საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მოუსმინო და არც კი წაიკითხო ამდენი ბოროტი და არშემდგარი ადამიანის ნაჯღაპნი" - რას წერს ირუ ხეჩანოვის დედა
"არ მოუსმინო და არც კი წაიკითხო ამდენი ბოროტი და არშემდგარი ადამიანის ნაჯღაპნი" - რას წერს ირუ ხეჩანოვის დედა

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უკვე იცის, რომ მუ­სი­კა­ლუ­რი შოუ "ვო­ი­სის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ირუ ხე­ჩა­ნო­ვი გახ­და და სწო­რედ ის წა­რად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს 2023 წლის ევ­რო­ვი­ზი­ის კონ­კურ­სზე. ირუს გა­მარ­ჯვე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მის გარ­შე­მო დის­კუ­სია ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა.

პოსტს აქ­ვეყ­ნებს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის დედა, მაკა ელ­ბა­ქი­ძე და შვილს ურ­ჩევს, რომ უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რებს ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ოს.

"დე, მიყ­ვარ­ხარ ძა­ლი­ან, უზო­მოდ მე­ა­მა­ყე­ბი. დე, შენ ხარ ძა­ლი­ან თბი­ლი, ტკბი­ლი, მხი­ა­რუ­ლი, სი­ცო­ცხლით სავ­სე, მო­სიყ­ვა­რუ­ლე და ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი ქვე­ყა­ნა­ზე. შენ ხარ ნი­ჭი­ე­რე­ბის და წარ­მა­ტე­ბის ვარ­სკვლა­ვი, ზე­ი­მი. უბედ­ნი­ე­რე­სე­ბი ვართ ჩვე­ნი დიდი ოჯა­ხი შენი გა­მარ­ჯვე­ბით და შენი სიძ­ლი­ე­რით. ერთი წამი არ იდარ­დო არა­ფერ­ზე, არ მო­უს­მი­ნო და არც კი წა­ი­კი­თხო ამ­დე­ნი ბო­რო­ტი და არ­შემ­დგა­რი ადა­მი­ა­ნის ნა­ჯღაპ­ნი.

ასე­თი­ვე ადა­მი­ა­ნებს (კი­დევ კარ­გი რომ არც ისე ბევ­რნი არი­ან) არა­სო­დეს არ უხა­რი­ათ ვინ­მეს წარ­მა­ტე­ბა, წინსვლა, გა­მარ­ჯვე­ბა. ამას ცხოვ­რე­ბა დრო­დად­რო უფრო და­გა­ნა­ხებს და შენ ეს უნდა შეძ­ლო, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ფე­სია და გზა აირ­ჩიე. დიახ, შენ, უნი­ჭი­ე­რე­სი გოგო, ეროვ­ნე­ბით სო­მე­ხი, რო­მელ­საც სა­ო­ცა­რი გენი და სის­ხლი გაქვს, სა­ო­ცა­რი წი­ნაპ­რე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი, რისი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თიც შენი ბა­ბუა, მამა და თა­ვად შენ ხარ, გახ­დი სა­ქარ­თვე­ლოს ხმა 2023.

გი­ლო­ცავ, დე. ძა­ლი­ან ამა­ყი ვართ ჩვე­ნი დიდი ოჯა­ხი, ჩვე­ნი უზარ­მა­ზა­რი ნაც­ნობ-სა­მე­გობ­რო. არ შე­მიძ­ლია უდი­დე­სი მად­ლო­ბა არ გა­და­ვუ­ხა­დო შენს მენ­ტორს და­ვით ფორჩხი­ძეს ბევ­რი კარ­გი პრო­ფე­სი­უ­ლი რჩე­ვე­ბის­თვის.

P.S.კი­დევ კარ­გი, პრო­ექ­ტის ბო­ლოს, გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ მა­ინც გა­მა­ცა­ნი ეს ადა­მი­ა­ნი და (მად­ლო­ბა) შენს უპრო­ფე­სი­ო­ნა­ლეს პრო­დი­უ­სერს ბავ­შვო­ბი­დან გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძეს მის სას­წა­ულ გუნდს, მა­რი­კა ქურ­დუ­ბა­ძეს (დი­ზა­ი­ნერს), მაკა და­ვი­თა­ი­ას (ვო­კა­ლის პე­და­გოგს), გი­ორ­გი ტო­რი­აშ­ვილს (ქო­რე­ოგ­რაფს) , რომ­ლე­ბიც მთე­ლი თა­ვი­სი ძა­ლე­ბით და არ­სე­ბით შენს გვერ­დით არი­ან ბავ­შვო­ბი­დან. ასე­ვე იყო ამ პრო­ექ­ტშიც და მჯე­რა, რომ სულ ასეც იქ­ნე­ბა შენს ძა­ლი­ან მა­გარ მე­გო­ბარს გი­ორ­გი ბურ­ჯა­ნა­ძეს სომ­ხურ დი­ას­პო­რას, სას­წა­უ­ლი გა­ა­კე­თეს ამ ადა­მი­ა­ნებ­მა. დიდი მად­ლო­ბა ევ­რო­ვი­ზი­ის ფა­ნებს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე სულ შენს გვერ­დით იდ­გნენ და გამ­ხნე­ვებ­დნენ და შენს დიდ სა­მე­გობ­როს და სა­ნაც­ნო­ბოს, რომ­ლე­ბიც და­უ­ღა­ლა­ვად გი­კო­მენ­ტა­რებ­დნენ, აზი­ა­რებ­დნენ და გი­რე­კავ­დნენ პრო­ექ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში", - წერს ირუ ხე­ჩა­ნო­ვის დედა.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელი
5

ვინც მართლა ღირსეულია, ის სხვებს არშემდგარს არ დაუძახებს, ამათ თავიანთი თავი სხვაზე უკეთესი გონიათ, რა უნდა იყოს ასეთი დედის გაზრდილი შვილი. 

----------
10

წარმატებები ირუს. მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა არ აძლევთ ხმას და მაგიტომ ხდება ასე ყოველთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არ მოუსმინო და არც კი წაიკითხო ამდენი ბოროტი და არშემდგარი ადამიანის ნაჯღაპნი" - რას წერს ირუ ხეჩანოვის დედა

"არ მოუსმინო და არც კი წაიკითხო ამდენი ბოროტი და არშემდგარი ადამიანის ნაჯღაპნი" - რას წერს ირუ ხეჩანოვის დედა

საზოგადოებამ უკვე იცის, რომ მუსიკალური შოუ "ვოისის" გამარჯვებული ირუ ხეჩანოვი გახდა და სწორედ ის წარადგენს საქართველოს 2023 წლის ევროვიზიის კონკურსზე. ირუს გამარჯვებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა და სოციალურ ქსელებში აღნიშნული თემის გარშემო დისკუსია ამ დრომდე გრძელდება.

პოსტს აქვეყნებს გამარჯვებულის დედა, მაკა ელბაქიძე და შვილს ურჩევს, რომ უარყოფით კომენტარებს ყურადღება არ მიაქციოს.

"დე, მიყვარხარ ძალიან, უზომოდ მეამაყები. დე, შენ ხარ ძალიან თბილი, ტკბილი, მხიარული, სიცოცხლით სავსე, მოსიყვარულე და ერთგული ადამიანი ქვეყანაზე. შენ ხარ ნიჭიერების და წარმატების ვარსკვლავი, ზეიმი. უბედნიერესები ვართ ჩვენი დიდი ოჯახი შენი გამარჯვებით და შენი სიძლიერით. ერთი წამი არ იდარდო არაფერზე, არ მოუსმინო და არც კი წაიკითხო ამდენი ბოროტი და არშემდგარი ადამიანის ნაჯღაპნი.

ასეთივე ადამიანებს (კიდევ კარგი რომ არც ისე ბევრნი არიან) არასოდეს არ უხარიათ ვინმეს წარმატება, წინსვლა, გამარჯვება. ამას ცხოვრება დროდადრო უფრო დაგანახებს და შენ ეს უნდა შეძლო, იმიტომ რომ ძალიან რთული პროფესია და გზა აირჩიე. დიახ, შენ, უნიჭიერესი გოგო, ეროვნებით სომეხი, რომელსაც საოცარი გენი და სისხლი გაქვს, საოცარი წინაპრების შთამომავალი, რისი ნათელი მაგალითიც შენი ბაბუა, მამა და თავად შენ ხარ, გახდი საქართველოს ხმა 2023.

გილოცავ, დე. ძალიან ამაყი ვართ ჩვენი დიდი ოჯახი, ჩვენი უზარმაზარი ნაცნობ-სამეგობრო. არ შემიძლია უდიდესი მადლობა არ გადავუხადო შენს მენტორს დავით ფორჩხიძეს ბევრი კარგი პროფესიული რჩევებისთვის.

P.S.კიდევ კარგი, პროექტის ბოლოს, გამარჯვების შემდეგ მაინც გამაცანი ეს ადამიანი და (მადლობა) შენს უპროფესიონალეს პროდიუსერს ბავშვობიდან გიგა კუხიანიძეს მის სასწაულ გუნდს, მარიკა ქურდუბაძეს (დიზაინერს), მაკა დავითაიას (ვოკალის პედაგოგს), გიორგი ტორიაშვილს (ქორეოგრაფს) , რომლებიც მთელი თავისი ძალებით და არსებით შენს გვერდით არიან ბავშვობიდან. ასევე იყო ამ პროექტშიც და მჯერა, რომ სულ ასეც იქნება შენს ძალიან მაგარ მეგობარს გიორგი ბურჯანაძეს სომხურ დიასპორას, სასწაული გააკეთეს ამ ადამიანებმა. დიდი მადლობა ევროვიზიის ფანებს, რომლებიც ასევე სულ შენს გვერდით იდგნენ და გამხნევებდნენ და შენს დიდ სამეგობროს და სანაცნობოს, რომლებიც დაუღალავად გიკომენტარებდნენ, აზიარებდნენ და გირეკავდნენ პროექტის განმავლობაში", - წერს ირუ ხეჩანოვის დედა.