სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობენ, სულაც არ ვძულვართო ქართველებს და ისევ მათ შემადგენლობაში ცხოვრება ჯობიაო... დიახაც, იქ უნდა წავიდნენ" - უკიდურესი გასაჭირი აფხაზეთში და ადგილობრივი  ახალგაზრდების გზა საქართველოსკენ
"ამბობენ, სულაც არ ვძულვართო ქართველებს და ისევ მათ შემადგენლობაში ცხოვრება ჯობიაო... დიახაც, იქ უნდა წავიდნენ" - უკიდურესი გასაჭირი აფხაზეთში და ადგილობრივი  ახალგაზრდების გზა საქართველოსკენ

უკვე მე­რამ­დე­ნედ, აფხა­ზუ­რი ოპო­ზი­ცია და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი, რომ­ლის­თვი­საც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კა მი­უ­ღე­ბე­ლია, ას­ლან ბჟა­ნი­ას გუნ­დის გა­დად­გო­მას ითხოვს.

"ბჟა­ნი­ას გუნდს უკვე უამ­რა­ვი შეც­დო­მა და­უგ­როვ­და. იმ­დე­ნად ბევ­რი, რომ ვა­და­ზე ადრე გა­დად­გო­მა სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია. ბიჭ­ვინ­თის სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კე­ბის რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მა; ის, რაც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის, მი­წე­ბი­სა და შე­ნო­ბე­ბის გარ­შე­მო ხდე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­სუ­ლი ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ თავს უპერ­სპექ­ტი­ვოდ გრძნო­ბენ და იქი­დან სხვებ­საც მო­უ­წო­დე­ბენ საქრთვე­ლო­ში წას­ვლის­კენ და ამ­ბო­ბენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში სუ­ლაც არ ვძულ­ვართ ქარ­თვე­ლებს და ისევ მათ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა ჯო­ბი­აო; უბი­ნა­ოდ დარ­ჩე­ნი­ლი ასო­ბით მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი, რომ­ლე­ბიც და­უმ­თავ­რე­ბელ კორ­პუ­სებ­ში შე­ვარ­და - ეს ის სა­კი­თხე­ბია, რაც ყვე­ლა­ზე მწვა­ვედ დგას", - წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი, ალი­ას ავი­ძ­ბა, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, ბჟა­ნი­ას გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით მას­შტა­ბურ აქ­ცი­ებს შე­ურთდნენ.

  • აფხა­ზე­თის ე.წ. ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთი, ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ლი­დე­რი, ად­გურ არ­ძინ­ბა აცხა­დებს, რომ "თუ პრე­ზი­დენ­ტი ას­ლან ბჟა­ნია ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნებს არ და­ე­თან­ხმე­ბა, ანუ უარს იტყვის მთავ­რო­ბის გა­და­ყე­ნე­ბა­ზე, მა­შინ მას მო­უ­წევს გა­დად­გო­მა."

არ­ძინ­ბას თქმით, მოქ­მედ­მა "მთავ­რო­ბამ" ვე­რა­ფე­რი გა­ა­კე­თა პან­დე­მი­ის დროს, ასე­ვე არას­წო­რი პო­ლი­ტი­კის გამო, რე­გი­ო­ნი ენერ­გე­ტი­კულ კრი­ზი­სამ­დე მი­იყ­ვა­ნა, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, "ვი­ღა­ცე­ბის მი­მართ მა­ა­მებ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის გარ­და", არც ერთი რე­ფორ­მა არ გა­უ­ტა­რე­ბია. ასო­ბით ადა­მი­ა­ნი კი ყო­ველ­დღი­უ­რი შე­მო­სავ­ლის და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა.

"ხალ­ხი ქვეყ­ნი­დან გარ­ბის, ყო­ველ­დღე, ნას­ვა­მი მძღო­ლე­ბის გამო, ათო­ბით ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა, ნარ­კო­ბიზ­ნე­სი ყვა­ვის, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სრულ უი­მე­დო­ბას გა­ნიც­დი­ან. ეს არ არის სრუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რის გა­მოც ქვე­ყა­ნა ასეთ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­და. ის უნდა გა­დად­გეს. ამის­თვის კი სა­ჭი­როა, დიდი სა­ხალ­ხო პრო­ტეს­ტი, რათა მან იგ­რძნონ ხალ­ხის ძალა“, - ამ­ბობს "ოპო­ზი­ცი­ის" ლი­დე­რი ად­გურ არ­ძინ­ბა, რო­მე­ლიც 2020 წლის "არ­ჩევ­ნებ­ში", ას­ლან ბჟა­ნი­ას მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტი იყო.

და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი აქ­ცია, სა­ვა­რა­უ­დოდ, აპ­რილ­ში გა­ი­მარ­თე­ბა, მა­ნამ­დე კი გეგ­მა­ვენ, რომ "ოპო­ზი­ცი­ამ", სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვი­სი­ტებ­მა და მო­სახ­ლე­ო­ბამ ყვე­ლა დე­ტა­ლი გა­ი­ა­რონ, რათა საპ­რო­ტეს­ტო ძა­ლამ რე­გი­ო­ნე­ბი­დან იფეთ­ქოს, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ "ისი­ნი ბევ­რად უა­რეს პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ, ვიდ­რე სო­ხუ­მის, ან ბიჭ­ვინ­თის მო­სახ­ლე­ო­ბა. არ აქვთ, შუქი, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ტრან­სპორ­ტი, არ მი­ე­წო­დე­ბათ წყა­ლი", - წე­რენ აფხა­ზი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი.

  • 2020 წლის იან­ვარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა "პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე" აი­ღეს, შე­დე­გად, მა­შინ­დე­ლი ლი­დე­რი, რაულ ხა­ჯიმ­ბა გა­დად­გა, მის ად­გი­ლას კი, ას­ლან ბჟა­ნია მო­ვი­და.

abkhaz-auto.ru ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი სა­ცხოვ­რებ­ლის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი, რად­გან თა­ვი­ან­თი სახ­სრე­ბით, ახალ სახ­ლებს, ან ბი­ნებს ვერ იშე­ნე­ბენ. აფხა­ზეთ­ში კი, არას­ტა­ბი­ლუ­რი ბიზ­ნეს­გა­რე­მო­სა და სხვა ფაქ­ტო­რე­ბის გამო, იპო­თე­კა არ არ­სე­ბობს.

"უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი სახ­ლის გა­რე­შე არი­ან. აფხა­ზე­თის ბან­კის იუ­რი­დი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის უფ­რო­სი, ოლეგ პა­პას­კი­რი აცხა­დებს, რომ იპო­თე­კის არარ­სე­ბო­ბა ბევ­რი მი­ზე­ზით აიხ­სნე­ბა, მათ შო­რის იმით, რომ ბანკს გრძელ­ვა­დი­ა­ნი სეს­ხე­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხე­ბი არ გა­აჩ­ნია.

ამას­თან, მისი თქმით, ბან­კი მო­გე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და არა სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე. ამ ვი­თა­რე­ბა­ში კი, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ერთი ან ორი წლით სეს­ხის გა­ცე­მაც კი რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, 15 ან 25-წლი­ან სეს­ხებ­ზე, რომ­ლის ფარ­გლებ­ში გა­რან­ტია არ არ­სე­ბობს..."

ად­გი­ლობ­რი­ვი "დე­პუ­ტა­ტის", ერიკ რშტუ­ნის გან­ცხა­დე­ბით, წლე­ბის წინ, სო­ხუმ­სა და სხვა ქა­ლა­ქებ­ში ორ­ჯერ მეტი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა, რად­გან მუდ­მი­ვად იქ­მნე­ბო­და შე­სა­ბა­მი­სი ფონ­დე­ბი, რათა მო­სახ­ლე­ო­ბა ქუ­ჩა­ში არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.. ახლა ხალ­ხი მრავ­ლდე­ბა, ახალ­გაზ­რდა ოჯა­ხე­ბი ცალ­კე ცდი­ლო­ბენ გა­დას­ვლას, მაგ­რამ სა­ჭი­რო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბი არ არის. ეს უფრო კო­მერ­ცი­უ­ლად მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი სა­კი­თხია და მთავ­რო­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვე­ტა არ შე­უძ­ლია", - ამ­ბობს რშტუ­ნი ekhokavkaza.com-თან სა­უბ­რი­სას.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ბი­ნე­ბი, რო­მე­ლიც შენ­დე­ბა, ან რო­მელ­თა რე­ა­ბი­ლი­ტი­ცი­აც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, მთავ­რო­ბამ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს მიჰ­ყი­და მა­ღალ ფას­ში, ამი­ტო­მაც, აფხა­ზეთ­ში ბი­ნე­ბის ფას­მა სო­ჭი­სას გა­და­ას­წრო.

