კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

საიდან შემოდის 26.5%-ით გაძვირებული ბოსტნეული საქართველოში?

საიდან შემოდის 26.5%-ით გაძვირებული ბოსტნეული საქართველოში?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით (საქსტატი), 2023 წლის იანვარში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 15%-ითაა მომატებული წლიურ ჭრილში. ამ ჯგუფში ყველაზე მეტად, 26.5%-ით ბოსტნეული და ბაღჩეულია გაძვირებული. საინტერესო იქნება თვალი გადავავლოთ, თუ საიდან შემოდის ეს პროდუქცია ქვეყანაში.

საქსტატის თანახმად, გასულ წელს საქართველოში 47.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბოსტნეული შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე, 35.8 მლნ აშშ დოლარზე, 32.7%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ წელს იმპორტირებული ბოსტნეულის ღირებულება 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია, იმპორტმა რეკორდულ ნიშნულს, 60.3 მლნ აშშ დოლარს კი 2011 წელს მიაღწია.

ქვეყნების მიხედვით, საქართველოსთვის ბოსტნეულის უმსხვილესი მიმწოდებლები თურქეთი, უზბეკეთი და აზერბაიჯანი არიან. ტოპ-5 საიმპორტო ქვეყნის დეტალური მონაცემები შემდეგნაირია:...წაიკითხეთ სრულად