პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა" - შალვა ხაჭაპურიძე
"რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა" - შალვა ხაჭაპურიძე

გუ­შინ რატი ბრე­გა­ძემ მო­სა­მარ­თლეს მან­ტია გა­ხა­და, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას მახ­ვი­ლი გა­მო­არ­თვა, თვი­თონ შე­მო­იც­ვა ტან­ზე მან­ტია და გა­მოგ­ვი­ვი­და მო­სა­მარ­თლის რან­გში, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მან იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, რატი ბრე­გა­ძის გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­ა­ფა­სა, რომ­ლის თქმით, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს დას­კვნით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ემ­პა­თი­ას“ დი­აგ­ნო­ზე­ბი სარ­წმუ­ნო და უტყუ­ა­რი არ არის.

შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის თქმით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი და ნევ­რო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა ისე, რომ პა­ცი­ენ­ტი ნა­ნა­ხი არ არის.

"მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, ისი­ნი ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან გაგ­ვიც­ვა­ლონ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, უნდა შე­ა­ტყო­ბი­ნონ სა­სა­მარ­თლოს, რომ ატა­რე­ბენ ამ ტი­პის ექ­სპერ­ტი­ზას, თუმ­ცა, ჩვენ "ვი­ვა­მე­დის“ კან­ცე­ლა­რი­ი­დან ვი­ცო­დით, რომ ეს მა­სა­ლე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის ექ­სპერ­ტი­ზის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ითხო­ვეს. მე­ო­რე არ­გუ­მენ­ტი გახ­ლავთ ის, რომ ერთხელ უკვე ამ ტი­პის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნეს, რა­ზეც მო­სა­მარ­თლემ უარი თქვა. ეს არის იგი­ვე ხა­სი­ა­თის და ში­ნა­არ­სის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რა­ზეც მო­სა­მარ­თლემ უარი უთხრა. გარ­და ამი­სა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი და ნევ­რო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა ისე, რომ პა­ცი­ენ­ტი ნა­ნა­ხი არ არის. მსგავ­სი რამ დე­და­მი­წის ზურ­გზე ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ენა­ხათ თა­ვად პა­ცი­ენ­ტი. რად­გან პა­ცი­ენ­ტი ნა­ნა­ხი არ ჰყავთ, რო­გორ უნდა გა­ი­ზი­ა­როს მო­სა­მარ­თლემ დას­კვნა, თუ ბი­უ­როს ადა­მი­ა­ნი ნა­ნა­ხი არ ჰყავს?

რაც მთა­ვა­რია, გახ­სოვთ, გუ­შინ რატი ბრე­გა­ძემ იმ­პე­რა­ტი­ულ სტილ­ში გა­ნა­ცხა­და, "ემ­პა­თი­ას“დას­კვნა არის არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რიო ანუ ბა­ტონ­მა რა­ტიმ მო­სა­მარ­თლის მა­გივ­რად მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მო­სა­მარ­თლეს მან­ტია გა­ხა­და, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას მახ­ვი­ლი გა­მო­არ­თვა, თვი­თონ შე­მო­იც­ვა ტან­ზე მან­ტია და მოგ­ვევ­ლი­ნა მო­სა­მარ­თლის რან­გში. მათ­თვის ძა­ლი­ან ცუდი ნა­ბი­ჯი გა­დად­გეს და ჩვენ­თვის ძა­ლი­ან კარ­გი“, -გა­ნა­ცხა­და ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფატი
21

აბა რატიმ დასკვნის დასკვნა რატო დადო? დაიჭერენ რატუნასაც და სამხარაულის უფროსობასაც. მოვა მაგის დროც. 

ეფრემ დ.
2

რეებს ბჟუტურებს! რა დასკვნის დასკვნა! მხარეს ეჭვი შეეპარა და სრულიად საფუძვლიანად, ჯიშკარიანის "დასკვნაში" და ჩაატარა ახალი ექსპერტიზა და მოითხოვა იმ "დასკვნის" არგუმენტირებული შეფასება

ავტორი:

"რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა" - შალვა ხაჭაპურიძე

"რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა" - შალვა ხაჭაპურიძე

გუშინ რატი ბრეგაძემ მოსამართლეს მანტია გახადა, მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, თვითონ შემოიცვა ტანზე მანტია და გამოგვივიდა მოსამართლის რანგში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის გუშინდელი განცხადებები შეაფასა, რომლის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "ემპათიას“ დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ჩატარებულია ფსიქიატრიული და ნევროლოგიური ექსპერტიზა ისე, რომ პაციენტი ნანახი არ არის.

"მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ისინი ვალდებული არიან გაგვიცვალონ მტკიცებულებები, უნდა შეატყობინონ სასამართლოს, რომ ატარებენ ამ ტიპის ექსპერტიზას, თუმცა, ჩვენ "ვივამედის“ კანცელარიიდან ვიცოდით, რომ ეს მასალები სააკაშვილის ექსპერტიზის მიმდინარეობის პერიოდში ითხოვეს. მეორე არგუმენტი გახლავთ ის, რომ ერთხელ უკვე ამ ტიპის შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც მოსამართლემ უარი თქვა. ეს არის იგივე ხასიათის და შინაარსის შუამდგომლობა, რაზეც მოსამართლემ უარი უთხრა. გარდა ამისა, ჩატარებულია ფსიქიატრიული და ნევროლოგიური ექსპერტიზა ისე, რომ პაციენტი ნანახი არ არის. მსგავსი რამ დედამიწის ზურგზე ფიზიკურად შეუძლებელია. აუცილებლად უნდა ენახათ თავად პაციენტი. რადგან პაციენტი ნანახი არ ჰყავთ, როგორ უნდა გაიზიაროს მოსამართლემ დასკვნა, თუ ბიუროს ადამიანი ნანახი არ ჰყავს?

რაც მთავარია, გახსოვთ, გუშინ რატი ბრეგაძემ იმპერატიულ სტილში განაცხადა, "ემპათიას“დასკვნა არის არაკვალიფიციურიო ანუ ბატონმა რატიმ მოსამართლის მაგივრად მიიღო გადაწყვეტილება. მოსამართლეს მანტია გახადა, მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, თვითონ შემოიცვა ტანზე მანტია და მოგვევლინა მოსამართლის რანგში. მათთვის ძალიან ცუდი ნაბიჯი გადადგეს და ჩვენთვის ძალიან კარგი“, -განაცხადა ხაჭაპურიძემ.