სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსები ცდილობენ ალყაში მოაქციონ ბახმუტი" - რა უპირატესობები აქვთ დასავლური წარმოების ტანკებს რუსულთან შედარებით და რა ხდება ამჟამად ფრონტის ხაზზე?
"რუსები ცდილობენ ალყაში მოაქციონ ბახმუტი" - რა უპირატესობები აქვთ დასავლური წარმოების ტანკებს რუსულთან შედარებით და რა ხდება ამჟამად ფრონტის ხაზზე?

24 თე­ბერ­ვალს ერთი წელი შეს­რულ­დე­ბა, რაც ოკუ­პან­ტი რუ­სე­თი თავს და­ეს­ხა უკ­რა­ი­ნას. სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ომი შე­საძ­ლოა, კი­დევ სულ ცოტა ერთ წელს გაგ­რძელ­დეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ­ჟა­მად თით­ქოს ინი­ცი­ა­ტი­ვა რუ­სე­ბის ხელ­შია და სას­ტი­კი ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ბახ­მუ­ტის ალ­ყა­ში მო­საქ­ცე­ვად, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მის დათ­მო­ბას არ აპი­რე­ბენ. რო­გორც იკ­ვე­თე­ბა, ბახ­მუტს არა მარ­ტო სამ­ხედ­რო, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვაც აქვს. ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი დიდ იმედს ამ­ყა­რე­ბენ გა­ზა­ფხულ­ზე, რა დრო­საც უკ­რა­ი­ნა კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე გა­და­ვა. იმე­დის მომ­ცე­მია ასე­ვე ევ­რო­პა-ამე­რი­კის მიერ ბოლო დროს გა­წე­უ­ლი სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბაც, რაც მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი ჯავ­შან­ტექ­ნი­კის გა­და­ცე­მას უკავ­შირ­დე­ბა. "ჯავ­შან­ტექ­ნი­კის ეს რა­ო­დე­ნო­ბა - 31 აბ­რამ­სი და 100-მდე ლე­ო­პარ­დი, ომის ბედს ვერ შეც­ვლის დიდ უბან­ზე, მაგ­რამ აქ საქ­მე იმა­შია, რომ და­ი­წყო ტან­კე­ბის გა­და­ცე­მის პრო­ცე­სი, რა­საც და­სავ­ლე­თი აქამ­დე სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო აჯან­ჯლებ­და. ახლა ნავ­სი გა­ტყდა, პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა და პირ­ველ პარ­ტი­ას, სა­ვა­რა­უ­დოდ, სხვა პარ­ტი­ე­ბის გა­და­ცე­მაც მოჰ­ყვე­ბა“, - გვე­უბ­ნე­ბა სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ფრონ­ტის (და არა მარ­ტო) სი­ახ­ლე­ებს გვაც­ნობს:

- რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, სო­ლე­და­რის და­ცე­მის შემ­დგომ, რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა გა­აგ­რძე­ლეს შე­ტე­ვა ბახ­მუ­ტის ჩრდი­ლო­ე­თის მხრი­დან ალ­ყა­ში მო­საქ­ცე­ვად და გა­დაჭ­რეს ის გზა, რო­მელ­საც ბახ­მუტს ჩრდი­ლო­ეთ­თან აკავ­ში­რებ­და. ამან, რა თქმა უნდა, და­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია. ასე­ვე, შე­ტე­ვე­ბი ვი­თარ­დე­ბა ბახ­მუ­ტის სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით (აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან, დო­ნეც­კი­დან ბახ­მუ­ტის აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ შე­ტე­ვე­ბი ისე­დაც იყო). ერ­თა­დერ­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რაც ბახ­მუ­ტის დამ­ცვე­ლებს და­ნარ­ჩენ უკ­რა­ი­ნას­თან აკავ­ში­რებთ, ეს არის და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჯერ არ აქვს აღე­ბუ­ლი. რუ­სე­ბი ცდი­ლო­ბენ ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ონ სწო­რედ ბახ­მუ­ტი, ანუ მათ შეც­ვა­ლეს ბრძო­ლის ტაქ­ტი­კა - პირ­და­პირ აღარ უტე­ვენ, რად­გან ძა­ლე­ბის უზარ­მა­ზა­რი და­ნა­კარ­გი ჰქონ­დათ და ცდი­ლო­ბენ ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ონ ბახ­მუ­ტი და ამით გა­და­უ­კე­ტონ მის დამ­ცვე­ლებს მო­მა­რა­გე­ბა.

- კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე გა­დას­ვლას რა­ტომ არ ჩქა­რობს უკ­რა­ი­ნა?

- ბახ­მუ­ტის ფაქ­ტო­რი გახ­და ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებს საბ­რძო­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა აღარ აქვთ და ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, რუს ოკუ­პან­ტებს გა­და­ა­ბა­რეს. ბახ­მუტ­ზე და სო­ლე­დარ­ზე შე­ტე­ვე­ბის გამო მოხ­და ისე, რომ უკ­რა­ი­ნის გენშტა­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბი გა­და­ეს­რო­ლა სწო­რედ დონ­ბა­სის ფრონტზე იმის მა­გივ­რად, რომ სამ­ხრეთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე კონ­ტრი­ე­რი­შებ­ზე მეტი ძა­ლე­ბი და რე­სურ­სე­ბი მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ, იგი­ვე მე­ლი­ტო­პო­ლის­კენ, ყი­რი­მის­კენ. უკ­რა­ი­ნა იძუ­ლე­ბუ­ლია ეს ძა­ლე­ბი გა­და­ის­რო­ლოს ბახ­მუ­ტის და­სა­ცა­ვად. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­სავ­ლურ პრე­სა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს კი­ევს ამე­რი­კუ­ლი მხრი­დან არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ურ­ჩე­ვენ, რომ დათ­მოს ბახ­მუ­ტი, სა­მა­გი­ე­როდ, ეს ძა­ლე­ბი, რაც მის დაც­ვა­ზე იხარ­ჯე­ბა, იმ კონ­ტრი­ე­რი­შე­ბის­თვის მო­ამ­ზა­დოს, რო­მე­ლიც გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­წყე­ბა. ეს მარ­ტი­ვი არაა, ვი­ნა­ი­დან ბახ­მუ­ტის და­კარ­გვა ნიშ­ნავს, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მი­ად­გე­ბა კრა­მა­ტორსკ-სლო­ვი­ანსკს, ანუ დო­ნეც­კის ოლ­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­ზე გავა (რა ჩა­ნა­ფიქ­რიც აქვს კრემლს) და ამით ის იტყვის, ომი მო­ვი­გე, რუ­სე­თის შე­მო­ერ­თე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ზღვრებ­ზე გა­ვე­დი და ეს უკვე ჩემი ტე­რი­ტო­რი­ა­აო. ასე ად­ვი­ლი არაა ბახ­მუ­ტის დათ­მო­ბა, მას აქვს არა მარ­ტო სამ­ხედ­რო, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვაც.

- რო­გორც გავ­რცელ­და, უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი გა­უშ­ვეს იმ ჯავ­შან­ტექ­ნი­კის ასათ­ვი­სებ­ლად, რომ­ლებ­საც სა­და­ცაა და­სავ­ლე­თი გა­დას­ცემს ომში მყოფ ქვე­ყა­ნას. რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვთ მო­დერ­ნი­ზე­ბულ, და­სავ­ლუ­რი ტი­პის ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რებს საბ­ჭო­ურ ტან­კებ­თან შე­და­რე­ბით და შეც­ვლის თუ არა ის ომის ბედს?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­უ­ბა­რია ამე­რი­კულ, ბრი­ტა­ნულ, გერ­მა­ნულ და სხვა ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რებ­ზე. უკ­რა­ი­ნე­ლი ტან­კის­ტე­ბის გაგ­ზავ­ნა ხდე­ბა ად­გი­ლებ­ზე, რათა მათ დაჩ­ქა­რე­ბულ ტემპში შე­ის­წავ­ლონ მათ­თვის ახა­ლი ტი­პის შე­ი­ა­რა­ღე­ბა და ჩა­ებ­ნენ ბრძო­ლებ­ში. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნის ფრონტზე ორი­ვე მხა­რე იბ­რძო­და საბ­ჭო­თა სტან­დარ­ტის ტან­კე­ბით, და­წყე­ბუ­ლი T-64, T-72, T-80-ით, რო­მელ­თაც შემ­დეგ რუ­სე­ბის მხრი­დან და­ე­მა­ტა T-62 ტი­პის საკ­მა­ოდ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ტან­კე­ბი.

T-64

მერე უკ­რა­ი­ნას სლო­ვე­ნი­ამ გა­დას­ცა მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი T-55 ტი­პის ტან­კე­ბი, რუ­სებ­მა კი ჩარ­თეს თა­ვი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე T-90 M. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ახლა უკვე სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ და­სავ­ლეთ­მა უკ­რა­ი­ნას და­ახ­მა­როს "ლე­ო­პარდ-2“, ბრი­ტა­ნე­ლებ­მა - "ჩე­ლენ­ჯერ-2“ და ამე­რი­კე­ლებ­მა "აბ­რამს M-1" და "აბ­რამს M-2" ტი­პის ტან­კე­ბი. ყვე­ლა ამ ტან­კის (საბ­ჭო­თა, თუ ნა­ტოს ქვეყ­ნე­ბის) ფეს­ვე­ბი 70-80-იანი წლე­ბი­დან მო­დის, ისი­ნი ერთი თა­ო­ბის ტან­კე­ბია. და­სავ­ლუ­რი და­ახ­ლო­ე­ბით 15-20 ტო­ნით უფრო მძი­მე­ე­ბია რუ­სულ ტან­კებ­ზე და მისი ეკი­პა­ჟი 4 კა­ცის­გან შედ­გე­ბა, საბ­ჭო­თა დრო­ინ­დელ­ში მე­ო­თხე წევ­რი (ჭურ­ვე­ბის დამ­ტე­ნი) შეც­ვლი­ლია ქვე­მე­ხის ავ­ტო­მა­ტუ­რი და­ტენ­ვის მე­ქა­ნიზ­მით. მას აქვს თა­ვი­სი მი­ნუ­სი - ეს ავ­ტო­მა­ტუ­რი დამ­ტე­ნი თუ მო­ი­შა­ლა, ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა.

"აბ­რამ­სი"

და­სავ­ლურ ტან­კებს ბევ­რად ძლი­ე­რი ჯავ­შა­ნი აქვთ. ქვე­მეხს რაც შე­ე­ხე­ბა, ნა­ტოს ქვე­მე­ხე­ბის ჭურ­ვე­ბი ბევ­რად ძლი­ე­რია და ზუს­ტი, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ:

1. დენ­თი, რო­მე­ლიც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სა­ტან­კო ჭურ­ვე­ბის გილ­ზებ­ში, ბევ­რად უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ი­თაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი და მეტ იმ­პულსს იძ­ლე­ვა დე­ტო­ნა­ცი­ის დროს, ჭურ­ვი რომ გა­ის­რო­ლოს.

2. და­სავ­ლუ­რი ტი­პის ტან­კე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა კი­დევ ისაა, რომ ცე­ცხლის მარ­თვის სის­ტე­მა არის ძა­ლი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე და ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა საბ­ჭო­თა ტან­კე­ბი­სას.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­სავ­ლურ ტან­კებს უფრო ადრე შე­უძ­ლი­ათ აღ­მო­ა­ჩი­ნონ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე და უფრო შო­რი­დან ეს­რო­ლონ მათ. ამას­თან, ამე­რი­კე­ლებ­მა თუ გა­მო­ი­ყე­ნეს გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი ურა­ნის შემ­ცვე­ლი ქვე­კა­ლიბ­რის ჯავ­შან­გამ­ტა­ნი ჭურ­ვე­ბი, მათ შე­ეძ­ლე­ბათ 2 კმ. სი­შო­რი­დან მო­არ­ტყან და გა­არ­ღვი­ონ 750 მმ-მდე სის­ქის მო­ნო­ლი­თუ­რი ჯავ­შა­ნი. მათი ერა­დერ­თი მი­ნუ­სი შე­იძ­ლე­ბა ის იყოს, რომ და­სავ­ლუ­რი ტან­კე­ბი მძი­მეა, ხოლო უკ­რა­ი­ნის, რო­გორც პოსტსაბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კის ხი­დე­ბი გათ­ვლი­ლი იყო 50 ტო­ნამ­დე ტან­კებ­ზე, ბევ­რი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ხი­დია სოფ­ლებ­სა და და­ბებ­ში და ეს ტექ­ნი­კა შე­საძ­ლოა, მათ­თვის პრობ­ლე­მა გახ­დეს. გარ­და ამი­სა, ამ მძი­მე ტან­კე­ბის გა­და­ტა­ნის­თვის სა­ჭი­როა სპე­ცი­ა­ლუ­რი უნა­გი­რა გამ­წე­ვე­ბი. არის უკვე სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ და­სავ­ლე­თი ტან­კებ­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნას ამა­საც მი­აწ­ვდის, სხვა­ნა­ი­რად, მათ მი­წო­დე­ბას აზრი არ ექ­ნე­ბა. ნო­ემ­ბრის მსგავ­სად, უკ­რა­ი­ნა­ში მარტ-აპ­რილ­ში იქ­ნე­ბა წვი­მის სე­ზო­ნი და ტა­ლა­ხი, რაც ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან შე­ტე­ვებს გა­არ­თუ­ლებს, მით უმე­ტეს, მძი­მე ჯავ­შან­ტექ­ნი­კით. ორი ვა­რი­ან­ტია: ყინ­ვე­ბი თუ გაგ­რძელ­და, ანუ ნი­ა­და­გი გა­ყი­ნუ­ლი იქ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა მო­ეს­წროს ეს შე­ტე­ვე­ბი, თუ არა და, მა­შინ დიდი ბრძო­ლე­ბი უფრო ზა­ფხულ­ში იქ­ნე­ბა (მა­შინ, როცა ნი­ა­და­გი გა­მოშ­რე­ბა). და­სავ­ლუ­რი ტან­კე­ბი მა­ნამ­დე მა­ინც ვერ ჩა­აღ­წევს უკ­რა­ი­ნამ­დე. მათ პირ­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა ლე­ო­პარ­დე­ბი მი­ი­ღონ, რაც შე­ე­ხე­ბა აბ­რამ­სებს, შე­საძ­ლოა, ისი­ნი წლის ბო­ლომ­დეც ვერ ჩა­ი­ტა­ნონ უკ­რა­ი­ნა­ში.

გერ­მა­ნუ­ლი "ლე­ო­პარდ 2"

- რა­ტომ ასე გვი­ან?

- აშშ-ს რამ­დე­ნი­მე ათა­სი აბ­რამ­სი ჰყავს და 31 ტან­კის გა­და­ცე­მა პრობ­ლე­მა არაა. პრობ­ლე­მა ისაა, რომ ისი­ნი "აბ­რამ­სებს" გა­დას­ცე­მენ არა პენ­ტა­გო­ნის, ანუ არ­მი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბი­დან, არა­მედ ახალ ტან­კებს უკ­ვე­თა­ვენ. "აბ­რამ­სე­ბის" მწარ­მო­ე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა 20 წელ­ზე მე­ტია, რაც და­ხუ­რუ­ლია, ახ­ლებს არ აკე­თე­ბენ და ამ შემ­თხვე­ვა­ში, პირ­ვე­ლად გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ტან­კე­ბის კორ­პუ­სი იგი­ვე რჩე­ბა და და­ნარ­ჩე­ნი, ყვე­ლაფ­რის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა ხდე­ბა ახა­ლი აპა­რა­ტუ­რის ჩა­ყე­ნე­ბით. ეს ტან­კე­ბი ერთ-ერთი თა­ნა­მედ­რო­ვე ძლი­ე­რი ტან­კე­ბია, რო­მელ­საც აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი და­მა­ტე­ბი­თი ჯავ­შა­ნი გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი ურა­ნის­გან. ეს არის სა­ი­დუმ­ლო ტექ­ნო­ლო­გია, რო­მელ­საც ამე­რი­კე­ლე­ბი არა­ვის უმ­ხე­ლენ. არის იმა­ვე აბ­რამ­სე­ბის სა­ექ­სპორ­ტო ვა­რი­ან­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ამე­რი­კე­ლე­ბი ყი­დი­ან სა­უ­დის არა­ბეთ­ში, კუ­ვე­ი­ტში, პო­ლო­ნეთ­ში, რა დრო­საც ისი­ნი ხსნი­ან ამ ჯავ­შანს და და­მა­ტე­ბით ჩვე­უ­ლებ­რივს, მე­ტა­ლის ჯავ­შანს უყე­ნე­ბენ (სხვამ რომ არ ჩა­იგ­დოს ხელ­ში და სა­ი­დუმ­ლო არ ამოხ­სნან, ამ შემ­თხვე­ვა­ში - რუ­სებ­მა). ჯავ­შნის შეც­ვლას, რა თქმა უნდა, დრო უნდა, ამი­ტო­მაც მათი გა­და­ცე­მა დრო­ში გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბა. სა­ერ­თო ჯამ­ში, ჯავ­შან­ტექ­ნი­კის ეს რა­ო­დე­ნო­ბა - 31 აბ­რამ­სი და 100-მდე ლე­ო­პარ­დი, ომის ბედს ვერ შეც­ვლის დიდ უბან­ზე, პა­ტა­რა­ზე კი ექ­ნე­ბა გავ­ლე­ნა, მაგ­რამ აქ საქ­მე იმა­შია, რომ და­ი­წყო ტან­კე­ბის გა­და­ცე­მის პრო­ცე­სი, რა­საც აქამ­დე სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო და­სავ­ლე­თი აჯან­ჯლებ­და. ახლა ნავ­სი გა­ტყდა, პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა და პირ­ველ პარ­ტი­ას, სა­ვა­რა­უ­დოდ, სხვა პარ­ტი­ე­ბის გა­და­ცე­მაც მოჰ­ყვე­ბა.

ავტორი:

"რუსები ცდილობენ ალყაში მოაქციონ ბახმუტი" - რა უპირატესობები აქვთ დასავლური წარმოების ტანკებს რუსულთან შედარებით და რა ხდება ამჟამად ფრონტის ხაზზე?

"რუსები ცდილობენ ალყაში მოაქციონ ბახმუტი" - რა უპირატესობები აქვთ დასავლური წარმოების ტანკებს რუსულთან შედარებით და რა ხდება ამჟამად ფრონტის ხაზზე?

24 თებერვალს ერთი წელი შესრულდება, რაც ოკუპანტი რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ომი შესაძლოა, კიდევ სულ ცოტა ერთ წელს გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად თითქოს ინიციატივა რუსების ხელშია და სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტის ალყაში მოსაქცევად, უკრაინელები მის დათმობას არ აპირებენ. როგორც იკვეთება, ბახმუტს არა მარტო სამხედრო, არამედ პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. ანალიტიკოსები დიდ იმედს ამყარებენ გაზაფხულზე, რა დროსაც უკრაინა კონტრშეტევაზე გადავა. იმედის მომცემია ასევე ევროპა-ამერიკის მიერ ბოლო დროს გაწეული სამხედრო დახმარებაც, რაც მოდერნიზებული ჯავშანტექნიკის გადაცემას უკავშირდება. "ჯავშანტექნიკის ეს რაოდენობა - 31 აბრამსი და 100-მდე ლეოპარდი, ომის ბედს ვერ შეცვლის დიდ უბანზე, მაგრამ აქ საქმე იმაშია, რომ დაიწყო ტანკების გადაცემის პროცესი, რასაც დასავლეთი აქამდე სხვადასხვა მიზეზის გამო აჯანჯლებდა. ახლა ნავსი გატყდა, პროცესი გაგრძელდება და პირველ პარტიას, სავარაუდოდ, სხვა პარტიების გადაცემაც მოჰყვება“, - გვეუბნება სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ფრონტის (და არა მარტო) სიახლეებს გვაცნობს:

- როგორც მოსალოდნელი იყო, სოლედარის დაცემის შემდგომ, რუსმა ოკუპანტებმა გააგრძელეს შეტევა ბახმუტის ჩრდილოეთის მხრიდან ალყაში მოსაქცევად და გადაჭრეს ის გზა, რომელსაც ბახმუტს ჩრდილოეთთან აკავშირებდა. ამან, რა თქმა უნდა, დაძაბა სიტუაცია. ასევე, შეტევები ვითარდება ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით (აღმოსავლეთის მიმართულებიდან, დონეცკიდან ბახმუტის აღმოსავლეთისკენ შეტევები ისედაც იყო). ერთადერთი თავისუფალი მიმართულება, რაც ბახმუტის დამცველებს დანარჩენ უკრაინასთან აკავშირებთ, ეს არის დასავლეთი ნაწილი, რომელიც მოწინააღმდეგეს, საბედნიეროდ, ჯერ არ აქვს აღებული. რუსები ცდილობენ ალყაში მოაქციონ სწორედ ბახმუტი, ანუ მათ შეცვალეს ბრძოლის ტაქტიკა - პირდაპირ აღარ უტევენ, რადგან ძალების უზარმაზარი დანაკარგი ჰქონდათ და ცდილობენ ალყაში მოაქციონ ბახმუტი და ამით გადაუკეტონ მის დამცველებს მომარაგება.

- კონტრშეტევაზე გადასვლას რატომ არ ჩქარობს უკრაინა?

- ბახმუტის ფაქტორი გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ უკრაინელებს საბრძოლო ინიციატივა აღარ აქვთ და ის, ფაქტობრივად, რუს ოკუპანტებს გადააბარეს. ბახმუტზე და სოლედარზე შეტევების გამო მოხდა ისე, რომ უკრაინის გენშტაბი იძულებული გახდა, დამატებითი ძალები გადაესროლა სწორედ დონბასის ფრონტზე იმის მაგივრად, რომ სამხრეთ მიმართულებაზე კონტრიერიშებზე მეტი ძალები და რესურსები მოემზადებინათ, იგივე მელიტოპოლისკენ, ყირიმისკენ. უკრაინა იძულებულია ეს ძალები გადაისროლოს ბახმუტის დასაცავად. ამასთან დაკავშირებით დასავლურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს კიევს ამერიკული მხრიდან არაოფიციალურად ურჩევენ, რომ დათმოს ბახმუტი, სამაგიეროდ, ეს ძალები, რაც მის დაცვაზე იხარჯება, იმ კონტრიერიშებისთვის მოამზადოს, რომელიც გაზაფხულზე დაიწყება. ეს მარტივი არაა, ვინაიდან ბახმუტის დაკარგვა ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მიადგება კრამატორსკ-სლოვიანსკს, ანუ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გავა (რა ჩანაფიქრიც აქვს კრემლს) და ამით ის იტყვის, ომი მოვიგე, რუსეთის შემოერთებული ტერიტორიების საზღვრებზე გავედი და ეს უკვე ჩემი ტერიტორიააო. ასე ადვილი არაა ბახმუტის დათმობა, მას აქვს არა მარტო სამხედრო, არამედ პოლიტიკური დატვირთვაც.

- როგორც გავრცელდა, უკრაინელი სამხედროები გაუშვეს იმ ჯავშანტექნიკის ასათვისებლად, რომლებსაც სადაცაა დასავლეთი გადასცემს ომში მყოფ ქვეყანას. რა უპირატესობა აქვთ მოდერნიზებულ, დასავლური ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს საბჭოურ ტანკებთან შედარებით და შეცვლის თუ არა ის ომის ბედს?

- მოგეხსენებათ, საუბარია ამერიკულ, ბრიტანულ, გერმანულ და სხვა ჯავშანტრანსპორტიორებზე. უკრაინელი ტანკისტების გაგზავნა ხდება ადგილებზე, რათა მათ დაჩქარებულ ტემპში შეისწავლონ მათთვის ახალი ტიპის შეიარაღება და ჩაებნენ ბრძოლებში. მთელი წლის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე ორივე მხარე იბრძოდა საბჭოთა სტანდარტის ტანკებით, დაწყებული T-64, T-72, T-80-ით, რომელთაც შემდეგ რუსების მხრიდან დაემატა T-62 ტიპის საკმაოდ მოძველებული ტანკები.

T-64

მერე უკრაინას სლოვენიამ გადასცა მცირე რაოდენობით მოდერნიზებული T-55 ტიპის ტანკები, რუსებმა კი ჩართეს თავისი თანამედროვე T-90 M. მოგეხსენებათ, ახლა უკვე საუბარია იმაზე, რომ დასავლეთმა უკრაინას დაახმაროს "ლეოპარდ-2“, ბრიტანელებმა - "ჩელენჯერ-2“ და ამერიკელებმა "აბრამს M-1" და "აბრამს M-2" ტიპის ტანკები. ყველა ამ ტანკის (საბჭოთა, თუ ნატოს ქვეყნების) ფესვები 70-80-იანი წლებიდან მოდის, ისინი ერთი თაობის ტანკებია. დასავლური დაახლოებით 15-20 ტონით უფრო მძიმეებია რუსულ ტანკებზე და მისი ეკიპაჟი 4 კაცისგან შედგება, საბჭოთა დროინდელში მეოთხე წევრი (ჭურვების დამტენი) შეცვლილია ქვემეხის ავტომატური დატენვის მექანიზმით. მას აქვს თავისი მინუსი - ეს ავტომატური დამტენი თუ მოიშალა, ძალიან გაუჭირდება.

"აბრამსი"

დასავლურ ტანკებს ბევრად ძლიერი ჯავშანი აქვთ. ქვემეხს რაც შეეხება, ნატოს ქვემეხების ჭურვები ბევრად ძლიერია და ზუსტი, რაც გამოწვეულია იმით, რომ:

1. დენთი, რომელიც გამოყენებულია სატანკო ჭურვების გილზებში, ბევრად უფრო თანამედროვე ტექნოლოგიითაა დამზადებული და მეტ იმპულსს იძლევა დეტონაციის დროს, ჭურვი რომ გაისროლოს.

2. დასავლური ტიპის ტანკების უპირატესობა კიდევ ისაა, რომ ცეცხლის მართვის სისტემა არის ძალიან თანამედროვე და ბევრად აღემატება საბჭოთა ტანკებისას.

აქედან გამომდინარე, დასავლურ ტანკებს უფრო ადრე შეუძლიათ აღმოაჩინონ მოწინააღმდეგე და უფრო შორიდან ესროლონ მათ. ამასთან, ამერიკელებმა თუ გამოიყენეს გაღარიბებული ურანის შემცველი ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი ჭურვები, მათ შეეძლებათ 2 კმ. სიშორიდან მოარტყან და გაარღვიონ 750 მმ-მდე სისქის მონოლითური ჯავშანი. მათი ერადერთი მინუსი შეიძლება ის იყოს, რომ დასავლური ტანკები მძიმეა, ხოლო უკრაინის, როგორც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის ხიდები გათვლილი იყო 50 ტონამდე ტანკებზე, ბევრი მეორეხარისხოვანი ხიდია სოფლებსა და დაბებში და ეს ტექნიკა შესაძლოა, მათთვის პრობლემა გახდეს. გარდა ამისა, ამ მძიმე ტანკების გადატანისთვის საჭიროა სპეციალური უნაგირა გამწევები. არის უკვე საუბარი იმაზე, რომ დასავლეთი ტანკებთან ერთად უკრაინას ამასაც მიაწვდის, სხვანაირად, მათ მიწოდებას აზრი არ ექნება. ნოემბრის მსგავსად, უკრაინაში მარტ-აპრილში იქნება წვიმის სეზონი და ტალახი, რაც ფართომასშტაბიან შეტევებს გაართულებს, მით უმეტეს, მძიმე ჯავშანტექნიკით. ორი ვარიანტია: ყინვები თუ გაგრძელდა, ანუ ნიადაგი გაყინული იქნება, შეიძლება მოესწროს ეს შეტევები, თუ არა და, მაშინ დიდი ბრძოლები უფრო ზაფხულში იქნება (მაშინ, როცა ნიადაგი გამოშრება). დასავლური ტანკები მანამდე მაინც ვერ ჩააღწევს უკრაინამდე. მათ პირველი შეიძლება ლეოპარდები მიიღონ, რაც შეეხება აბრამსებს, შესაძლოა, ისინი წლის ბოლომდეც ვერ ჩაიტანონ უკრაინაში.

გერმანული "ლეოპარდ 2"

- რატომ ასე გვიან?

- აშშ-ს რამდენიმე ათასი აბრამსი ჰყავს და 31 ტანკის გადაცემა პრობლემა არაა. პრობლემა ისაა, რომ ისინი "აბრამსებს" გადასცემენ არა პენტაგონის, ანუ არმიის შეიარაღებიდან, არამედ ახალ ტანკებს უკვეთავენ. "აბრამსების" მწარმოებელი ქარხანა 20 წელზე მეტია, რაც დახურულია, ახლებს არ აკეთებენ და ამ შემთხვევაში, პირველად გამოშვებული ტანკების კორპუსი იგივე რჩება და დანარჩენი, ყველაფრის მოდიფიცირება ხდება ახალი აპარატურის ჩაყენებით. ეს ტანკები ერთ-ერთი თანამედროვე ძლიერი ტანკებია, რომელსაც აქვს სპეციალური დამატებითი ჯავშანი გაღარიბებული ურანისგან. ეს არის საიდუმლო ტექნოლოგია, რომელსაც ამერიკელები არავის უმხელენ. არის იმავე აბრამსების საექსპორტო ვარიანტები, რომლებსაც ამერიკელები ყიდიან საუდის არაბეთში, კუვეიტში, პოლონეთში, რა დროსაც ისინი ხსნიან ამ ჯავშანს და დამატებით ჩვეულებრივს, მეტალის ჯავშანს უყენებენ (სხვამ რომ არ ჩაიგდოს ხელში და საიდუმლო არ ამოხსნან, ამ შემთხვევაში - რუსებმა). ჯავშნის შეცვლას, რა თქმა უნდა, დრო უნდა, ამიტომაც მათი გადაცემა დროში გაჭიანურდება. საერთო ჯამში, ჯავშანტექნიკის ეს რაოდენობა - 31 აბრამსი და 100-მდე ლეოპარდი, ომის ბედს ვერ შეცვლის დიდ უბანზე, პატარაზე კი ექნება გავლენა, მაგრამ აქ საქმე იმაშია, რომ დაიწყო ტანკების გადაცემის პროცესი, რასაც აქამდე სხვადასხვა მიზეზის გამო დასავლეთი აჯანჯლებდა. ახლა ნავსი გატყდა, პროცესი გაგრძელდება და პირველ პარტიას, სავარაუდოდ, სხვა პარტიების გადაცემაც მოჰყვება.