სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნების სამსახური" მადეირაზე, კრიშტიანუ რონალდუს სასახლეში - რა ვაკანსია გამოაცხადა ფეხბურთელმა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ
"ოცნების სამსახური" მადეირაზე, კრიშტიანუ რონალდუს სასახლეში - რა ვაკანსია გამოაცხადა ფეხბურთელმა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ

"ალ ნას­რის“ თავ­დამ­სხმელს, ფეხ­ბურ­თის პორ­ტუ­გა­ლი­ელ ვარ­სკვლავს, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს ვა­კან­სია აქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, ბევ­რის­თვის ოც­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რი იყოს.

მე­დი­ის ცნო­ბით, კრიშ­ტი­ა­ნუ სა­სახ­ლის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს ეძებს.

და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს სამ­სა­ხუ­რი პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, კუნ­ძულ მა­დე­ი­რა­ზე ელო­დე­ბათ. სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც რო­ნალ­დუს ოჯა­ხის ძი­რი­თად რე­ზი­დენ­ცი­ად უნდა იქ­ცეს, ივ­ნის­ში უნდა დას­რულ­დეს.

  • პორ­ტუ­გა­ლი­ელს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე ვა­კან­სია, შე­სა­ბა­მი­სი კან­დი­და­ტე­ბი რიგ პო­ზი­ცი­ებ­ზე უკვე ნა­პოვ­ნია, მა­გა­ლი­თად, მო­უ­რა­ვი, რო­მელ­საც რონი თვე­ში 5 500 ევ­როს გა­და­უხ­დის.

თუმ­ცა კრიშ­ტი­ა­ნუ სირ­თუ­ლე­ებს სუ­შის შე­ფის და­ქი­რა­ვე­ბი­სას წა­ა­წყდა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი მზად არის შეფს თვე­ში 5 100 ევრო გა­და­უ­ხა­დოს, იმ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გამო, რო­მელ­საც კან­დი­და­ტი უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს, შე­სა­ბა­მი­სი კად­რი ჯერ ვერ მო­ი­ძებ­ნა.

ფეხ­ბურ­თელს და მის შეყ­ვა­რე­ბულს ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გესს სურთ, რომ მზა­რე­ულს შე­ეძ­ლოს ტრა­დი­ცი­უ­ლი პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი საჭ­მე­ლე­ბის, სუ­ში­სა და სხვა­დას­ხვა უცხო ქვეყ­ნე­ბის კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა.

Daily Mail-ის ცნო­ბით, რო­ნალ­დოს აღ­ნიშ­ნულ­მა სირ­თუ­ლემ "ნამ­დვი­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნა."

ასე რომ, თუ სუ­შის მომ­ზა­დე­ბას­თან ერ­თად, პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა იცით და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლოს დე­ლი­კა­ტე­სებ­საც ფლობთ, სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვის სახ­ლში გე­ლო­დე­ბი­ან.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტაბუ
2

,,ოცნების სამსახური'' არასწორია, პოლიტიკური ელფერი აქვს. სწორია ,,საოცნებო სამსახური".

მზარეული
0

ვააა რა კარგი შემოთავაზებაა, მზათ ვარ ვიშრომო, დავიხარჯო და მოვამზადო ისეთი საკვები, რომ ჩავიტკბარუნოთ, ვიკუსკუსოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ოცნების სამსახური" მადეირაზე, კრიშტიანუ რონალდუს სასახლეში - რა ვაკანსია გამოაცხადა ფეხბურთელმა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ

"ოცნების სამსახური" მადეირაზე, კრიშტიანუ რონალდუს სასახლეში - რა ვაკანსია გამოაცხადა ფეხბურთელმა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ

"ალ ნასრის“ თავდამსხმელს, ფეხბურთის პორტუგალიელ ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს ვაკანსია აქვს გამოცხადებული, რომელიც შესაძლოა, ბევრისთვის ოცნების სამსახური იყოს.

მედიის ცნობით, კრიშტიანუ სასახლის მომსახურე პერსონალს ეძებს.

დაინტერესებულ პირებს სამსახური პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე ელოდებათ. სახლის მშენებლობა, რომელიც რონალდუს ოჯახის ძირითად რეზიდენციად უნდა იქცეს, ივნისში უნდა დასრულდეს.

  • პორტუგალიელს გამოცხადებული აქვს რამდენიმე ვაკანსია, შესაბამისი კანდიდატები რიგ პოზიციებზე უკვე ნაპოვნია, მაგალითად, მოურავი, რომელსაც რონი თვეში 5 500 ევროს გადაუხდის.

თუმცა კრიშტიანუ სირთულეებს სუშის შეფის დაქირავებისას წააწყდა. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელი მზად არის შეფს თვეში 5 100 ევრო გადაუხადოს, იმ კრიტერიუმების გამო, რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს, შესაბამისი კადრი ჯერ ვერ მოიძებნა.

ფეხბურთელს და მის შეყვარებულს ჯორჯინა როდრიგესს სურთ, რომ მზარეულს შეეძლოს ტრადიციული პორტუგალიური საჭმელების, სუშისა და სხვადასხვა უცხო ქვეყნების კერძების მომზადება.

Daily Mail-ის ცნობით, რონალდოს აღნიშნულმა სირთულემ "ნამდვილი თავის ტკივილი გაუჩინა."

ასე რომ, თუ სუშის მომზადებასთან ერთად, პორტუგალიური კერძების მომზადება იცით და კიდევ რამდენიმე ქვეყნის სამზარეულოს დელიკატესებსაც ფლობთ, სუპერვარსკვლავის სახლში გელოდებიან.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე