გაუგებარია, რომ რაღაცნაირად ჩემმა მეგობრებმა ჩასაფრებულის პოზიცია აირჩიეს და ამბობენ, რომ რაღაც თანამდებობებს ტოვებენ. არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა კლინიკა "ვივამედთან“ განაცხადა.
მან თანაგუნდელებს მიმართა და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა არჩევანი უკვე გააკეთეს და მათ "ახლა ერთმანეთს ხელი უნდა ჩაკიდონ“.
"მიშა სააკაშვილის პოზიცია არის, რომ "ძალა ერთობაშია“. ჩვენ ყველანი მაგ აზრზე ვართ და საერთოდ არ მიგვაჩნია, რომ ოპოზიციაში რაიმე თანამდებობებია გასანაწილებელი. ჩვენ სამუშაო გვაქვს ხალხთან და ეს არის ჩვენი საქმე. საქმიდან და პასუხისმგებლობიდან წასვლა, რომ "მე აქ აღარ ვიქნები“, "მე თანამდებობას ვტოვებ“, გულწრფელად გეუბნებით, არ მომწონს. მეტიც, აქედან მოვუწოდებ კიდევ რომ, დამშვიდდებიან და დაწყნარდებიან ჩასაფრებულის პოზიციიდან და დაბოღმილებმა კი არ უნდა გვესაუბრონ, მორჩა ეს არჩევნები, "ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა გააკეთეს უკვე არჩევანი და ჩვენ ახლა ხელი უნდა ჩავკიდეთ ერთმანეთს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში გაიმარჯვა, პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერებმა პარტიული თანამდებობები დატოვეს.
მაგას თუ ვერ ხვდები, ვერაა შენი საქმე კარგად.
შენც სისულელეებს ნუ გააკეთებ, "შავ ფულს" ნუ გაეკარები და მშვიდად იმეცადინე