მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს - რატომღაც მოუნდა ოხუნჯობა და იოხუნჯა" - კობახიძე
"ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს - რატომღაც მოუნდა ოხუნჯობა და იოხუნჯა" - კობახიძე

"ეს იყო მცი­რე ოხუნ­ჯო­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა პრე­ზი­დენტს წე­ლი­წად­ში ერთხელ ეპა­ტი­ოს - რა­ტომ­ღაც მო­უნ­და ოხუნ­ჯო­ბა და იო­ხუნ­ჯა", - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ კო­ბა­ხი­ძის მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ნიშ­ნა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის თქმით, გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, თა­ვი­დან ყალ­ბი ეგო­ნა.

"რა­ტომ­ღაც მო­უნ­და ოხუნ­ჯო­ბა და იო­ხუნ­ჯა. ზო­გა­დად, რა თქმა უნდა, სე­რი­ო­ზუ­ლად თუ შევ­ხე­დავთ, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტი თა­ვის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე ასეთ რა­ღა­ცას დებს... თა­ვი­დან "ფე­ი­კი“ მე­გო­ნა. მარ­თლა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, მაგ­რამ მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ ასე ხუმ­რო­ბა მო­უნ­და და იხუმ­რა,“ - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ "ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ კარ­გად უნდა იცო­დეს, რომ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში პრე­ზი­დენ­ტის მიერ დის­კრე­ცი­ულ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე მუ­ქა­რა და­უშ­ვე­ბე­ლია“.

"მიგ­ვაჩ­ნია, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ "სიის მე­სა­მე ნო­მერ­მა, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და დუ­სელ­დორ­ფის სა­მარ­თლის მა­გის­ტრმა, დუ­სელ­დორ­ფის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის დოქ­ტორ­მა, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის (ყო­ფილ­მა) ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, აქ შევ­ჩერ­დე­ბით, ბევ­რს არ გა­ვაგ­რძე­ლებთ", ბა­ტონ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ კარ­გად უნდა იცო­დეს, რომ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში პრე­ზი­დენ­ტის მიერ დის­კრე­ცი­ულ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე მუ­ქა­რა და­უშ­ვე­ბე­ლია!“,- ნათ­ქვა­მია პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­ნამ­დე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო შე­წყა­ლე­ბის შე­სა­ხებ დას­მულ კი­თხვას უპა­სუ­ხა და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ექ­ნე­ბა უმ­ძი­მე­სი რე­აქ­ცია ასეთ აქ­ტზე და ბუ­ნებ­რი­ვია, მა­საც "ძა­ლი­ან მძი­მე რე­აქ­ცია“ ექ­ნე­ბო­და. კო­ბა­ხი­ძის თქმით, ასე­თი რამ თე­ო­რი­უ­ლად რომ მოხ­დეს, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
1

ანუ, ამ წლის ოხუნჯობების ლიმიტი, ამოწურა სალომემ?

მარინა
0

ყველა დამნაშავე, ვალდებულია სასჯელი მოიხადოს პირნათლად. გამონაკლისი შემთხვევების გარდა როდესაც დანაშაული ნაკლებად მძიმეა და მსჯავრდებული ინანიებს ჩადენილს შეგნებულად 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს - რატომღაც მოუნდა ოხუნჯობა და იოხუნჯა" - კობახიძე

"ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს - რატომღაც მოუნდა ოხუნჯობა და იოხუნჯა" - კობახიძე

"ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს - რატომღაც მოუნდა ოხუნჯობა და იოხუნჯა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ კობახიძის მისამართით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, განცხადება, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნდა, თავიდან ყალბი ეგონა.

"რატომღაც მოუნდა ოხუნჯობა და იოხუნჯა. ზოგადად, რა თქმა უნდა, სერიოზულად თუ შევხედავთ, როდესაც პრეზიდენტი თავის ოფიციალურ საიტზე ასეთ რაღაცას დებს... თავიდან "ფეიკი“ მეგონა. მართლა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ასე ხუმრობა მოუნდა და იხუმრა,“ - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია“.

"მიგვაჩნია, რომ "ქართული ოცნების“ ,,სიის მესამე ნომერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუსელდორფის სამართლის მაგისტრმა, დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ყოფილმა) ვიცე-პრეზიდენტმა, აქ შევჩერდებით, ბევრს არ გავაგრძელებთ", ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!“,- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

მანამდე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ საზოგადოებას ექნება უმძიმესი რეაქცია ასეთ აქტზე და ბუნებრივია, მასაც "ძალიან მძიმე რეაქცია“ ექნებოდა. კობახიძის თქმით, ასეთი რამ თეორიულად რომ მოხდეს, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება.