სააკაშვილს აქვს დემენცია და მე ასევე მესმის, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი აქტებით განსაზღვრულია, რომ პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში,- ამის შესახებ ბრიტანელმა ექსპერტმა, ფსიქიატრმა კორნელიუს კატონამ სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით გამოკითხვისას განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ მსჯელობენ.
მისი თქმით, კვლევების შედეგად მან ჯანმრთელობის მხრივ სააკაშვილის შემთხვევაში საკმაოდ მძიმე დარღვევები აღმოაჩინა.
"კვლევების შედეგად აღმოვაჩინე საკმაოდ მძიმე დარღვევები ყურადღების ნაწილში, მეხსიერების მხრივ, ასევე ენის მხრივ და ვიზუალურ-სივრცობრივი აღქმის მიმართულებით. მე განვსაზღვრე რამდენიმე მიზეზი, რომელსაც შეიძლება მივეყვანეთ ნეიროკოგნიტურ აშლილობამდე. პირველი მიზეზი შეიძლება იყოს მისი შიმშილობა და კვების სწრაფი აღდგენა, ანუ "რეფიდინგი“, ნაწილობრივი ასფიქსია და ეპილეფსიური გულყრები, აუხსნელი ცხელება, ასევე მისი დაყოვნებული მკურნალობა ვერნიკეს ენცეფალოპატიის გამო და მრავლობითი მედიკამენტები, რომლებსაც ის იღებდა, ასევე მისი თმის ტოქსიკოლოგიის დროს აღმოჩენილი ნივთიერებები, მძიმე მეტალები“, - განაცხადა ექსპერტმა.
მან ასევე არასათანადო მკურნალობაზე გაამახვილა ყურადღება და ამავდროულად აღნიშნა, რომ თუ არ შეიცვლება გარემო, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, მას არ მოეხსნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი.
"ის იღებდა გარკვეულ მედიკამენტებს ფსიქოთერაპიული პროფილის, თუმცა რაც შეეხებოდა სტრესის მოხსნას, შიშებს და განცდას იმისა, რომ ის არის საშიშროების ქვეშ, ამის საწინააღმდეგო მკურნალობა არ მისცემია, რის გამოც, რჩებოდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დაავადება. ამასთან, ფსიქოლოგიურ მკურნალობას ვერ ექნება ეფექტურობა, თუ სააკაშვილი იქნება იმ გარემოში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და გრძნობს საშიშროების არსებობას. სააკაშვილს აქვს დემენცია და დებულება არის სრულ თანხვედრაში ექიმი გოდსმიტის დასკვნებთან. მე ასევე მესმის, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი აქტებით განსაზღვრულია, რომ პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია არ უნდა იყვნენ ციხეში“, - განაცხადა ფსიქიატრმა.
რაში გამოიხატება, რომ დემენცია აქვს? - ვერ იხსენებს, რომლები იყვნენ ცოლები და რომლები - საყვარლები?
ამერიკაში ყველა ნორსინგ ჰომს აქვს დემენციით დაავადებული პაციენტების განყოფილება. მათ არავინ ეკითხება სად ურჩევნიათ, შვილები იღებენ გადაწყვეტილებას..