მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცეცხლის ხაზზე იარა, სროლა იყო და ამ დროსაც დაჭრილების დახმარებას ცდილობდა" - რას ჰყვებიან სასწრაფოს ექიმზე, რომელიც საგარეჯოს ტრაგედიის ერთ-ერთ გმირად იქცა
"ცეცხლის ხაზზე იარა, სროლა იყო და ამ დროსაც დაჭრილების დახმარებას ცდილობდა" - რას ჰყვებიან სასწრაფოს ექიმზე, რომელიც საგარეჯოს ტრაგედიის ერთ-ერთ გმირად იქცა

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და წუ­ხელ სა­გა­რე­ჯო­ში. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი კორ­პუ­სის აივ­ნი­დან შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სრო­ლა და­ი­წყო. შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­ი­და­ნაც და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ­მა პირ­მა ცე­ცხლი გახ­სნა.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან, და­ვით ნას­რა­ძე, ზაზა ჩიხ­ლა­ძე, ზაქ­რო მა­თი­აშ­ვი­ლი, ნო­დარ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა დაჭ­რი­ლებს - 5 ადა­მი­ა­ნი­დან, ოთხის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, ხოლო ერთი, 21 წლის ბიჭი კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რჩე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ნო­დარ ათუ­აშ­ვილ­მა გა­ის­რო­ლა. მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თავი მო­იკ­ლა.

მას შემ­დეგ რაც სრო­ლის ხმა მე­ზობ­ლებ­მა გა­ი­გეს, გა­მო­ი­ძა­ხეს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და რო­მე­ლიც ად­გილ­ზე მა­ლე­ვე მი­ვი­და. მათ პირ­ველ წუ­თებ­ში საკ­მა­ოდ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში უხ­დე­ბო­დათ მუ­შა­ო­ბა. სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის ერთ-ერთი ექი­მი, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე იყო, მა­რი­ნა იმ­ნა­ძე-კუ­ჭუ­აშ­ვი­ლია. ის სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში 2005 წლი­დან მუ­შა­ობს.

"გა­მო­ძა­ხე­ბა­ზეც პირ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნას ბრი­გა­და მი­ვი­და, პირ­და­პირ ცე­ცხლის ხაზ­ზე მოძ­რა­ობ­და და სრო­ლის დრო­საც ცდი­ლობ­და დაჭ­რი­ლე­ბის დახ­მა­რე­ბას. შემ­დეგ გა­მო­ი­ძა­ხეს მე­ო­რე ბრი­გა­დაც. ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნას­გან მსგავ­სი საქ­ცი­ე­ლი არა­ვის უკ­ვირს. უწე­სი­ე­რე­სი და უკარ­გე­სი ადა­მი­ა­ნია, საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. მის­თვის მსგავ­სი ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი უცხო არ არის. და­ნაღ­მულ ველ­ზეც შე­სუ­ლა დაჭ­რი­ლი გო­გოს გა­და­სარ­ჩე­ნად, სა­ნამ გამ­ნაღ­ვე­ლე­ბი მი­ვი­დოდ­ნენ. ეს ამ­ბა­ვი აქ ყვე­ლამ იცის. ასე­თი შემ­თხვე­ვა ბევ­რია", - ჰყვე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
35

Ამ ქალბატონს რატომ არ ესროდა გამოდის რომ მეზობლებთან ქონდა დაძაბული ურთიერთობა ბირჟავიკებთან

დგ
31

Მაშინ ამ ქალს რატომ არ ესროლა გამოდის რომ მიზეზი ეზოში ღამის საათებში შეკრებილი ხალხი იყო ეტყობა ხმაურობდნენ თანაც დღესასწაული იყო

ავტორი:

"ცეცხლის ხაზზე იარა, სროლა იყო და ამ დროსაც დაჭრილების დახმარებას ცდილობდა" - რას ჰყვებიან სასწრაფოს ექიმზე, რომელიც საგარეჯოს ტრაგედიის ერთ-ერთ გმირად იქცა

"ცეცხლის ხაზზე იარა, სროლა იყო და ამ დროსაც დაჭრილების დახმარებას ცდილობდა" - რას ჰყვებიან სასწრაფოს ექიმზე, რომელიც საგარეჯოს ტრაგედიის ერთ-ერთ გმირად იქცა

ტრაგედია დატრიალდა წუხელ საგარეჯოში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, საიდანაც დანაშაულის ჩამდენმა პირმა ცეცხლი გახსნა.

გარდაცვლილები არიან, დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, ზაქრო მათიაშვილი, ნოდარ რჩეულიშვილი და ოთარ ღვინაშვილი. რაც შეეხება დაჭრილებს - 5 ადამიანიდან, ოთხის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო ერთი, 21 წლის ბიჭი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.

გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან 1974 წელს დაბადებულმა ნოდარ ათუაშვილმა გაისროლა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

მას შემდეგ რაც სროლის ხმა მეზობლებმა გაიგეს, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა რომელიც ადგილზე მალევე მივიდა. მათ პირველ წუთებში საკმაოდ მძიმე ვითარებაში უხდებოდათ მუშაობა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ერთ-ერთი ექიმი, რომელიც ტრაგედიის ადგილზე იყო, მარინა იმნაძე-კუჭუაშვილია. ის სამედიცინო სფეროში 2005 წლიდან მუშაობს.

"გამოძახებაზეც პირველი ქალბატონი მარინას ბრიგადა მივიდა, პირდაპირ ცეცხლის ხაზზე მოძრაობდა და სროლის დროსაც ცდილობდა დაჭრილების დახმარებას. შემდეგ გამოიძახეს მეორე ბრიგადაც. ქალბატონი მარინასგან მსგავსი საქციელი არავის უკვირს. უწესიერესი და უკარგესი ადამიანია, საქმის პროფესიონალი. მისთვის მსგავსი ექსტრემალური სიტუაციები უცხო არ არის. დანაღმულ ველზეც შესულა დაჭრილი გოგოს გადასარჩენად, სანამ გამნაღველები მივიდოდნენ. ეს ამბავი აქ ყველამ იცის. ასეთი შემთხვევა ბევრია", - ჰყვებიან ადგილობრივები.

იხილეთ ასევე: