4Hospitals სამედიცინო კომანიაა, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია მომხმარებლზე.
4ჰოსპიტალსის პარტნიორია საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელთა რიცხვი დღესდღეობით 250-ზე მეტია.
კომპანია 2014 წლიდან ახორციელებს კლინიკებისთვის სამედიცინო პროდუქციის და სერვისის მიწოდებას.
4Hospitals-ში აცხადებენ, რომ კლინიკების დროული და უწყვეტი მომარაგება სამედიცინო პროდუქციით, მომსახურების სტანდარტის დახვეწა და სერვისის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, მათი ძირითადი საზრუნავია.
დეტალებზე ორიენტირებულობა და „ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე“ - კომპანიის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს.
2022 წელი უდიდესი გამოწვევების წელი იყო მრავალი კომპანიისთვის.
პანდემიის შემდეგ შენელებული და შეჩერებული რიტმი თითქმის ორმაგად აჩქარდა.
საჭირო იყო ამ რიტმისთვის მზადყოფნა როგორც მარაგების, რესურსების ასევე ბიზნეს პროცესების დატვირთულობის კუთხით.
4ჰოსპიტალსში აცხადებენ, რომ კომპანია ამ გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდა და თითქმის 40%-იანი ზრდის მაჩვენებელით ჩახურა წელი.
განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი, მათ შორისაა: ხოზრევანიძის კლინიკის აღჭურვა აპარატურით; Total charmის საოპერაციო ბლოკის და პალატების აღჭურვა სამედიცინო ავეჯით და აპარატურით; პირველი სამედიცინო ცენტრის აღჭურვა სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით; მანაგაძის სახელობის უროლოგიის ცენტრის ემერჯენსის აღჭურვა და მრავალი სხვა.
4Hospitals-ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებს ტენდერებში.
კომპანიაში თვლიან, რომ საქმისადმი კეთილსინდისერი დამოკიდებულების შედეგად მოპოვებული მაღალი ხარისხის ნდობა, კლიენტების მხრიდან კომპანიის მთავარ აქტივს წარმოადგენს.
კომპანიაში, გასული წლის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან აღსანიშნავია: ქუთაისში დასავლეთის რეგიონალური ოფისის გახსნა, მოცულობითი ტვირთებისთვის ახალი დამატებითი საწყობის მოწყობა, თანამშრომელთა რაოდენობრივი ზრდა.
დღესდღეობით კომპანიაში დასაქმებულია 50 ადამიანი და კვლავ გრძელდება ზრდის პროცესი.
მოეწყო დამატებითი სამუშაო სივრცეები თანამშრომლებისთვის, კომფორტული გარემოს შესაქმნელად.
დაინერგა სიახლეები ფინანსების მართვაში, რაც მიღწეულია შიდა სისტემური განვითარების და ტექნიკური, ინოვაციური გამართულობის ხარჯზე, რაც კიდევ უფრო ამარტივებს სამუშაო პროცესს.
კომპანიის თანამშრომლები დაესწრნენ რამოდენიმე საერთაშორისო სამედიცინო გამოფენას. ასევე, მიიღეს მონაწილეობა ადგილობრივ კონფერენციებსა და სამედიცინო ღონისძიებებში.
გასულ წელს ასევე გაორმაგდა ახალი მომწოდებელი კომპანიების და პარტნიორების რაოდენობა.
მისი სამომავლო ხედვაა იყოს გამორჩეული, სრულყოფილი სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო კომპანია, რომლის მოღვაწეობაც ეფუძნება კლიენტებთან და პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პრინციპებს.
2023 წელს, 4hospitals მზადაა უამრავი ახალი გამოწვევისთვის, კომპანიისა და თანამშრომელების კიდევ უფრო ზრდისთვის და განვითარებისთვის.
გეგმავს, უამრავ სიახლეს, რომელსაც ეტაპობრივად გავაცნობთ დაინტერესებულ აუდიტორიას.
(R)