პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძმებ კაკულიებს ჩვენ ბრალს არ ვდებთ, პროკურატურამ დაგვიდო მასალა, სადაც მათი თანამონაწილეობა იკვეთება" - ნიკო კვარაცხელიას დედა
"ძმებ კაკულიებს ჩვენ ბრალს არ ვდებთ, პროკურატურამ დაგვიდო მასალა, სადაც მათი თანამონაწილეობა იკვეთება"  - ნიკო კვარაცხელიას დედა

გუ­რამ და და­ვით კა­კუ­ლი­ებს ჩვენ არ ვდებთ ბრალს, ბრა­ლი დას­დო პრო­კუ­რა­ტუ­რამ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მხა­რემ, რო­მელ­მაც ათი ათა­სი ფურ­ცე­ლი დაგ­ვი­დო, რო­გორ გეგ­მავ­დნენ ეს ახალ­გაზ­რდე­ბი ნი­კოს მკვლე­ლო­ბას. მე ყვე­ლა­ზე მე­ტად მინ­და, რომ მათი სა­ხე­ლი არ ფი­გუ­რი­რებ­დეს ნი­კოს მკვლე­ლო­ბას­თან, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა, იზა ომა­ძე გუ­რამ კა­კუ­ლი­ას მიერ პრო­ცეს­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, რი­თაც ის ამ­ტკი­ცებს, რომ ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში მას და მის ძმას, და­ვით კა­კუ­ლი­ას არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ აქვთ.

რო­გორც იზა ომა­ძემ გან­მარ­ტა, მისი ოჯა­ხი კა­კუ­ლი­ებს ცილს არ სწა­მებს და აზ­რა­დაც არ მოს­ვლი­ათ, რომ ნი­კოს მკვლე­ლო­ბა შე­საძ­ლოა კა­კუ­ლი­ებს მოს­ვლო­დათ თავ­ში.

იზა ომა­ძის თქმით, მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბი­დან ათ წუთ­ში, საქ­მეს მთაწ­მინ­და-კრწა­ნი­სის პო­ლი­ცი­ამ კვა­ლი­ფი­კა­ცია მის­ცა, რომ შემ­კვე­თე­ბი სწო­რედ კა­კუ­ლი­ე­ბი იყ­ვნენ.

რო­გორც ომა­ძე ამ­ბობს, დაკ­ვე­თის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ას­თან სწო­რედ გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთი მსჯავ­რდე­ბუ­ლია.

"რო­დე­საც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე აიყ­ვა­ნეს, მან სი­ტყვა-სი­ტყვით თქვა, რომ მათ [გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს და აკო ჭე­ლი­ძეს] მკვლე­ლო­ბა და­უკ­ვე­თა კა­კუ­ლი­ამ. მე, რო­გორც დე­დას ყვე­ლა­ზე მე­ტად მინ­და, რომ ისი­ნი ამ საქ­მის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არ იყ­ვნენ. კა­ვი­ლა­ძის ოჯა­ხი მათ პირ­და­პირ და ირი­ბად სდებ­და ბრალს.

კა­კუ­ლი­ებს ჩვენ არ ვა­დებთ ბრალს, ბრა­ლი დას­დო პრო­კუ­რა­ტუ­რამ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მხა­რემ, რო­მელ­მაც ათი ათა­სი ფურ­ცე­ლი დაგ­ვი­დო, რო­გორ გეგ­მავ­დნენ ეს ახალ­გაზ­რდე­ბი ნი­კოს მკვლე­ლო­ბას. მე ყვე­ლა­ზე მე­ტად მინ­და, რომ მათი სა­ხე­ლი არ ფი­გუ­რი­რებ­დეს ნი­კოს მკვლე­ლო­ბას­თან. მე მათ ვუ­სურ­ვებ, რომ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ თა­ვი­სი სი­მარ­თლით. რო­გორც ჩემი შვი­ლი წარ­სდგა ღვთის წი­ნა­შე, ისე წარ­დგე­ბი­ან ისი­ნიც. რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძის ოჯახს, ამ ოჯახ­მა ათამ­დე ახალ­გაზ­რდას მოს­დო ჩირ­ქი. კა­ვი­ლა­ძის და ჭე­ლი­ძის ოჯახს ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბის მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ აქვთ. ისი­ნი არი­ან სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით დე­დე­ბი და ეს პრო­ცე­სი თავ­და­ყი­რა მათ და­ა­ყე­ნეს“, - გა­ნა­ცხა­და იზა ომა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მათ ოჯახს კა­კუ­ლი­ებ­თან მტრო­ბა არ ჰქო­ნია, ამი­ტომ მი­იჩ­ნევს, რომ მო­ტი­ვის გა­რე­შე კა­კუ­ლი­ებს მისი შვი­ლის, ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა არა­ნა­ი­რად არ შე­ეძ­ლოთ.

