პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოზე მეტად სჭირდებათ ფრენების აღდგენა, ეს სარგებლიანი რუსეთისთვის უფროა, ვიდრე ჩვენთვის" - რას ცდილობს რუსეთი და რამდენად ადეკვატურია ჩვენი ხელისუფლების პასუხი?
"საქართველოზე მეტად სჭირდებათ ფრენების აღდგენა, ეს სარგებლიანი რუსეთისთვის უფროა, ვიდრე ჩვენთვის" - რას ცდილობს რუსეთი და რამდენად ადეკვატურია ჩვენი ხელისუფლების პასუხი?

გა­სულ კვი­რას გან­ხილ­ვის მთა­ვარ თე­მად იქცა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ სერ­გეი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბე­ბი. 18 იან­ვარს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე მან სა­ქე­ბა­რი სი­ტყვე­ბი არ და­ი­შუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის. "მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან კონ­ტაქ­ტი აქ­ტი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა. ის, რომ გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლოს მშპ 10%-ით გა­ი­ზარ­და, მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ტუ­რის­ტუ­ლი და სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­დე­გია. ვი­მე­დოვ­ნებ, მალე პირ­და­პი­რი ავი­ა­მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნას შევ­ძლებთ. ვხე­დავთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო, ისე რო­გორც პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა სხვა ქვე­ყა­ნა, და­სავ­ლე­თის ზე­წო­ლას გა­ნიც­დის, რომ­ლე­ბიც მო­ი­თხო­ვენ სა­ჯა­როდ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებ­თან მი­ერ­თე­ბას, და ის, რომ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას და მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ჰყოფ­ნის ვაჟ­კა­ცო­ბა თქვან, რომ ჩვენ ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლებთ ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბით, ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის ინ­ტე­რე­სე­ბით, ეს პა­ტი­ვის­ცე­მას იწ­ვევს", - გა­ნა­ცხა­და მან პრო­რუ­სუ­ლი ტე­ლე­არ­ხის "ალტ-ინ­ფოს“ ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის დე­პუ­ტა­ტი სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი უფრო შორს წა­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სრუ­ლად აღ­ვად­გი­ნოთ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თა­ნო. მარ­თა­ლია, ამ გან­ცხა­დე­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლურ­მა თბი­ლის­მა, რო­გორც იქნა, ადეკ­ვა­ტუ­რად უპა­სუ­ხა - პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა არ აღ­დგე­ბა და რუ­სე­თი არ აღი­ა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, მა­ნამ­დე არა­ნა­ირ დიპ­ლო­მა­ტი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი არ შე­იძ­ლე­ბა იყო­სო, თუმ­ცა ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბა­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი ნამ­დვი­ლად ვერ უძ­ლებს კრი­ტი­კას: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის"“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ისიც კი თქვა, რომ "რუ­სეთ­თან პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნას მი­ე­სალ­მე­ბი­ან". "არ მი­ვე­სალ­მე­ბი რუ­სეთ­თან ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნას! იმ დროს, როცა ყვე­ლა ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვე­ყა­ნა, სი­ტყვით თუ საქ­მით, მაქ­სი­მა­ლურ სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს უკ­რა­ი­ნის თავ­და­დე­ბულ ბრძო­ლას, ჩემ­თვის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი­სათ­ვის, მთავ­რო­ბის და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის პო­ზი­ცია, რბი­ლად რომ ვთქვათ, გა­უ­გე­ბა­რია", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ.

სა­ინ­ტე­რე­სო იყო ამ სა­კი­თხზე აშშ-ის ელ­ჩის კელი დეგ­ნა­ნის გან­ცხა­დე­ბაც: "სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას ვსწავ­ლობ­დი და ვიცი, რომ ის სავ­სეა რუ­სე­თის მხრი­დან და­პი­რე­ბე­ბის არ­შეს­რუ­ლე­ბით. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თი ცდი­ლობ­და ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბის, ენის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის უარ­ყო­ფას. ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა ამ­ჯო­ბი­ნებ­და გა­ე­გო, რომ რუ­სეთს თა­ვი­სი ჯა­რე­ბი გაჰ­ყავს აფხა­ზე­თი­დან და ცხინ­ვა­ლი­დან და სა­ბო­ლო­ოდ ას­რუ­ლე­ბენ 2008 წლის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, ვიდ­რე პირ­და­პი­რი ფრე­ნის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა მო­ეს­მი­ნათ", - ბრძა­ნა ქალ­ბა­ტონ­მა ელჩმა. სწო­რედ ამ თე­მა­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხთა სპე­ცი­ა­ლის­ტი, ჯიპა-ს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე სა­უბ­რობს:

- რა­ო­დენ უც­ნა­უ­რიც უნდა იყოს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რუ­სე­თი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დღი­თი დღე პო­ზი­ტი­უ­რად იც­ვლე­ბა, რაც არა­ნა­ირ სა­ფუძ­ველს არ ეფუძ­ნე­ბა, ანუ სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი პო­ზი­ტი­უ­რი სიგ­ნა­ლე­ბი რუ­სე­თი­დან არ მო­დის. რა­საც ახლა ვხე­დავთ, არის მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ისე, რომ სა­ნაც­ვლოდ, ფაქ­ტობ­რი­ვად, არაფ­რის მო­ლო­დი­ნი არა გვაქვს.

ვი­ღა­ცამ შე­იძ­ლე­ბა თქვას, აგერ ლავ­როვ­მა თურ­მე პირ­და­პი­რი ავი­ა­მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნა­ზე და­ი­წყო ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ეს პო­ზი­ტი­ურ გზავ­ნი­ლად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა, რად­გან თა­ვის დრო­ზე ფრე­ნე­ბი თა­ვად რუ­სე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით შე­წყდა, ახლა კი სა­ქარ­თვე­ლო­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბათ ამის აღ­დგე­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, ეს სარ­გებ­ლი­ა­ნი რუ­სე­თის­თვის უფ­როა, ვიდ­რე ჩვენ­თვის. თუ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში პო­ზი­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კის დღის წეს­რი­გით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვი­ლა­პა­რა­კებთ, ალ­ბათ, ამა­ში მა­ინც უნდა იგუ­ლის­ხმე­ბო­დეს, რომ ამით სა­ქარ­თვე­ლო უნდა დარ­ჩეს მო­გე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამის ნი­შან­წყა­ლიც არა­სად ჩანს. ვი­მე­ო­რებ - ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა, რაც ამ ქვე­ყა­ნას­თან გვაქვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ რუ­სე­თის­თვის არის მომ­გე­ბი­ა­ნი.

ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც დღეს რუ­სე­თი­სად­მი პო­ზი­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ინარ­ჩუ­ნებს და, იმავდრო­უ­ლად, მას­თან სა­ერ­თო სა­ზღვა­რიც აქვს და ევ­რო­კავ­შირ­თა­ნაც მას­შტა­ბუ­რი და ღრმა ურ­თი­ერ­თო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოა. შე­სა­ბა­მი­სად, რა­ტომ არ ეც­დე­ბა რუ­სე­თი მის გა­მო­ყე­ნე­ბას სან­ქცი­ე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა­ში?!

მოკ­ლედ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში თუ ამ პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი თვალ­თა­ხედ­ვით რამე პო­ზი­ტივს ელი­ან, ეს არის ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის უმ­წი­ფა­რი პო­ზი­ცია. თუ ეს არის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა, რათა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო კურ­სმა ორ­ბი­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­დოს, მა­შინ ეს უმ­წიფ­რად კი არა, გა­ცი­ლე­ბით მძი­მედ შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს. თუ ასეა, ეს არის წინ­და­უ­ხე­და­ვი და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ზი­ა­ნო პო­ზი­ცია. თუ რუ­სეთს ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა ან სხვა თვალ­საზ­რი­სით ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა სურს, თა­ვა­დაც უნდა გა­ა­კე­თოს რამე. სა­ქარ­თვე­ლო სა­ნაც­ვლოდ უნდა იღებ­დეს ხელ­შე­სა­ხებ, პირ­და­პირ სარ­გე­ბელს. ვფიქ­რობ, აშშ-ის ელჩმა ქალ­ბა­ტონ­მა კელი დეგ­ნან­მა უზუს­ტე­სი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. სწო­რედ ასე­თი უნდა ყო­ფი­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბებ­ზე.

