საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურქეთში მომხდარი მიწისძვრისას დაღუპული საქართველოს ერთი მოქალაქე სამშობლოშია გადმოსვენებული" - რას აცხადებს ელჩი სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე
"თურქეთში მომხდარი მიწისძვრისას დაღუპული საქართველოს ერთი მოქალაქე სამშობლოშია გადმოსვენებული" - რას აცხადებს ელჩი სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე

თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის გი­ორ­გი ჯან­ჯღა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი მი­წისძვრი­სას და­ღუ­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მო­ქა­ლა­ქე სამ­შობ­ლო­შია გად­მოს­ვე­ნე­ბუ­ლი.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ორ მო­ქა­ლა­ქეს­თან და­კავ­ში­რე­ბით კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო კვლავ აგ­რძე­ლებს სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის მიზ­ნით, სა­ელ­ჩო მუდ­მივ კავ­შირ­ზეა თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის ცენ­ტრთან (AFAD). აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს ცხე­ლი ხა­ზის ნომ­რე­ბიც, სა­დაც ამ დრო­ი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ათას­ზე მეტი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი და მო­მარ­თვაა შე­მო­სუ­ლი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სამი მო­ქა­ლა­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის, ერთი მო­ქა­ლა­ქე უკვე გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ დრო­ის­თვის დად­გე­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ათო­ბით მო­ქა­ლა­ქის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა კი და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. მიმ­დი­ნა­რე­ობს სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ორ მო­ქა­ლა­ქეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ქა­ლაქ გა­ზი­ან­თეპ­სა და ქა­ლაქ ის­ქა­ნედ­რუნ­ში. სა­ელ­ჩო აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხოდ გა­მოყ­ვა­ნის და მათი დახ­მა­რე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბის ძი­ე­ბა­ზე.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში, კვლავ შე­ფერ­ხე­ბუ­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა, ხოლო ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. სტი­ქი­ის ზო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლი­ათ მხო­ლოდ სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფებ­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის კო­ლო­ნებს. ვი­თა­რე­ბას კი­დევ უფრო ამ­ძი­მებს რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბი, სი­ცი­ვე და დიდ­თოვ­ლო­ბა. ყო­ველ­დღი­უ­რად იმა­ტებს და­ზა­რა­ლე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა სა­ერ­თო რი­ცხვი. თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზე რჩე­ბა სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან, მათი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით,“ - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჯან­ჯღა­ვამ.

ელ­ჩის კო­მენ­ტარს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიახ
0

80 მილიონში 30,000 დაიღუპა და იქ მომუშავე ამდენი ქარტველი? ეგ როგორ?!

მიწისზვრას გრძნობენ მხლოდ ცხოველები და ფრინველები! მაგ. ძაღლი თუ გყავს, როგორც კი ზაღლი წამოხტება უმიზეზოდ ყეფას ატეხს, ყმუის, დარბის ოთახში აი მაშინ გაფრთხილდი და გამოვარდი გარეთ! ეს კარგს არ მოასწავებს! 

ერი
2

ჰ-ს ვეთანხმები ესნი არიან პარაზიტები

ავტორი:

"თურქეთში მომხდარი მიწისძვრისას დაღუპული საქართველოს ერთი მოქალაქე სამშობლოშია გადმოსვენებული" - რას აცხადებს ელჩი სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე

"თურქეთში მომხდარი მიწისძვრისას დაღუპული საქართველოს ერთი მოქალაქე სამშობლოშია გადმოსვენებული" - რას აცხადებს ელჩი სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე

თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრისას დაღუპული საქართველოს ერთი მოქალაქე სამშობლოშია გადმოსვენებული.

მისივე ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ორ მოქალაქესთან დაკავშირებით კვლავ მიმდინარეობს.

"თურქეთში საქართველოს საელჩო კვლავ აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, საელჩო მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან (AFAD). აღსანიშნავია, რომ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებიც, სადაც ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრების ათასზე მეტი სატელეფონო ზარი და მომართვაა შემოსული. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე საქართველოს სამი მოქალაქის გარდაცვალებაა დადასტურებული, მათ შორის, ერთი მოქალაქე უკვე გადასვენებულია საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის დადგენილია საქართველოს ათობით მოქალაქის ადგილსამყოფელი, მათი მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორ მოქალაქესთან დაკავშირებით ქალაქ გაზიანთეპსა და ქალაქ ისქანედრუნში. საელჩო აქტიურად მუშაობს, სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოყვანის და მათი დახმარების ალტერნატიული გზების ძიებაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ სტიქიის ზონაში, კვლავ შეფერხებულია თავისუფალი გადაადგილება, ხოლო ავტომაგისტრალებზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სტიქიის ზონის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ სამაშველო ჯგუფებსა და ჰუმანიტარული დახმარების კოლონებს. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს რთული მეტეოროლოგიური პირობები, სიცივე და დიდთოვლობა. ყოველდღიურად იმატებს დაზარალებულთა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი. თურქეთში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზე რჩება სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, მათი საჭიროებების დადგენის მიზნით,“ - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

ელჩის კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.