"ადა­მი­ა­ნე­ბი, მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბით, ქუ­ჩა­ში დარ­ჩნენ, გა­რეთ დან­თე­ბუ­ლი ცე­ცხლის გარ­შე­მო ათენ-აღა­მე­ბენ და ვი­ღა­ცე­ბი კი­დევ იმ ახალ­გაზ­რდებს აკ­რი­ტი­კე­ბენ, ვინც მი­დის. დი­ა­ხაც, იქ უნდა წა­ვიდ­ნენ, სა­დაც ნარ­კო­მა­ნე­ბი­სა და ძვე­ლი ბი­ჭე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში კი არა, გა­ნათ­ლე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აღ­ზრდი­ან თა­ვი­ანთ შვი­ლებს. ჩვე­ნი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი, 3-4-სარ­თუ­ლი­ან სახ­ლებ­ში ცხოვ­რო­ბენ, უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში ფლო­ბენ ბიზ­ნესს, უძ­რავ ქო­ნე­ბას, აქ კი, რუ­სე­ბი შე­მოჰ­ყავთ", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი "ია­სონ აფხა­ზი".

  • აფხა­ზე­თის ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ად­გი­ლობ­რი­ვი ახალ­გაზ­რდის, რუს­ლან გა­მი­სო­ნი­ას წი­ნა­აღ­მდეგ "სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის", ასე­ვე, "აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის­კენ მი­მარ­თუ­ლი სა­ჯა­რო მო­წო­დე­ბე­ბის გამო“, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა.

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, გა­მი­სო­ნი­ამ "აფხა­ზე­თი 2022 წლის ივ­ნის­ში, გან­ზრახ, უკა­ნო­ნოდ, მოქ­მე­დი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­სა და სა­თა­ნა­დო ნე­ბარ­თვის გა­რე­შე და­ტო­ვა. "გა­მი­სო­ნი­ას თქმით, ის იძუ­ლე­ბუ­ლი იყო სო­ხუ­მი­დან თბი­ლის­ში გა­და­სუ­ლი­ყო.

"აფხა­ზეთ­ში "მმარ­თვე­ლი ძალა" სი­მარ­თლის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა, ყი­დის მი­წებს, ხალ­ხის, ახალ­გაზ­რდო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. არ არის გან­ვი­თა­რე­ბა, ეწე­ვა პრო­პა­გან­დას, რომ აქ (სა­ქარ­თვე­ლო­ში) მტრე­ბია, მაგ­რამ აქ მტრე­ბი არ არი­ან. ერ­თობ­ლი­ვი დი­ა­ლო­გის დროა. უნდა და­ვი­წყოთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბა, უნდა მი­ვი­დეთ მო­მა­ვალ­თან. აქ არის მო­მა­ვა­ლი, ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბა", - ამ­ბობს გა­მი­სო­ნია.

ის "ტი­კტო­კის" გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში დას­ძენს, რომ "აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნია და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი დი­ა­დი ხალ­ხია, რო­მელ­საც სურს და­ეხ­მა­როს აფხა­ზებს."

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
0

საქართველოში რა ,დგომარეობაა ხომ ვიცით, და მანდ 3ჯ უარესი!

იზი
0

ქართველ ძმებს ერთმანეთი რომ შეგვეყვარებინა , იქნება ჩვენ ბიძაშვილ-მამიდაშვილებსაც შეძლებოდა ჩვენი კეთილგანწყობის დაჯერება.

ავტორი:

"ამბობენ, სულაც არ ვძულვართო ქართველებს და ისევ მათ შემადგენლობაში ცხოვრება ჯობიაო... დიახაც, იქ უნდა წავიდნენ" - უკიდურესი გასაჭირი აფხაზეთში და ადგილობრივი  ახალგაზრდების გზა საქართველოსკენ

"ამბობენ, სულაც არ ვძულვართო ქართველებს და ისევ მათ შემადგენლობაში ცხოვრება ჯობიაო... დიახაც, იქ უნდა წავიდნენ" - უკიდურესი გასაჭირი აფხაზეთში და ადგილობრივი  ახალგაზრდების გზა საქართველოსკენ

უკვე მერამდენედ, აფხაზური ოპოზიცია და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, რომლისთვისაც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელობის პოლიტიკა მიუღებელია, ასლან ბჟანიას გუნდის გადადგომას ითხოვს.

"ბჟანიას გუნდს უკვე უამრავი შეცდომა დაუგროვდა. იმდენად ბევრი, რომ ვადაზე ადრე გადადგომა საუკეთესო გამოსავალია. ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა; ის, რაც უძრავი ქონების, მიწებისა და შენობების გარშემო ხდება, საქართველოში გადასული ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც აქ თავს უპერსპექტივოდ გრძნობენ და იქიდან სხვებსაც მოუწოდებენ საქრთველოში წასვლისკენ და ამბობენ, სინამდვილეში სულაც არ ვძულვართ ქართველებს და ისევ მათ შემადგენლობაში ცხოვრება ჯობიაო; უბინაოდ დარჩენილი ასობით მრავალშვილიანი ოჯახი, რომლებიც დაუმთავრებელ კორპუსებში შევარდა - ეს ის საკითხებია, რაც ყველაზე მწვავედ დგას", - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი, ალიას ავიძბა, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს, ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით მასშტაბურ აქციებს შეურთდნენ.

  • აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთი, ყველაზე გავლენიანი ლიდერი, ადგურ არძინბა აცხადებს, რომ "თუ პრეზიდენტი ასლან ბჟანია ოპოზიციის მოთხოვნებს არ დაეთანხმება, ანუ უარს იტყვის მთავრობის გადაყენებაზე, მაშინ მას მოუწევს გადადგომა."

არძინბას თქმით, მოქმედმა "მთავრობამ" ვერაფერი გააკეთა პანდემიის დროს, ასევე არასწორი პოლიტიკის გამო, რეგიონი ენერგეტიკულ კრიზისამდე მიიყვანა, ამ ხნის განმავლობაში, "ვიღაცების მიმართ მაამებლური პოლიტიკის გარდა", არც ერთი რეფორმა არ გაუტარებია. ასობით ადამიანი კი ყოველდღიური შემოსავლის და საცხოვრებელი პირობების გარეშე დარჩა.

"ხალხი ქვეყნიდან გარბის, ყოველდღე, ნასვამი მძღოლების გამო, ათობით ადამიანი კვდება, ნარკობიზნესი ყვავის, მოქალაქეები სრულ უიმედობას განიცდიან. ეს არ არის სრული ჩამონათვალი, რის გამოც ქვეყანა ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ის უნდა გადადგეს. ამისთვის კი საჭიროა, დიდი სახალხო პროტესტი, რათა მან იგრძნონ ხალხის ძალა“, - ამბობს "ოპოზიციის" ლიდერი ადგურ არძინბა, რომელიც 2020 წლის "არჩევნებში", ასლან ბჟანიას მთავარი კონკურენტი იყო.

დაანონსებული აქცია, სავარაუდოდ, აპრილში გაიმართება, მანამდე კი გეგმავენ, რომ "ოპოზიციამ", სამოქალაქო აქტივისიტებმა და მოსახლეობამ ყველა დეტალი გაიარონ, რათა საპროტესტო ძალამ რეგიონებიდან იფეთქოს, თუნდაც იმიტომ, რომ "ისინი ბევრად უარეს პირობებში ცხოვრობენ, ვიდრე სოხუმის, ან ბიჭვინთის მოსახლეობა. არ აქვთ, შუქი, განათლების მიღების შესაძლებლობა, ტრანსპორტი, არ მიეწოდებათ წყალი", - წერენ აფხაზი ოპოზიციონერები.

  • 2020 წლის იანვარში ადგილობრივებმა "პრეზიდენტის სასახლე" აიღეს, შედეგად, მაშინდელი ლიდერი, რაულ ხაჯიმბა გადადგა, მის ადგილას კი, ასლან ბჟანია მოვიდა.

abkhaz-auto.ru ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი, რადგან თავიანთი სახსრებით, ახალ სახლებს, ან ბინებს ვერ იშენებენ. აფხაზეთში კი, არასტაბილური ბიზნესგარემოსა და სხვა ფაქტორების გამო, იპოთეკა არ არსებობს.

"უამრავი ადამიანი, მათ შორის, მრავალშვილიანი ოჯახები სახლის გარეშე არიან. აფხაზეთის ბანკის იურიდიული მიმართულების უფროსი, ოლეგ პაპასკირი აცხადებს, რომ იპოთეკის არარსებობა ბევრი მიზეზით აიხსნება, მათ შორის იმით, რომ ბანკს გრძელვადიანი სესხებისთვის საჭირო თანხები არ გააჩნია.

ამასთან, მისი თქმით, ბანკი მოგებაზეა ორიენტირებული და არა სოციალური პრობლემების მოგვარებაზე. ამ ვითარებაში კი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთი ან ორი წლით სესხის გაცემაც კი რისკებთან არის დაკავშირებული, რომ არაფერი ვთქვათ, 15 ან 25-წლიან სესხებზე, რომლის ფარგლებში გარანტია არ არსებობს..."

ადგილობრივი "დეპუტატის", ერიკ რშტუნის განცხადებით, წლების წინ, სოხუმსა და სხვა ქალაქებში ორჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ საცხოვრებელი სახლების პრობლემა არ ყოფილა, რადგან მუდმივად იქმნებოდა შესაბამისი ფონდები, რათა მოსახლეობა ქუჩაში არ დარჩენილიყო.. ახლა ხალხი მრავლდება, ახალგაზრდა ოჯახები ცალკე ცდილობენ გადასვლას, მაგრამ საჭირო საცხოვრებელი ფართები არ არის. ეს უფრო კომერციულად მოსაგვარებელი საკითხია და მთავრობას დამოუკიდებლად გადაწყვეტა არ შეუძლია", - ამბობს რშტუნი ekhokavkaza.com-თან საუბრისას.

ადგილობრივების თქმით, სინამდვილეში, ბინები, რომელიც შენდება, ან რომელთა რეაბილიტიციაც შესაძლებელი იყო, მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებს მიჰყიდა მაღალ ფასში, ამიტომაც, აფხაზეთში ბინების ფასმა სოჭისას გადაასწრო.

"ადამიანები, მცირეწლოვანი შვილებით, ქუჩაში დარჩნენ, გარეთ დანთებული ცეცხლის გარშემო ათენ-აღამებენ და ვიღაცები კიდევ იმ ახალგაზრდებს აკრიტიკებენ, ვინც მიდის. დიახაც, იქ უნდა წავიდნენ, სადაც ნარკომანებისა და ძველი ბიჭების გარემოცვაში კი არა, განათლებაზე ორიენტირებულ საზოგადოებაში აღზრდიან თავიანთ შვილებს. ჩვენი ჩინოვნიკები, 3-4-სართულიან სახლებში ცხოვრობენ, უამრავ ქვეყანაში ფლობენ ბიზნესს, უძრავ ქონებას, აქ კი, რუსები შემოჰყავთ", - წერს ადგილობრივი "იასონ აფხაზი".

  • აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ ადგილობრივი ახალგაზრდის, რუსლან გამისონიას წინააღმდეგ "სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის", ასევე, "აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული საჯარო მოწოდებების გამო“, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, გამისონიამ "აფხაზეთი 2022 წლის ივნისში, განზრახ, უკანონოდ, მოქმედი დოკუმენტაციისა და სათანადო ნებართვის გარეშე დატოვა. "გამისონიას თქმით, ის იძულებული იყო სოხუმიდან თბილისში გადასულიყო.

"აფხაზეთში "მმართველი ძალა" სიმართლის თქმის საშუალებას არ იძლევა, ყიდის მიწებს, ხალხის, ახალგაზრდობის განადგურებით არის დაკავებული. არ არის განვითარება, ეწევა პროპაგანდას, რომ აქ (საქართველოში) მტრებია, მაგრამ აქ მტრები არ არიან. ერთობლივი დიალოგის დროა. უნდა დავიწყოთ ურთიერთობების დალაგება, უნდა მივიდეთ მომავალთან. აქ არის მომავალი, ყველა ერთმანეთს ეხმარება", - ამბობს გამისონია.

ის "ტიკტოკის" გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში დასძენს, რომ "აფხაზეთი საქართველოს რეგიონია და ქართველი ხალხი დიადი ხალხია, რომელსაც სურს დაეხმაროს აფხაზებს."