მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ნოდარის მონაზონმა დედამ ცხედარი არ მიიღო, დედა ევა გარდაცვლილია... რაც შეეხება ნოდარს, დასავლეთში დაკრძალეს" - რას ჰყვება ათუაშვილის მეზობელი?
"ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ნოდარის მონაზონმა დედამ ცხედარი არ მიიღო, დედა ევა გარდაცვლილია... რაც შეეხება ნოდარს, დასავლეთში დაკრძალეს" - რას ჰყვება ათუაშვილის მეზობელი?

სა­გარ­ჯო­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი სის­ხლი­ა­ნი კალო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ჯერ ისევ მო­უ­ნე­ლე­ბელ ტკი­ვი­ლად რჩე­ბა. სა­ბე­დის­წე­რო ამ­ბის მომსწრე­ნი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ შო­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ჯე­რაც არ გა­მო­სუ­ლან. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი ექ­სცე­სე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის მო­ტი­ვით, ნო­დარ ათუ­აშ­ვი­ლის დაკ­რძალ­ვა, რო­მელ­მაც მე­ზობ­ლე­ბის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, არც სა­გა­რე­ჯომ და არც მშობ­ლი­ურ­მა სო­ფელ­მა მა­ნავ­მა არ იკის­რა.

AMBEBI.GE ნო­დარ ათუ­აშ­ვი­ლის მე­ზო­ბელს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც ტრა­გე­დი­ის ირ­გვლივ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გაგ­ვიმ­ხი­ლა:

"ნო­და­რი 6 წე­ლია, რაც ცოლ­თან გა­ცი­ლე­ბუ­ლია. მე­უღ­ლე - ირმა უა­ღე­სად კარ­გი გო­გოა, ამ­ჟა­მად სად იმ­ყო­ფე­ბა, არ ვი­ცით, ამ ამ­ბის შემ­დეგ არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. რას არ იგო­ნე­ბენ, მო­ნა­ზონ­მა დე­დამ მიც­ვა­ლე­ბულ­ზე უარი თქვაო... ნო­დარს დედა ცო­ცხა­ლი არ ჰყავს, დედა ევა (სა­ე­რო სა­ხე­ლი - რუ­სუ­და­ნი) წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. ნო­დარს დე­დას­თა­ნაც და დას­თა­ნაც ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.

ნო­დარს და ირ­მას 2 შვი­ლი ჰყავთ, ვერ შე­ე­წყვნენ და გა­ცილ­დნენ. შვი­ლი, რო­მე­ლიც იმ სა­ღა­მოს ნო­დარ­თან ერ­თად იყო, უაღ­რე­სად კარ­გი, პა­ტი­ო­სა­ნი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ბი­ჭია, ისე­თი, ახ­ლან­დელ დრო­ში რომ სან­თლით სა­ძე­ბა­რია.

რა მოხ­და სრო­ლამ­დე, შვი­ლი არა­ფერს ამ­ბობს. ნო­და­რი არც მა­ნამ­დე გვი­შა­ვებ­და რა­მეს და გარ­დაც­ვლი­ლი განა რას დაგ­ვი­შა­ვებ­და, მაგ­რამ ეზო­ში 4 მიც­ვა­ლე­ბუ­ლი იყო და ვინ რას იზამ­და, არა­ვინ იცის, ამი­ტომ არ და­ვას­ვე­ნე­ბი­ნეთ, ამის გვე­ში­ნო­და და შუ­რის­ძი­ე­ბას მო­ვე­რი­დეთ. ისე, ნო­და­რი მარ­თლა ჩა­კე­ტი­ლი იყო, არა­ვის­თან ჰქონ­და ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა, კაი გა­მარ­ჯო­ბა-გა­გი­მარ­ჯოს და ეს იყო. ან აქ სად იყო, მან მეტი წილი ჯარ­ში გა­ა­ტა­რა, 2008 წლის ომში, სამ­ჯერ ავ­ღა­ნეთ­ში და ამ დროს, უბ­ნის ბი­ჭე­ბი აბუ­ლინ­გებ­დნენ. ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი რომ გამ­წარ­დე­ბა, ის რას იზამს, კაც­მა არ იცის და მით უფრო მისი ფსი­ქი­კის პატ­რო­ნი. მე­ზობ­ლებს ნო­და­რიც ძა­ლი­ან გვე­ცო­დე­ბა...

თუ არ ვცდე­ბი, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი და­სავ­ლეთ­ში წა­ას­ვე­ნეს და იქ დაკ­რძა­ლეს. მისი ცხე­და­რი არც სა­გა­რე­ჯომ მი­ი­ღო და არ მა­ნავ­მა, სა­დაც მისი ფუძე იყო, ყვე­ლას შე­ე­შინ­და მო­სა­ლოდ­ნე­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის. ჩვენ ჯე­რაც შოკ­ში ვართ, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან არ გა­მოვ­სულ­ვართ. მა­მა­ოს შვი­ლი, რო­მე­ლიც ბი­ჭე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­ვი­და, და­იჭ­რა და დღეს­დღე­ო­ბით ისევ მძი­მე­დაა, თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს სამ­კურ­ნა­ლოდ. ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია, ღმერ­თმა გა­დაგ­ვირ­ჩი­ნოს“.

ავ­ტო­რი: ანა არა­ბუ­ლი

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დაცემული ელფი
6

უბანს და უბნის ბირჟებს ძირითადად ნასედკები ამაგრებენ, რათა ინფორმაციები მოიპოვონ და ჭორები გაავრცელონ

1234
3

უბნის ძველობა ყოველთვის არ ჭრის :) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ნოდარის მონაზონმა დედამ ცხედარი არ მიიღო, დედა ევა გარდაცვლილია... რაც შეეხება ნოდარს, დასავლეთში დაკრძალეს" - რას ჰყვება ათუაშვილის მეზობელი?

"ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ნოდარის მონაზონმა დედამ ცხედარი არ მიიღო, დედა ევა გარდაცვლილია... რაც შეეხება ნოდარს, დასავლეთში დაკრძალეს" - რას ჰყვება ათუაშვილის მეზობელი?

საგარჯოში დატრიალებული სისხლიანი კალო საზოგადოებისთვის ჯერ ისევ მოუნელებელ ტკივილად რჩება. საბედისწერო ამბის მომსწრენი გვეუბნებიან, რომ შოკური მდგომარეობიდან ჯერაც არ გამოსულან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსალოდნელი ექსცესების თავიდან არიდების მოტივით, ნოდარ ათუაშვილის დაკრძალვა, რომელმაც მეზობლების სიცოცხლე იმსხვერპლა, არც საგარეჯომ და არც მშობლიურმა სოფელმა მანავმა არ იკისრა.

AMBEBI.GE ნოდარ ათუაშვილის მეზობელს დაუკავშირდა, რომელმაც ტრაგედიის ირგვლივ ახალი დეტალები გაგვიმხილა:

"ნოდარი 6 წელია, რაც ცოლთან გაცილებულია. მეუღლე - ირმა უაღესად კარგი გოგოა, ამჟამად სად იმყოფება, არ ვიცით, ამ ამბის შემდეგ არ გამოჩენილა. რას არ იგონებენ, მონაზონმა დედამ მიცვალებულზე უარი თქვაო... ნოდარს დედა ცოცხალი არ ჰყავს, დედა ევა (საერო სახელი - რუსუდანი) წელიწადნახევრის წინ გარდაიცვალა. ნოდარს დედასთანაც და დასთანაც ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა.

ნოდარს და ირმას 2 შვილი ჰყავთ, ვერ შეეწყვნენ და გაცილდნენ. შვილი, რომელიც იმ საღამოს ნოდართან ერთად იყო, უაღრესად კარგი, პატიოსანი და განათლებული ბიჭია, ისეთი, ახლანდელ დროში რომ სანთლით საძებარია.

რა მოხდა სროლამდე, შვილი არაფერს ამბობს. ნოდარი არც მანამდე გვიშავებდა რამეს და გარდაცვლილი განა რას დაგვიშავებდა, მაგრამ ეზოში 4 მიცვალებული იყო და ვინ რას იზამდა, არავინ იცის, ამიტომ არ დავასვენებინეთ, ამის გვეშინოდა და შურისძიებას მოვერიდეთ. ისე, ნოდარი მართლა ჩაკეტილი იყო, არავისთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა, კაი გამარჯობა-გაგიმარჯოს და ეს იყო. ან აქ სად იყო, მან მეტი წილი ჯარში გაატარა, 2008 წლის ომში, სამჯერ ავღანეთში და ამ დროს, უბნის ბიჭები აბულინგებდნენ. ჯანმრთელი ადამიანი რომ გამწარდება, ის რას იზამს, კაცმა არ იცის და მით უფრო მისი ფსიქიკის პატრონი. მეზობლებს ნოდარიც ძალიან გვეცოდება...

თუ არ ვცდები, მიცვალებული დასავლეთში წაასვენეს და იქ დაკრძალეს. მისი ცხედარი არც საგარეჯომ მიიღო და არ მანავმა, სადაც მისი ფუძე იყო, ყველას შეეშინდა მოსალოდნელი გართულებების. ჩვენ ჯერაც შოკში ვართ, მდგომარეობიდან არ გამოვსულვართ. მამაოს შვილი, რომელიც ბიჭების დასახმარებლად ჩავიდა, დაიჭრა და დღესდღეობით ისევ მძიმედაა, თბილისში გადაიყვანეს სამკურნალოდ. ძალიან კარგი ბიჭია, ღმერთმა გადაგვირჩინოს“.

ავტორი: ანა არაბული

ნახეთ ასევე: