სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უნდა წაიკითხოთ ანტიკური კლასიკა - ლეგენდებით მოცული ავტორი, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ
რატომ უნდა წაიკითხოთ ანტიკური კლასიკა - ლეგენდებით მოცული ავტორი, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ

და ისევ, მოგ­ზა­უ­რო­ბა წარ­სულ­ში...

ბავ­შვო­ბი­დან ყო­ველ­თვის მხიბ­ლავ­და ან­ტი­კუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი ძველ ბერ­ძნებ­ზე, სლა­ვებ­ზე, რა­ინ­დებ­ზე... დი­ა­ლო­გე­ბი მე-18 და მე-19 სა­უ­კუ­ნე­ე­ბის პერ­სო­ნა­ჟებს შო­რის და ბევ­რად უფრო ად­რე­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, თა­ვი­სი მის­ტი­კის სა­ბურ­ვე­ლით. სა­ინ­ტე­რე­სო იყო იმ უფსკრუ­ლის გა­აზ­რე­ბაც, რაც იმ პე­რი­ო­დის ხალ­ხს სამ­ყა­როს ცოდ­ნის მი­მართ ჰქონ­და.

მხო­ლოდ ან­ტი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის კი­თხვი­სას შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გო, რა აღელ­ვებ­დათ მა­შინ ადა­მი­ა­ნებს, რო­გორ გა­მო­ხა­ტავ­დნენ სა­კუ­თარ თავს, რა იცოდ­ნენ და რა არ იცოდ­ნენ, რა იყო რე­ზო­ნან­სუ­ლი მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში...

კლა­სი­კა არის წიგ­ნი, რო­მე­ლიც არა­სო­დეს ამ­თავ­რებს სათ­ქმელს.

არი­ან უდი­დე­სი კლა­სი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბულ გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ ჩვენ­ზე. ილე­ქე­ბი­ან მეხ­სი­ე­რე­ბის ღრმა ნა­ო­ჭებ­ში და არაც­ნო­ბი­ე­რის სა­ხით ინიღ­ბე­ბი­ან. ამი­ტო­მაც ღირს, ისი­ნი ხე­ლახ­ლა წა­ვი­კი­თხოთ ზრდას­რულ ასაკ­ში. მა­ში­ნაც კი, თუ წიგ­ნე­ბი იგი­ვე დარ­ჩე­ბა. წიგ­ნე­ბი არ იც­ვლე­ბი­ან, მაგ­რამ ჩვენ ვიც­ვლე­ბით და მათ­თან შეხ­ვედ­რა სრუ­ლი­ად ახა­ლი ემო­ცი­ე­ბის მომ­ტა­ნია. კლა­სი­კის ყო­ვე­ლი ხე­ლა­ხა­ლი წა­კი­თხვა ისე­თი­ვე მოგ­ზა­უ­რო­ბა და აღ­მო­ჩე­ნაა, რო­გორც პირ­ვე­ლი წა­კი­თხვა. აღ­ქმა იც­ვლე­ბა ჩვე­ნი პი­როვ­ნუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან, ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან, იმ­დრო­ინ­დე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან...

ევ­რი­პი­დე ძვე­ლი ბერ­ძე­ნი დრა­მა­ტურ­გი იყო, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა აჩ­ვე­ნა თა­ვის ნაშ­რო­მებ­ში, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ფსი­ქო­ლო­გია უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ბე­დის­წე­რა და ღვთი­უ­რი გან­გე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის სა­ლა­მის­ში და­ი­ბა­და. მა­მა­მი­სი მდი­და­რი და პა­ტივ­სა­ცე­მი კაცი იყო. ევ­რი­პი­დე ორ­ჯერ და­ქორ­წინ­და, მაგ­რამ ორი­ვე­ჯერ წა­რუ­მა­ტებ­ლად. მისი ოჯა­ხი მრუ­შო­ბის გამო ინ­გრე­ო­და.