"ნიკო მოკ­ლა სის­ტე­მამ და ჩა­ით­რია ყვე­ლა ის ახალ­გაზ­რდა, ეს იქ­ნე­ბა გუ­რა­მი, და­ვი­თი თუ ა.შ. ეს არის ჩემ­გან უტყუ­ა­რი ინ­ფორ­მა­ცია.[ნი­კოს მკვლე­ლო­ბა­ში] მათ ხელი კა­ვი­ლა­ძის ოჯახ­მა და­ა­დო, ათ წუთ­ში კი პო­ლი­ცი­ამ. პო­ლი­ცი­ელ­მა თქვა, რომ აი, ეს არის ვერ­სი­აო. [კა­კუ­ლი­ებს ხელი ]კა­ვი­ლა­ძემ მისი აყ­ვა­ნის პრო­ცეს­ში და­ა­დო და მე რა უფ­ლე­ბა მაქვს, რომ არ მჯე­რო­დეს?! პრო­კუ­რა­ტუ­რამ დაგ­ვი­დო მა­სა­ლა, სა­დაც მათი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იკ­ვე­თე­ბა. ყვე­ლა­ზე მე­ტად მინ­და, რომ ისი­ნი არ იყ­ვნენ ამ პრო­ცე­სის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ომა­ძემ.

ამას­თან, იზა ომა­ძე მი­იჩ­ნევს, "ახლა, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში საქ­მე ლაგ­დე­ბა, თუმ­ცა, ნი­კოს სა­სარ­გებ­ლოდ არა“.

"ლაგ­დე­ბა იმათ სა­სარ­გებ­ლოდ, ვინც ჩვენ წინა პრო­ცეს­ზე შე­მოგ­ვყვი­რა, 1 წელი და ოთხი თვე გახ­და და რით ვე­ღარ იგ­ლო­ვე­თო. ალ­ბათ, მათ გა­რეთ გა­მო­უშ­ვე­ბენ, ალ­ბათ, სხვე­ბი არი­ან მო­საკ­ლა­ვე­ბი. მე კა­ვე­ლა­ძე­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი. კა­ვე­ლა­ძის ოჯა­ხი ცდი­ლობს, რომ და­იხ­სნას. ალ­ბათ, კი­დევ არის მო­საკ­ლა­ვი და კარ­გად აორ­გა­ნი­ზებს კა­ვე­ლა­ძის ოჯა­ხი მოკ­ვლა-გა­მოხ­სნის ამ­ბავს. საქ­მე ლაგ­დე­ბა ყვე­ლას სა­სარ­გებ­ლოდ, ვინც ამ პრო­ცე­სის თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა”, - აცხა­დებს იზა ომა­ძე "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“.

გარ­და ამი­სა, რო­გორც იზა ომა­ძე ამ­ბობს, ის სრუ­ლი­ად დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლია კა­კუ­ლი­ე­ბის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას ეხე­ბა. რო­გორც ომა­ძე ამ­ბობს, რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს პო­ზი­ცია გა­აჩ­ნია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც "მტკიც­დე­ბა რომ ამ ქვე­ყა­ნას სა­სა­მარ­თლო არ ჰყავს“.

შე­გახ­სე­ნებთ,რომ 22 წლის ნიკო კვა­რა­ცხე­ლია 2021 წლის 15 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან 10-ზე მეტი გას­რო­ლით მოკ­ლეს. მომ­ხდარ­ზე პო­ლი­ცი­ამ აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ კი, აკო ჭე­ლი­ძეს 17 წლით, გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

ნი­კოს მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში პო­ლი­ცი­ამ ძმე­ბი, და­ვით და გუ­რამ კა­კუ­ლი­ე­ბიც გა­მოჰ­კი­თხა, რომ­ლებ­საც ბრა­ლი სხვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე - სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ედე­ბათ. ორი­ვე ძმა კავ­შირს გა­მო­რი­ცხავს, რო­გორც ქურ­თი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის საქ­მე­ში, ისე ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

ტიპიური სიტუაციაა, ეს ქალბატონი მალე ოპოზიციის რიგში მოხვდება, რით ვერ ისწავლა ხელისუფლებამ რომ ადამიანი არ უნდა გაამწარო სამართლის პოვნის იმედი უნდა დაუტოვო

ნინი
2

რა მაგარი დედააა. გამძლეობას უსურვებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ძმებ კაკულიებს ჩვენ ბრალს არ ვდებთ, პროკურატურამ დაგვიდო მასალა, სადაც მათი თანამონაწილეობა იკვეთება" - ნიკო კვარაცხელიას დედა

"ძმებ კაკულიებს ჩვენ ბრალს არ ვდებთ, პროკურატურამ დაგვიდო მასალა, სადაც მათი თანამონაწილეობა იკვეთება"  - ნიკო კვარაცხელიას დედა

გურამ და დავით კაკულიებს ჩვენ არ ვდებთ ბრალს, ბრალი დასდო პროკურატურამ, საგამოძიებო მხარემ, რომელმაც ათი ათასი ფურცელი დაგვიდო, როგორ გეგმავდნენ ეს ახალგაზრდები ნიკოს მკვლელობას. მე ყველაზე მეტად მინდა, რომ მათი სახელი არ ფიგურირებდეს ნიკოს მკვლელობასთან, - ასე ეხმაურება "ინტერპრესნიუსთან“ ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე გურამ კაკულიას მიერ პროცესზე გაკეთებულ განცხადებას, რითაც ის ამტკიცებს, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში მას და მის ძმას, დავით კაკულიას არანაირი შემხებლობა არ აქვთ.

როგორც იზა ომაძემ განმარტა, მისი ოჯახი კაკულიებს ცილს არ სწამებს და აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ნიკოს მკვლელობა შესაძლოა კაკულიებს მოსვლოდათ თავში.

იზა ომაძის თქმით, მისი შვილის მკვლელობიდან ათ წუთში, საქმეს მთაწმინდა-კრწანისის პოლიციამ კვალიფიკაცია მისცა, რომ შემკვეთები სწორედ კაკულიები იყვნენ.

როგორც ომაძე ამბობს, დაკვეთის შესახებ პოლიციასთან სწორედ გიორგი კავილაძემ განაცხადა, რომელიც მისი შვილის მკვლელობის ერთ-ერთი მსჯავრდებულია.

"როდესაც სამართალდამცველებმა გიორგი კავილაძე აიყვანეს, მან სიტყვა-სიტყვით თქვა, რომ მათ [გიორგი კავილაძეს და აკო ჭელიძეს] მკვლელობა დაუკვეთა კაკულიამ. მე, როგორც დედას ყველაზე მეტად მინდა, რომ ისინი ამ საქმის თანამონაწილეები არ იყვნენ. კავილაძის ოჯახი მათ პირდაპირ და ირიბად სდებდა ბრალს.

კაკულიებს ჩვენ არ ვადებთ ბრალს, ბრალი დასდო პროკურატურამ, საგამოძიებო მხარემ, რომელმაც ათი ათასი ფურცელი დაგვიდო, როგორ გეგმავდნენ ეს ახალგაზრდები ნიკოს მკვლელობას. მე ყველაზე მეტად მინდა, რომ მათი სახელი არ ფიგურირებდეს ნიკოს მკვლელობასთან. მე მათ ვუსურვებ, რომ ძალიან ბედნიერები იყვნენ თავისი სიმართლით. როგორც ჩემი შვილი წარსდგა ღვთის წინაშე, ისე წარდგებიან ისინიც. რაც შეეხება გიორგი კავილაძის ოჯახს, ამ ოჯახმა ათამდე ახალგაზრდას მოსდო ჩირქი. კავილაძის და ჭელიძის ოჯახს ქვეყანაში ცხოვრების მორალური უფლება არ აქვთ. ისინი არიან სპეცსამსახურების თანამშრომლები, განსაკუთრებით დედები და ეს პროცესი თავდაყირა მათ დააყენეს“, - განაცხადა იზა ომაძემ.

მისივე განმარტებით, მათ ოჯახს კაკულიებთან მტრობა არ ჰქონია, ამიტომ მიიჩნევს, რომ მოტივის გარეშე კაკულიებს მისი შვილის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა არანაირად არ შეეძლოთ.

"ნიკო მოკლა სისტემამ და ჩაითრია ყველა ის ახალგაზრდა, ეს იქნება გურამი, დავითი თუ ა.შ. ეს არის ჩემგან უტყუარი ინფორმაცია.[ნიკოს მკვლელობაში] მათ ხელი კავილაძის ოჯახმა დაადო, ათ წუთში კი პოლიციამ. პოლიციელმა თქვა, რომ აი, ეს არის ვერსიაო. [კაკულიებს ხელი ]კავილაძემ მისი აყვანის პროცესში დაადო და მე რა უფლება მაქვს, რომ არ მჯეროდეს?! პროკურატურამ დაგვიდო მასალა, სადაც მათი თანამონაწილეობა იკვეთება. ყველაზე მეტად მინდა, რომ ისინი არ იყვნენ ამ პროცესის თანამონაწილეები“, - განაცხადა ომაძემ.

ამასთან, იზა ომაძე მიიჩნევს, "ახლა, პროკურატურაში საქმე ლაგდება, თუმცა, ნიკოს სასარგებლოდ არა“.

"ლაგდება იმათ სასარგებლოდ, ვინც ჩვენ წინა პროცესზე შემოგვყვირა, 1 წელი და ოთხი თვე გახდა და რით ვეღარ იგლოვეთო. ალბათ, მათ გარეთ გამოუშვებენ, ალბათ, სხვები არიან მოსაკლავები. მე კაველაძეზე მაქვს საუბარი. კაველაძის ოჯახი ცდილობს, რომ დაიხსნას. ალბათ, კიდევ არის მოსაკლავი და კარგად აორგანიზებს კაველაძის ოჯახი მოკვლა-გამოხსნის ამბავს. საქმე ლაგდება ყველას სასარგებლოდ, ვინც ამ პროცესის თანამონაწილეა”, - აცხადებს იზა ომაძე "ინტერპრესნიუსთან“.

გარდა ამისა, როგორც იზა ომაძე ამბობს, ის სრულიად დისტანცირებულია კაკულიების ბრალდების საქმეზე, რომელიც სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობას ეხება. როგორც ომაძე ამბობს, როგორც მოქალაქეს პოზიცია გააჩნია, რომლის მიხედვითაც "მტკიცდება რომ ამ ქვეყანას სასამართლო არ ჰყავს“.

შეგახსენებთ,რომ 22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. მომხდარზე პოლიციამ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს. სასამართლომ კი, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნიკოს მკვლელობის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ძმები, დავით და გურამ კაკულიებიც გამოჰკითხა, რომლებსაც ბრალი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე - სერგი ქურთიაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ. ორივე ძმა კავშირს გამორიცხავს, როგორც ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობის საქმეში, ისე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში.

ასევე იხილეთ: