მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგარეჯოს ტრაგედია: ერთი პაციენტი გაეწერა, სამი ადგილობრივ კლინიკაში რჩება - როგორია მათი მდგომარეობა?
საგარეჯოს ტრაგედია: ერთი პაციენტი გაეწერა, სამი ადგილობრივ კლინიკაში რჩება -  როგორია მათი მდგომარეობა?

სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის დროს დაჭ­რი­ლე­ბი­დან ერთ-ერთი კლი­ნი­კი­დან გა­ე­წე­რა, "ჯე­ოჰოს­პი­ტალ­სის” სა­გა­რე­ჯოს ფი­ლი­ალ­ში სამი პა­ცი­ენ­ტი რჩე­ბა, მათ­გან ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ კრი­ტი­კუ­ლად მძი­მეა

სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის დროს დაჭ­რი­ლე­ბი­დან ერთ-ერთი პირი "ჯე­ოჰოს­პი­ტალ­სის” სა­გა­რე­ჯოს ფი­ლი­ა­ლი­დან ბი­ნა­ზე გა­ე­წე­რა. რო­გორც კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა მა­მუ­კა ოთი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბო­და ცე­ცხლნას­რო­ლო ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბე­ბი, მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რო­მელ­საც კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბა გა­ე­წია და და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით ბი­ნა­ზე გა­ე­წე­რა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ამ ეტაპ­ზე, “ჯე­ოჰოს­პი­ტალ­სის” სა­გა­რე­ჯოს ფი­ლი­ალ­ში რჩე­ბა სამი პა­ცი­ენ­ტი, მათ­გან ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლად მძი­მეა.

"კლი­ნი­კა­ში ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მოყ­ვა­ნი­ლი იყო 6 პა­ცი­ენ­ტი ცე­ცხლნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბე­ბით. მათ­გან ერთ-ერთი [პო­ლი­ცი­ე­ლი] გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ერთი კი, თბი­ლი­სის სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბულ კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. და­ნარ­ჩე­ნი ოთხი პა­ცი­ენ­ტი სა­გა­რე­ჯოს “ჯე­ოჰოს­პი­ტალ­ში” აგ­რძე­ლებ­და მკურ­ნა­ლო­ბას. ოთხი­დან ერთი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით გა­ე­წე­რა. სამს გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­და. მათ­გან ორის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. ხოლო ერთი, რო­მე­ლიც კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე პა­ცი­ენ­ტია, ამ ეტა­პის­თვის კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­ნაგ­რძობს მკურ­ნა­ლო­ბას. მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი რჩე­ბა, უტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა. დი­ნა­მი­კა ამ ეტა­პის­თვის უც­ვლე­ლია. მას ცე­ცხლნას­რო­ლი გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი აქვს მუც­ლის ღრუ­სა და ბარ­ძა­ყის მი­და­მო­ებ­ში. და­ნარ­ჩე­ნებს კი, ვი­საც ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, ქვე­და კი­დუ­რის ცე­ცხლნას­რო­ლი გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი ჰქონ­დათ”, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ოთი­აშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­დაც ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რომ ცე­ცხლი გახ­სნა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ნ.ა. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თავი მო­იკ­ლა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

საგარეჯოს ტრაგედია: ერთი პაციენტი გაეწერა, სამი ადგილობრივ კლინიკაში რჩება - როგორია მათი მდგომარეობა?

საგარეჯოს ტრაგედია: ერთი პაციენტი გაეწერა, სამი ადგილობრივ კლინიკაში რჩება -  როგორია მათი მდგომარეობა?

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაჭრილებიდან ერთ-ერთი კლინიკიდან გაეწერა, "ჯეოჰოსპიტალსის” საგარეჯოს ფილიალში სამი პაციენტი რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაჭრილებიდან ერთ-ერთი პირი "ჯეოჰოსპიტალსის” საგარეჯოს ფილიალიდან ბინაზე გაეწერა. როგორც კლინიკის დირექტორმა მამუკა ოთიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლო ნაკვეთი ჭრილობები, მცირე დაზიანებები, რომელსაც კლინიკაში მკურნალობა გაეწია და დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით ბინაზე გაეწერა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, “ჯეოჰოსპიტალსის” საგარეჯოს ფილიალში რჩება სამი პაციენტი, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

"კლინიკაში ღამის განმავლობაში შემოყვანილი იყო 6 პაციენტი ცეცხლნაკვეთი ჭრილობებით. მათგან ერთ-ერთი [პოლიციელი] გარდაცვლილი იყო. ერთი კი, თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაშია გადაყვანილი. დანარჩენი ოთხი პაციენტი საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალში” აგრძელებდა მკურნალობას. ოთხიდან ერთი ამბულატორიულ მკურნალობაზე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა. სამს გადაუდებელი ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა. მათგან ორის მდგომარეობა სტაბილურია. ხოლო ერთი, რომელიც კრიტიკულად მძიმე პაციენტია, ამ ეტაპისთვის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს მკურნალობას. მდგომარეობა კრიტიკული რჩება, უტარდება შესაბამისი მკურნალობა. დინამიკა ამ ეტაპისთვის უცვლელია. მას ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები აქვს მუცლის ღრუსა და ბარძაყის მიდამოებში. დანარჩენებს კი, ვისაც ოპერაცია ჩაუტარდა, ქვედა კიდურის ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები ჰქონდათ”, - განაცხადა მამუკა ოთიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

იხილეთ ასევე: