მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
GM PHARMA - ს ხარისხის კონტროლისა და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების აღიარება
GM PHARMA - ს ხარისხის კონტროლისა და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების აღიარება

თა­ნა­მედ­რო­ვე ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი წარ­მო­ე­ბის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მის სტრუქ­ტუ­რა­ში მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და მძლავ­რი ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის არ­სე­ბო­ბა, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბის მყარ გა­რანტს წარ­მო­ად­გენს. სწო­რედ ამი­ტომ, ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის კვალ­დაკ­ვალ, GM PHARMA - ში ჯერ კი­დევ 2008 წელს და­არ­სდა ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის (QCL), ხოლო 2014 წელს კი – მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი (MCL) კონ­ტრო­ლის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი.

GM PHARMA - ს ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ხელ­სა­წყო-აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით, რო­გო­რი­ცაა: Shimadzu, Agilent, Erweka, Mettler-Toledo, Klima oprema, Biomerieux, Sartorius და სხვა.

ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით და­საქ­მე­ბუ­ლია 22, ხოლო მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი კონ­ტრო­ლის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში კი 9 მა­გის­ტრი­სა და დოქ­ტო­რის ხა­რის­ხის მქო­ნე მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

2008 წელს GM PHARMA - ს ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის, ხოლო 2019 წელს მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი კონ­ტრო­ლის ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­მა გა­ი­ა­რა აკ­რე­დი­ტა­ცია ISO 17025 - ის სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად და „აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი ორ­გა­ნო – აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ცენ­ტრის“ მიერ აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი ყო­ველ წელს წარ­მა­ტე­ბით გა­დის ISO 17025 სა­კონ­ტრო­ლო აუ­დიტს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორი­ვე ლა­ბო­რა­ტო­რია ყო­ველ­წლი­უ­რად იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­თა­შო­რის შე­და­რე­ბა­ში, ე.წ. პრო­ფე­სი­ულ ტეს­ტი­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ი­სა და სან­დო­ო­ბის და­დას­ტუ­რე­ბის ერთ-ერთ მძლავრ სა­ზომს წარ­მო­ად­გენს.

GM PHARMA - ს პრო­ფე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბის დო­ნორს წარ­მო­ად­გენს 40-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე კომ­პა­ნია LGC Axio Proficiency Testing (დიდი ბრი­ტა­ნე­თი), რო­მე­ლიც მსოფ­ლიო მას­შტა­ბით 160 ქვეყ­ნის 13 000-ზე მეტ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას აერ­თი­ა­ნებს და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით 2000-ზე მეტ პრო­ფე­სი­ულ ტეს­ტი­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს ყო­ველ­წლი­უ­რად.

აღ­ნიშ­ნულ პრო­ფე­სი­ულ ტეს­ტი­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პრინ­ცი­პი კი შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს: თითო რა­უნდში, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 50-60-მდე ლა­ბო­რა­ტო­რი­ას ეგ­ზავ­ნე­ბა სა­ა­ნა­ლი­ზო „ბრმა“ ნი­მუ­შე­ბი თი­თო­ე­უ­ლი ტეს­ტის ირ­გვლივ. ანა­ლი­ზის შე­დე­გე­ბი იტ­ვირ­თე­ბა ოფი­ცი­ა­ლურ პორ­ტალ­ზე და დარ­დე­ბა სა­მიზ­ნე მნიშ­ვნე­ლო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გის ცდო­მი­ლე­ბას.

GM PHARMA - ს ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სფე­როს ფარ­გლებ­ში, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს პრო­ფე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბის 21 რა­უნდში, სა­დაც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი 53 ანა­ლი­ზის შე­დე­გი­დან ყვე­ლა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ხოლო მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი კონ­ტრო­ლის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს პრო­ფე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბის 6 რა­უნდში, სა­დაც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი 55 ანა­ლი­ზის შე­დე­გი­დან ასე­ვე ყვე­ლა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

GM PHARMA - ს ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ას ადას­ტუ­რებს კომ­პა­ნია LGC Axio Proficiency Testing - დან მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ან­გა­რი­შე­ბი და­დე­ბი­თი (მწვა­ნე) შე­დე­გე­ბით და მათ მი­ერ­ვე გა­ცე­მუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის და სან­დო­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი.

GM PHARMA - ს სა­წარ­მო თბი­ლის­ში წამ­ყვა­ნი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი წარ­მო­ე­ბაა კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში. კომ­პა­ნია ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი წარ­მო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ ყვე­ლა ნა­ცი­ო­ნა­ლურ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კატ­სა და ნე­ბარ­თვას ფლობს: კარ­გი სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის – ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი GMP (სა­ქარ­თვე­ლო), კარ­გი სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის – GMP PIC/S (სა­ერ­თა­შო­რი­სო), ხა­რის­ხის მარ­თვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2017/2018, აშშ-ის საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­სპექ­ცი­ის (NSF International) – NSF/ANSI. ამ­ჟა­მად კომ­პა­ნია ევ­რო­პის კარ­გი სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის EU GMP აუ­დი­ტის­თვის მზა­დე­ბის პრო­ცეს­შია.

კომ­პა­ნი­ის მი­სი­ას თა­ნა­მედ­რო­ვე და ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბით, ხა­რის­ხი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მი­სა თუ სტან­დარ­ტის დაც­ვით, მე­დი­ცი­ნი­სათ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა წარ­მო­ად­გენს. GM PHARMA - ს მთა­ვა­რი ფა­სე­უ­ლო­ბა კი სა­კუ­თა­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი პა­ცი­ენ­ტის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბაა.

GM PHARMA – ემ­სა­ხუ­რე­ბა მათ, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა!

R

ავტორი:

GM PHARMA - ს ხარისხის კონტროლისა და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების აღიარება

GM PHARMA - ს ხარისხის კონტროლისა და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების აღიარება

თანამედროვე ფარმაცევტული წარმოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მის სტრუქტურაში მაღალტექნოლოგიური და მძლავრი ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის არსებობა, რომელიც თავის მხრივ ხარისხიანი პროდუქტების წარმოების მყარ გარანტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და გამოწვევების კვალდაკვალ, GM PHARMA - ში ჯერ კიდევ 2008 წელს დაარსდა ხარისხის კონტროლის (QCL), ხოლო 2014 წელს კი – მიკრობიოლოგიური (MCL) კონტროლის ლაბორატორიები.

GM PHARMA - ს ლაბორატორიები დაკომპლექტებულია თანამედროვე ხელსაწყო-აღჭურვილობით, როგორიცაა: Shimadzu, Agilent, Erweka, Mettler-Toledo, Klima oprema, Biomerieux, Sartorius და სხვა.

ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაში დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 22, ხოლო მიკრობიოლოგიური კონტროლის ლაბორატორიაში კი 9 მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის მქონე მაღალკვალიფიციური თანამშრომელი.

2008 წელს GM PHARMA - ს ხარისხის კონტროლის, ხოლო 2019 წელს მიკრობიოლოგიური კონტროლის ლაბორატორიებმა გაიარა აკრედიტაცია ISO 17025 - ის სტანდარტის შესაბამისად და „აკრედიტაციის ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული ლაბორატორიების სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული ლაბორატორიები ყოველ წელს წარმატებით გადის ISO 17025 საკონტროლო აუდიტს.

აღსანიშნავია, რომ ორივე ლაბორატორია ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ლაბორატორიათაშორის შედარებაში, ე.წ. პროფესიულ ტესტირებაში, რომელიც ლაბორატორიების პროფესიული კომპეტენციისა და სანდოობის დადასტურების ერთ-ერთ მძლავრ საზომს წარმოადგენს.

GM PHARMA - ს პროფესიული ტესტირების დონორს წარმოადგენს 40-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია LGC Axio Proficiency Testing (დიდი ბრიტანეთი), რომელიც მსოფლიო მასშტაბით 160 ქვეყნის 13 000-ზე მეტ ლაბორატორიას აერთიანებს და სხვადასხვა მიმართულებით 2000-ზე მეტ პროფესიულ ტესტირებას ახორციელებს ყოველწლიურად.

აღნიშნულ პროფესიულ ტესტირებებში მონაწილეობის პრინციპი კი შემდეგში მდგომარეობს: თითო რაუნდში, სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით 50-60-მდე ლაბორატორიას ეგზავნება საანალიზო „ბრმა“ ნიმუშები თითოეული ტესტის ირგვლივ. ანალიზის შედეგები იტვირთება ოფიციალურ პორტალზე და დარდება სამიზნე მნიშვნელობასთან მიმართებაში მიღებული შედეგის ცდომილებას.

GM PHARMA - ს ხარისხის კონტროლის ლაბორატორიას, აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში, მონაწილეობა მიღებული აქვს პროფესიული ტესტირების 21 რაუნდში, სადაც დაფიქსირებული 53 ანალიზის შედეგიდან ყველა დამაკმაყოფილებელია. ხოლო მიკრობიოლოგიური კონტროლის ლაბორატორიას მონაწილეობა მიღებული აქვს პროფესიული ტესტირების 6 რაუნდში, სადაც დაფიქსირებული 55 ანალიზის შედეგიდან ასევე ყველა დამაკმაყოფილებელია.

GM PHARMA - ს ლაბორატორიების კომპეტენციას ადასტურებს კომპანია LGC Axio Proficiency Testing - დან მოწოდებული ინდივიდუალური ანგარიშები დადებითი (მწვანე) შედეგებით და მათ მიერვე გაცემული კომპეტენციის და სანდოობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

GM PHARMA - ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული წარმოებაა კავკასიის რეგიონში. კომპანია ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას ფლობს: კარგი საწარმოო პრაქტიკის – ნაციონალური GMP (საქართველო), კარგი საწარმოო პრაქტიკის – GMP PIC/S (საერთაშორისო), ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2017/2018, აშშ-ის საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის (NSF International) – NSF/ANSI. ამჟამად კომპანია ევროპის კარგი საწარმოო პრაქტიკის EU GMP აუდიტისთვის მზადების პროცესშია.

კომპანიის მისიას თანამედროვე და ინოვაციური მეთოდებით, ხარისხისა და უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო ნორმისა თუ სტანდარტის დაცვით, მედიცინისათვის აქტუალური მედიკამენტების წარმოება წარმოადგენს. GM PHARMA - ს მთავარი ფასეულობა კი საკუთარი მედიკამენტებით რაც შეიძლება მეტი პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სიცოცხლის გახანგრძლივებაა.

GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!

R