- ბუ­ნებ­რი­ვად იბა­დე­ბა კი­თხვა, რა­ტომ იქ­ცე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ასე?

- უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში, ალ­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს ევ­რო­პას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის ერ­თგვა­რი შიში, რად­გან ეს მო­ი­თხოვს ფუნ­და­მენ­ტურ რე­ფორ­მებ­სა და ცვლი­ლე­ბებს, რა­მაც შე­საძ­ლოა მათ აბ­სო­ლუ­ტურ ძა­ლა­უფ­ლე­ბას შე­უქ­მნას საფრ­თხე, რად­გან ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლოს­გან ითხოვს მეტ დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ას, მე­ტად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ან მთავ­რო­ბას, უფრო მე­ტად გამჭვირ­ვა­ლე სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პრო­ცე­სებს. ამი­ტო­მაც არ გა­მოვ­რი­ცხავ, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ში­შობ­დნენ, რომ რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბით შე­სუს­ტდე­ბა მათი აბ­სო­ლუ­ტუ­რი კონ­ტრო­ლი, ამი­ტო­მაც ცდი­ლო­ბენ დის­ტან­ცი­რე­ბას და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­გან, ცდი­ლო­ბენ მათ დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად რუ­სულ ნა­რა­ტივს ემ­თხვე­ვა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის მო­ტი­ვი უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში, მაგ­რამ უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში იყოს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად პრო­რუ­სუ­ლი მოქ­მე­დე­ბა, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის კერ­ძო ხედ­ვით, ისე­ვე რო­გორც ეს იყო მოლ­დო­ვა­ში იგორ დო­დო­ნის მმარ­თვე­ლო­ბი­სას ან ია­ნუ­კო­ვი­ჩის უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას. მთლად ლუ­კა­შენ­კოს არ ვახ­სე­ნებ, რად­გან, ვფიქ­რობ, მის მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე დიდი გზაა გა­სავ­ლე­ლი. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Marvel
2

ეს ის ექსპერტი არაა? ატომი რომ გვესროლოს რუსებმა არაუშავსო? :))) პირველ ჯერზეა შოკური,თორე მერე ეჩვევიო :)))

ხუმრობის გარეშე,უნდა მორჩეს ათასი "ბრძენის ლაყბობა" აღარაა სახუმარო,ომი არ გვაწყობს და ვიყოთ მშვიდობის ქვეყანა,თუ რუსეთი ომს გვიპირებს,ესეიგი სხვა გზა არ ყოფილა და მოვემზადოთ მაინც,თუ არ გვიპირებს ჩვენ რატო ვიყეფოთ მურკა ძაღლივით?

ლოგიკურად დაფიქრდით,ცოტახანი გამორთეთ ტვინიდან რუსოფობიის პროპაგანდა და აღიარეთ,ცივილურად მოქცევას წინ არაფერი უდგას და თუ მტერი იმდონის უგუნურია,რომ მაინც გვესხმის თავს!!! მაშინ დავხვდებით ყველანი ერთად!!! სხვა მხრივ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს!!!

irakli
6

რუსეთში ფრენის აღდგენა ნიშნავს მეტ ტურისტს და არა მარტო რუსეთიდან, ქართული პროდუქციის გაცილებით მარტივ მოხვედრას იქაურ ბაზარზე, საშუალო ქართული ბიზნესის წელში გამართვას, ნედლეულზე მეტ ხელმისაწვდომობას - ეს ყველაფერი ნიშნავს ნაკლებ მშიერ და გაჭირვებულ ადამიანს. გარდა ამისა ამოისუნთქებს მილიონამდე ქართველი, რომელიც "ჩერეზ-ჩერეზ" დაფრინავს ამდენი წელია. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია გასაგებია, თუმცა ამ ყველაფრის დათმობად ალბათ არ ღირს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"საქართველოზე მეტად სჭირდებათ ფრენების აღდგენა, ეს სარგებლიანი რუსეთისთვის უფროა, ვიდრე ჩვენთვის" - რას ცდილობს რუსეთი და რამდენად ადეკვატურია ჩვენი ხელისუფლების პასუხი?

"საქართველოზე მეტად სჭირდებათ ფრენების აღდგენა, ეს სარგებლიანი რუსეთისთვის უფროა, ვიდრე ჩვენთვის" - რას ცდილობს რუსეთი და რამდენად ადეკვატურია ჩვენი ხელისუფლების პასუხი?

გასულ კვირას განხილვის მთავარ თემად იქცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებები. 18 იანვარს გამართულ ბრიფინგზე მან საქებარი სიტყვები არ დაიშურა საქართველოს მთავრობისთვის. "მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან კონტაქტი აქტიურად ვითარდება. ის, რომ გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, მნიშვნელოვანწილად რუსეთის ფედერაციასთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობის შედეგია. ვიმედოვნებ, მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ. ვხედავთ, რომ საქართველო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის ზეწოლას განიცდის, რომლებიც მოითხოვენ საჯაროდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას, და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა თქვან, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით, ეს პატივისცემას იწვევს", - განაცხადა მან პრორუსული ტელეარხის "ალტ-ინფოს“ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.

მოგვიანებით რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უფრო შორს წავიდა და განაცხადა, აუცილებელია სრულად აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთანო. მართალია, ამ განცხადებაზე ოფიციალურმა თბილისმა, როგორც იქნა, ადეკვატურად უპასუხა - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება და რუსეთი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მანამდე არანაირ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოსო, თუმცა ლავროვის განცხადებაზე "ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებები ნამდვილად ვერ უძლებს კრიტიკას: "ქართული ოცნების"“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისიც კი თქვა, რომ "რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას მიესალმებიან". "არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია", - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კობახიძის განცხადების შემდეგ.

საინტერესო იყო ამ საკითხზე აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებაც: "საქართველოს ისტორიას ვსწავლობდი და ვიცი, რომ ის სავსეა რუსეთის მხრიდან დაპირებების არშესრულებით. საუკუნეების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა ქართული იდენტობის, ენის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის უარყოფას. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ამჯობინებდა გაეგო, რომ რუსეთს თავისი ჯარები გაჰყავს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და საბოლოოდ ასრულებენ 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, ვიდრე პირდაპირი ფრენის აღდგენის შესახებ განცხადება მოესმინათ", - ბრძანა ქალბატონმა ელჩმა. სწორედ ამ თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საერთაშორისო საკითხთა სპეციალისტი, ჯიპა-ს პროფესორი გიორგი კობერიძე საუბრობს:

- რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, საქართველოს ხელისუფლების რუსეთისადმი დამოკიდებულება ბოლო თვეების განმავლობაში დღითი დღე პოზიტიურად იცვლება, რაც არანაირ საფუძველს არ ეფუძნება, ანუ საქართველოსთან დაკავშირებით არანაირი პოზიტიური სიგნალები რუსეთიდან არ მოდის. რასაც ახლა ვხედავთ, არის მხოლოდ საქართველოს მიზანმიმართული კეთილგანწყობილი განცხადებები ისე, რომ სანაცვლოდ, ფაქტობრივად, არაფრის მოლოდინი არა გვაქვს.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, აგერ ლავროვმა თურმე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ ეს პოზიტიურ გზავნილად ვერ ჩაითვლება, რადგან თავის დროზე ფრენები თავად რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა, ახლა კი საქართველოზე მეტად სჭირდებათ ამის აღდგენა, შესაბამისად, ეს სარგებლიანი რუსეთისთვის უფროა, ვიდრე ჩვენთვის. თუ რუსეთთან ურთიერთობაში პოზიტიური პოლიტიკის დღის წესრიგით მიზანმიმართულად ვილაპარაკებთ, ალბათ, ამაში მაინც უნდა იგულისხმებოდეს, რომ ამით საქართველო უნდა დარჩეს მოგებული, მაგრამ ამის ნიშანწყალიც არასად ჩანს. ვიმეორებ - ფრენების აღდგენა თუ ეკონომიკური აქტიურობა, რაც ამ ქვეყანასთან გვაქვს, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთისთვის არის მომგებიანი.

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დღეს რუსეთისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს და, იმავდროულად, მასთან საერთო საზღვარიც აქვს და ევროკავშირთანაც მასშტაბური და ღრმა ურთიერთობა, საქართველოა. შესაბამისად, რატომ არ ეცდება რუსეთი მის გამოყენებას სანქციებისგან თავის დაღწევაში?!

მოკლედ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში თუ ამ პოზიტიური დამოკიდებულებისგან დიპლომატიური თვალთახედვით რამე პოზიტივს ელიან, ეს არის ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების უმწიფარი პოზიცია. თუ ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რათა საქართველოს საგარეო კურსმა ორბიტული ცვლილება განიცადოს, მაშინ ეს უმწიფრად კი არა, გაცილებით მძიმედ შეიძლება შეფასდეს. თუ ასეა, ეს არის წინდაუხედავი და საქართველოსთვის საზიანო პოზიცია. თუ რუსეთს ფრენების აღდგენა ან სხვა თვალსაზრისით ჩვენთან ურთიერთობის აღდგენა სურს, თავადაც უნდა გააკეთოს რამე. საქართველო სანაცვლოდ უნდა იღებდეს ხელშესახებ, პირდაპირ სარგებელს. ვფიქრობ, აშშ-ის ელჩმა ქალბატონმა კელი დეგნანმა უზუსტესი განცხადება გააკეთა. სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლების პასუხი ლავროვის განცხადებებზე.

- ბუნებრივად იბადება კითხვა, რატომ იქცევა საქართველოს ხელისუფლება ასე?

- უკეთეს შემთხვევაში, ალბათ, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების ერთგვარი შიში, რადგან ეს მოითხოვს ფუნდამენტურ რეფორმებსა და ცვლილებებს, რამაც შესაძლოა მათ აბსოლუტურ ძალაუფლებას შეუქმნას საფრთხე, რადგან ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს მეტ დემოკრატიზაციას, მეტად პასუხისმგებლობიან მთავრობას, უფრო მეტად გამჭვირვალე სახელისუფლებო პროცესებს. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, "ქართულ ოცნებაში" შიშობდნენ, რომ რეფორმების გატარებით შესუსტდება მათი აბსოლუტური კონტროლი, ამიტომაც ცდილობენ დისტანცირებას დასავლელი პარტნიორებისგან, ცდილობენ მათ დისკრედიტაციას, რაც ავტომატურად რუსულ ნარატივს ემთხვევა. ეს შეიძლება იყოს ხელისუფლების მოქმედების მოტივი უკეთეს შემთხვევაში, მაგრამ უარეს შემთხვევაში იყოს მიზანმიმართულად პრორუსული მოქმედება, რაც განპირობებულია კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების კერძო ხედვით, ისევე როგორც ეს იყო მოლდოვაში იგორ დოდონის მმართველობისას ან იანუკოვიჩის უკრაინის ხელისუფლებაში ყოფნისას. მთლად ლუკაშენკოს არ ვახსენებ, რადგან, ვფიქრობ, მის მდგომარეობამდე დიდი გზაა გასავლელი. გააგრძელეთ კითხვა