარ­სკვლა­ვე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა უარი თქვა Balenciaga-ს სა­მოს­ზე და სხვა­დას­ხვა მსხვილ­მა კომ­პა­ნი­ამ ბრენდთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გა­წყვი­ტა.

Balenciaga-ს კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი დემ­ნა პირ­ვე­ლად სა­უბ­რობს მომ­ხდარ­ზე, დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს, თუ რო­გორ და­ი­გეგ­მა კამ­პა­ნია და ამ­ბობს, რომ ეს მისი დიდი შეც­დო­მა იყო. დემ­ნას­თან ვრცელ ინ­ტერ­ვი­უს Vogue აქ­ვეყ­ნებს.

  • დემ­ნა:

- 2023 წლის გა­ზა­ფხუ­ლის კამ­პა­ნია პირ­და­პირ შთა­გო­ნე­ბუ­ლია ჩვე­ნე­ბით, რო­მე­ლიც გა­სულ წელს, ნიუ იორკში, უოლ სტრიტ­ზე გავ­მარ­თეთ. მსურ­და, ფო­ტო­ე­ბი გა­და­მე­ღო ტი­პურ ნიუ-იორ­კულ გა­რე­მო­ში. ძი­რი­თა­დად გა­და­მე­ღო CEO-ს სტი­ლის ოფი­სი. მე ვნა­ხე მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ მო­ე­წყო­ბო­და ოფი­სე­ბი გა­და­ღე­ბის­თვის, და­ვე­თან­ხმე, თუ რო­გო­რი სტი­ლის ავეჯს გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ და რო­გო­რი პო­ზე­ბი ექ­ნე­ბო­დათ მო­დე­ლებს. მას შემ­დეგ მე გა­და­ღე­ბა­ზე არ ვყო­ფილ­ვარ, ფო­ტო­ე­ბი მაჩ­ვე­ნეს, რომ შე­მერ­ჩია ფო­ტოგ­რა­ფის არ­ჩე­უ­ლი­დან რო­მე­ლი უფრო მო­მე­წო­ნე­ბო­და.

The Gift Shop კამ­პა­ნია სა­ერ­თოდ არ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 2023 წლის გა­ზა­ფხუ­ლის კამ­პა­ნი­ას­თან - ის გა­და­ი­ღეს სხვა დროს, ოქ­ტომ­ბერ­ში და კი­დევ ერთი გა­და­ღე­ბა იყო ივ­ლის­ში. კამ­პა­ნია გა­კეთ­და სა­დღე­სას­წა­უ­ლო ნივ­თე­ბის რეკ­ლა­მის მიზ­ნით. კამ­პა­ნი­ის კონ­ცეფ­ცია მო­ი­თხოვ­და, ერ­თად, ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ბევ­რი სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტის გა­და­ღე­ბას.

ბავ­შვის ტან­საც­მე­ლი იყო gift shop-ის კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლი, ისე­ვე რო­გორც დათ­ვის ფორ­მის ჩან­თე­ბი, რო­მე­ლიც პან­კე­ბის კულ­ტუ­რას წარ­მო­ად­გენს და არა­ფე­რი აკავ­ში­რებს BDSM-თან. ის წა­რად­გი­ნეს ზრდას­რუ­ლებ­მა 2022 წლის ოქ­ტომ­ბრის ჩვე­ნე­ბის დროს. გუნ­დმა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა ფო­ტოგ­რა­ფი, რო­მე­ლიც ამ კამ­პა­ნი­ა­ზე იმუ­შა­ვებ­და, რად­გან წლის და­სა­წყის­ში მე მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი მაჩ­ვე­ნეს და მო­მე­წო­ნა მისი ფო­ტო­ე­ბის კომ­პო­ზი­ცია.

ამ ფო­ტოგ­რა­ფის ფო­ტო­ებ­ზე ხში­რად აღ­ბეჭ­დი­ლი იყო ოთა­ხი, სა­დაც გარ­შე­მო მრა­ვა­ლი სა­თა­მა­შო იყო მი­მობ­ნე­უ­ლი, ცენ­ტრში კი ბავ­შვე­ბი იდ­გნენ. ვი­ფიქ­რეთ, რომ ეს კონ­ცეფ­ცია სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემ­და სა­ჩუქ­რე­ბის მა­ღა­ზი­ი­დან სხვა­დას­ხვა სა­ხის ნივ­თე­ბი ერთ სუ­რათ­ში წარ­მოგ­ვედ­გი­ნა და არ მოგ­ვი­წევ­და თი­თო­ე­უ­ლის საჩ­ვე­ნებ­ლად 100 ფო­ტოს გა­და­ღე­ბა.

  • და სწო­რედ აქ და­ვუშ­ვი შეც­დო­მა, დიდი შეც­დო­მა და­ვუშ­ვი. ვერ მივ­ხვდი რამ­დე­ნად შე­უ­ფე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და იმ ნივ­თებ­თან ერ­თად ბავ­შვე­ბის გა­და­ღე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ეს იყო არას­წო­რი იდეა და ჩემ მიერ მი­ღე­ბუ­ლი ცუდი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ბავ­შვებ­თან ერ­თად არ უნდა გა­დაგ­ვე­ღო მათ­თან შე­უ­სა­ბა­მო ნივ­თე­ბი.

არა­ვის, და მათ შო­რის არც მე, არ გვი­ფიქ­რია, რომ ბავ­შვე­ბი და ეს ნივ­თე­ბი შე­უ­სა­ბა­მო იყო, არ გაგ­ვჩე­ნია კი­თხვე­ბი. ვერ შე­ვამ­ჩნი­ეთ, რომ ეს პრობ­ლე­მუ­რი იყო. ეს იყო არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ამას ძა­ლი­ან ვნა­ნობ.

ამ ამ­ბის შემ­დეგ, ვის­წავ­ლეთ და ახლა ნე­ბის­მი­ერ ფო­ტოს უფრო მე­ტად და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ყუ­რა­დღე­ბით შე­ვა­მოწ­მებთ და იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბით ეტა­პე­ბი, რო­მელ­საც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე გა­ივ­ლის. მინ­და ვთქვა, რომ ვწუხ­ვარ და გულ­წრფე­ლად ბო­დიშს ვიხ­დი მომ­ხდა­რის გამო და ყვე­ლას ბო­დიშს ვუხ­დი, ვინც ამის გამო და­ზა­რალ­და.

  • კრი­ტი­კის შე­სა­ხებ:

გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რომ ყვე­ლა­ფერს ობი­ექ­ტუ­რად უნდა შევ­ხე­დო და წარ­მო­ვიდ­გი­ნო, რას ფიქ­რობს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აუ­დი­ტო­რია. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა ამე­ღო. არას­დროს მდო­მე­ბია ასე­თი რე­აქ­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვა. გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლად აღიქ­ვეს, მაგ­რამ ეს კონ­კრე­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცია არას­დროს ყო­ფი­ლა ჩემი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის ნა­წი­ლი. პი­რა­დად ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იყო იმა­ზე ფიქ­რი, თუ რო­გორ ვერ და­ვი­ნა­ხე პრობ­ლე­მა. რად­გან ახლა ისე­თი ცხა­დია, რო­გო­რი არას­წო­რი იყო ამ­გვა­რი კამ­პა­ნი­ის გა­კე­თე­ბა.

სა­ში­ნელ რა­ღა­ცებს მე­ძახ­დნენ, ისეთს, რაც მე არ ვარ და არც "ბა­ლენ­სი­ა­გაა." ამ სა­ში­ნე­ლე­ბას­თან ერ­თად, ჩემი სა­ხე­ლი ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბის პრობ­ლე­მას და­უ­კავ­შირ­და. ჩვენ და­ვუშ­ვით ეს შეც­დო­მე­ბი და უნდა ავი­ღოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მათ­ზე. არას­დროს ვი­სურ­ვებ­დი მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნას. ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა ზოგ­ჯერ პრო­ვო­კა­ცი­უ­ლად აღიქ­მე­ბო­და და მე ვფიქ­რობ, რომ სა­კი­თხის ამ­გვარ აღ­ქმა­ში ამა­ნაც ითა­მა­შა როლი, თქვენ იცით, რო­გორ ხე­დავს ზო­გი­ერ­თი ამას, თით­ქოს, ეს იყოს კი­დევ ერთი ტრი­უ­კი ჩემ­გან, მაგ­რამ ასე არ ყო­ფი­ლა.

ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რთუ­ლი ეტა­პი გა­მივ­ლია, მაგ­რამ ეს გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი იყო, ეს იყო შეც­დო­მა, რომ­ლის­გა­ნაც უნდა ის­წავ­ლო. გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლი ჩემ­თვის იმი­ტომ იყო, რომ არ შე­მეძ­ლო ყვე­ლაფ­რის ახ­სნა, ზი­ა­ნი მი­ად­გა "ბა­ლენ­სი­ა­გას" სა­ხელს, კრის­ტო­ბალ ბა­ლენ­სი­ა­გას მემ­კვიდ­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია და უდი­დეს პა­ტივს ვცემ. ეს არის მო­დის სახ­ლი, რო­მე­ლიც მშვე­ნი­ერ შე­მოქ­მე­დე­ბით ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და მე ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბით ვცდი­ლობ­დი ის თა­ნა­მედ­რო­ვედ მექ­ცია, თუმ­ცა უეც­რად, ჩვენ­თვის შე­უ­სა­ბა­მო იარ­ლი­ყე­ბი მოგ­ვა­წე­ბეს. უდა­ვოა, რომ უდი­დე­სი და სუ­ლე­ლუ­რი შეც­დო­მა და­ვუშ­ვით და გაკ­ვე­თი­ლიც მი­ვი­ღეთ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიული
10

90 წლების ბაზრის მოვაჭრეს გავს.

გოგა
14

არადა კბილი მოუსინჯეს ხალხს ამ ამაზრზენობას როგორ მიიღებდნენ და მზად იყვნენ თუ არა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"და სწორედ აქ დავუშვი შეცდომა... ამას ძალიან ვნანობ, რთული იყო იმაზე ფიქრი, როგორ ვერ დავინახე პრობლემა" - დემნას პირველი ინტერვიუ "ბალენსიაგას" სკანდალური კამპანიის შემდეგ

"და სწორედ აქ დავუშვი შეცდომა... ამას ძალიან ვნანობ,  რთული იყო იმაზე ფიქრი, როგორ ვერ დავინახე პრობლემა" - დემნას პირველი ინტერვიუ "ბალენსიაგას" სკანდალური კამპანიის შემდეგ

გასული წლის შემოდგომაზე Balneciaga და მისი კრეატიული დირექტორი დემნა, საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. მიზეზი ბრენდის კამპანიები იყო.

  • საქმე ეხება Balenciaga Gift Shop-ის სადღესასწაულო კამპანიას და Garde-Robe-ის კამპანიას, რომელთა ფარგლებში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანდა ბავშვები, ხელში დათვის ფორმის ჩანთებით. ეს ჩანთები პირველად საზოგადოებამ ნახა პარიზში, როდესაც Balenciaga-მ 2023 წლის გაზაფხულის კოლექცია წარადგინა. დათვის ფორმის ჩანთებს აქვთ ტყავის დეტალები და სხვა BDSM - მონობასთან, დამორჩილებასთან, დომინირებასთან, სადიზმსა და მაზოხიზმთან დაკავშირებული ელემენტები.

აღნიშულის გამო საზოგადოებამ ბრენდი ბავშვთა ჩაგვრასა და ბავშვთა პორნოგრაფიის რომანტიზებაში დაადანაშაულა. ვარსკვლავების დიდმა ნაწილმა უარი თქვა Balenciaga-ს სამოსზე და სხვადასხვა მსხვილმა კომპანიამ ბრენდთან თანამშრომლობა გაწყვიტა.

Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა პირველად საუბრობს მომხდარზე, დეტალურად აღწერს, თუ როგორ დაიგეგმა კამპანია და ამბობს, რომ ეს მისი დიდი შეცდომა იყო. დემნასთან ვრცელ ინტერვიუს Vogue აქვეყნებს.

  • დემნა:

- 2023 წლის გაზაფხულის კამპანია პირდაპირ შთაგონებულია ჩვენებით, რომელიც გასულ წელს, ნიუ იორკში, უოლ სტრიტზე გავმართეთ. მსურდა, ფოტოები გადამეღო ტიპურ ნიუ-იორკულ გარემოში. ძირითადად გადამეღო CEO-ს სტილის ოფისი. მე ვნახე მაგალითი იმისა, თუ როგორ მოეწყობოდა ოფისები გადაღებისთვის, დავეთანხმე, თუ როგორი სტილის ავეჯს გამოიყენებდნენ და როგორი პოზები ექნებოდათ მოდელებს. მას შემდეგ მე გადაღებაზე არ ვყოფილვარ, ფოტოები მაჩვენეს, რომ შემერჩია ფოტოგრაფის არჩეულიდან რომელი უფრო მომეწონებოდა.

The Gift Shop კამპანია საერთოდ არ იყო დაკავშირებული 2023 წლის გაზაფხულის კამპანიასთან - ის გადაიღეს სხვა დროს, ოქტომბერში და კიდევ ერთი გადაღება იყო ივლისში. კამპანია გაკეთდა სადღესასწაულო ნივთების რეკლამის მიზნით. კამპანიის კონცეფცია მოითხოვდა, ერთად, ერთმანეთისგან განსხვავებული ბევრი სხვადასხვა პროდუქტის გადაღებას.

ბავშვის ტანსაცმელი იყო gift shop-ის კამპანიის ნაწილი, ისევე როგორც დათვის ფორმის ჩანთები, რომელიც პანკების კულტურას წარმოადგენს და არაფერი აკავშირებს BDSM-თან. ის წარადგინეს ზრდასრულებმა 2022 წლის ოქტომბრის ჩვენების დროს. გუნდმა შემოგვთავაზა ფოტოგრაფი, რომელიც ამ კამპანიაზე იმუშავებდა, რადგან წლის დასაწყისში მე მისი ნამუშევრები მაჩვენეს და მომეწონა მისი ფოტოების კომპოზიცია.

ამ ფოტოგრაფის ფოტოებზე ხშირად აღბეჭდილი იყო ოთახი, სადაც გარშემო მრავალი სათამაშო იყო მიმობნეული, ცენტრში კი ბავშვები იდგნენ. ვიფიქრეთ, რომ ეს კონცეფცია საშუალებას მოგვცემდა საჩუქრების მაღაზიიდან სხვადასხვა სახის ნივთები ერთ სურათში წარმოგვედგინა და არ მოგვიწევდა თითოეულის საჩვენებლად 100 ფოტოს გადაღება.

  • და სწორედ აქ დავუშვი შეცდომა, დიდი შეცდომა დავუშვი. ვერ მივხვდი რამდენად შეუფერებელი იქნებოდა იმ ნივთებთან ერთად ბავშვების გადაღება. სამწუხაროდ, ეს იყო არასწორი იდეა და ჩემ მიერ მიღებული ცუდი გადაწყვეტილება. ბავშვებთან ერთად არ უნდა გადაგვეღო მათთან შეუსაბამო ნივთები.

არავის, და მათ შორის არც მე, არ გვიფიქრია, რომ ბავშვები და ეს ნივთები შეუსაბამო იყო, არ გაგვჩენია კითხვები. ვერ შევამჩნიეთ, რომ ეს პრობლემური იყო. ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება და ამას ძალიან ვნანობ.

ამ ამბის შემდეგ, ვისწავლეთ და ახლა ნებისმიერ ფოტოს უფრო მეტად დავაკვირდებით, ყურადღებით შევამოწმებთ და იქნება დამატებით ეტაპები, რომელსაც გამოქვეყნებამდე გაივლის. მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ და გულწრფელად ბოდიშს ვიხდი მომხდარის გამო და ყველას ბოდიშს ვუხდი, ვინც ამის გამო დაზარალდა.

  • კრიტიკის შესახებ:

გავაანალიზე, რომ ყველაფერს ობიექტურად უნდა შევხედო და წარმოვიდგინო, რას ფიქრობს განსხვავებული აუდიტორია. პასუხისმგებლობა უნდა ამეღო. არასდროს მდომებია ასეთი რეაქციის გამოწვევა. გავაცნობიერე, რომ ჩემი ნამუშევარი პროვოკაციულად აღიქვეს, მაგრამ ეს კონკრეტული სიტუაცია არასდროს ყოფილა ჩემი პროვოკაციული ხასიათის ნაწილი. პირადად ჩემთვის ყველაზე რთული იყო იმაზე ფიქრი, თუ როგორ ვერ დავინახე პრობლემა. რადგან ახლა ისეთი ცხადია, როგორი არასწორი იყო ამგვარი კამპანიის გაკეთება.

საშინელ რაღაცებს მეძახდნენ, ისეთს, რაც მე არ ვარ და არც "ბალენსიაგაა." ამ საშინელებასთან ერთად, ჩემი სახელი ბავშვებზე ძალადობის პრობლემას დაუკავშირდა. ჩვენ დავუშვით ეს შეცდომები და უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა მათზე. არასდროს ვისურვებდი მსგავს სიტუაციაში აღმოჩენას. ჩემი შემოქმედება ზოგჯერ პროვოკაციულად აღიქმებოდა და მე ვფიქრობ, რომ საკითხის ამგვარ აღქმაში ამანაც ითამაშა როლი, თქვენ იცით, როგორ ხედავს ზოგიერთი ამას, თითქოს, ეს იყოს კიდევ ერთი ტრიუკი ჩემგან, მაგრამ ასე არ ყოფილა.

ცხოვრებაში ბევრი რთული ეტაპი გამივლია, მაგრამ ეს განსაკუთრებით რთული იყო, ეს იყო შეცდომა, რომლისგანაც უნდა ისწავლო. განსაკუთრებით მტკივნეული ჩემთვის იმიტომ იყო, რომ არ შემეძლო ყველაფრის ახსნა, ზიანი მიადგა "ბალენსიაგას" სახელს, კრისტობალ ბალენსიაგას მემკვიდრეობას, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია და უდიდეს პატივს ვცემ. ეს არის მოდის სახლი, რომელიც მშვენიერ შემოქმედებით ღირებულებებზეა დაფუძნებული და მე ჩემი შემოქმედებით ვცდილობდი ის თანამედროვედ მექცია, თუმცა უეცრად, ჩვენთვის შეუსაბამო იარლიყები მოგვაწებეს. უდავოა, რომ უდიდესი და სულელური შეცდომა დავუშვით და გაკვეთილიც მივიღეთ.