საგარეჯოს ცენტრში მდუმარე აქცია მიმდინარეობს, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოქალაქეები პატივს მიაგებენ ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის შედეგად დაღუპულ პირებს.
შეგახსენებთ, წუხელ საგარეჯოს საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინიდან ეზოში მყოფ ახალგაზრდებს ცეცხლი გაუხსნა ყოფილმა სამხედრომ ნოდარ ათუაშვილმა.
შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი პოლიციელი. სპეცოპერაციის დაწყებამდე თავი მოიკლა თავდამსხმელმაც. დაჭრილია ასევე 5 ადამიანი, მათგან ერთის - 24 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
იხილეთ ასევე:
ცოლს სცემდა და ვაშველებდითო,მეზობლებს იარაღით გვემუქრებოდაო.მაშინ სად იყვნენ ესენი,რატო ხმას არ იღებდნენ? ამდენი იარაღი და ვაზნები რომ ქონდა ამ კაცს, სად იყო შესაბამისი სამსახურები?
ღმᲔრთმა ყველა გაანათლოს მაგრამ Ამ მკვლელობის მიზეზი საინტერესოა რა იყო დავა,ბირჟაზე დგომა,ხმაური,კონფლიქტი წინა დღეებში,შვილთან უთანხმოება,სიმთვრალე,ნარკოტიკი თუ სამკურნალო წამლები