საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენი ხელები სისხლით არის შეღებილი, მკვლელებო" - სილამაზის კონკურსში "მისის სამყარო 2022" რუსეთის წარმომადგენლის გამარჯვება სკანდალად იქცა
"თქვენი ხელები სისხლით არის შეღებილი, მკვლელებო" -  სილამაზის კონკურსში "მისის სამყარო 2022" რუსეთის წარმომადგენლის გამარჯვება სკანდალად იქცა

6 თე­ბერ­ვალს, ბულ­გა­რე­თის დე­და­ქა­ლაქ სო­ფი­ა­ში სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი "მი­სის სამ­ყა­რო 2022“ ჩა­ტარ­და, რო­მელ­შიც და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. გა­მარ­ჯვე­ბა რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა - 34 წლის ელენა მაქ­სი­მო­ვამ მო­ი­პო­ვა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რუ­სის გა­მარ­ჯვე­ბას უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ ტე­რო­რის­ტუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და­ა­ჯილ­დო­ვეს.

"მა­შინ, რო­დე­საც რუსი ანა ლი­ნი­კო­ვა "მის სამ­ყა­რო 2022“-დან შე­ში­ნე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და, ბულ­გა­რეთ­ში რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნელს გვირ­გვი­ნი და­ად­გეს, ეს იმ დროს, რო­დე­საც ეს ქვე­ყა­ნა ყო­ველ­დღი­უ­რად ბომ­ბავს უკ­რა­ი­ნას", - წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია.

"მი­სის სამ­ყა­რო 2022“-ზე, სულ 120 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მათ შო­რის იყ­ვნენ: ჩი­ნე­თი­დან, ტა­ი­ლან­დი­დან, ფი­ლი­პი­ნე­ბი­დან, ია­პო­ნი­ი­დან, ინ­დო­ე­თი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, ეს­პა­ნე­თი­დან, აშშ-დან და სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან.

34 წლის ელე­ნა მაქ­სი­მო­ვა ქა­ლაქ იჟევ­სკში ცხოვ­რობს, ჰყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა "მი­სის სამ­ყა­რო­ზე“ გა­მარ­ჯვე­ბა რუს კონ­კურ­სანტს ხვდა წი­ლად. რუ­სუ­ლი დე­ლე­გა­ცია აღ­ნიშ­ნავს, რომ ბულ­გა­რეთ­ში მათ ნორ­მა­ლუ­რად ექ­ცე­ოდ­ნენ. მა­შინ, როცა ანა ლი­ნი­კო­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ "მის მსოფ­ლი­ოს“ კონ­კურ­სზე მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას კონ­კურ­სან­ტე­ბი გა­ურ­ბოდ­ნენ.

"ყვე­ლა ქვე­ყა­ნა და­დე­ბი­თად გა­მო­ეხ­მა­უ­რა ჩვენს დე­ლე­გა­ცი­ას. ეს ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია,“ - წე­რენ გა­ხა­რე­ბუ­ლი რუ­სე­ბი.

ამ გა­მარ­ჯვე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი კრი­ტი­კუ­ლი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა, გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე მათ­განს:

  • "რუ­სის მამა სხვებ­ზე მდი­და­რი აღ­მოჩ­ნდა?"
  • "რა­ღაც ვერ გა­ვი­გე, ეს რო­გორ მოხ­და დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში? რო­გორ და­უშ­ვა ცი­ვი­ლი­ზე­ბულ­მა სამ­ყა­რომ?"
  • "რა­ტომ გა­მო­დი­ან რუსი ქა­ლე­ბი ჯერ კი­დევ მსოფ­ლიო კონ­კურ­სებ­ზე? რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას სჭირ­დე­ბა იზო­ლი­რე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­გან! თქვე­ნი ხე­ლე­ბი სის­ხლით არის შე­ღე­ბი­ლი, მკვლე­ლე­ბო".
  • "მისი ქვე­ყა­ნა ყო­ველ­დღე ბომ­ბავს უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქებს. ჯა­რის­კა­ცე­ბის, ბავ­შვე­ბის, ქა­ლე­ბის სის­ხლი იღ­ვრე­ბა. ჭკუა არ გაქვთ?"
  • "მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა ომი გა­ა­ჩა­ღა, მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უნდა მოკ­ვე­თონ მთე­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო­დან. ისი­ნი ყვე­ლას­გან გა­რი­ყუ­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ".

  • ვინ წარ­მო­ად­გენ­და უკ­რა­ი­ნას "მი­სის სამ­ყა­რო 2022-ზე“

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ "მი­სის სამ­ყა­რო 2022-ზე“ უკ­რა­ი­ნას ერ­თდრო­უ­ლად ხუთი ქალი წარ­მო­ად­გენ­და: ნა­ტა­ლია ივა­ნო­ვა ლვო­ვი­დან, ივა­ნა მერ­ში­ნე­ცი ხარ­კო­ვი­დან, კა­ტე­რი­ნა იან­ტუ­ხი კი­ე­ვი­დან, ნა­დეჟ­და შა­ბა­ნი ხერ­სო­ნი­დან და ლი­დია კნა­უ­ბი მა­რი­უ­პო­ლი­დან. კონ­კურ­სზე ყვე­ლამ მო­ი­პო­ვა სხვა­დას­ხვა ტი­ტუ­ლე­ბი - "მი­სის ტოპ ევ­რო­პა", "მი­სის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა", "სამ­ყა­როს ქალ­ბა­ტო­ნი პირ­ვე­ლი ლედი-შთა­გო­ნე­ბა", "ქალ­ბა­ტო­ნი სო­ლი­და­რო­ბა" და "ქალ­ბა­ტო­ნი გამ­ბე­და­ო­ბა".

უკ­რა­ი­ნე­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­თან ერ­თად

თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რობ­და, რათა უკ­რა­ი­ნა­ში ომის შე­სა­ხებ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ეთ­ქვა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შორენა
4

რად მიიწვიეს კონკურსზე? ოლიმპიადაზეც ეგრე უნდა მოიქცნენ და არ უნდა აგრძნობინონ რომ უამრავი უდანაშაულო ადამიანის სისხლს ღვრიან?!

ნინა
16

ამ გაგანია ომში მაგათ კიდევ კონკურსებისთვის სცალიათ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თქვენი ხელები სისხლით არის შეღებილი, მკვლელებო" - სილამაზის კონკურსში "მისის სამყარო 2022" რუსეთის წარმომადგენლის გამარჯვება სკანდალად იქცა

"თქვენი ხელები სისხლით არის შეღებილი, მკვლელებო" -  სილამაზის კონკურსში "მისის სამყარო 2022" რუსეთის წარმომადგენლის გამარჯვება სკანდალად იქცა

6 თებერვალს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში სილამაზის კონკურსი "მისის სამყარო 2022“ ჩატარდა, რომელშიც დაოჯახებული ქალები მონაწილეობენ. გამარჯვება რუსეთის წარმომადგენელმა - 34 წლის ელენა მაქსიმოვამ მოიპოვა. სოციალურ ქსელში რუსის გამარჯვებას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლები წერენ, რომ ტერორისტული სახელმწიფო დააჯილდოვეს.

"მაშინ, როდესაც რუსი ანა ლინიკოვა "მის სამყარო 2022“-დან შეშინებული დაბრუნდა, ბულგარეთში რუსეთის წარმომადგენელს გვირგვინი დაადგეს, ეს იმ დროს, როდესაც ეს ქვეყანა ყოველდღიურად ბომბავს უკრაინას", - წერს უკრაინული მედია.

"მისის სამყარო 2022“-ზე, სულ 120 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ: ჩინეთიდან, ტაილანდიდან, ფილიპინებიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან.

34 წლის ელენა მაქსიმოვა ქალაქ იჟევსკში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა "მისის სამყაროზე“ გამარჯვება რუს კონკურსანტს ხვდა წილად. რუსული დელეგაცია აღნიშნავს, რომ ბულგარეთში მათ ნორმალურად ექცეოდნენ. მაშინ, როცა ანა ლინიკოვამ განაცხადა, რომ "მის მსოფლიოს“ კონკურსზე მასთან ურთიერთობას კონკურსანტები გაურბოდნენ.

"ყველა ქვეყანა დადებითად გამოეხმაურა ჩვენს დელეგაციას. ეს ჩვენთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია,“ - წერენ გახარებული რუსები.

ამ გამარჯვებას სოციალურ ქსელში უამრავი კრიტიკული კომენტარი მოჰყვა, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

  • "რუსის მამა სხვებზე მდიდარი აღმოჩნდა?"
  • "რაღაც ვერ გავიგე, ეს როგორ მოხდა დღევანდელ ვითარებაში? როგორ დაუშვა ცივილიზებულმა სამყარომ?"
  • "რატომ გამოდიან რუსი ქალები ჯერ კიდევ მსოფლიო კონკურსებზე? რუსეთის ფედერაციას სჭირდება იზოლირება მთელი მსოფლიოსგან! თქვენი ხელები სისხლით არის შეღებილი, მკვლელებო".
  • "მისი ქვეყანა ყოველდღე ბომბავს უკრაინის ქალაქებს. ჯარისკაცების, ბავშვების, ქალების სისხლი იღვრება. ჭკუა არ გაქვთ?"
  • "მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი გააჩაღა, მისი მოქალაქეები უნდა მოკვეთონ მთელი ცივილიზებული სამყაროდან. ისინი ყველასგან გარიყულები უნდა იყვნენ".

  • ვინ წარმოადგენდა უკრაინას "მისის სამყარო 2022-ზე“

საინტერესოა, რომ "მისის სამყარო 2022-ზე“ უკრაინას ერთდროულად ხუთი ქალი წარმოადგენდა: ნატალია ივანოვა ლვოვიდან, ივანა მერშინეცი ხარკოვიდან, კატერინა იანტუხი კიევიდან, ნადეჟდა შაბანი ხერსონიდან და ლიდია კნაუბი მარიუპოლიდან. კონკურსზე ყველამ მოიპოვა სხვადასხვა ტიტულები - "მისის ტოპ ევროპა", "მისის დამოუკიდებლობა", "სამყაროს ქალბატონი პირველი ლედი-შთაგონება", "ქალბატონი სოლიდარობა" და "ქალბატონი გამბედაობა".

უკრაინელი კონკურსანტები დელეგაციის ხელმძღვანელთან ერთად

თითოეული მათგანი ყველა ღონეს ხმარობდა, რათა უკრაინაში ომის შესახებ რაც შეიძლება მეტი ეთქვა.

იხილეთ ასევე: