"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში, მისი ნათესავების სახლში დააკავეს. როგორც წყარო ყვება, ბადრი ესებუა ჯიქიების სახლში იმალებოდა.
სწორედ იქ მივიდა პოლიცია და ჩატარდა სპეცოპერაცია. ამ დრომდე პოლიციაში იმყოფებიან ჯიქიებიც, შესაძლოა, მათ ინფორმაციის შეუტყობინებლობისთვის ბრალიც წაუყენონ.
"გვეჯე" ( ომია) ჯიქიას სახლში აიყვანეს ესებუა. ცოტა შორეული ნათესავია, როგორც ვიცი. საღამოს იყო ეს სპეცოპერაცია. მათთან რამდენი ხანი იყო, ჯერჯერობით, ეს არ ვიცი. როგორც მითხრეს, დაკავებულია თვითონ ომია და მისი ცოლიც.
ისინი წუხელვე წაიყვანეს პოლიციაში და ამბობენ, ედავებიან შეუტყობინებლობას. ომია გლეხი, პატიოსანი კაცია. მისი ქალიშვილიც ჩვენს სოფელშია გათხოვილი. მათი სახლი ისეთ ადგილას არის, რომ მეზობლები, ახლო-მახლო არავინ ცხოვრობს. განმარტოვებული ადგილია და ცოტა შორს. არის მყუდრო ადგილი. იმასაც ამბობენ, ეს ამბავი ნათესავებიდან გატყდაო, ვიღაცამ ეტყობა აცნობა პოლიციას.... განაგრძეთ კითხვა
იხილეთ ასევე:
და ის ნახევარი მილიონი დოლარი სადაა?-ან რამდენიღაა დარჩენილი?-ამოიღეს რამე?-იარაღის უკანონობაზე,რომ ლაპარაკობენ ფულზე?-სად გაქრა ის ფული?
ისა და, ამ ქვეყანაში ამ კაცს რა სინდისით ასამართლებენ?! როცა პრემიერ ანტუნის პენსიონერი, უმუშევარი მამა 300 ათასს ლარს ჩუქნის?! და მერე შვილს 100 ათასი დოლარი უნდა უხადოს ყიველწლიურად აშშ უნიში. არ გრცხვენიათ?!