სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება" - როგორია საგარეჯოში სროლისას დაჭრილი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა
"ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება" - როგორია საგარეჯოში სროლისას დაჭრილი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ სა­გა­რე­ჯოს მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, მა­მუ­კა ოთი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თავ­დას­ხმი­სას დაჭ­რი­ლი ორი პირი ბი­ნა­ზე უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ე­წე­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე პა­ცი­ენტს, 24 წლის მა­მა­კაცს, მა­მუ­კა ოთი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. ამას­თან, კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის გან­მარ­ტე­ბით, მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბის რის­კი მა­ღა­ლი რჩე­ბა.

“სა­გა­რე­ჯოს "ჯეო ჰოს­პი­ტალ­ში“ სამი პა­ცი­ენ­ტი აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას. აქე­დან ორის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ბი­ნა­ზე გა­წე­რა იგეგ­მე­ბა. ერთი პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტში აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას, მარ­თვით სუნ­თქვა­ზე რჩე­ბა. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა, და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კით.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ეტაპ­ზე და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა გვაქვს, მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გარ­თუ­ლე­ბის რის­კი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რჩე­ბა. მას შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბა. ამ ეტა­პის­თვის კრი­ტი­კუ­ლი ანე­მი­ის ციფ­რე­ბი აღარ ფიქ­სირ­დე­ბა, მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა“, - აღ­ნიშ­ნავს ოთი­აშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­გა­რე­ჯო­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­დაც ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რომ ცე­ცხლი გახ­სნა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ნ.ა. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვით­ლიკ­ვი­და­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება" - როგორია საგარეჯოში სროლისას დაჭრილი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება" - როგორია საგარეჯოში სროლისას დაჭრილი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, თავდასხმისას დაჭრილი ორი პირი ბინაზე უახლოეს დღეებში გაეწერება.

რაც შეეხება მესამე პაციენტს, 24 წლის მამაკაცს, მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამასთან, კლინიკის დირექტორის განმარტებით, მიყენებული დაზიანებებიდან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების რისკი მაღალი რჩება.

“საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალში“ სამი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. აქედან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში ბინაზე გაწერა იგეგმება. ერთი პაციენტი, რომელიც კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აგრძელებს მკურნალობას, მართვით სუნთქვაზე რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დადებითი დინამიკით.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა გვაქვს, მიყენებული დაზიანებებიდან გამომდინარე, გართულების რისკი ძალიან მაღალი რჩება. მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპისთვის კრიტიკული ანემიის ციფრები აღარ ფიქსირდება, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, - აღნიშნავს ოთიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში რამდენიმე დღის წინ მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.