ევ­რი­პი­დეს პირ­ვე­ლი პი­ე­სა იყო „პე­ლი­ა­და“, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე 455 წელს გა­მო­ვი­და. პირ­ვე­ლი პრე­მია მან ჯერ კი­დევ ძვ.წ 441 წელს მო­ი­პო­ვა.

ევ­რი­პი­დეს გმი­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მდედ­რო­ბი­თი სქე­სის, აქვთ ძა­ლი­ან რთუ­ლი ხა­სი­ა­თი და ამაღ­ლე­ბუ­ლი გრძნო­ბე­ბი, ვნე­ბე­ბი, აზ­რე­ბი მჭიდ­როდ არის გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი და­ნა­შა­ულ­თან. მა­გა­ლი­თად, მე­დე­ას გა­უ­საძ­ლი­სი ტან­ჯვა ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ტრა­გე­დი­ა­ში, მი­იყ­ვანს მას სის­ხლი­ან სი­სას­ტი­კემ­დე. ის კლავს სა­კუ­თარ შვი­ლებს ოდ­ნა­ვი სი­ნა­ნუ­ლის გა­რე­შე.

ევ­რი­პი­დე ცდი­ლობ­და და­ე­ფიქ­რე­ბი­ნა მა­ყუ­რე­ბე­ლი. მისი ბო­რო­ტე­ბის პი­რის­პირ აღ­მო­ჩე­ნი­ლი გმი­რე­ბი, ამ ბო­რო­ტე­ბას ზე­ბუ­ნებ­რივ, დე­მო­ნურ ძა­ლად კი აღარ აღიქ­ვა­მენ, არა­მედ სა­კუ­თა­რი არ­სე­ბო­ბის ნა­წი­ლად, მაგ­რამ მათ ისიც იცი­ან, რომ ზე­ბუ­ნებ­რი­ო­ბის იდუ­მა­ლე­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი ეს ძალა კი­დევ უფრო სა­ში­ში და შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლია.

ევ­რი­პი­დეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ მრა­ვა­ლი ლე­გენ­და არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ევ­რი­პი­დე გარ­და­იც­ვა­ლა პო­ე­ტე­ბის შეთ­ქმუ­ლე­ბის შე­დე­გად, რომ­ლებ­საც მისი შურ­დათ და მო­ის­ყი­დეს მსა­ხუ­რი, რომ სა­მე­ფო ძაღ­ლე­ბი მი­ე­სია. სხვა ლე­გენ­დე­ბის თა­ნახ­მად, ევ­რი­პი­დე ძაღ­ლებ­მა კი არა, ქა­ლებ­მა „დაგ­ლი­ჯეს“, როცა ღა­მით კრა­ტერ­თან პა­ე­მან­ზე მი­იჩ­ქა­რო­და. სხვა ვერ­სი­ით, ევ­რი­პი­დე უნდა შეხ­ვედ­რო­და ნი­კო­დი­კეს, არე­თის მე­უღ­ლეს. სიკ­ვდი­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე ვერ­სია უფრო ამ­ქვეყ­ნი­უ­რია - 75 წლის ევ­რი­პი­დეს სხე­ულ­მა უბ­რა­ლოდ ვერ გა­უძ­ლო მა­კე­დო­ნი­ა­ში მკაცრ ზამ­თარს.

ევ­რი­პი­დეს ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი თით­ქმის ყვე­ლა ტრა­გე­დია შექ­მნი­ლია პე­ლო­პო­ნე­სო­სის ომის პე­რი­ოდ­ში. რამ­დე­ნა­დაც მისი შე­მოქ­მე­დე­ბის ლია უმ­თავ­რე­სი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა თა­ნად­რო­უ­ლო­ბაა, ტრა­გე­დი­ებ­ში იო­ლად შე­უმ­თავ­რე­სი შე­ნიშ­ნავს მკი­თხვე­ლი ჰე­რო­ი­კულ-პატ­რი­ო­ტულ მო­ტი­ვებს, სპარ­ტა­სად­მი ნიშ­ნავს მტრულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, ათე­ნუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის კრი­ზი­სის ამ­სახ­ველ სცე­ნებს, რე­ლი­გი­უ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბის კრი­ტი­კას და ა.შ.

ევ­რი­პი­დე თე­ატ­რის სცე­ნი­დან ლა­მობ­და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა თა­ვი­სი მა­ყუ­რე­ბევ­რი­პი­დე მა­ყუ­რებ­ლის­თვის, თუ რა­ო­დენ ამაღ­ლე­ბუ­ლია ლის­თვის, სამ­შობ­ლო­სათ­ვის თავ­გან­წირ­ვის გრძნო­ბა.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა “პა­ლიტ­რა L” ევ­რი­პი­დეს ორ ტო­მე­ულს გა­მოს­ცემს. პირ­ვე­ლი ტომი, რო­მე­ლიც 7 ნა­წარ­მო­ებს (ალ­კეს­ტი­სი­ალ­კეს­ტი­სი; მე­დეა; ჰე­რაკ­ლი­დე­ბი; ჰი­პო­ლი­ტო­სი; ან­დრო­მა­ქე; ჰე­კა­ბე და მა­ვედ­რე­ბე­ლი ქა­ლე­ბი) 30 იან­ვარს გა­მო­ვა და სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად - 16 ლა­რად გა­ი­ყი­დე­ბა. წიგ­ნის შე­ძე­ნას შეძ­ლებთ „ბიბ­ლუ­სის“ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში და ონ­ლა­ინ.

ავ­ტო­რი: თეა ინა­სა­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

რატომ უნდა წაიკითხოთ ანტიკური კლასიკა - ლეგენდებით მოცული ავტორი, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ

რატომ უნდა წაიკითხოთ ანტიკური კლასიკა - ლეგენდებით მოცული ავტორი, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ

და ისევ, მოგზაურობა წარსულში...

ბავშვობიდან ყოველთვის მხიბლავდა ანტიკური ისტორიები ძველ ბერძნებზე, სლავებზე, რაინდებზე... დიალოგები მე-18 და მე-19 საუკუნეების პერსონაჟებს შორის და ბევრად უფრო ადრეული ლიტერატურა, თავისი მისტიკის საბურველით. საინტერესო იყო იმ უფსკრულის გააზრებაც, რაც იმ პერიოდის ხალხს სამყაროს ცოდნის მიმართ ჰქონდა.

მხოლოდ ანტიკური ნაწარმოებების კითხვისას შეიძლება გაიგო, რა აღელვებდათ მაშინ ადამიანებს, როგორ გამოხატავდნენ საკუთარ თავს, რა იცოდნენ და რა არ იცოდნენ, რა იყო რეზონანსული მათ საზოგადოებაში...

კლასიკა არის წიგნი, რომელიც არასოდეს ამთავრებს სათქმელს.

არიან უდიდესი კლასიკოსები, რომლებიც განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ ჩვენზე. ილექებიან მეხსიერების ღრმა ნაოჭებში და არაცნობიერის სახით ინიღბებიან. ამიტომაც ღირს, ისინი ხელახლა წავიკითხოთ ზრდასრულ ასაკში. მაშინაც კი, თუ წიგნები იგივე დარჩება. წიგნები არ იცვლებიან, მაგრამ ჩვენ ვიცვლებით და მათთან შეხვედრა სრულიად ახალი ემოციების მომტანია. კლასიკის ყოველი ხელახალი წაკითხვა ისეთივე მოგზაურობა და აღმოჩენაა, როგორც პირველი წაკითხვა. აღქმა იცვლება ჩვენი პიროვნული სიტუაციიდან, ახალი გამოცდილებიდან, იმდროინდელი ცხოვრების წესიდან...

ევრიპიდე ძველი ბერძენი დრამატურგი იყო, რომელმაც პირველმა აჩვენა თავის ნაშრომებში, რომ ცხოვრებაში ფსიქოლოგია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბედისწერა და ღვთიური განგება. როგორც ცნობილია, ის სალამისში დაიბადა. მამამისი მდიდარი და პატივსაცემი კაცი იყო. ევრიპიდე ორჯერ დაქორწინდა, მაგრამ ორივეჯერ წარუმატებლად. მისი ოჯახი მრუშობის გამო ინგრეოდა.

ევრიპიდეს პირველი პიესა იყო „პელიადა“, რომელიც სცენაზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 455 წელს გამოვიდა. პირველი პრემია მან ჯერ კიდევ ძვ.წ 441 წელს მოიპოვა.

ევრიპიდეს გმირებს, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის, აქვთ ძალიან რთული ხასიათი და ამაღლებული გრძნობები, ვნებები, აზრები მჭიდროდ არის გადაჯაჭვული დანაშაულთან. მაგალითად, მედეას გაუსაძლისი ტანჯვა ამავე სახელწოდების ტრაგედიაში, მიიყვანს მას სისხლიან სისასტიკემდე. ის კლავს საკუთარ შვილებს ოდნავი სინანულის გარეშე.

ევრიპიდე ცდილობდა დაეფიქრებინა მაყურებელი. მისი ბოროტების პირისპირ აღმოჩენილი გმირები, ამ ბოროტებას ზებუნებრივ, დემონურ ძალად კი აღარ აღიქვამენ, არამედ საკუთარი არსებობის ნაწილად, მაგრამ მათ ისიც იციან, რომ ზებუნებრიობის იდუმალებას მოკლებული ეს ძალა კიდევ უფრო საშიში და შემაძრწუნებელია.

ევრიპიდეს გარდაცვალების შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. მაგალითად, ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ევრიპიდე გარდაიცვალა პოეტების შეთქმულების შედეგად, რომლებსაც მისი შურდათ და მოისყიდეს მსახური, რომ სამეფო ძაღლები მიესია. სხვა ლეგენდების თანახმად, ევრიპიდე ძაღლებმა კი არა, ქალებმა „დაგლიჯეს“, როცა ღამით კრატერთან პაემანზე მიიჩქაროდა. სხვა ვერსიით, ევრიპიდე უნდა შეხვედროდა ნიკოდიკეს, არეთის მეუღლეს. სიკვდილის თანამედროვე ვერსია უფრო ამქვეყნიურია - 75 წლის ევრიპიდეს სხეულმა უბრალოდ ვერ გაუძლო მაკედონიაში მკაცრ ზამთარს.

ევრიპიდეს ჩვენამდე მოღწეული თითქმის ყველა ტრაგედია შექმნილია პელოპონესოსის ომის პერიოდში. რამდენადაც მისი შემოქმედების ლია უმთავრესი თავისებურება თანადროულობაა, ტრაგედიებში იოლად შეუმთავრესი შენიშნავს მკითხველი ჰეროიკულ-პატრიოტულ მოტივებს, სპარტასადმი ნიშნავს მტრულ დამოკიდებულებას, ათენური დემოკრატიის კრიზისის ამსახველ სცენებს, რელიგიური ცნობიერების კრიტიკას და ა.შ.

ევრიპიდე თეატრის სცენიდან ლამობდა ეჩვენებინა თავისი მაყურებევრიპიდე მაყურებლისთვის, თუ რაოდენ ამაღლებულია ლისთვის, სამშობლოსათვის თავგანწირვის გრძნობა.

გამომცემლობა “პალიტრა L” ევრიპიდეს ორ ტომეულს გამოსცემს. პირველი ტომი, რომელიც 7 ნაწარმოებს (ალკესტისიალკესტისი; მედეა; ჰერაკლიდები; ჰიპოლიტოსი; ანდრომაქე; ჰეკაბე და მავედრებელი ქალები) 30 იანვარს გამოვა და სპეციალურ ფასად - 16 ლარად გაიყიდება. წიგნის შეძენას შეძლებთ „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში და ონლაინ.

ავტორი: თეა ინასარიძე