მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას დაკავება იყო კანონიერი და არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები" - იუსტიციის სამინისტრო
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას დაკავება იყო კანონიერი და არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები" - იუსტიციის სამინისტრო

დღეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ საქ­მე­ზე "უგუ­ლა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და მი­იჩ­ნია, რომ 2014-2015 წლებ­ში გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას და­კა­ვე­ბა მიზ­ნად არ ისა­ხავ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან მის ჩა­მო­შო­რე­ბას. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, მომ­ჩი­ვა­ნი 2014 წლის ივ­ლი­სი­დან 2015 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე ორი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ფარ­გლებ­ში მის­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის (პა­ტიმ­რო­ბა) კა­ნო­ნი­ე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე და­ობ­და. იგი აგ­რეთ­ვე ამ­ტკი­ცებ­და, რომ პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის ერ­თა­დერთ მი­ზანს პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან მისი ჩა­მო­შო­რე­ბა წარ­მო­ად­გენ­და.

"სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, 2014 წლის ივ­ლის­ში მომ­ჩივ­ნის და­კა­ვე­ბა მისი მხრი­დან და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის და­სა­ბუ­თე­ბულ ვა­რა­უდს ეფუძ­ნე­ბო­და, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით დას­ტურ­დე­ბო­და. ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო ეროვ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მსჯე­ლო­ბას იმ ნა­წილ­ში და­ე­თან­ხმა, რომ მომ­ჩივ­ნის მხრი­დან გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის, მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის და მი­მალ­ვის საფრ­თხე­ე­ბი არ­სე­ბობ­და.

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე არ გა­ი­ზი­ა­რა მომ­ჩივ­ნის მტკი­ცე­ბა მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნის თა­ო­ბა­ზე. კერ­ძოდ, ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ უარ­ყო მომ­ჩივ­ნის არ­გუ­მენ­ტი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მთა­ვა­რი მო­ტი­ვი გა­მო­ძი­ე­ბის წარ­მო­ე­ბის და პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კონ­ტექ­სტში პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან ჩა­მო­შო­რე­ბა იყო.

სა­სა­მარ­თლომ გან­მარ­ტა, რომ მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ტუ­სი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან იმუ­ნი­ტე­ტის მი­ნი­ჭე­ბას არ ნიშ­ნავს. სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე ხაზი გა­უს­მა ეროვ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და აღ­ნიშ­ნა, რომ არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა წარ­დგე­ნი­ლი, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნებ­და. შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მე-18 მუხ­ლის (უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვა­თა გა­მო­ყე­ნე­ბის ფარ­გლე­ბი) დარ­ღვე­ვას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი მომ­ჩივ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი სცე­ნი­დან გაყ­ვა­ნას არ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ კონ­ვენ­ცი­ის დარ­ღვე­ვა ორ ეპი­ზოდ­თან მი­მარ­თე­ბით და­ად­გი­ნა, რო­მელ­თა­გან ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში, ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს კრი­ტი­კის სა­განს წარ­მო­ად­გენ­და 2015 წლამ­დე მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და პრაქ­ტი­კა.

კერ­ძოდ, მომ­ჩივ­ნის და­კა­ვე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნა, რომ 2015 წელს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, არ­სე­ბობ­და სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 205-ე მუხ­ლის მი­ხედ­ვით ცალ-ცალ­კე, პა­რა­ლე­ლურ ან თან­მიმ­დევ­რულ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა­ში აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ 2015 წლის 15 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან შე­უ­სა­ბა­მოდ მი­იჩ­ნია.

შე­სა­ბა­მი­სად, ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიგ­ნე­ბე­ბი გა­ი­ზი­ა­რა და მი­იჩ­ნია, რომ 2014 წლის ივ­ლის­ში მომ­ჩივ­ნი­სათ­ვის პა­ტიმ­რო­ბის პირ­ვე­ლა­დი შე­ფარ­დე­ბი­დან 9 თვის გას­ვლის შემ­დგომ, მისი პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბა კონ­ვენ­ცი­ის დარ­ღვე­ვას წარ­მო­ად­გენ­და. ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ აგ­რეთ­ვე და­ად­გი­ნა, რომ მომ­ჩივ­ნის გან­გრძო­ბა­დი პა­ტიმ­რო­ბა არ იყო სა­თა­ნა­დოდ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მიერ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორი­ვე სა­კი­თხი დღეს­დღე­ო­ბით მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­თა და პრაქ­ტი­კით არის აღ­მო­ფხვრი­ლი. კერ­ძოდ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის პრაქ­ტი­კა შე­იც­ვა­ლა. გარ­და ამი­სა, გან­გრძო­ბა­დი პა­ტიმ­რო­ბი­სას, დღეს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, ავ­ტო­მა­ტუ­რად, პა­ტიმ­რო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის გა­და­სინ­ჯვა ორ თვე­ში ერთხელ ხდე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
temo
0

ეს იძახის "ქოცებს" მოვუგე სასამართლოო, ქოცები ოძახიან ჩვენ მოვიგეთო და ოროვე მხარემ როგორ მოიგო? 

გიო
0

 ჩვენი მაყუთი დაიდოს ბიჭო,რაც მოუპარე ბიუჯეტიდან.ჯერ ტილები დაიყრეინე და მერე ირაინდე.

ავტორი:

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას დაკავება იყო კანონიერი და არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები" - იუსტიციის სამინისტრო

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას დაკავება იყო კანონიერი და არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები" - იუსტიციის სამინისტრო

დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და მიიჩნია, რომ 2014-2015 წლებში გიორგი უგულავას დაკავება მიზნად არ ისახავდა პოლიტიკური ცხოვრებიდან მის ჩამოშორებას. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომჩივანი 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის სექტემბრამდე ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობა) კანონიერების თაობაზე დაობდა. იგი აგრეთვე ამტკიცებდა, რომ პატიმრობის შეფარდების ერთადერთ მიზანს პოლიტიკური ცხოვრებიდან მისი ჩამოშორება წარმოადგენდა.

"სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, 2014 წლის ივლისში მომჩივნის დაკავება მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის დასაბუთებულ ვარაუდს ეფუძნებოდა, რომელიც პროკურატურის მიერ მოპოვებული არაერთი მტკიცებულებით დასტურდებოდა. ევროპული სასამართლო ეროვნული სასამართლოების მსჯელობას იმ ნაწილში დაეთანხმა, რომ მომჩივნის მხრიდან გამოძიებისთვის ხელის შეშლის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხეები არსებობდა.

სტრასბურგის სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მომჩივნის მტკიცება მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ უარყო მომჩივნის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს მთავარი მოტივი გამოძიების წარმოების და პატიმრობის გამოყენების კონტექსტში პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება იყო.

სასამართლომ განმარტა, რომ მაღალი პოლიტიკური სტატუსი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან იმუნიტეტის მინიჭებას არ ნიშნავს. სტრასბურგის სასამართლომ ასევე ხაზი გაუსმა ეროვნული სასამართლოების აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას და აღნიშნა, რომ არანაირი მტკიცებულება არ ყოფილა წარდგენილი, რომელიც ეროვნული სასამართლოების დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ დააყენებდა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ზემოხსენებული პროცესები მომჩივნის პოლიტიკური სცენიდან გაყვანას არ ემსახურებოდა.

დღევანდელი გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ კონვენციის დარღვევა ორ ეპიზოდთან მიმართებით დაადგინა, რომელთაგან ორივე შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს კრიტიკის საგანს წარმოადგენდა 2015 წლამდე მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა.

კერძოდ, მომჩივნის დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 2015 წელს მოქმედი კანონმდებლობით, არსებობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მიხედვით ცალ-ცალკე, პარალელურ ან თანმიმდევრულ სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების პრაქტიკა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 15 სექტემბერს საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია.

შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიგნებები გაიზიარა და მიიჩნია, რომ 2014 წლის ივლისში მომჩივნისათვის პატიმრობის პირველადი შეფარდებიდან 9 თვის გასვლის შემდგომ, მისი პატიმრობაში დატოვება კონვენციის დარღვევას წარმოადგენდა. ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ მომჩივნის განგრძობადი პატიმრობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ეროვნული სასამართლოების მიერ.

აღსანიშნავია, რომ ორივე საკითხი დღესდღეობით მოქმედი კანონმდებლობითა და პრაქტიკით არის აღმოფხვრილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, პარალელურად მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე პატიმრობის შეფარდების პრაქტიკა შეიცვალა. გარდა ამისა, განგრძობადი პატიმრობისას, დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ავტომატურად, პატიმრობის გაგრძელების საჭიროების გადასინჯვა ორ თვეში ერთხელ ხდება,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ: