"სერია ა"-ში მორიგი შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა "ნაპოლიმ" სტუმრად, "სპეციას" წინააღმდეგ გამართეს და ანგარიშით 0-3 დაამარცხეს. ეს იყო კიდევ ერთი შთამბეჭდავი მატჩი, სადაც ხვიჩამ ფანებს ულამაზესი სანახაობა შესთავაზა.
ხვიჩას შესრულებით გულშემატკივარმა ნახა დრიბლინგები, ლამაზი თამაში, გოლი და საგოლე გადაცემა.
"ნაპოლიმ" ანგარიში "კვარას" გოლით, 47-ე წუთზე გახსნა. ხვიჩამ 11-მეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა. მეორე გოლი ვიქტორ ოსიმენმა - 68-ე წუთზე, 73-ე წუთზე კი მან დუბლი შეასრულა.
ოსიმენს ამჯერად კვარაცხელიამ მისცა საგოლე პასი, თან ისეთ მომენტში, როცა თვითონ შეეძლო გატანა, თუმცა პასის გაკეთება ოსიმენისთვის ამჯობინა.
კვარაცხელიას კარგ თამაშს ტრადიციულად ეხმიანება იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport .
გამოცემა "ფეისბუქის" გვერდზე ამჯერად აქვეყნებს პოსტერს, სადაც ხვიჩას ჩვილი ბავშვით ვხედავთ, ხოლო აღწერით მიგვანიშნებენ, რომ ნეპაოლში დაბადებული ბავშვების უმეტესობის სახელი ხვიჩა იქნება.
აღსანიშნავია, რომ SofaScore-ის მიხედვით, ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მას ყველაზე მაღალი შეფასება, 8.8 დაუწერეს.
კვარაცხელიას "ნაპოლის" მაისურით უკვე 11 საგოლე გადაცემა და 10 გოლი დაუგროვდა.
ეს ყრუ რუი მაცემინა ერთი ))) ეს კაცი ნაპოლის ლაგამია,როცა გუნდი შეტევაშია და ხვიჩა გახსნილია პასის მაგივრად ბურთს უკან აბრუნებს,საჯარიმომდე ჩააქვს ან მარჯვენა მხარეს გადააქვს,იშვიათად,რომ ხვიჩას პასი მისცეს.კვარა-ოსიმენის დუეტი რომ არა ესენი სად იქნებოდნენ დაკარგულნი. მაგალითად გაყიდეს ოსიმენი დახარბდნენ ფულს, ცენტრში ვინ იქნება ? თუ ისევ გუნდურობას გადაგვაყოლებენ
გოუჭირდებოდა...🤪(ფეოლა)