საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარტო დაგვტოვა, მაგრამ ის მაიმედებს, რომ გმირი უწოდეს... ძალიან მომინდა პოლიციელობა, მინდა მამამაც იამაყოს ჩემით" - ინტერვიუ საგარეჯოში გმირულად დაღუპული პოლიციელის შვილებთან
"მარტო დაგვტოვა, მაგრამ ის მაიმედებს, რომ გმირი უწოდეს... ძალიან მომინდა პოლიციელობა, მინდა მამამაც იამაყოს ჩემით" - ინტერვიუ საგარეჯოში გმირულად დაღუპული პოლიციელის შვილებთან

ნათ­ლის­ღე­ბას მომ­ხდარ­მა უმ­ძი­მეს­მა ამ­ბავ­მა, რო­მე­ლიც სა­გა­რე­ჯო­ში მოხ­და, მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. ერთ-ერთი კორ­პუ­სის აივ­ნი­დან შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სრო­ლა და­ი­წყო. შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­ი­და­ნაც და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ­მა პირ­მა ცე­ცხლი გახ­სნა.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან, და­ვით ნას­რა­ძე, ზაზა ჩიხ­ლა­ძე, ზაქ­რო მა­თი­აშ­ვი­ლი, ნო­დარ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა დაჭ­რი­ლებს - 5 ადა­მი­ა­ნი­დან, ოთხის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, ხოლო ერთი, 21 წლის ბიჭი კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რჩე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ნო­დარ ათუ­აშ­ვილ­მა გა­ის­რო­ლა. მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თავი მო­იკ­ლა.

მომ­ხდარ ამ­ბავს დამ­ნა­შა­ვეს­თან ერ­თად ჰყავს თა­ვი­სი გმი­რე­ბი. მათ შო­რის არის პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად სხვი­სი სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა. ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლი "იო­ლის" მა­ღა­ზი­ას­თან მო­ქა­ლა­ქეს გა­და­ე­ფა­რა, რა დრო­საც ტყვია გულ­ში მოხ­ვდა და ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

სა­მარ­თალ­დამ­ცველს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა. ოთა­რის ცოლ-შვი­ლი თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და, თა­ვად კი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უმე­ტე­სად სა­გა­რე­ჯო­ში იყო. ის სა­გა­რე­ჯოს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ოჯახ­თან სი­შო­რე­ზე წუხ­და.

AMBEBI.GE გმი­რი პო­ლი­ცი­ე­ლის შვი­ლებს, ანას (11 წლის) და გი­გას (12 წლის) ესა­უბ­რა:

ანა ღვი­ნაშ­ვი­ლი:

"ვა­ზი­სუ­ბან­ში ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ სა­გა­რე­ჯოს­თან კავ­ში­რი გვაქვს - მა­მას სო­ფე­ლია ჩა­ი­ლუ­რი, სა­დაც ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და სი­ა­რუ­ლი. მა­მამ ერთი წე­ლია, რაც სა­გა­რე­ჯო­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, მა­ნამ­დე თბი­ლის­ში იყო. ის მთლი­ა­ნად სამ­სა­ხურ­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცდი­ლობ­და ოჯა­ხის­თვი­საც, ჩვენ­თვი­საც გა­მო­ე­ნა­ხა დრო, სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა არ მო­ეკ­ლო, მო­უც­ლე­ლო­ბას არ გვაგ­რძნო­ბი­ნებ­და. მე 11 წლის ვარ, გიგა - 12-ის. მა­მამ მარ­ტო დაგვტო­ვა, მაგ­რამ ის მა­ი­მე­დებს, რომ მას გმი­რი უწო­დეს, ყო­ველ­თვის უნ­დო­და გმი­რი­ვით და­ღუ­პუ­ლი­ყო და არა ლაჩ­რუ­ლად. არ ვიცი, დე­ტა­ლე­ბი, რო­გორ და­ი­ღუ­პა. იმ ღა­მით, როცა ჩვენ­თან ერთი ამ­ბა­ვი ატყდა, მა­შინ გა­ვი­გეთ, მამა აღარ იყო.

ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლი შვი­ლებ­თან ერ­თად

ყო­ველ დი­ლით თბი­ლი­სი­დან მი­დი­ო­და სამ­სა­ხურ­ში, რო­მე­ლიც ზედ­მე­ტა­დაც უყ­ვარ­და. სამ­წუ­ხა­როდ, იმ დი­ლით მე და ჩემს ძმას არ გვი­ნა­ხავს, ბე­ბია-პა­პას­თან ვი­ყა­ვით. ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი მამა იყო, მის სამ­სა­ხურს თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ... ცდი­ლობ­და, მისი პრობ­ლე­მე­ბი ჩვენ­თვის არ მო­ეხ­ვია და ჩვე­ნი ჭკუ­ის გამ­ხდა­რი­ყო, ჩვე­ნი თა­ნა­ტო­ლი­ვით გვექ­ცე­ო­და, ხა­სი­ათს გვი­წყობ­და. მა­მაც მა­მით ობო­ლი იყო და ბიძა მა­მა­სა­ვით ჰყავ­და, ამ­ბობ­და, ჩემი მე­ო­რე მა­მა­აო. მა­მას მა­მი­კოც გმი­რი იყო, ომში და­ი­ღუ­პა, მა­შინ 4-5 წლი­სა­ნი ვი­ყა­ვით მე და ჩემი ძმა.

არ მო­ვე­ლო­დით ამ ყვე­ლა­ფერს, ვნა­ნობთ, რომ წას­ვლი­სას ვერ ვნა­ხეთ. ტე­ლე­ფონ­ზე კი და­ვუ­რე­კე იმ დღეს, შემ­თხვე­ვამ­დე 1 სა­ა­თით ადრე, ისე­თი არა­ფე­რი უთ­ქვამს. ვი­ცო­დით, ის თა­ვი­სი საქ­მის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­და, თავ­საც და­დებ­და, მით უმე­ტეს, ადა­მი­ა­ნის­თვის. მამა კე­თი­ლი იყო და რი­თაც შე­ეძ­ლო ეხ­მა­რე­ბო­და ადა­მი­ა­ნებს, შვი­ლებს ყო­ველ­თვის გვე­უბ­ნე­ბო­და, როცა რამე გაქვთ, სხვა­საც მი­ე­ცით, ვი­საც არ აქვს გა­უ­ყა­ვით, თქვენ გექ­ნე­ბათ და შე­საძ­ლოა, მათ არ ჰქონ­დე­თო. მეც მა­მის გზას გა­ვაგ­რძე­ლებ, ალ­ბათ, პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა არა, მაგ­რამ პრო­კუ­რო­რო­ბა მინ­და“.

გიგა ღვი­ნაშ­ვი­ლი:

"მამა მხი­ა­რულ ადა­მი­ა­ნად და­მა­მახ­სოვ­რდე­ბა, ჩვენ­გა­ნაც სულ ამას ითხოვ­და, არ უყ­ვარ­და, როცა ვტი­რო­დით. მამა მკაც­რი იყო იმ მხრივ, რომ უნ­დო­და, კარ­გად გვეს­წავ­ლა და ღირ­სე­უ­ლე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ხში­რად მე­უბ­ნე­ბო­და, დე­დას მო­უ­ა­რე, ქა­ლებს მი­ხე­დე, მარ­ტო ნუ ტო­ვებ, როცა სახ­ლში არ ვარო. ამ ბოლო დროს, ხში­რად ლა­პა­რა­კობ­და სიკ­ვდილ­ზე, ალ­ბათ იცო­და, რა­ზეც მი­დი­ო­და.

ვა­მა­ყობ გმი­რი მა­მით... ჩემს მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ა­ზე მი­ფიქ­რია, მაგ­რამ ბევ­რჯერ გა­და­მი­ფიქ­რე­ბია. არა­სო­დეს მდო­მე­ბია, მაგ­რამ ახლა ძა­ლი­ან მო­მინ­და პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა და ეს არ­ჩე­ვა­ნი მა­მის ამ­ბავ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. მინ­და მა­ნაც ია­მა­ყოს ჩე­მით, მა­მას თუ ხალ­ხის გა­დარ­ჩე­ნა უნ­დო­და და ამის­თვის და­ი­ბა­და, მეც მისი გზა უნდა გა­ვაგ­რძე­ლო“.

ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლის პა­ნაშ­ვი­დე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა: შა­ბათს და კვი­რას, თბი­ლის­ში, ვა­ზი­სუბ­ნის პირ­ვე­ლი მიკ­როს მე-17 კორ­პუს­ში. (მე­ო­რე სა­დარ­ბა­ზო). სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი გა­ი­მარ­თე­ბა ვა­ზი­სუ­ბან­ში, წმ. ვახ­ტანგ გორ­გას­ლის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში. სამ­შა­ბათს კი პო­ლი­ცი­ელს მშობ­ლი­ურ სო­ფელ ჩა­ი­ლურ­ში დაკ­რძა­ლა­ვენ.

AMBEBI.GE მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და უსამ­ძიმ­რებს ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აქამდე
58

აქამდე სად იყო სპეცრაზმი!!! ჩქარა რომ გემოქმედათ არა??

ნათია
3

ძალიან გთხოვთ, იქნებ დაწეროთ ზუსტი ინფორმაცია, ტაძარში რომელ დღესა და რომელ საათზე გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი. წასვლა მსურს, მოსწავლეების წაყვანაც... ვისაც სურვილი ექნება... ოჯახმა უნდა იგრძნოს თანადგომა. ახალგაზრდომაბ კი - გმირობის მაგალითს პატივი მიაგოს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მარტო დაგვტოვა, მაგრამ ის მაიმედებს, რომ გმირი უწოდეს... ძალიან მომინდა პოლიციელობა, მინდა მამამაც იამაყოს ჩემით" - ინტერვიუ საგარეჯოში გმირულად დაღუპული პოლიციელის შვილებთან

"მარტო დაგვტოვა, მაგრამ ის მაიმედებს, რომ გმირი უწოდეს... ძალიან მომინდა პოლიციელობა, მინდა მამამაც იამაყოს ჩემით" - ინტერვიუ საგარეჯოში გმირულად დაღუპული პოლიციელის შვილებთან

ნათლისღებას მომხდარმა უმძიმესმა ამბავმა, რომელიც საგარეჯოში მოხდა, მთელი ქვეყანა შეძრა. ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, საიდანაც დანაშაულის ჩამდენმა პირმა ცეცხლი გახსნა.

გარდაცვლილები არიან, დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, ზაქრო მათიაშვილი, ნოდარ რჩეულიშვილი და ოთარ ღვინაშვილი. რაც შეეხება დაჭრილებს - 5 ადამიანიდან, ოთხის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო ერთი, 21 წლის ბიჭი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.

გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან 1974 წელს დაბადებულმა ნოდარ ათუაშვილმა გაისროლა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

მომხდარ ამბავს დამნაშავესთან ერთად ჰყავს თავისი გმირები. მათ შორის არის პოლიციელი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა. ოთარ ღვინაშვილი "იოლის" მაღაზიასთან მოქალაქეს გადაეფარა, რა დროსაც ტყვია გულში მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.

სამართალდამცველს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ოთარის ცოლ-შვილი თბილისში ცხოვრობდა, თავად კი სამსახურიდან გამომდინარე უმეტესად საგარეჯოში იყო. ის საგარეჯოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იყო. როგორც ახლობლები ამბობენ, ყველაზე მეტად სწორედ ოჯახთან სიშორეზე წუხდა.

AMBEBI.GE გმირი პოლიციელის შვილებს, ანას (11 წლის) და გიგას (12 წლის) ესაუბრა:

ანა ღვინაშვილი:

"ვაზისუბანში ვცხოვრობთ, მაგრამ საგარეჯოსთან კავშირი გვაქვს - მამას სოფელია ჩაილური, სადაც ძალიან გვიყვარდა სიარული. მამამ ერთი წელია, რაც საგარეჯოში დაიწყო მუშაობა, მანამდე თბილისში იყო. ის მთლიანად სამსახურზე იყო გადართული, მაგრამ ძალიან ცდილობდა ოჯახისთვისაც, ჩვენთვისაც გამოენახა დრო, სითბო და ყურადღება არ მოეკლო, მოუცლელობას არ გვაგრძნობინებდა. მე 11 წლის ვარ, გიგა - 12-ის. მამამ მარტო დაგვტოვა, მაგრამ ის მაიმედებს, რომ მას გმირი უწოდეს, ყოველთვის უნდოდა გმირივით დაღუპულიყო და არა ლაჩრულად. არ ვიცი, დეტალები, როგორ დაიღუპა. იმ ღამით, როცა ჩვენთან ერთი ამბავი ატყდა, მაშინ გავიგეთ, მამა აღარ იყო.

ოთარ ღვინაშვილი შვილებთან ერთად

ყოველ დილით თბილისიდან მიდიოდა სამსახურში, რომელიც ზედმეტადაც უყვარდა. სამწუხაროდ, იმ დილით მე და ჩემს ძმას არ გვინახავს, ბებია-პაპასთან ვიყავით. ძალიან მხიარული მამა იყო, მის სამსახურს თუ გავითვალისწინებთ... ცდილობდა, მისი პრობლემები ჩვენთვის არ მოეხვია და ჩვენი ჭკუის გამხდარიყო, ჩვენი თანატოლივით გვექცეოდა, ხასიათს გვიწყობდა. მამაც მამით ობოლი იყო და ბიძა მამასავით ჰყავდა, ამბობდა, ჩემი მეორე მამააო. მამას მამიკოც გმირი იყო, ომში დაიღუპა, მაშინ 4-5 წლისანი ვიყავით მე და ჩემი ძმა.

არ მოველოდით ამ ყველაფერს, ვნანობთ, რომ წასვლისას ვერ ვნახეთ. ტელეფონზე კი დავურეკე იმ დღეს, შემთხვევამდე 1 საათით ადრე, ისეთი არაფერი უთქვამს. ვიცოდით, ის თავისი საქმისთვის ყველაფერს გააკეთებდა, თავსაც დადებდა, მით უმეტეს, ადამიანისთვის. მამა კეთილი იყო და რითაც შეეძლო ეხმარებოდა ადამიანებს, შვილებს ყოველთვის გვეუბნებოდა, როცა რამე გაქვთ, სხვასაც მიეცით, ვისაც არ აქვს გაუყავით, თქვენ გექნებათ და შესაძლოა, მათ არ ჰქონდეთო. მეც მამის გზას გავაგრძელებ, ალბათ, პოლიციელობა არა, მაგრამ პროკურორობა მინდა“.

გიგა ღვინაშვილი:

"მამა მხიარულ ადამიანად დამამახსოვრდება, ჩვენგანაც სულ ამას ითხოვდა, არ უყვარდა, როცა ვტიროდით. მამა მკაცრი იყო იმ მხრივ, რომ უნდოდა, კარგად გვესწავლა და ღირსეულები ვყოფილიყავით. ხშირად მეუბნებოდა, დედას მოუარე, ქალებს მიხედე, მარტო ნუ ტოვებ, როცა სახლში არ ვარო. ამ ბოლო დროს, ხშირად ლაპარაკობდა სიკვდილზე, ალბათ იცოდა, რაზეც მიდიოდა.

ვამაყობ გმირი მამით... ჩემს მომავალ პროფესიაზე მიფიქრია, მაგრამ ბევრჯერ გადამიფიქრებია. არასოდეს მდომებია, მაგრამ ახლა ძალიან მომინდა პოლიციელობა და ეს არჩევანი მამის ამბავმა განაპირობა. მინდა მანაც იამაყოს ჩემით, მამას თუ ხალხის გადარჩენა უნდოდა და ამისთვის დაიბადა, მეც მისი გზა უნდა გავაგრძელო“.

ოთარ ღვინაშვილის პანაშვიდები გაიმართება: შაბათს და კვირას, თბილისში, ვაზისუბნის პირველი მიკროს მე-17 კორპუსში. (მეორე სადარბაზო). სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ვაზისუბანში, წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში. სამშაბათს კი პოლიციელს მშობლიურ სოფელ ჩაილურში დაკრძალავენ.

AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს სამართალდამცველის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს