სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ამტკიცებენ დაზარალებულები, რომ ძმები კაკულიები უდანაშაულოები არიან და რა საიდუმლო იმალება კაკულიების სახლში ნაპოვნი, ექსპრემიერ ზურა ჟვანიაზე რეგისტრირებული იარაღის უკან?
რატომ ამტკიცებენ დაზარალებულები, რომ ძმები კაკულიები უდანაშაულოები არიან და რა საიდუმლო იმალება კაკულიების სახლში ნაპოვნი, ექსპრემიერ ზურა ჟვანიაზე რეგისტრირებული იარაღის უკან?

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბის სას­მარ­თლო პრო­ცე­სი არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლისდა ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა დრო­საც გი­ორ­გი კა­ჭ­კა­ჭაშ­ვი­ლიც და­შავ­და. ბრალ­დე­ბა ძმებს ასე­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ჯგუ­ფუ­რად, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, ტა­რე­ბას, ასე­ვე, სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თა­საც ედა­ვე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 13-დან 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ამას­თა­ნა­ვე, ცნო­ბი­ლია, რომ ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბას­თან მათ შე­საძ­ლო კავ­შირ­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს მოკ­ვლე­ვა.

გუ­შინ, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მო­ი­კი­თხა თა­ვად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სერ­გო ქურ­თი­აშ­ვი­ლი.

ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბის სა­პი­რი­პი­როდ, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო კა­კუ­ლი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მას­ზე თავ­დას­ხმა­ში, მსგავ­სი ჩვე­ნე­ბა მის­ცა კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მაც.

"იმ დღეს, შა­ვებ­ში ჩაც­მულ­მა პი­როვ­ნე­ბამ და­ი­წყო სრო­ლა, მე­ო­რე კი, ჩემ­კენ იშ­ვერ­და ხელს. შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი პი­როვ­ნე­ბა ფე­ხებ­ში მეს­რო­და. მერე მე შევტრი­ალ­დი და მან­ქა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დავ­ხტი, იმის მერე არა­ფე­რი მი­ნა­ხავს. რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილს, ის მან­ქა­ნა­ში იჯდა და არ გად­მო­სუ­ლა.

ბრალ­დე­ბუ­ლებს [ძმებ კა­კუ­ლი­ებს] ბავ­შვე­ბი­დან ვიც­ნობ და ისი­ნი რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, იქვე აღ­ვიქ­ვამ­დი. და­დას­ტუ­რე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ესე­ნი არ არი­ან. და­დას­ტურბუ­ლად შე­მიძ­ლია ვთქვა, ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლევ, რომ ესე­ნი არ­ცერ­თი არ იყ­ვნენ”, - თქვა სერ­გი ქურ­თი­აშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ მას პრე­ტენ­ზი­ე­ბიც არ აქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილს, მან სა­სა­მარ­თლოს ასე­თი ჩვე­ნე­ბა მის­ცა:

"და­ვი­ნა­ხე, რო­გორ ეს­რო­ლეს სერ­გის ფე­ხებ­ში. და­ვი­ნა­ხე მათი სა­ხის ჭრი­ლი, წარ­ბე­ბი, თვა­ლი, ტუჩი და ზუს­ტად ვიცი, რომ ეს პი­როვ­ნე­ბე­ბი არ იყ­ვნენ. და­ვი­ნა­ხე, რომ ია­რა­ღი ეჭი­რა შავ­მა­ი­სუ­რი­ანს. ხოლო ნა­რინ­ჯის­ფე­რი ვი­საც ეცვა, მას არ ეჭი­რა. ჩა­ფხუ­ტე­ბი ეხუ­რათ, მაგ­რამ ისე ეხუ­რათ, რომ სა­ხის ნახ­ვა შე­იძ­ლე­ბო­და. ეს ორი პი­როვ­ნე­ბა ის ორი პი­როვ­ნე­ბა არ არის", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა.

  • კა­კუ­ლი­ე­ბის ად­ვო­კა­ტის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი საქ­მეს თავ­და­ყი­რა აყე­ნებს.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ სა­სა­მარ­თლო და­ეყ­რდნო­ბა ობი­ექ­ტუ­რი, ნე­იტ­რა­ლუ­რი მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბას და მი­ი­ღებს ობი­ექ­ტურ და სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ამ მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი და საქ­მე­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა გა­მოკ­ვლე­ვის დროს წარ­მო­შო­ბი­ლი სა­კი­თხი აბ­სო­ლუ­ტუ­რად თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნებს ბრალ­დე­ბის მხა­რის ვერ­სი­ას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ობი­ექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ან­თა­ძემ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ერთ-ერთი ია­რა­ღი, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბის და­კა­ვე­ბის დროს ამო­ი­ღეს, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ია­რა­ღი კი, ჟვა­ნი­ას მე­უღ­ლის მტკი­ცე­ბით, მათი სახ­ლი­დან წლე­ბის წინ და­ი­კარ­გა. ად­ვო­კატ­მა უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას, ამ ნა­წილ­ში და­ი­კი­თხა თუ არა ჟვა­ნი­ას შვი­ლი, ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნია.

