სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დასხდნენ და თავიდან წერენ ავადმყოფობის ისტორიებს - "ვივამედის“ მიმართ ჩემი ნდობის ფაქტორი ნულის ტოლფასია" - შალვა ხაჭაპურიძე
"დასხდნენ და თავიდან წერენ ავადმყოფობის ისტორიებს - "ვივამედის“ მიმართ ჩემი ნდობის ფაქტორი ნულის ტოლფასია" - შალვა ხაჭაპურიძე

"ენას ძვა­ლი არ აქ­ვსო“ და ზუ­რაბ ჩხა­ი­ძე რა­საც უნდა, იმას ლა­პა­რა­კობს, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი, შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ად­ვო­კა­ტებ­მა PCR ტეს­ტი უნდა ჩა­ი­ტა­რონ.

რო­გორც შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, ის PCR ტესტს კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში“ არ ჩა­ი­ტა­რებს და მისი ნდო­ბა კლი­ნი­კის მი­მართ ნუ­ლის ტოლ­ფა­სია.

"მე მინ­და წარ­ვად­გენ PCR ტესტს, მინ­და - არა. ასე­ვე, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძეს სის­ხლის ანა­ლიზს კი არა, შარდს არ ჩა­ვა­ბა­რებ. მან ისიც გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან 24-სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა ექი­მი ან ექთა­ნიო, მაგ­რამ ასე არ არის. რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­უ­ძა­ხებს, ან რამე მე­დი­კა­მენ­ტი სჭირ­დე­ბა, ექი­მი ან ექთა­ნი მხო­ლოდ მა­შინ შე­დის.

"ენას ძვა­ლი არ აქ­ვსო“ და ზუ­რაბ ჩხა­ი­ძე რა­საც უნდა, იმას ლა­პა­რა­კობს. მათი ერთი სი­ტყვი­საც არ მჯე­რა. დას­ხდნენ და თა­ვი­დან წე­რენ ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რი­ებს, რომ­ლე­ბიც სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გაჟ­ღერ­დე­ბა. "ვი­ვა­მე­დის“ მი­მართ ჩემი ნდო­ბის ფაქ­ტო­რი ნუ­ლის ტოლ­ფა­სია“, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი დაც­ვის მხა­რეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კად­რებს არ აჩ­ვე­ნებს, რი­თაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ასე­ვე, დაც­ვის მხა­რეს ხელს უშ­ლის სა­ჭი­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში.

"ორი-სამი დღის წინ მი­ვი­ღეთ წე­რი­ლი, რომ მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს კად­რე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად წარ­ვუდ­გი­ნეთ, მათ სის­ტე­მას არ ერ­გე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად მი­თი­თე­ბუ­ლი არ იყო, თუ რა სის­ტე­მი­სა და მო­დე­ლის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი სჭირ­დე­ბათ. ახლა მო­ვე­დი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ვა­ზუს­ტო, რად­გან გარ­და იმი­სა, რომ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ას­რუ­ლებს, დაც­ვის მხა­რეს ხელი გვეშ­ლე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პე­ნი­ტენ­ცი­ურ უწყე­ბას 14 იან­ვრამ­დე დაც­ვის მხა­რის­თვის უნდა მი­ე­წო­დე­ბი­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ცი­ხე­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-------
0

აუუუუუუუ,რაღა ეშველება ვივამედს.

მოქალაქე
2

"ვაი ადვოკატო"! - ფულის გულისთვის შეიძლებაა ამდენი უკადრებელი იკადრო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"დასხდნენ და თავიდან წერენ ავადმყოფობის ისტორიებს - "ვივამედის“ მიმართ ჩემი ნდობის ფაქტორი ნულის ტოლფასია" - შალვა ხაჭაპურიძე

"დასხდნენ და თავიდან წერენ ავადმყოფობის ისტორიებს - "ვივამედის“ მიმართ ჩემი ნდობის ფაქტორი ნულის ტოლფასია" - შალვა ხაჭაპურიძე

"ენას ძვალი არ აქვსო“ და ზურაბ ჩხაიძე რასაც უნდა, იმას ლაპარაკობს, - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე კლინიკა "ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა PCR ტესტი უნდა ჩაიტარონ.

როგორც შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ის PCR ტესტს კლინიკა "ვივამედში“ არ ჩაიტარებს და მისი ნდობა კლინიკის მიმართ ნულის ტოლფასია.

"მე მინდა წარვადგენ PCR ტესტს, მინდა - არა. ასევე, ზურაბ ჩხაიძეს სისხლის ანალიზს კი არა, შარდს არ ჩავაბარებ. მან ისიც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან 24-საათის განმავლობაში იმყოფება ექიმი ან ექთანიო, მაგრამ ასე არ არის. როდესაც მიხეილ სააკაშვილი დაუძახებს, ან რამე მედიკამენტი სჭირდება, ექიმი ან ექთანი მხოლოდ მაშინ შედის.

"ენას ძვალი არ აქვსო“ და ზურაბ ჩხაიძე რასაც უნდა, იმას ლაპარაკობს. მათი ერთი სიტყვისაც არ მჯერა. დასხდნენ და თავიდან წერენ ავადმყოფობის ისტორიებს, რომლებიც სასამართლო პროცესზე გაჟღერდება. "ვივამედის“ მიმართ ჩემი ნდობის ფაქტორი ნულის ტოლფასია“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, პენიტენციური სამსახური დაცვის მხარეს მიხეილ სააკაშვილის კადრებს არ აჩვენებს, რითაც ეწინააღმდეგება მოსამართლის გადაწყვეტილებას და ასევე, დაცვის მხარეს ხელს უშლის საჭირო მტკიცებულებების მოპოვებაში.

"ორი-სამი დღის წინ მივიღეთ წერილი, რომ მოწყობილობები, რომლებიც ჩვენ პენიტენციურ სამსახურს კადრების მოსაპოვებლად წარვუდგინეთ, მათ სისტემას არ ერგება. კონკრეტულად მითითებული არ იყო, თუ რა სისტემისა და მოდელის მოწყობილობები სჭირდებათ. ახლა მოვედი, რომ ეს ყველაფერი დავაზუსტო, რადგან გარდა იმისა, რომ პენიტენციური სამსახური მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ასრულებს, დაცვის მხარეს ხელი გვეშლება მტკიცებულებების მოპოვებაში, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, რომ პენიტენციურ უწყებას 14 იანვრამდე დაცვის მხარისთვის უნდა მიეწოდებინა მიხეილ სააკაშვილის კადრები, რომლებიც ციხეში ყოფნის პერიოდშია გადაღებული.

ასევე იხილეთ: