საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სტრესული პერიოდი გავიარეთ, ლელას დეპრესიაც ჰქონდა… მეგობარმა უთხრა, ძაღლი დაგეხმარება სტრესის მოხსნაშიო და…” - ლელა წურწუმიას, "მამულიჩას" და ოთხფეხა მეგობრების თავგადასავლები
“სტრესული პერიოდი გავიარეთ, ლელას დეპრესიაც ჰქონდა… მეგობარმა უთხრა, ძაღლი დაგეხმარება სტრესის მოხსნაშიო და…” - ლელა წურწუმიას, "მამულიჩას" და ოთხფეხა მეგობრების თავგადასავლები

ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი იღებს ოთხფე­ხა მე­გობ­რებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და მზრუნ­ვე­ლობს მათ. თუმ­ცა მათ­გან ყვე­ლას არ შე­უძ­ლია ამ საქ­მეს ბო­ლომ­დე გა­უ­ძღვეს და ამის გამო ქუ­ჩა­ში პატ­რო­ნის­გან უარ­ყო­ფი­ლი არა­ერ­თი ცუგა ხვდე­ბა... მომ­ღე­რა­ლი ლელა წურ­წუ­მია ცხო­ვე­ლე­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლია. ის სახ­ლში ორ ძაღლს ინა­ხავს. ერთი წე­ლია, მე­უღ­ლეს­თან, კახა მა­მუ­ლაშ­ვილ­თან, მა­მუ­ლი­ჩას­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რად არის თა­ვის ცუ­გე­ბის მზრუნ­ვე­ლო­ბის საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი...

მათი ძაღ­ლე­ბის თავ­გა­და­სავ­ლე­ბის ამ­ბებს კი მა­მუ­ლი­ჩა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში ხში­რად აზი­ა­რებს. კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ახლა ჩვე­ნი სტუ­მა­რია და ვსა­უბ­რობთ მათ ოთხფე­ხა მე­გობ­რებ­ზე.

"ოთხფე­ხე­ბი არი­ან თუ ორ­ფე­ხე­ბი, ვე­ღარ ვხვდე­ბი... რა­ღა­ცე­ბი ეს­მით, რა­ღა­ცე­ბი - არა. ისე, ჯერ პა­ტა­რე­ბი არი­ან - აკი­რა წლის და სამი თვის არის და ოდი, ოდი­კოს ვე­ძა­ხით, ერთი წლის გახ­და. ჩვე­ნი ვაჟ­ბა­ტო­ნი აკი­რა ამე­რი­კუ­ლი აკი­ტაა, გვა­რად წურ­წუ­მია გახ­ლავთ, ოდიც ვაჟ­ბა­ტო­ნია, ოღონდ, გვა­რად მა­მუ­ლაშ­ვი­ლია, ის ქუ­ჩი­დან მო­ვიყ­ვა­ნეთ. მოკ­ლედ, ჯი­ში­ა­ნი წურ­წუ­მი­აა, რა (იცი­ნის)... რა­ღაც ასე და­ვა­ლა­გე. ბუ­ნებ­რი­ვია, პრე­ტენ­ზია არც ერთ ძაღლს არ აქვს“ - გვე­უბ­ნე­ბა მა­მუ­ლი­ჩა.

- რო­გორ მოხ­ვდნენ თქვენ­თან?

- ლე­ლას ად­რეც ჰყავ­და ძაღ­ლი და სა­ერ­თოდ, მათ­თან ოჯახ­ში ძაღ­ლი სულ იყო... ერთხელ ერთ-ერთს მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა და იმის მერე თქვა, - სახ­ლში ძაღლს აღარ მო­ვიყ­ვა­ნო... რაც შე­ე­ხე­ბა ამ ჩვენს ძაღ­ლებს, ოჯახ­ში სი­ახ­ლე, გა­მო­ცო­ცხლე­ბა მოგ­ვინ­და, რად­გა­ნაც პან­დე­მი­ის დროს სტრე­სუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რეთ. ლე­ლას ცოტა დეპ­რე­სი­აც ჰქონ­და... მერე მე­გო­ბარ­მა, თორ­ნი­კე ჯგერ­ნა­ი­ამ ლე­ლას უთხრა, ამ სტრე­სის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ძაღ­ლი და­გეხ­მა­რე­ბაო. მე­ო­რე დღეს­ვე კას­პის ძაღ­ლთსა­შე­ნი­დან ამე­რი­კუ­ლი აკი­ტა მო­ვიყ­ვა­ნეთ. მე­ო­რე თვე­ში იყო, ჩვენს ოჯახ­ში რომ შე­მო­ა­ბი­ჯა. ძაღ­ლი სახ­ლში რომ გაჩ­ნდე­ბა, მერე თით­ქოს მე­ო­რეს შე­ძე­ნის სურ­ვი­ლიც გიჩ­ნდე­ბა. რა­ღაც სხვა ენერ­გი­ას გაწ­ვდის...

ლე­ლას ერთხე­ლაც აკი­რა გა­სა­სე­ირ­ნებ­ლად ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი. რომ მო­ვი­და, მი­თხრა, - ერთი ძაღ­ლი ვნა­ხე ქუ­ჩა­ში, თოვლში აქეთ-იქით დარ­ბის და ვნერ­ვი­უ­ლობ, მან­ქა­ნამ არ და­არ­ტყას, უნდა სახ­ლში წა­მო­ვიყ­ვა­ნოო. ვუ­თხა­რი, ეს ძაღ­ლიც გა­იზ­რდე­ბა და სახ­ლში ამ­ხე­ლა ძაღ­ლე­ბი არ გვინ­და-მეთ­ქი. არა, უნდა მო­ვიყ­ვა­ნოო, ვერ მო­ის­ვე­ნა... გა­რეთ გა­ვე­დით, ორი სა­ა­თი ვე­ძებ­დით. მერე მი­ვი­და იმ ად­გი­ლას, სა­დაც ის ძაღ­ლი ნახა. უცებ მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­ცუნ­ცულ­და. ლელა რომ და­ი­ნა­ხა, ეტყო­ბა, იცნო და მა­შინ­ვე მი­ახ­ტა. ეს არის-მეთ­ქი? კიო. იმ დროს ქალ­ბა­ტო­ნიც გა­მო­ვი­და მა­ღა­ზი­ი­დან. მა­ჩუ­ქეს, მაგ­რამ ძა­ლი­ან ჭირს მოვ­ლა, ბევ­რი რამ სჭირ­დე­ბა და არ ვიცი, რა ვქნაო - შე­მოგვჩივ­ლა. თუ ვერ უვ­ლით და პრობ­ლე­მა­ტუ­რია, წა­ვიყ­ვან, ხვა­ლამ­დე მო­ი­ფიქ­რე­თო - ლე­ლამ. მე­ო­რე დღეს დაგ­ვი­რე­კა - ქალ­ბა­ტო­ნო ლელა, ჩვენ ვერ მო­ვუვ­ლით და თუ გნე­ბავთ, წა­იყ­ვა­ნე­თო. მოკ­ლედ, მო­ვიყ­ვა­ნეთ. გვე­გო­ნა პა­ტი­ო­სა­ნი ძაღ­ლი მოგ­ვყავ­და და ბან­დი­ტი აღ­მოჩ­ნდა (იცი­ნის). წყნა­რი აკი­რაც გა­ა­გი­ჟა. ისე­თი დინ­ჯი, რომ­ლის არ­სე­ბო­ბაც სახ­ლში სა­ერ­თოდ არ იგ­რძნო­ბო­და. ადი­კო გი­ჟი­ვით დარ­ბის აქეთ-იქით, მთე­ლი სახ­ლი გა­დად­გა.

- აფუ­ჭე­ბენ ხომ, ყვე­ლა­ფერს?

- ადრე უფრო აფუ­ჭებ­დნენ... ალ­ბათ, ნა­ხეთ ის ვი­დეო, ავე­ჯი რომ გა­ა­ნად­გუ­რეს. მო­ვე­დით სახ­ლში და უბ­რა­ლოდ, აღარ დაგ­ვხვდა ავე­ჯი. ძა­ლი­ან ძნე­ლია ორი დიდი ძაღ­ლი სახ­ლში, თან, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, დღე­ში 2-ჯერ გაგ­ვყავს გა­რეთ. ამას­თან, თან­და­თან გხვდე­ბა სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მაც. დიდი ყუ­რა­დღე­ბა უნ­დათ. მხო­ლოდ ის იძა­ხო, ძაღ­ლი მიყ­ვარს და ჩე­მია, ასე არ არის. ვთა­ნამ­შრომ­ლობთ „კა­ხას სკო­ლას­თან“. როცა გას­ტროლ­ზე მივ­დი­ვართ და სახ­ლში არ ვართ, აკი­რას და ოდი­კოს კახა იტო­ვებს. თა­ვი­დან წვრთნი­და და მერე მი­თხრა, - თქვენ თუ არ და­ეს­წრე­ბით ამ პრო­ცესს, ისე აზრი არ აქვს, მარ­ტო მე მი­ჯე­რე­ბე­ნო... ყო­ველ დი­ლას გა­რეთ გამ­ყავს... მოკ­ლედ, მა­გა­რი "გა­ვი­ჩა­ლი­ჩე", რა, ვხუმ­რობ, რა თქმა უნდა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ანს სხვა ენერ­გი­ას გმა­ტებს. ნაღ­დად არ ვწუ­წუ­ნებ... მერე სხვა ძაღ­ლე­ბის მი­მარ­თაც გა­მიჩ­ნდა მზრუნ­ვე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც ვნა­ხუ­ლობ უპატ­რო­ნო ძაღ­ლებს, ვცდი­ლობ, საკ­ვე­ბი შე­ვუ­ძი­ნო.

- ადრე თუ გყო­ლია ძაღ­ლი?

- არა­სო­დეს. ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა ძაღ­ლი სახ­ლში... მაგ­რამ ახლა ასე­თი ამ­ბა­ვია ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში - სახ­ლში თუ არი­ან და სძი­ნავთ, სძი­ნავთ ლე­ლას­თან. თუ და­ვაგ­ვი­ა­ნე მოს­ვლა, ჩემი ად­გი­ლი იქ აღარ არის.

- ვი­დეო ვნა­ხე, ერთ-ერთს შენი ჯემპრი რომ ეცვა და ოთა­ხი­დან ოთახ­ში დახ­ტო­და...

- ჰო... უხ­დე­ბაო, - ლე­ლამ და ჩემი ჯემპრი არ ჩა­აც­ვა?! ისე სახ­ლში დარ­ჩე­ნა­ზე პრო­ტეს­ტი აქვთ... სპე­ცი­ა­ლუ­რი სახ­ლი ვუ­ყი­დეთ და აი­ვან­ზე დავ­დგით... მან­დაც მა­გა­რი ამ­ბა­ვი მოხ­და - იმ­ხე­ლა სახ­ლია, რომ ოთა­ხი­დან აი­ვან­ზე ვერ გა­მო­ვი­ტა­ნეთ, კარ­ში არ ეტე­ო­და და მე­ექ­ვსე სარ­თულ­ზე ქვე­მო­დან ამ­წით ძლივს ამო­ვი­ტა­ნეთ. ოღონდ, შიგ­ნით არ შე­დი­ან. იმ სახ­ლში მე შევ­დი­ვარ (იცი­ნის). ოდი­კო აი­ვან­ზე რომ და­ტო­ვო, იკ­ლებს მე­ზობ­ლებს. ამი­ტომ, არ უნდა და­ტო­ვო, თო­რემ ყვე­ლა­ფე­რი და­ლე­წი­ლი დაგ­ხვდე­ბა. აკი­რა ყვე­ლა­ფერს არ ჭამს, ჯერ უნდა და­სუ­ნოს, თუ მო­ე­წო­ნა, მერე შე­ჭამს. ადი­კომ კი ლა­მის ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ჭა­მოს.

- სხვა­დას­ხვა ჯიში და სხვა­დას­ხვა ხა­სი­ა­თია...

- აკი­ტა ცნო­ბი­ლია თა­ვი­სე­ბუ­რი ხა­სი­ა­თით. ლი­დე­რის პო­ზი­ცია აქვს, არ უყ­ვარს სხვა ძაღ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი. ქუ­ჩა­ში რო­მე­ლი­მე ძაღ­ლმა რომ და­უ­ყე­ფოს, შე­იძ­ლე­ბა დაგ­ლი­ჯოს. სულ სა­ბე­ლით დამ­ყავს, ვერ ვუშ­ვებ, ოდი­კო ხან­და­ხან გაშ­ვე­ბუ­ლია, რე­ა­ლუ­რად კი ორი­ვე ძაღ­ლი სა­ბე­ლით მი­ჭი­რავს. დიდი ძალა უნდა და აქეთ-იქით მე­ქა­ჩე­ბი­ან. როცა დრო აქვს, ლე­ლა­საც გაჰ­ყავს გა­რეთ. აკი­ტებს სა­ერ­თოდ, სი­ცი­ვე უყ­ვართ, ადი­კოს - სით­ბო. და­ნარ­ჩე­ნი ნელ-ნელა იზ­რდე­ბი­ან და მე­ტად ავ­ლე­ნენ თვი­სე­ბებს და ხა­სი­ათს. მოკ­ლედ, ჩემ­თვის ჯი­ში­ა­ნია თუ არა, ეს ამ­ბა­ვი გა­ქარ­წყლე­ბუ­ლია...

- მათი ხმა­უ­რის გამო მე­ზობ­ლე­ბი ხომ არ გიბ­რაზ­დე­ბი­ან...

- მგო­ნი, ჩვენ­თან უკვე ყვე­ლას ჰყავს სახ­ლში ძაღ­ლი, ოღონდ, პა­ტა­რა...

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იყო სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი კო­მენ­ტა­რი - იყო ასე­თიც, რად უნ­დათ სახ­ლში ამ­ხე­ლა ძაღ­ლე­ბი... რას ეტყვი მათ?

- ბოლო წლებ­ში ვის­წავ­ლე, რომ რაც არ უნდა წე­რონ, არა­ვის­თან, არა­სო­დეს შევ­დი­ვარ პო­ლე­მი­კა­ში. მი­მაჩ­ნია, რომ ამას აზრი არ აქვს. ტყუ­ი­ლად ნერ­ვე­ბი არ უნდა მო­ი­შა­ლო. მე ჩემი საქ­მე მაქვს. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ვინ­მეს ბინ­ძუ­რად მო­იხ­სე­ნი­ებს, იმას რა პა­სუ­ხი უნდა გას­ცე?! თან, აზ­რსაც ვერ შე­აც­ვლე­ვი­ნებ. მე ძაღ­ლებს ვუვ­ლი, ამით ადა­მი­ა­ნებს იმას ვაჩ­ვე­ნებ, რომ ცხო­ვე­ლე­ბი უნდა გვიყ­ვარ­დეს და თუ გყავს, უნდა მო­უ­ა­როთ. აბა, ისაა კარ­გი, ქუ­ჩა­ში რომ ყრი­ან?! შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად რამ­დე­ნი­მე თავ­შე­სა­ფარს ვეხ­მა­რე­ბი, ანუ სა­დაც ავად­მყო­ფი ცუ­გე­ბი ჰყავთ - ერთი ლა­გო­დეხ­შია და ხა­შურ­შიც. ზოგი ფეხ­მო­ტე­ხი­ლია, ზოგი უმო­წყა­ლოდ ნა­ცე­მი, და­ჩე­ხი­ლი. ზო­გი­ერ­თი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ვუმ­კურ­ნა­ლეთ... სა­ოც­რე­ბა ხდე­ბა, ისე­თი ფაქ­ტე­ბია, ჭკუ­ი­დან ვი­წე­ვი ხოლ­მე. სა­ში­ნე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვთ ძაღ­ლებს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ამ ხალ­ხს რა უნდა ელა­პა­რა­კო?! მათ ძაღ­ლი კი არა, ალ­ბათ, ოჯა­ხის წევ­რე­ბიც არ ეყ­ვა­რე­ბათ.

- ერთი წლის გა­მოც­დი­ლე­ბამ რა გას­წავ­ლა?

- ძაღ­ლი მა­ინც შეს­წავ­ლი­ლი უნდა გყავ­დეს, ჯი­შის შე­სა­ხებ უნდა იცო­დე ყვე­ლა­ფე­რი. თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მე­ტი­სი არ აიყ­ვა­ნო. უცხო­ეთ­ში უმე­ტე­სად მე­ტი­სე­ბი აჰ­ყავთ. მაგ­რამ როცა ძაღ­ლით ინ­ტე­რეს­დე­ბი, ყვე­ლა­ფერს უნდა და­აკ­ვირ­დე - რა ჯი­შია, რა ჩვე­ვე­ბი აქვს, რა პი­რო­ბებ­ში უნდა იცხოვ­როს, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ დიდი ძაღ­ლი მა­ინც ეზო­ი­ან სახ­ლში უნდა გყავ­დეს. რად­გან უკვე ავი­ღე ჩემს ცუ­გებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, არ ვწუ­წუ­ნებ. ძაღ­ლის პატ­რო­ნი პა­ტა­რა ბავ­შვის პატ­რო­ნი­ვი­თაა... სიმ­კაც­რე­ში გაზ­რდი ძაღლს, ცოტა აგ­რე­სი­უ­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს, სიყ­ვა­რულ­ში გაზ­რდი, თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე იქ­ნე­ბა. თუმ­ცა სა­პი­რის­პი­რო­დაც ხდე­ბა... მე სა­ერ­თოდ, სიყ­ვა­რულ­ში გაზ­რდი­ლი ბავ­შვი­სა თუ ძაღ­ლის მომ­ხრე ვარ...

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
2

შემიყვარდით!

ანი
1

ყველა ქვეყნიდან დეპორტაცია გქონდათ და ადვილი გადასატანი არ არის ნამდვილად! სიმშვიდეს და გონიერებას გისურვებთ

ავტორი:

“სტრესული პერიოდი გავიარეთ, ლელას დეპრესიაც ჰქონდა… მეგობარმა უთხრა, ძაღლი დაგეხმარება სტრესის მოხსნაშიო და…” - ლელა წურწუმიას, "მამულიჩას" და ოთხფეხა მეგობრების თავგადასავლები

“სტრესული პერიოდი გავიარეთ, ლელას დეპრესიაც ჰქონდა… მეგობარმა უთხრა, ძაღლი დაგეხმარება სტრესის მოხსნაშიო და…” - ლელა წურწუმიას, "მამულიჩას" და ოთხფეხა მეგობრების თავგადასავლები

ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს ოთხფეხა მეგობრებზე პასუხისმგებლობას და მზრუნველობს მათ. თუმცა მათგან ყველას არ შეუძლია ამ საქმეს ბოლომდე გაუძღვეს და ამის გამო ქუჩაში პატრონისგან უარყოფილი არაერთი ცუგა ხვდება... მომღერალი ლელა წურწუმია ცხოველების დიდი მოყვარულია. ის სახლში ორ ძაღლს ინახავს. ერთი წელია, მეუღლესთან, კახა მამულაშვილთან, მამულიჩასთან ერთად აქტიურად არის თავის ცუგების მზრუნველობის საქმეში ჩართული...

მათი ძაღლების თავგადასავლების ამბებს კი მამულიჩა სოციალური ქსელში ხშირად აზიარებს. კახა მამულაშვილი ახლა ჩვენი სტუმარია და ვსაუბრობთ მათ ოთხფეხა მეგობრებზე.

"ოთხფეხები არიან თუ ორფეხები, ვეღარ ვხვდები... რაღაცები ესმით, რაღაცები - არა. ისე, ჯერ პატარები არიან - აკირა წლის და სამი თვის არის და ოდი, ოდიკოს ვეძახით, ერთი წლის გახდა. ჩვენი ვაჟბატონი აკირა ამერიკული აკიტაა, გვარად წურწუმია გახლავთ, ოდიც ვაჟბატონია, ოღონდ, გვარად მამულაშვილია, ის ქუჩიდან მოვიყვანეთ. მოკლედ, ჯიშიანი წურწუმიაა, რა (იცინის)... რაღაც ასე დავალაგე. ბუნებრივია, პრეტენზია არც ერთ ძაღლს არ აქვს“ - გვეუბნება მამულიჩა.

- როგორ მოხვდნენ თქვენთან?

- ლელას ადრეც ჰყავდა ძაღლი და საერთოდ, მათთან ოჯახში ძაღლი სულ იყო... ერთხელ ერთ-ერთს მანქანა დაეჯახა და იმის მერე თქვა, - სახლში ძაღლს აღარ მოვიყვანო... რაც შეეხება ამ ჩვენს ძაღლებს, ოჯახში სიახლე, გამოცოცხლება მოგვინდა, რადგანაც პანდემიის დროს სტრესული პერიოდი გამოვიარეთ. ლელას ცოტა დეპრესიაც ჰქონდა... მერე მეგობარმა, თორნიკე ჯგერნაიამ ლელას უთხრა, ამ სტრესისგან გათავისუფლებაში ძაღლი დაგეხმარებაო. მეორე დღესვე კასპის ძაღლთსაშენიდან ამერიკული აკიტა მოვიყვანეთ. მეორე თვეში იყო, ჩვენს ოჯახში რომ შემოაბიჯა. ძაღლი სახლში რომ გაჩნდება, მერე თითქოს მეორეს შეძენის სურვილიც გიჩნდება. რაღაც სხვა ენერგიას გაწვდის...

ლელას ერთხელაც აკირა გასასეირნებლად ჰყავდა წაყვანილი. რომ მოვიდა, მითხრა, - ერთი ძაღლი ვნახე ქუჩაში, თოვლში აქეთ-იქით დარბის და ვნერვიულობ, მანქანამ არ დაარტყას, უნდა სახლში წამოვიყვანოო. ვუთხარი, ეს ძაღლიც გაიზრდება და სახლში ამხელა ძაღლები არ გვინდა-მეთქი. არა, უნდა მოვიყვანოო, ვერ მოისვენა... გარეთ გავედით, ორი საათი ვეძებდით. მერე მივიდა იმ ადგილას, სადაც ის ძაღლი ნახა. უცებ მაღაზიიდან გამოცუნცულდა. ლელა რომ დაინახა, ეტყობა, იცნო და მაშინვე მიახტა. ეს არის-მეთქი? კიო. იმ დროს ქალბატონიც გამოვიდა მაღაზიიდან. მაჩუქეს, მაგრამ ძალიან ჭირს მოვლა, ბევრი რამ სჭირდება და არ ვიცი, რა ვქნაო - შემოგვჩივლა. თუ ვერ უვლით და პრობლემატურია, წავიყვან, ხვალამდე მოიფიქრეთო - ლელამ. მეორე დღეს დაგვირეკა - ქალბატონო ლელა, ჩვენ ვერ მოვუვლით და თუ გნებავთ, წაიყვანეთო. მოკლედ, მოვიყვანეთ. გვეგონა პატიოსანი ძაღლი მოგვყავდა და ბანდიტი აღმოჩნდა (იცინის). წყნარი აკირაც გააგიჟა. ისეთი დინჯი, რომლის არსებობაც სახლში საერთოდ არ იგრძნობოდა. ადიკო გიჟივით დარბის აქეთ-იქით, მთელი სახლი გადადგა.

- აფუჭებენ ხომ, ყველაფერს?

- ადრე უფრო აფუჭებდნენ... ალბათ, ნახეთ ის ვიდეო, ავეჯი რომ გაანადგურეს. მოვედით სახლში და უბრალოდ, აღარ დაგვხვდა ავეჯი. ძალიან ძნელია ორი დიდი ძაღლი სახლში, თან, ყველაფერთან ერთად, პასუხისმგებლობაა. წარმოიდგინეთ, დღეში 2-ჯერ გაგვყავს გარეთ. ამასთან, თანდათან გხვდება სხვადასხვა პრობლემაც. დიდი ყურადღება უნდათ. მხოლოდ ის იძახო, ძაღლი მიყვარს და ჩემია, ასე არ არის. ვთანამშრომლობთ „კახას სკოლასთან“. როცა გასტროლზე მივდივართ და სახლში არ ვართ, აკირას და ოდიკოს კახა იტოვებს. თავიდან წვრთნიდა და მერე მითხრა, - თქვენ თუ არ დაესწრებით ამ პროცესს, ისე აზრი არ აქვს, მარტო მე მიჯერებენო... ყოველ დილას გარეთ გამყავს... მოკლედ, მაგარი "გავიჩალიჩე", რა, ვხუმრობ, რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი ადამიანს სხვა ენერგიას გმატებს. ნაღდად არ ვწუწუნებ... მერე სხვა ძაღლების მიმართაც გამიჩნდა მზრუნველი დამოკიდებულება, სადაც ვნახულობ უპატრონო ძაღლებს, ვცდილობ, საკვები შევუძინო.

- ადრე თუ გყოლია ძაღლი?

- არასოდეს. ვერ წარმომედგინა ძაღლი სახლში... მაგრამ ახლა ასეთი ამბავია ჩვენს ცხოვრებაში - სახლში თუ არიან და სძინავთ, სძინავთ ლელასთან. თუ დავაგვიანე მოსვლა, ჩემი ადგილი იქ აღარ არის.

- ვიდეო ვნახე, ერთ-ერთს შენი ჯემპრი რომ ეცვა და ოთახიდან ოთახში დახტოდა...

- ჰო... უხდებაო, - ლელამ და ჩემი ჯემპრი არ ჩააცვა?! ისე სახლში დარჩენაზე პროტესტი აქვთ... სპეციალური სახლი ვუყიდეთ და აივანზე დავდგით... მანდაც მაგარი ამბავი მოხდა - იმხელა სახლია, რომ ოთახიდან აივანზე ვერ გამოვიტანეთ, კარში არ ეტეოდა და მეექვსე სართულზე ქვემოდან ამწით ძლივს ამოვიტანეთ. ოღონდ, შიგნით არ შედიან. იმ სახლში მე შევდივარ (იცინის). ოდიკო აივანზე რომ დატოვო, იკლებს მეზობლებს. ამიტომ, არ უნდა დატოვო, თორემ ყველაფერი დალეწილი დაგხვდება. აკირა ყველაფერს არ ჭამს, ჯერ უნდა დასუნოს, თუ მოეწონა, მერე შეჭამს. ადიკომ კი ლამის ყველაფერი გადაჭამოს.

- სხვადასხვა ჯიში და სხვადასხვა ხასიათია...

- აკიტა ცნობილია თავისებური ხასიათით. ლიდერის პოზიცია აქვს, არ უყვარს სხვა ძაღლებთან კონტაქტი. ქუჩაში რომელიმე ძაღლმა რომ დაუყეფოს, შეიძლება დაგლიჯოს. სულ საბელით დამყავს, ვერ ვუშვებ, ოდიკო ხანდახან გაშვებულია, რეალურად კი ორივე ძაღლი საბელით მიჭირავს. დიდი ძალა უნდა და აქეთ-იქით მექაჩებიან. როცა დრო აქვს, ლელასაც გაჰყავს გარეთ. აკიტებს საერთოდ, სიცივე უყვართ, ადიკოს - სითბო. დანარჩენი ნელ-ნელა იზრდებიან და მეტად ავლენენ თვისებებს და ხასიათს. მოკლედ, ჩემთვის ჯიშიანია თუ არა, ეს ამბავი გაქარწყლებულია...

- მათი ხმაურის გამო მეზობლები ხომ არ გიბრაზდებიან...

- მგონი, ჩვენთან უკვე ყველას ჰყავს სახლში ძაღლი, ოღონდ, პატარა...

- სოციალურ ქსელში იყო სხვადასხვანაირი კომენტარი - იყო ასეთიც, რად უნდათ სახლში ამხელა ძაღლები... რას ეტყვი მათ?

- ბოლო წლებში ვისწავლე, რომ რაც არ უნდა წერონ, არავისთან, არასოდეს შევდივარ პოლემიკაში. მიმაჩნია, რომ ამას აზრი არ აქვს. ტყუილად ნერვები არ უნდა მოიშალო. მე ჩემი საქმე მაქვს. როდესაც ადამიანი ვინმეს ბინძურად მოიხსენიებს, იმას რა პასუხი უნდა გასცე?! თან, აზრსაც ვერ შეაცვლევინებ. მე ძაღლებს ვუვლი, ამით ადამიანებს იმას ვაჩვენებ, რომ ცხოველები უნდა გვიყვარდეს და თუ გყავს, უნდა მოუაროთ. აბა, ისაა კარგი, ქუჩაში რომ ყრიან?! შეძლებისდაგვარად რამდენიმე თავშესაფარს ვეხმარები, ანუ სადაც ავადმყოფი ცუგები ჰყავთ - ერთი ლაგოდეხშია და ხაშურშიც. ზოგი ფეხმოტეხილია, ზოგი უმოწყალოდ ნაცემი, დაჩეხილი. ზოგიერთი ჩამოვიყვანეთ, ვუმკურნალეთ... საოცრება ხდება, ისეთი ფაქტებია, ჭკუიდან ვიწევი ხოლმე. საშინელი დაზიანებები აქვთ ძაღლებს მიყენებული. ამ ხალხს რა უნდა ელაპარაკო?! მათ ძაღლი კი არა, ალბათ, ოჯახის წევრებიც არ ეყვარებათ.

- ერთი წლის გამოცდილებამ რა გასწავლა?

- ძაღლი მაინც შესწავლილი უნდა გყავდეს, ჯიშის შესახებ უნდა იცოდე ყველაფერი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეტისი არ აიყვანო. უცხოეთში უმეტესად მეტისები აჰყავთ. მაგრამ როცა ძაღლით ინტერესდები, ყველაფერს უნდა დააკვირდე - რა ჯიშია, რა ჩვევები აქვს, რა პირობებში უნდა იცხოვროს, მაგრამ მთავარია, რომ დიდი ძაღლი მაინც ეზოიან სახლში უნდა გყავდეს. რადგან უკვე ავიღე ჩემს ცუგებზე პასუხისმგებლობა, არ ვწუწუნებ. ძაღლის პატრონი პატარა ბავშვის პატრონივითაა... სიმკაცრეში გაზრდი ძაღლს, ცოტა აგრესიული შეიძლება გაიზარდოს, სიყვარულში გაზრდი, თბილი და მოსიყვარულე იქნება. თუმცა საპირისპიროდაც ხდება... მე საერთოდ, სიყვარულში გაზრდილი ბავშვისა თუ ძაღლის მომხრე ვარ...

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"