პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანის უწყებას სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო
თეა წულუკიანის უწყებას სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი­დან 2022 წლის და­სა­წყის­ში გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ნანა გაბ­რი­ჩი­ძე-ბუ­ა­ძის სარ­ჩე­ლი და მუ­ზე­უმს მის­თვის კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და და­ა­კის­რა. მუ­ზე­უ­მის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­სა­მარ­თლოს სთხოვ­და მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბის უკა­ნო­ნოდ ცნო­ბას. ნანა გაბ­რი­ჩი­ძე-ბუ­ა­ძის ინ­ტე­რე­სებს სა­სა­მარ­თლო­ში იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია Justice League [ჯას­თის ლიგ] იცავ­და. კომ­პა­ნი­ის იუ­რის­ტის, დიტო ხვი­ჩი­ას თქმით, მის­თვის, რო­გორც იუ­რის­ტის­თვის, ამ პრო­ცეს­ში გა­მარ­ჯვე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და, რად­გან მო­სარ­ჩე­ლე მისი ბე­ბი­აა.

"მუ­ზე­უ­მის საქ­მე­ებ­ზე და­ვას, პი­რა­დად ჩემ­თვის პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა კი­დევ ერთი მი­ზე­ზის გამო ჰქონ­და. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის არის ბე­ბი­ა­ჩე­მი, ნანა გაბ­რი­ჩი­ძე-ბუ­ა­ძე. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც 52 წელი იმუ­შა­ვა თით­ქმის ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში და სრუ­ლი­ად არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კო­მი­სი­ის მიერ, 15 წუ­თი­ა­ნი “პრო­ფე­სი­უ­ლი” გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან. დღეს სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ჩვე­ნი სარ­ჩე­ლი და და­ა­კის­რა ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს, კომ­პენ­სა­ცი­ის და იძუ­ლე­ბი­თი გა­ნაც­დუ­რის გა­დახ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბამ­დე. უდი­დე­სი მად­ლო­ბა ჩვე­ნი Justice League • ჯას­თის ლიგ-ის ყვე­ლა იუ­რისტს, ვინც ამ საქ­მე­ზე იმუ­შა­ვა", - წერს დიტო ხვი­ჩია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის უწყე­ბას ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი­დან უკა­ნო­ნოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა არა­ერ­თმა პირ­მა მო­უ­გო სა­სა­მარ­თლო დავა.

მას შემ­დეგ, რაც წუ­ლუ­კი­ა­ნი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა, რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, სა­მი­ნის­ტრო­დან და მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უწყე­ბე­ბი­დან მრა­ვა­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
0

განთავისუფლებულ ადამიანებს გულს აფხანინებენ,რადგან არც ერთი მათგანი სამსახურში არ აღადგინეს.იგივეა სტრასბურგში,პატარა ძვალს გადმოუგდებენ მომჩივანს სახელმწიფოს ხარჯზე და სულ ეს არის.

გამარჯვება ნიშნავს უფლებებში აღდგენას და არა პატარა ფულად კომპენსაციას.

ჭ. ჭ.
1

პენსია დასავლეთში იმდენია, რომ მოხუცები კბილების კაწკაწით ელოდებიან. აქ კი პენსია მათხოვრობის სინონიმია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

თეა წულუკიანის უწყებას სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

თეა წულუკიანის უწყებას სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ეროვნული მუზეუმიდან 2022 წლის დასაწყისში გათავისუფლებული ნანა გაბრიჩიძე-ბუაძის სარჩელი და მუზეუმს მისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი სასამართლოს სთხოვდა მისი გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობას. ნანა გაბრიჩიძე-ბუაძის ინტერესებს სასამართლოში იურიდიული კომპანია Justice League [ჯასთის ლიგ] იცავდა. კომპანიის იურისტის, დიტო ხვიჩიას თქმით, მისთვის, როგორც იურისტისთვის, ამ პროცესში გამარჯვებას განსაკუთრებული პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მოსარჩელე მისი ბებიაა.

"მუზეუმის საქმეებზე დავას, პირადად ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა კიდევ ერთი მიზეზის გამო ჰქონდა. გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის არის ბებიაჩემი, ნანა გაბრიჩიძე-ბუაძე. ადამიანი, რომელმაც 52 წელი იმუშავა თითქმის ყველა საფეხურზე ეროვნულ მუზეუმში და სრულიად არაკომპეტენტური, არაპროფესიონალი კომისიის მიერ, 15 წუთიანი “პროფესიული” გასაუბრების შემდეგ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. დღეს სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი და დააკისრა ეროვნულ მუზეუმს, კომპენსაციის და იძულებითი განაცდურის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე. უდიდესი მადლობა ჩვენი Justice League • ჯასთის ლიგ-ის ყველა იურისტს, ვინც ამ საქმეზე იმუშავა", - წერს დიტო ხვიჩია სოციალურ ქსელში.

თეა წულუკიანის უწყებას ეროვნული მუზეუმიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა არაერთმა პირმა მოუგო სასამართლო დავა.

მას შემდეგ, რაც წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა, რეორგანიზაციის ფარგლებში, სამინისტროდან და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებებიდან მრავალი თანამშრომელი გათავისუფლდა.