"ბუსა ჟვა­ნი­ას და და­ნარ­ჩე­ნი მოწ­მე­ე­ბის გა­მო­კი­თხვა გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რეს­ში უნდა შე­სუ­ლი­ყო და თა­ვად გა­მო­ძი­ე­ბამ არ გა­მოჰ­კი­თხა. რაც შე­ე­ხე­ბა აღ­ნიშ­ნულ ია­რაღს, მას შემ­ხებ­ლო­ბა არ აქვს სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლის და გი­ორ­გი კა­ჭ­კა­ჭაშ­ვი­ლის ნა­წილ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი პო­ზი­ცია გა­ვაჟ­ღე­რეთ, რომ ეს ია­რა­ღი ჩა­დე­ბუ­ლი იყო კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის მიერ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ან­თა­ძემ.

ბრალ­დებს მხა­რის მტკი­ცე­ბით, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ჩვე­ნე­ბე­ბი არა­ფერს ცვლის, რად­გან საქ­მე­ში უფრო ნე­იტ­რა­ლუ­რი და სარ­წმუ­ნო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს, რაც კა­კუ­ლი­ე­ბის და­ნა­შა­ულს ამ­ტკი­ცებს. პრო­კუ­რო­რის თქმით, ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბია ვი­დეო ჩა­ნა­წე­რი და ჰა­ბი­ტოს­კო­პი­უ­რი დას­კვნა.

“ბრალ­დე­ბის მხა­რეს საქ­მე­ში იმ­დე­ნად მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ თუნ­დაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სა­სა­მარ­თლო გარ­კვე­ულ შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნონ და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აა­რი­დონ, ეს მცდე­ლო­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა. საქ­მე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ობი­ექ­ტუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და ეს არის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი. მას­ში ნათ­ლად ასა­ხუ­ლია ბრალ­დე­ბულ­თა აღ­ნა­გო­ბა, ჩაც­მუ­ლო­ბა, ია­რა­ღე­ბიც, პის­ტო­ლე­ტე­ბი, რომ გას­რო­ლა ნამ­დვი­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა ორი სხვა­დას­ხვა ია­რა­ღით და გას­რო­ლას ორი სხვა­დას­ხვა პირი ახორ­ცი­ე­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დგინ­დე­ბა, რომ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ორი სხვა­დას­ხვა ია­რა­ღი­დან იყო გას­რო­ლა”, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ყულ­ჯა­ნიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ას არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩის ინ­ცინ­დენ­ტის თა­ო­ბა­ზე, ისი­ნი აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან კავ­შირს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ და პლი­ცი­ას "ია­რა­ღის ჩა­დე­ბა­ში" სდე­ბენ ბრალს.

"არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი - პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­გან და­ვი­ნა­ხე უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა, ია­რა­ღე­ბი შე­მო­ი­ტა­ნეს და ჩაგ­ვი­დეს", - თქვა და­ვით კა­კუ­ლი­ამ ერთ-ერთ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე.

გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა ძმებ კა­კუ­ლი­ე­ბის მიერ სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქ­ტებ­თან, მათ შო­რის, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან შე­საძ­ლო შემ­ხებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლი სომ­ხეთ­შიც ჩა­ი­დი­ნეს, სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი სომ­ხე­თის შე­სა­ბა­მის კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებ­თან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ILIA
2

ჟვანიას ბიჭი უკვე მერამდენე ბნელ საქმეშია გარეული?

გოგლიკ, ვონც ეს, ახპერ?

ეეეე
17

ბაჩალიაშვილს დაანებეთ თავი , ნუ გამოუფინეთ იმ გოგოს მთელი ცხოვრება, აშკარაა თავი მოიკლა და რაც მეტად გაქექეს, მით მეტად აყ....

 

და.

.

.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რატომ ამტკიცებენ დაზარალებულები, რომ ძმები კაკულიები უდანაშაულოები არიან და რა საიდუმლო იმალება კაკულიების სახლში ნაპოვნი, ექსპრემიერ ზურა ჟვანიაზე რეგისტრირებული იარაღის უკან?

რატომ ამტკიცებენ დაზარალებულები, რომ ძმები კაკულიები უდანაშაულოები არიან და რა საიდუმლო იმალება კაკულიების სახლში ნაპოვნი, ექსპრემიერ ზურა ჟვანიაზე რეგისტრირებული იარაღის უკან?

თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების სასმართლო პროცესი არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილისდა ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის საქმეზე მიმდინარეობს, რა დროსაც გიორგი კაჭკაჭაშვილიც დაშავდა. ბრალდება ძმებს ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავება. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთანავე, ცნობილია, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან მათ შესაძლო კავშირზეც მიმდინარეობს მოკვლევა.

გუშინ, სასამართლო პროცესზე გამოიკითხა თავად დაზარალებული სერგო ქურთიაშვილი.

ყველასთვის მოულოდნელად, პროკურატურის მტკიცების საპირიპიროდ, დაზარალებულმა კატეგორიულად უარყო კაკულიების მონაწილეობა მასზე თავდასხმაში, მსგავსი ჩვენება მისცა კაჭკაჭიშვილმაც.

"იმ დღეს, შავებში ჩაცმულმა პიროვნებამ დაიწყო სროლა, მეორე კი, ჩემკენ იშვერდა ხელს. შავებში ჩაცმული პიროვნება ფეხებში მესროდა. მერე მე შევტრიალდი და მანქანის მიმართულებით გადავხტი, იმის მერე არაფერი მინახავს. რაც შეეხება გიორგი კაჭკაჭიშვილს, ის მანქანაში იჯდა და არ გადმოსულა.

ბრალდებულებს [ძმებ კაკულიებს] ბავშვებიდან ვიცნობ და ისინი რომ ყოფილიყვნენ, იქვე აღვიქვამდი. დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ ესენი არ არიან. დადასტურბულად შემიძლია ვთქვა, ბატონო მოსამართლევ, რომ ესენი არცერთი არ იყვნენ”, - თქვა სერგი ქურთიაშვილმა და დასძინა, რომ მას პრეტენზიებიც არ აქვს.

რაც შეეხება გიორგი კაჭკაჭიშვილს, მან სასამართლოს ასეთი ჩვენება მისცა:

"დავინახე, როგორ ესროლეს სერგის ფეხებში. დავინახე მათი სახის ჭრილი, წარბები, თვალი, ტუჩი და ზუსტად ვიცი, რომ ეს პიროვნებები არ იყვნენ. დავინახე, რომ იარაღი ეჭირა შავმაისურიანს. ხოლო ნარინჯისფერი ვისაც ეცვა, მას არ ეჭირა. ჩაფხუტები ეხურათ, მაგრამ ისე ეხურათ, რომ სახის ნახვა შეიძლებოდა. ეს ორი პიროვნება ის ორი პიროვნება არ არის", - განაცხადა გიორგი კაჭკაჭიშვილმა.

  • კაკულიების ადვოკატის შეფასებით, აღნიშნული ჩვენებები საქმეს თავდაყირა აყენებს.

"დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლო დაეყრდნობა ობიექტური, ნეიტრალური მოწმეების ჩვენებას და მიიღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ამ მოწმეების ჩვენებები და საქმეში მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს წარმოშობილი საკითხი აბსოლუტურად თავდაყირა დააყენებს ბრალდების მხარის ვერსიას. აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ ობიექტური გადაწყვეტილება იქნება“, - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთი იარაღი, რომელიც სამართალდამცველებმა ძმები კაკულიების დაკავების დროს ამოიღეს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სახელზეა რეგისტრირებული. იარაღი კი, ჟვანიას მეუღლის მტკიცებით, მათი სახლიდან წლების წინ დაიკარგა. ადვოკატმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, ამ ნაწილში დაიკითხა თუ არა ჟვანიას შვილი, ბესარიონ ჟვანია.

"ბუსა ჟვანიას და დანარჩენი მოწმეების გამოკითხვა გამოძიების ინტერესში უნდა შესულიყო და თავად გამოძიებამ არ გამოჰკითხა. რაც შეეხება აღნიშნულ იარაღს, მას შემხებლობა არ აქვს სერგი ქურთიაშვილის და გიორგი კაჭკაჭაშვილის ნაწილში. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია გავაჟღერეთ, რომ ეს იარაღი ჩადებული იყო კონკრეტული პირების მიერ", - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

ბრალდებს მხარის მტკიცებით, დაზარალებულთა ჩვენებები არაფერს ცვლის, რადგან საქმეში უფრო ნეიტრალური და სარწმუნო მტკიცებულებები არსებობს, რაც კაკულიების დანაშაულს ამტკიცებს. პროკურორის თქმით, ეს მტკიცებულებებია ვიდეო ჩანაწერი და ჰაბიტოსკოპიური დასკვნა.

“ბრალდების მხარეს საქმეში იმდენად მყარი მტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი, რომ თუნდაც დაზარალებულების მეშვეობით სასამართლო გარკვეულ შეცდომაში შეიყვანონ და ბრალდებულები პასუხისმგებლობას აარიდონ, ეს მცდელობა გამართლებული ვერ იქნება. საქმეში წარმოდგენილია ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური მტკიცებულება და ეს არის ვიდეოჩანაწერები. მასში ნათლად ასახულია ბრალდებულთა აღნაგობა, ჩაცმულობა, იარაღებიც, პისტოლეტები, რომ გასროლა ნამდვილად ხორციელდება ორი სხვადასხვა იარაღით და გასროლას ორი სხვადასხვა პირი ახორციელებს. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე ორი სხვადასხვა იარაღიდან იყო გასროლა”, - განაცხადა თამარ ყულჯანიშვილმა.

რაც შეეხება თავად ბრალდებულების პოზიციას არაყიშვილის ქუჩის ინცინდენტის თაობაზე, ისინი აღნიშნულ საქმესთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ და პლიციას "იარაღის ჩადებაში" სდებენ ბრალს.

"არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული - პოლიციელებისგან დავინახე უკანონო ქმედება, იარაღები შემოიტანეს და ჩაგვიდეს", - თქვა დავით კაკულიამ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

ასევე იხილეთ: