მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამართლებრივი აბსურდი გრძელდება" - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უზენაესში გასაჩივრდება
"სამართლებრივი აბსურდი გრძელდება" - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უზენაესში გასაჩივრდება

"ლე­ლოს“ ლი­დე­რის მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის, რაც პირ­ველ­მა ინ­სტან­ცი­ამ და დღეს უკვე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ მათ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ა­დას­ტუ­რა, ეს არის სა­მარ­თლებ­რი­ვი აბ­სურ­დი.

"ეს სა­მარ­თლებ­რი­ვი აბ­სურ­დი გრძელ­დე­ბა, ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო რამ. ის, რაც პირ­ველ­მა ინ­სტან­ცი­ამ და დღეს უკვე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ და­ა­დას­ტუ­რა, ეს არის სა­მარ­თლებ­რი­ვი აბ­სურ­დი. გვე­და­ვე­ბი­ან იმ საქ­მე­ზე, რო­მელ­ზეც პრო­კუ­რა­ტუ­რას წე­რი­ლო­ბით აქვს, ჯერ კი­დევ 4 წლის წინ, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რომ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მათ პრე­ტენ­ზია არ გა­აჩ­ნი­ათ. ამ სა­კი­თხზე რომც ჰქო­ნო­დათ რა­ი­მე პრე­ტენ­ზია, წე­რი­ლო­ბით აქვთ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რომ ამა­ზე არ გვე­და­ვე­ბი­ან და არ გვე­და­ვე­ბოდ­ნენ, არც გვი­კა­მა­თია ამ სა­კი­თხზე. რა­ზეც ბრალს გვდე­ბენ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნონ­სენ­სია. კი­თხეთ ნე­ბის­მი­ერ იუ­რის­ტის, ან პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენტს - ბრალ­დე­ბა წაგ­ვი­ყე­ნა მო­სა­მარ­თლემ და არა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, მსგავ­სი რამ არ­სად წე­რია, რომ ბრა­ლი წა­გი­ყე­ნოს მო­სა­მარ­თლემ, რო­მელ­ზეც პრო­კუ­რა­ტუ­რა არ გე­და­ვე­ბა. ეს დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ყურ­მოჭ­რილ­მა მო­ნებ­მა გა­ი­მე­ო­რეს თუ­თი­ყუ­ში­ვით. მათ სი­ტყვა ვერც კი თქვეს, ვერც პირ­ველ­მა და ვერც მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ამ, რომ ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა და ჩვენ ვართ მარ­თლე­ბი. ის, რომ მე ახლა თქვენ წი­ნა­შე ვდგა­ვარ და ის, რომ 4 წე­ლია ეს სა­სა­მარ­თლო მიმ­დი­ნა­რე­ობს, ჩვენ კი არ ვართ სა­პყრო­ბი­ლე­ში, ნიშ­ნავს, რომ აბ­სურ­დუ­ლი საქ­მე - ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა არ არ­სე­ბობს. ამ თე­მას­თან და ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა ბრალ­დე­ბა ჩვენ წი­ნა­შე არ ყო­ფი­ლა. ერ­თა­დერ­თი რა­ზეც გვე­და­ვე­ბოდ­ნენ იყო ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა, რო­მე­ლიც არ ყო­ფი­ლა. ეს არც პირ­ველ და და არც მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ა­ში არ და­დას­ტურ­და. რაც ახლა გა­მო­ი­გო­ნეს და სა­ქა­ლა­ქო და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, ეს არის სა­მარ­თლებ­რი­ვი ნონ­სენ­სი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

  • ად­ვო­კატ ზვი­ად კორ­ძა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ხა­ზა­რა­ძე-ჯა­ფა­რი­ძე-წე­რეთ­ლის საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რდე­ბა.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, თუ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო დღე­ვან­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ისევ ძა­ლა­ში და­ტო­ვებს, საქ­მე სტრას­ბურ­გში გა­იგ­ზავ­ნე­ბა.

"სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნი, რომ არა­ვი­თარ ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას, რი­თაც ეს საქ­მე და­ი­წყო და რის გა­მოც ეს საქ­მე გახ­და სკან­და­ლუ­რი და ხმა­უ­რი­ა­ნი, არ ჰქო­ნია ად­გი­ლი. ამავდრო­უ­ლად, ძა­ლა­ში და­ტო­ვა ვი­თომ ის თაღ­ლი­თო­ბის ბრალ­დე­ბა, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რის­თვის მო­ეწ­მინ­დათ ის სირ­ცხვი­ლი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა იმას, რომ 3 წე­ლია ბრალ­დე­ბა ამ­ტკი­ცებს, თით­ქოს აქ არის ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა. ჩვენ აღ­ნიშ­ნულ გა­ნა­ჩენს ჩა­ვი­ბა­რებთ. ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­სა­ჩივ­რდე­ბა უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობთ, არა­ვი­თარ და­ნა­შა­ულს, მათ შო­რის არც ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას და არც თაღ­ლი­თო­ბას აქ ად­გი­ლი არ აქვს. გა­ვა­სა­ჩივ­რებთ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში, და­ვე­ლო­დე­ბით შე­დეგს და თუ იგი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დარ­ჩა, ალ­ბათ, სტრას­ბურ­გში წა­ვი­ღებთ ამ საქ­მეს, სა­დაც ცალ­სა­ხად და­დას­ტურ­დე­ბა, რომ ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე­სა და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია“,-გა­ნა­ცხა­და კორ­ძა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი ჯგუ­ფურ თაღ­ლი­თო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო, რი­თაც სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში და­ტო­ვა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და რო­გორც დაც­ვის, ასე­ვე ბრალ­დე­ბის მხა­რეს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნენე
0

ხაზარაძე ჯაფარიძემ უსახლკაროდ დატოვა ძალიან ბევრი ოჯახი.ვერ გაძღნენ ეს ბებერი თაღლითები.

!
0

მინდოდა ადამიანური და ნორმალური პირობები მქონოდა და სესხის გარეშე ეს ხომ წარმოუდგენელი იყო! ამ მევახშემ შეჭამა ჩემი ახალგაზრდობის ოენერგია და ფინანსები თავისი გაუმაძღრობით!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"სამართლებრივი აბსურდი გრძელდება" - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უზენაესში გასაჩივრდება

"სამართლებრივი აბსურდი გრძელდება" - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უზენაესში გასაჩივრდება

"ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის, რაც პირველმა ინსტანციამ და დღეს უკვე სააპელაციო სასამართლომ მათ საქმესთან დაკავშირებით დაადასტურა, ეს არის სამართლებრივი აბსურდი.

"ეს სამართლებრივი აბსურდი გრძელდება, ეს არის უპრეცედენტო რამ. ის, რაც პირველმა ინსტანციამ და დღეს უკვე სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, ეს არის სამართლებრივი აბსურდი. გვედავებიან იმ საქმეზე, რომელზეც პროკურატურას წერილობით აქვს, ჯერ კიდევ 4 წლის წინ, დადასტურებული, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მათ პრეტენზია არ გააჩნიათ. ამ საკითხზე რომც ჰქონოდათ რაიმე პრეტენზია, წერილობით აქვთ დადასტურებული, რომ ამაზე არ გვედავებიან და არ გვედავებოდნენ, არც გვიკამათია ამ საკითხზე. რაზეც ბრალს გვდებენ, აბსოლუტურად ნონსენსია. კითხეთ ნებისმიერ იურისტის, ან პირველი კურსის სტუდენტს - ბრალდება წაგვიყენა მოსამართლემ და არა პროკურატურამ, მსგავსი რამ არსად წერია, რომ ბრალი წაგიყენოს მოსამართლემ, რომელზეც პროკურატურა არ გედავება. ეს დღეს ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილმა მონებმა გაიმეორეს თუთიყუშივით. მათ სიტყვა ვერც კი თქვეს, ვერც პირველმა და ვერც მეორე ინსტანციამ, რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა და ჩვენ ვართ მართლები. ის, რომ მე ახლა თქვენ წინაშე ვდგავარ და ის, რომ 4 წელია ეს სასამართლო მიმდინარეობს, ჩვენ კი არ ვართ საპყრობილეში, ნიშნავს, რომ აბსურდული საქმე - ფულის გათეთრება არ არსებობს. ამ თემასთან და ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა ბრალდება ჩვენ წინაშე არ ყოფილა. ერთადერთი რაზეც გვედავებოდნენ იყო ფულის გათეთრება, რომელიც არ ყოფილა. ეს არც პირველ და და არც მეორე ინსტანციაში არ დადასტურდა. რაც ახლა გამოიგონეს და საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაადასტურეს, ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

  • ადვოკატ ზვიად კორძაძის განცხადებით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ უზენაესი სასამართლო დღევანდელ გადაწყვეტილებას ისევ ძალაში დატოვებს, საქმე სტრასბურგში გაიგზავნება.

"სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომ არავითარ ფულის გათეთრებას, რითაც ეს საქმე დაიწყო და რის გამოც ეს საქმე გახდა სკანდალური და ხმაურიანი, არ ჰქონია ადგილი. ამავდროულად, ძალაში დატოვა ვითომ ის თაღლითობის ბრალდება, რომ ბრალდების მხარისთვის მოეწმინდათ ის სირცხვილი, რომელიც უკავშირდება იმას, რომ 3 წელია ბრალდება ამტკიცებს, თითქოს აქ არის ფულის გათეთრება. ჩვენ აღნიშნულ განაჩენს ჩავიბარებთ. ის აუცილებლად გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში. კიდევ ერთხელ ვამბობთ, არავითარ დანაშაულს, მათ შორის არც ფულის გათეთრებას და არც თაღლითობას აქ ადგილი არ აქვს. გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში, დაველოდებით შედეგს და თუ იგივე გადაწყვეტილება დარჩა, ალბათ, სტრასბურგში წავიღებთ ამ საქმეს, სადაც ცალსახად დადასტურდება, რომ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს დანაშაული არ ჩაუდენია“,-განაცხადა კორძაძემ.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, რითაც საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს.

ასევე იხილეთ: